პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ოცნებაა საქართველოს მთებში ქეიფი!" - ამერიკელი ქალი, რომელიც ნიუ იორკში ქართულ კერძებს ამზადებს
"ჩემი ოცნებაა საქართველოს მთებში ქეიფი!" - ამერიკელი ქალი, რომელიც ნიუ იორკში ქართულ კერძებს ამზადებს

ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რია და ქარ­თუ­ლი სუფ­რის ისე­თი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ხა­ჭა­პუ­რი, ნიგვზი­ა­ნი ბად­რი­ჯა­ნი, ხინ­კა­ლი დიდი ხა­ნია გას­ცდა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ფარ­გლებს და ბევ­რი უცხო­ე­ლის­თვის საყ­ვა­რელ კერ­ძე­ბად იქცა.

მო კუ­ნინ­გჰე­მი ნიუ იორ­კე­ლი მოგ­ზა­უ­რია, რო­მე­ლიც ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ეწე­ვა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, გა­ტა­ცე­ბუ­ლია კუ­ლი­ნა­რი­ით და ერთ-ერ­თია იმ უცხო­ელ­თა­გან, რო­მე­ლიც შეყ­ვა­რე­ბუ­ლია ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე. რო­გორც ირ­კვე­ვა, მო წლე­ბის წინ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო ქარ­თველ მა­მა­კაც­ზე, რო­მელ­თა­ნაც დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს. სწო­რედ მისი დახ­მა­რე­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნა ქალ­მა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა, ტრა­დი­ცი­ე­ბი და სამ­ზა­რე­უ­ლო. მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ უმოგ­ზა­უ­რია, თუმ­ცა და­უს­წრებ­ლად უყ­ვარს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ამ­ბობს, რომ ოც­ნე­ბად აქვს ქცე­უ­ლი ამ პა­ტა­რა ქვეყ­ნის ხილ­ვა.

ერთ დღე­საც მშვე­ნი­ერ­მა ქალ­ბა­ტონ­მა გა­და­წყვი­ტა სა­კუ­თა­რი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში გა­მო­ევ­ლი­ნა და ქარ­თულ სუფ­რა­ზე სა­კუ­თა­რი მე­გობ­რე­ბი მი­იწ­ვია! შემ­დეგ კი მის მიერ გა­წყო­ბი­ლი სუფ­რა ვი­დე­ო­ზე აღ­ბეჭ­და და მე­გობ­რებს თა­ვი­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გა­უ­ზი­ა­რა. აი, რას წერს ვი­დე­ოს კო­მენ­ტარ­ში მო კუ­ნინ­გჰე­მი:

"Didimadalopt! სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ჩემი მე­უღ­ლის ელ­დარ შა­რა­შე­ნი­ძის­გან შე­ვი­ტყვე. ის და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და თბი­ლის­ში! დიდი ხა­ნია ერ­თად აღარ ვართ, მაგ­რამ ვრჩე­ბით დიდ მე­გობ­რე­ბად. პირ­ვე­ლად ხა­ჭა­პუ­რის გა­კე­თე­ბა ვის­წავ­ლე... ის ჩემი ჩემი დის­შვი­ლე­ბი­სა და ძმის­შვი­ლე­ბის საყ­ვა­რელ საჭ­მე­ლად იქცა და ყო­ველ­თვის მთხო­ვენ მის მომ­ზა­დე­ბას, როცა სტუმ­რად მო­დი­ან. ამის შემ­დეგ კი ელ­და­რის­გან სხვა ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბას ვის­წავ­ლე. აქ არის ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი, რაც მე ასე ძა­ლი­ან მიყ­ვარს! სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ჩემს უახ­ლო­ეს გეგ­მებ­ში შე­დის ვეს­ტუმ­რო ამ ქვე­ყა­ნას. ეს სუფ­რა გა­ვა­კე­თე სა­მე­გობ­როს ტრა­დი­ცი­ის ფარ­გლებ­ში, როცა თვე­ში ერთხელ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლოს ვაც­ნობთ ერ­თმა­ნეთს. ერთხელ როცა ჩემს ამე­რი­კელ მე­გო­ბარ­თან ხა­ჭა­პუ­რი ვახ­სე­ნე, ის გა­ოც­და და მი­თხრა, რომ ნიუ იორკში მე­გო­ბარ­თან ერ­თად აპი­რებ­და ევახ­შმა ქარ­თულ რეს­ტო­რან­ში! მან მი­თხრა, რომ გიჟ­დე­ბა ქარ­თულ საჭ­მელ­ზე!

როცა სუფ­რა გა­ვა­წყვე და ეს ვი­დეო გა­და­ვი­ღე, გა­ვუ­ზი­ა­რე ჩემს ქარ­თველ მე­გობ­რებს ფე­ის­ბუქ­ზე, შემ­დეგ ელ­დარ­მა გა­უ­ზი­ა­რა ის თა­ვის მე­გობ­რებს და ასე გავ­რცელ­და ვი­დეო ათა­სო­ბით ადა­მი­ან­ზე. ვი­დე­ომ 40 000 ნახ­ვა და­აგ­რო­ვა! გა­ვი­გე, რომ ვი­დეო ქარ­თულ­მა სა­იტ­მაც გა­ა­ზი­ა­რა და მად­ლო­ბა მათ" - წერს მო კუ­ნინ­გჰე­მი, რომ­ლის ვი­დე­ოც georgianjournal.ge-ს მეშ­ვე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა ნახა.

ამე­რი­კე­ლი მოგ­ზა­უ­რი ამ­ბობს, რომ მალე სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად ჩა­მოს­ვლას აპი­რებს:

"ვგიჟ­დე­ბი ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე, კულ­ტუ­რა­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით ქარ­თველ ხალ­ხზე! სხვა­თა შო­რის, ჩემი მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ იმ­დე­ნად კარ­გად ვამ­ზა­დებ ქარ­თულ კერ­ძებს და ვცეკ­ვავ ქარ­თულ ცეკ­ვებს, რომ უკვე და­ვემ­სგავ­სე ქარ­თველს და თუ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი გავ­ხდე­ბი, ჭეშ­მა­რი­ტი ქარ­თვე­ლი ვიქ­ნე­ბი! მო­უთ­მენ­ლად ველი იმ დღეს, როცა იმ ქვეყ­ნის სი­ლა­მა­ზეს ვი­ხი­ლავ, რო­მელ­საც სა­ო­ცა­რი ამ­ბე­ბით და სიმ­ღე­რე­ბით ვიც­ნობ. ჩემი ოც­ნე­ბაა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა და მის მთებ­ში ქე­ი­ფი! Garmajous" - წერს მო კუ­ნინ­გჰე­მი.

ნა­ხეთ მეტი ფოტო და იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ჩემი ოცნებაა საქართველოს მთებში ქეიფი!" - ამერიკელი ქალი, რომელიც ნიუ იორკში ქართულ კერძებს ამზადებს

"ჩემი ოცნებაა საქართველოს მთებში ქეიფი!" - ამერიკელი ქალი, რომელიც ნიუ იორკში ქართულ კერძებს ამზადებს

ქართული კულინარია და ქართული სუფრის ისეთი სავიზიტო ბარათები, როგორებიცაა: ხაჭაპური, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ხინკალი დიდი ხანია გასცდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და ბევრი უცხოელისთვის საყვარელ კერძებად იქცა.

მო კუნინგჰემი ნიუ იორკელი მოგზაურია, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწევა მსოფლიოს მასშტაბით, გატაცებულია კულინარიით და ერთ-ერთია იმ უცხოელთაგან, რომელიც შეყვარებულია ქართულ სამზარეულოზე. როგორც ირკვევა, მო წლების წინ დაქორწინებული იყო ქართველ მამაკაცზე, რომელთანაც დღემდე ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობებს. სწორედ მისი დახმარებით აღმოაჩინა ქალმა ქართული კულტურა, ტრადიციები და სამზარეულო. მართალია, საქართველოში ჯერ არ უმოგზაურია, თუმცა დაუსწრებლად უყვარს ჩვენი ქვეყანა და ამბობს, რომ ოცნებად აქვს ქცეული ამ პატარა ქვეყნის ხილვა.

ერთ დღესაც მშვენიერმა ქალბატონმა გადაწყვიტა საკუთარი კულინარიული შესაძლებლობები ქართული კერძების მომზადებაში გამოევლინა და ქართულ სუფრაზე საკუთარი მეგობრები მიიწვია! შემდეგ კი მის მიერ გაწყობილი სუფრა ვიდეოზე აღბეჭდა და მეგობრებს თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა. აი, რას წერს ვიდეოს კომენტარში მო კუნინგჰემი:

"Didimadalopt! საქართველოს შესახებ ჩემი მეუღლის ელდარ შარაშენიძისგან შევიტყვე. ის დაიბადა და გაიზარდა თბილისში! დიდი ხანია ერთად აღარ ვართ, მაგრამ ვრჩებით დიდ მეგობრებად. პირველად ხაჭაპურის გაკეთება ვისწავლე... ის ჩემი ჩემი დისშვილებისა და ძმისშვილების საყვარელ საჭმელად იქცა და ყოველთვის მთხოვენ მის მომზადებას, როცა სტუმრად მოდიან. ამის შემდეგ კი ელდარისგან სხვა ქართული კერძების მომზადებას ვისწავლე. აქ არის ყველაფერი ქართული, რაც მე ასე ძალიან მიყვარს! საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ჩემს უახლოეს გეგმებში შედის ვესტუმრო ამ ქვეყანას. ეს სუფრა გავაკეთე სამეგობროს ტრადიციის ფარგლებში, როცა თვეში ერთხელ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს ვაცნობთ ერთმანეთს. ერთხელ როცა ჩემს ამერიკელ მეგობართან ხაჭაპური ვახსენე, ის გაოცდა და მითხრა, რომ ნიუ იორკში მეგობართან ერთად აპირებდა ევახშმა ქართულ რესტორანში! მან მითხრა, რომ გიჟდება ქართულ საჭმელზე!

როცა სუფრა გავაწყვე და ეს ვიდეო გადავიღე, გავუზიარე ჩემს ქართველ მეგობრებს ფეისბუქზე, შემდეგ ელდარმა გაუზიარა ის თავის მეგობრებს და ასე გავრცელდა ვიდეო ათასობით ადამიანზე. ვიდეომ 40 000 ნახვა დააგროვა! გავიგე, რომ ვიდეო ქართულმა საიტმაც გააზიარა და მადლობა მათ" - წერს მო კუნინგჰემი, რომლის ვიდეოც georgianjournal.ge-ს მეშვეობით საქართველოში ათასობით ადამიანმა ნახა.

ამერიკელი მოგზაური ამბობს, რომ მალე საქართველოში სტუმრად ჩამოსვლას აპირებს:

"ვგიჟდები ქართულ სამზარეულოზე, კულტურაზე და განსაკუთრებით ქართველ ხალხზე! სხვათა შორის, ჩემი მეგობრები მეუბნებიან, რომ იმდენად კარგად ვამზადებ ქართულ კერძებს და ვცეკვავ ქართულ ცეკვებს, რომ უკვე დავემსგავსე ქართველს და თუ მართლმადიდებელი გავხდები, ჭეშმარიტი ქართველი ვიქნები! მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა იმ ქვეყნის სილამაზეს ვიხილავ, რომელსაც საოცარი ამბებით და სიმღერებით ვიცნობ. ჩემი ოცნებაა, საქართველოში ჩამოსვლა და მის მთებში ქეიფი! Garmajous" - წერს მო კუნინგჰემი.

ნახეთ მეტი ფოტო და იხილეთ ვიდეო

მგზავრებს პირბადის ტარება აეროპორტის გარდა, თვითმფრინავის ბორტზეც მოუწევთ - რა წესების დაცვით იქნება დასაშვები  ავიამგზავრობა?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 809-მდე გაიზარდა - რას ამბობს ამირიან გამყრელიძე ახლი პაციენტის შესახებ

"მიშა სააკაშვილთან სურათებს იღებდა, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და გავუგზავნო" - სამოქალაქო აქტივისტის პასუხი კალაძეს