მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის ტელევიზიის 26 წლის თანამშრომელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აჭარის ტელევიზიის 26 წლის თანამშრომელი გულის შეტევით გარდაიცვალა

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ზუკა ფა­ღა­ვა 26 წლის ასაკ­ში გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის გა­და­ცე­მა "დი­ლის ტალ­ღა­ში" ვი­დეო-მე­მონ­ტა­ჟის პო­ზი­ცი­ა­ზე ბოლო ერთი წლის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­და.

ზუკა ფა­ღა­ვას კო­ლე­გე­ბი და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ. მა­უ­წყებ­ლის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი ტატო ცე­ცხლა­ძე კო­ლე­გის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს წერს:

"ახალ­გაზ­რდე­ბი არ უნდა კვდე­ბოდ­ნენ, მით უფრო ზუ­კას­ნა­ი­რე­ბი. ბოლო ორი თვეა ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით BBC-ს პრო­ექ­ტზე. თეა და ქეთი სულ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ ზუკა მალე მოგ­ვცემს მა­სა­ლას, ზუკა თუ აკე­თებს სა­ნერ­ვი­უ­ლო არ გვაქ­ვსო. მარ­თლაც ასე იყო. ჩემს წილ შრო­მა­საც კი თა­ვად აკე­თებ­და. იჯდა და ამონ­ტა­ჟებ­და. 20 სა­ტე­ლე­ვი­ზიო 27 წუ­თი­ა­ნი მა­სა­ლა ისე და­ა­მონ­ტა­ჟა ერთხე­ლაც არ შეშ­ლია ერთი ასოც კი.

გუ­შინ ბოლო მა­სა­ლა შე­ვუ­ტა­ნე, მორ­ჩა, ფი­ნა­ლუ­რია-თქო. თუ რამე იქ­ნე­ბა შე­მო­ი­ტა­ნეო, არც კი და­უ­წუ­წუ­ნია ამ­დე­ნი შრო­მა რომ უწევ­და. ყვე­ლა მოქ­მე­დე­ბის მერე მად­ლო­ბას ამ­ბობ­და. მი­ა­წო­დებ­დი ვინ­ჩეს­ტერს, უპა­სუ­ხებ­დი კი­თხვა­ზე თუ ა.შ. ჩვენ­თან ხომ არ არის ამის კულ­ტუ­რა, რომ ადა­მი­ანს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დო, აი, ზუკა კი ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და. გა­მარ­ჯო­ბის თქმას ვერ და­ას­წრებ­დი. თუკი ვაი და მო­ას­წა­რი, პერ­სო­ნა­ლურ გა­მარ­ჯო­ბას გე­ტყო­და. ძა­ლი­ან მე­წყი­ნა უდ­რო­ოდ რომ გა­მოგ­ვაკ­ლდა. ის სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი იყო, ასე­თებ­ზე უნდა დად­გეს ქვე­ყა­ნა. მისი და­ნაკ­ლი­სით სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის კე­დელს ერთი აგუ­რი გა­მო­აკ­ლდა..." - წერს ცე­ცხლა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე".

AMBEBI.GE უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს და კო­ლე­გებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

აჭარის ტელევიზიის 26 წლის თანამშრომელი გულის შეტევით გარდაიცვალა

აჭარის ტელევიზიის 26 წლის თანამშრომელი გულის შეტევით გარდაიცვალა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ზუკა ფაღავა 26 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ის გადაცემა "დილის ტალღაში" ვიდეო-მემონტაჟის პოზიციაზე ბოლო ერთი წლის მანძილზე მუშაობდა.

ზუკა ფაღავას კოლეგები დადებითად ახასიათებენ. მაუწყებლის ერთ-ერთი თანამშრომელი ტატო ცეცხლაძე კოლეგის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს წერს:

"ახალგაზრდები არ უნდა კვდებოდნენ, მით უფრო ზუკასნაირები. ბოლო ორი თვეა ერთად ვმუშაობდით BBC-ს პროექტზე. თეა და ქეთი სულ მეუბნებოდნენ ზუკა მალე მოგვცემს მასალას, ზუკა თუ აკეთებს სანერვიულო არ გვაქვსო. მართლაც ასე იყო. ჩემს წილ შრომასაც კი თავად აკეთებდა. იჯდა და ამონტაჟებდა. 20 სატელევიზიო 27 წუთიანი მასალა ისე დაამონტაჟა ერთხელაც არ შეშლია ერთი ასოც კი.

გუშინ ბოლო მასალა შევუტანე, მორჩა, ფინალურია-თქო. თუ რამე იქნება შემოიტანეო, არც კი დაუწუწუნია ამდენი შრომა რომ უწევდა. ყველა მოქმედების მერე მადლობას ამბობდა. მიაწოდებდი ვინჩესტერს, უპასუხებდი კითხვაზე თუ ა.შ. ჩვენთან ხომ არ არის ამის კულტურა, რომ ადამიანს მადლობა გადაუხადო, აი, ზუკა კი ყოველთვის ამბობდა. გამარჯობის თქმას ვერ დაასწრებდი. თუკი ვაი და მოასწარი, პერსონალურ გამარჯობას გეტყოდა. ძალიან მეწყინა უდროოდ რომ გამოგვაკლდა. ის საქართველოს მომავალი იყო, ასეთებზე უნდა დადგეს ქვეყანა. მისი დანაკლისით საქართველოს მომავლის კედელს ერთი აგური გამოაკლდა..." - წერს ცეცხლაძე "ფეისბუქზე".

AMBEBI.GE უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და კოლეგებს.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს