პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა ბაქრაძე - მგონია, რომ ამ საქმეში არ ვიქნები პირველი და ბოლო, ვინც აღიარებით ჩვენებას მისცემს
ზაზა ბაქრაძე - მგონია, რომ ამ საქმეში არ ვიქნები პირველი და ბოლო, ვინც აღიარებით ჩვენებას მისცემს

მე მგო­ნია, რომ ამ საქ­მე­ში არ ვიქ­ნე­ბი პირ­ვე­ლი და ბოლო, რო­მე­ლიც აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბას მის­ცემს, - ამის შე­სა­ხებ კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ზაზა (ზუ­რაბ) ბაქ­რა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

ზაზა ბაქ­რა­ძემ სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი არ ყო­ფი­ლა აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლა, არა­მედ მას სურ­და სი­მარ­თლე სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მო­ე­ყო­ლა.

"ვერ გე­ტყვით, რომ სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვე­ლო­დი. ჩემ­თვის არც იყო პრი­ო­რი­ტე­ტი, რომ მა­ინც და მა­ინც აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძე­ბა შეც­ვლი­ლი­ყო და გი­რა­ო­თი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ჩემ­თვის მთა­ვა­რი იყო რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­მეც­ნო, ასე­ვე სა­სა­მარ­თლო­სა და გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მო­მეხ­სე­ნე­ბი­ნა სი­მარ­თლე. დიდი ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვა მო­მი­წია, მაგ­რამ დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მი­ვე­ცი ჩვე­ნე­ბა სა­სა­მარ­თლოს.

ზუ­რაბ მი­ქა­ძე რას ამ­ბობს, ეს ჩემ­თვის ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სოა. ამას სა­ბო­ლო­ოდ სა­სა­მარ­თლო შე­ა­ფა­სებს. მე პირ­ველ სა­სა­მარ­თლო­ზე ისიც გან­ვა­ცხა­დე, რომ თუ ჩა­ით­ვლე­ბა, რომ მე რამე სიც­რუე მაქვს ჩა­დე­ნი­ლი ან არას­წორ ჩვე­ნე­ბას ვიძ­ლე­ვი, მზად ვარ კი­დევ ერთი მუხ­ლით ვაგო პა­სუ­ხი", - გა­ნა­ცხა­და ზაზა ბაქ­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გუ­რამ დო­ნა­ძეს აქვს კად­რე­ბი, რო­მე­ლიც ასა­ხავს რე­ა­ლო­ბას, რაც მოხ­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე.

"დღეს გუ­რამ დო­ნა­ძემ უკვე და­ი­წყო სა­სა­მარ­თლო­ზე რა­ღაც კად­რე­ბის წარ­მოდ­გე­ნა. მე ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ სა­ბო­ლო­ოდ გუ­რამ დო­ნა­ძე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა წარ­მო­ად­გი­ნოს ყვე­ლა კად­რი. მე ხაზს ვუს­ვამ, რომ იმ კადრში შე­იძ­ლე­ბა ჩემი მი­თი­თე­ბაც კი რო­მე­ლი­მე პო­ლი­ცი­ე­ლის მი­მართ იყოს და ეს არა­კა­ნო­ნი­ე­რი იყოს, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე არ მახ­სოვ­დეს. მე მზად ვარ, თუ ის არ იქ­ნე­ბა დო­ნა­ძის მიერ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი, ვა­ღი­ა­რებ იმა­საც.

რო­დე­საც მე პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ვა­კე­თე "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთე­რით, ვთქვი, რომ თუ რე­ა­ლუ­რი კად­რე­ბი ვინ­მეს აინ­ტე­რე­სებს, გუ­რამ დო­ნა­ძეს აქვს პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან, რე­ა­ლუ­რი და არა­რე­ა­ლუ­რი კად­რე­ბიც. ალ­ბათ გუ­რამ დო­ნა­ძე უნდა მი­ვი­დეს იმ დო­ნემ­დე, რომ ეს კად­რე­ბი გა­მო­აჩ­ნოს. მე მგო­ნია, რომ ამ საქ­მე­ში არ ვიქ­ნე­ბი პირ­ვე­ლი და ბოლო, რო­მე­ლიც აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბას მის­ცემს. მე ასე­თი შეგ­რძნე­ბა და ეჭვი მაქვს", - გა­ნა­ცხა­და ზაზა ბაქ­რა­ძემ.

ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ზაზა (ზუ­რაბ) ბაქ­რა­ძე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე და­ვით მგე­ლი­აშ­ვილ­მა სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან 5 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ბაქ­რა­ძის ად­ვო­კატ­მა და­ა­ყე­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბულ ზაზა ბაქ­რა­ძის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ე­თან­ხმა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ზაზა (ზუ­რაბ) ბაქ­რა­ძემ 16 თე­ბერ­ვალს, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა „დღის თე­მა­ში“ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გუ­რამ დო­ნა­ძე და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ზუ­რაბ მი­ქა­ძე შან­ტაჟ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მან აღი­ა­რა, რომ 2004 წელს რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ია­რა­ღე­ბი მი­ი­ტა­ნეს. მისი თქმით, ია­რა­ღე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ქა­ძემ მი­ი­ტა­ნა. ასე­ვე ბაქ­რა­ძე ამ­ბობს, რომ რე­ა­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ჩანს, რომ ია­რა­ღე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ არის, გუ­რამ დო­ნა­ძეს­თან ინა­ხე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ზაზა ბაქრაძე - მგონია, რომ ამ საქმეში არ ვიქნები პირველი და ბოლო, ვინც აღიარებით ჩვენებას მისცემს

ზაზა ბაქრაძე - მგონია, რომ ამ საქმეში არ ვიქნები პირველი და ბოლო, ვინც აღიარებით ჩვენებას მისცემს

მე მგონია, რომ ამ საქმეში არ ვიქნები პირველი და ბოლო, რომელიც აღიარებით ჩვენებას მისცემს, - ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სტუმრობისას განაცხადა.

ზაზა ბაქრაძემ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტული არ ყოფილა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა, არამედ მას სურდა სიმართლე საზოგადოებისა და გამოძიებისთვის მოეყოლა.

"ვერ გეტყვით, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ველოდი. ჩემთვის არც იყო პრიორიტეტი, რომ მაინც და მაინც აღმკვეთი ღონისძება შეცვლილიყო და გირაოთი გამოვსულიყავი. ჩემთვის მთავარი იყო რომ საზოგადოებისთვის გამეცნო, ასევე სასამართლოსა და გამოძიებისთვის მომეხსენებინა სიმართლე. დიდი ბარიერების გადალახვა მომიწია, მაგრამ დავბრუნდი საქართველოში და მივეცი ჩვენება სასამართლოს.

ზურაბ მიქაძე რას ამბობს, ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. ამას საბოლოოდ სასამართლო შეაფასებს. მე პირველ სასამართლოზე ისიც განვაცხადე, რომ თუ ჩაითვლება, რომ მე რამე სიცრუე მაქვს ჩადენილი ან არასწორ ჩვენებას ვიძლევი, მზად ვარ კიდევ ერთი მუხლით ვაგო პასუხი", - განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, გურამ დონაძეს აქვს კადრები, რომელიც ასახავს რეალობას, რაც მოხდა შემთხვევის ადგილზე.

"დღეს გურამ დონაძემ უკვე დაიწყო სასამართლოზე რაღაც კადრების წარმოდგენა. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ საბოლოოდ გურამ დონაძე იძულებული გახდება წარმოადგინოს ყველა კადრი. მე ხაზს ვუსვამ, რომ იმ კადრში შეიძლება ჩემი მითითებაც კი რომელიმე პოლიციელის მიმართ იყოს და ეს არაკანონიერი იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე არ მახსოვდეს. მე მზად ვარ, თუ ის არ იქნება დონაძის მიერ გაყალბებული, ვაღიარებ იმასაც.

როდესაც მე პირველი განცხადებები გავაკეთე "პალიტრანიუსის" ეთერით, ვთქვი, რომ თუ რეალური კადრები ვინმეს აინტერესებს, გურამ დონაძეს აქვს პირველივე წუთიდან, რეალური და არარეალური კადრებიც. ალბათ გურამ დონაძე უნდა მივიდეს იმ დონემდე, რომ ეს კადრები გამოაჩნოს. მე მგონია, რომ ამ საქმეში არ ვიქნები პირველი და ბოლო, რომელიც აღიარებით ჩვენებას მისცემს. მე ასეთი შეგრძნება და ეჭვი მაქვს", - განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა სხდომათა დარბაზიდან 5 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა ბაქრაძის ადვოკატმა დააყენა. პროკურატურა ბრალდებულ ზაზა ბაქრაძისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დაეთანხმა.

შეგახსენებთ, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ 16 თებერვალს, "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან აღიარა, რომ 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანეს. მისი თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მიქაძემ მიიტანა. ასევე ბაქრაძე ამბობს, რომ რეალობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ არის, გურამ დონაძესთან ინახება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ