სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ნიშნებზე "თბილი ლურჯი მთვარე", რომელიც ცაზე 31 მარტს გამოჩნდება
რა გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ნიშნებზე "თბილი ლურჯი მთვარე", რომელიც ცაზე 31 მარტს გამოჩნდება

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი მო­სა­ლოდ­ნე­ლი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ წერს და უახ­ლო­ე­სი პე­რი­ო­დის ას­ტრო­ლო­გი­ურ ას­პექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ებს გვაძ­ლევს:

"31-ში გა­რიჟ­რაჟ­ზე ვე­ნე­რა ვერ­ძის ნიშ­ნი­დან კუ­რო­ში გა­და­ვა და ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მე­ტად დინ­ჯებს, მო­ზო­მი­ლებს და პრაქ­ტი­კუ­ლებს გაგ­ვხდის. ეს ტე­რი­ტო­რია ვე­ნე­რას სამ­ფლო­ბე­ლოდ ით­ვლე­ბა და ცხა­დია, ის აქ თავს მარ­თლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად გრძნობს. ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა და­ხა­სი­ათ­დეს ერთი სი­ტყვით - სტა­ბი­ლუ­რო­ბა. თუმ­ცა სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის და­ბალ სა­ფე­ხურ­ზე მდგო­მი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის შე­საძ­ლოა სი­ზარ­მა­ცე­შიც გა­მო­ი­ხა­ტოს. მო­ე­რი­დეთ სა­სუსნა­ვებს და ცო­მე­უ­ლო­ბას - ვე­ნე­რა კუ­რო­ში წო­ნის მო­მა­ტე­ბას უწყობს ხელს. სა­მა­გი­ე­როდ მშვე­ნი­ე­რი დრო დგე­ბა ფი­ნან­სუ­რი კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად. აგ­რეთ­ვე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თვის. მო­ვას­წროთ, რაც მო­სას­წრე­ბია - ქალ­ბა­ტო­ნი ვე­ნე­რა კუ­რო­ში 25 აპ­რი­ლამ­დე გა­ჩერ­დე­ბა.

ამ კვი­რის ბოლო, თუმ­ცა არა თა­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბით ას­ტრო მოვ­ლე­ნა - 31 მარ­ტის სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა სას­წო­რის მე-11 გრა­დუს­ზე

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ყო­ველ­თვე გვაქვს, ზოგ­ჯერ კი თვე­ში ორ­ჯე­რაც კი უწევს. თუმ­ცა მისი ზე­გავ­ლე­ნა ყო­ველ ჯერ­ზე სხვა­დას­ხვაა ხოლ­მე. ეს იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თუ რო­მელ ნი­შანს გა­დის მთვა­რე. რო­გორც უკვე ვახ­სე­ნე, ამ თვე­ში ეს მე­ო­რე სავ­სე მთვა­რე­ო­ბაა, პირ­ვე­ლი გახ­სოვთ ალ­ბათ თვის და­სა­წყის­ში, 1 მარტს გვქონ­და, ასე­თი ორ­მა­გი გან­მე­ო­რე­ბე­ბი არც თუ ისე ხში­რია ბუ­ნე­ბა­ში, თუმ­ცა თქვენ ალ­ბათ ისიც გახ­სოვთ, რომ იან­ვარ­შიც ანა­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია იყო, და ჩვენ სწო­რედ მა­შინ ვი­სა­უბ­რეთ ე.წ. ლურჯ მთვა­რე­ზე, აი ეს კი მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რი შემ­თხვე­ვაა, რად­გან წე­ლი­წად­ში ორი ლურ­ჯი მთვა­რე საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა ხოლ­მე. ბოლო ასე­თი შემ­თხვე­ვა 1999 წელს იყო, ხოლო მომ­დევ­ნო 2037-ში იქ­ნე­ბა. ყო­ველ სავ­სე მთვა­რე­ო­ბას თა­ვი­სი სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლიც აქვს, რო­მე­ლიც სე­ზო­ნის მი­ხედ­ვით არის დარ­ქმე­უ­ლი. მარ­ტის სავ­სე მთვა­რეს "თბილს" უწო­დე­ბენ. ასე რომ, ამ­ჯე­რად გვაქვს თბი­ლი ლურ­ჯი მთვა­რე.

რო­გორც ვთქვით, ამ­ჯე­რად სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა სას­წო­რის ნი­შან­ში იქ­ნე­ბა, ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ამ პე­რი­ოდ­ში გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა პი­რა­დი და საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბის, პარტნი­ო­რო­ბის სა­კი­თხე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არაა მყა­რი, შე­საძ­ლოა და­ი­შა­ლოს, თუმ­ცა არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სწო­რედ ახლა თქვენ­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი გა­იც­ნოთ. საქ­მი­ან სფე­რო­ში დად­გე­ბა აუ­ცი­ლებ­ლო­ბა კო­ლე­გე­ბის და პარტნი­ო­რე­ბის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­სა. გა­მო­ი­ჩი­ნეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, და­ი­ცა­ვით დათ­ქმუ­ლი ვა­დე­ბი, და ყვე­ლა­ფე­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ჩა­ივ­ლის.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის ზე­გავ­ლე­ნა წინა დღი­დან იწყე­ბა და მომ­დევ­ნო დღე­ზეც ვრცელ­დე­ბა ხოლ­მე. ამი­ტომ ამ 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აკონ­ტრო­ლეთ სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბი, ნუ აჰ­ყვე­ბით სი­ტუ­ა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც კონ­ფლიქ­ტში შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ზარ­დონ. ეცა­დეთ, შე­ნარ­ჩუ­ნოთ პო­ზი­ტი­ვი და ში­ნა­გა­ნი ჰარ­მო­ნია. რო­გორც ყო­ველ­თვის, ახ­ლაც სა­სურ­ვე­ლია ლოც­ვე­ბი, მე­დი­ტა­ცია. ყვე­ლა­ზე მეტ შე­სამ­ჩნევ ზე­გავ­ლე­ნას ეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა მზით ვერ­ძებ­ზე და სას­წო­რებ­ზე მო­ახ­დენს, აგ­რეთ­ვე მათ­ზე, ვი­საც პი­რად რუ­კა­ში ამ ნიშ­ნებ­ში მთვა­რე ან სხვა პლა­ნე­ტე­ბი ჰყავთ, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მათ­თვის, ვისი პლა­ნე­ტე­ბიც ვერ­ძის ან სას­წო­რის 9-12 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში ხვდე­ბა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

რა გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ნიშნებზე "თბილი ლურჯი მთვარე", რომელიც ცაზე 31 მარტს გამოჩნდება

რა გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ნიშნებზე "თბილი ლურჯი მთვარე", რომელიც ცაზე 31 მარტს გამოჩნდება

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მოსალოდნელი სავსემთვარეობის შესახებ წერს და უახლოესი პერიოდის ასტროლოგიურ ასპექტებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გვაძლევს:

"31-ში გარიჟრაჟზე ვენერა ვერძის ნიშნიდან კუროში გადავა და ურთიერთობებში მეტად დინჯებს, მოზომილებს და პრაქტიკულებს გაგვხდის. ეს ტერიტორია ვენერას სამფლობელოდ ითვლება და ცხადია, ის აქ თავს მართლაც შესანიშნავად გრძნობს. ემოციური მდგომარეობა შეიძლება დახასიათდეს ერთი სიტყვით - სტაბილურობა. თუმცა სულიერი განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი ადამიანებისთვის შესაძლოა სიზარმაცეშიც გამოიხატოს. მოერიდეთ სასუსნავებს და ცომეულობას - ვენერა კუროში წონის მომატებას უწყობს ხელს. სამაგიეროდ მშვენიერი დრო დგება ფინანსური კაპიტალდაბანდებების გასაკეთებლად. აგრეთვე შემოქმედებითი აქტივობებისთვის. მოვასწროთ, რაც მოსასწრებია - ქალბატონი ვენერა კუროში 25 აპრილამდე გაჩერდება.

ამ კვირის ბოლო, თუმცა არა თავის მნიშვნელობით ასტრო მოვლენა - 31 მარტის სავსემთვარეობა სასწორის მე-11 გრადუსზე

მოგეხსენებათ, სავსემთვარეობა ყოველთვე გვაქვს, ზოგჯერ კი თვეში ორჯერაც კი უწევს. თუმცა მისი ზეგავლენა ყოველ ჯერზე სხვადასხვაა ხოლმე. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რომელ ნიშანს გადის მთვარე. როგორც უკვე ვახსენე, ამ თვეში ეს მეორე სავსე მთვარეობაა, პირველი გახსოვთ ალბათ თვის დასაწყისში, 1 მარტს გვქონდა, ასეთი ორმაგი განმეორებები არც თუ ისე ხშირია ბუნებაში, თუმცა თქვენ ალბათ ისიც გახსოვთ, რომ იანვარშიც ანალოგიური სიტუაცია იყო, და ჩვენ სწორედ მაშინ ვისაუბრეთ ე.წ. ლურჯ მთვარეზე, აი ეს კი მართლაც უნიკალური შემთხვევაა, რადგან წელიწადში ორი ლურჯი მთვარე საკმაოდ იშვიათად გვხვდება ხოლმე. ბოლო ასეთი შემთხვევა 1999 წელს იყო, ხოლო მომდევნო 2037-ში იქნება. ყოველ სავსე მთვარეობას თავისი საკუთარი სახელიც აქვს, რომელიც სეზონის მიხედვით არის დარქმეული. მარტის სავსე მთვარეს "თბილს" უწოდებენ. ასე რომ, ამჯერად გვაქვს თბილი ლურჯი მთვარე.

როგორც ვთქვით, ამჯერად სავსემთვარეობა სასწორის ნიშანში იქნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში გააქტიურდება პირადი და საქმიანი კავშირების, პარტნიორობის საკითხები, ურთიერთობები, რომლებიც არაა მყარი, შესაძლოა დაიშალოს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ სწორედ ახლა თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ადამიანი გაიცნოთ. საქმიან სფეროში დადგება აუცილებლობა კოლეგების და პარტნიორების აზრის გათვალისწინებისა. გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა, დაიცავით დათქმული ვადები, და ყველაფერი გართულებების გარეშე ჩაივლის.

სავსემთვარეობის ზეგავლენა წინა დღიდან იწყება და მომდევნო დღეზეც ვრცელდება ხოლმე. ამიტომ ამ 3 დღის განმავლობაში აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, ნუ აჰყვებით სიტუაციებს, რომლებიც კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდონ. ეცადეთ, შენარჩუნოთ პოზიტივი და შინაგანი ჰარმონია. როგორც ყოველთვის, ახლაც სასურველია ლოცვები, მედიტაცია. ყველაზე მეტ შესამჩნევ ზეგავლენას ეს სავსემთვარეობა მზით ვერძებზე და სასწორებზე მოახდენს, აგრეთვე მათზე, ვისაც პირად რუკაში ამ ნიშნებში მთვარე ან სხვა პლანეტები ჰყავთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვისი პლანეტებიც ვერძის ან სასწორის 9-12 გრადუსის ფარგლებში ხვდება".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ