Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტელეკომპანია "STV" ყალბი ნიუსების და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ (R)
17:44 / 30-03-2018
ტელეკომპანია "STV" ყალბი ნიუსების და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ (R)
17:44 / 30-03-2018

დღეს სულ უფრო ხში­რად გვეს­მის ისე­თი ტერ­მი­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა კი­ბერ­შე­ტე­ვა, პრო­პა­გან­და, დე­ზინ­ფორ­მა­ცია. ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, რა­დიო, გა­ზე­თე­ბი, ინ­ტერ­ნე­ტი ჩვენ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ახა­ლი ამ­ბე­ბით (Fake News) გვკვე­ბავს. სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბა პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლაა.

ამ თე­მა­ზე ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ, უამ­რა­ვი კონ­ფე­რენ­ცია, სე­მი­ნა­რი და შეხ­ვედ­რა იმარ­თე­ბა. თუმ­ცა, ბოლო გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის ფონ­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­მო­კი­თხულ­თა 23% მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო უკვე ნა­ტოს წევ­რია, ხოლო 41% დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძალა აშშ-ს სამ­ხედ­რო ძა­ლა­ზე მე­ტია, აშ­კა­რაა, რომ ეს შეხ­ვედ­რე­ბი და სე­მი­ნა­რე­ბი ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას საკ­მა­რი­სად ვერ ეხ­მა­რე­ბა. უფრო მე­ტიც, ან­ტი­და­სავ­ლურ გან­წყო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად დი­ას­პო­რე­ბის წარ­მო­მო­მად­გენ­ლე­ბი უჭე­რენ მხარს, რომ­ლე­ბიც ინ­ფორ­მა­ცი­ას ქარ­თულ ენა­ზე ვერ იღე­ბენ, სა­მა­გი­ე­როდ პირ­და­პირ იღე­ბენ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან.

ახერ­ხე­ბენ თუ არა ჩვე­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ონ ქვეყ­ნის­თვის ისეთ სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს, რო­გო­რიც რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ომია, თუ მათ­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის სკან­და­ლე­ბი და რე­ი­ტინ­გე­ბის დევ­ნა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია? რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ბრძო­ლა პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ და რა გზე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ამის­თვის -

გთა­ვა­ზობთ GAA Holding-ის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის STV-ს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რის, ეგორ კუ­როპ­ტე­ვის ინ­ტერ­ვი­უს.

- ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "STV"-ს ეთერ­ში პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგრნა­ცი­ის ხელ­შემ­წყო­ბი პრო­ექ­ტე­ბის მთე­ლი სე­რია გა­მოჩ­ნდა. გა­და­ცე­მე­ბი თქვენს ეთერ­ში ქარ­თულ და ასე­ვე, რუ­სულ ენა­ზეც გა­დის. რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა და რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად ახერ­ხებთ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას თქვე­ნი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით?

- ჩვე­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც 2015 წლი­დან მუ­შა­ობს, ბოლო 2 წე­ლია აქ­ტი­უ­რად უწევს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას პრო­პა­გან­დას და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ აუ­დი­ტო­რი­ას ობი­ექ­ტურ, მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის ოკუ­პა­ცი­ის, ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და მისი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ რო­გორც ქარ­თულ, ისე რუ­სულ ენებ­ზე. ეს ჩვე­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­სი­აა.

STV-ს ეთერ­ში, რო­მე­ლიც მე­დი­აჯ­გუფ "სტარ­ვი­ზი­ის" ნა­წი­ლია, ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად გა­დის გა­და­ცე­მე­ბი „აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა“, „სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­მო­ხილ­ვა“, „ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვალ­საზ­რი­სი“. ამ გა­და­ცე­მებ­ში ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ავ­ტო­რი­ტე­ტულ სტუმ­რებ­თან ერ­თად, იხი­ლა­ვენ ოკუ­პა­ცი­ის პრობ­ლე­მებს, ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­თან და ნა­ტოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხებს. ჩვენ ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებთ თვალ­ყურს ამ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ახალ ამ­ბებს და გა­ყალ­ბე­ბულ ნი­უ­სებს, რომ­ლებ­საც რუ­სუ­ლი მხა­რე მუდ­მი­ვად ავ­რცე­ლებს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მე­ბია, რო­მელ­თაც მუდ­მი­ვი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა და არა მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხდე­ბა და „ცხე­ლი ახა­ლი ამ­ბა­ვია“. ამ თე­მებს მრა­ვალ­მხრი­ვი გა­შუ­ქე­ბა სჭირ­დე­ბა. ქვეყ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, ადა­მი­ა­ნე­ბი იკარ­გე­ბი­ან, რამ­დე­ნი­მე მკვლე­ლო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი და არა­ვინ დას­ჯი­ლა. აქ­ცენ­ტე­ბი ამ პრობ­ლე­მებ­ზე არ უნდა შე­სუს­ტდეს და აუ­დი­ტო­რი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ის გამჭვირ­ვა­ლედ მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს. ეს ხომ ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხია.“

- პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში თქვენს ეთერ­ში გა­დის რამ­დე­ნი­მე სპე­ცპ­რო­ექ­ტი რუ­სულ ენა­ზე, რო­მელ­თაც საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი წარ­მა­ტე­ბა აქვთ. ამ გა­და­ცე­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ნა­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი. რა­ტომ და­ი­წყეთ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი, ვის­ზეა გათ­ვლი­ლი და ახერ­ხებთ თუ არა რე­ა­ლუ­რად წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ოთ უზარ­მა­ზარ პრო­პა­გან­დის­ტულ მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც რუ­სე­თი­დან სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით იმარ­თე­ბა?

- რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბის იდეა კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელს, ბიზ­ნეს­მენ ბა­ტონ გია ალი­ხა­ნაშ­ვილს ეკუთ­ვნის. მის­თვის ეს, პირ­ველ რიგ­ში, გარ­კვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე, რად­გან ასე­თი გა­და­ცე­მე­ბი არ არის და ვერც იქ­ნე­ბა კო­მერ­ცი­უ­ლი. ეს ბიზ­ნე­სი არ არის, ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. სწო­რედ გა­აჰოლ­დინ­გის დამ­ფუძ­ნებ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბით გვაქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა და ვმუ­შა­ობთ ისეთ პრო­ექ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის.

ჩვენ და­ვი­წყეთ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი პო­რექ­ტე­ბი, რათა შეგ­ვექ­მნა იმ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ახა­ლი ამ­ბე­ბის (Fake news) ობი­ექ­ტუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, რო­მელ­თაც „დიდი მე­ზო­ბე­ლი“ სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში გა­მო­ტყორ­ცნის სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ფერ­ხებ­ლად და მის საბ­ჭო­თა წარ­სულ­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად. ქვეყ­ნის დიდი ნა­წი­ლი რუ­სუ­ლე­ნო­ვან არ­ხებს უყუ­რებს და რუ­სუ­ლე­ნო­ვან ვებ­სა­ი­ტებს კი­თხუ­ლობს. სხვა­დას­ხვა დი­ას­პო­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, უმე­ტეს­წი­ლად, არ იცი­ან ქარ­თუ­ლი. ეს გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მელ­თა­ნაც ბრძო­ლაა სა­ჭი­რო. სწო­რედ ისი­ნი, ვინც კარ­გად არ იცი­ან ქარ­თუ­ლი ენა, ყვე­ლა­ზე ხში­რად აცხა­დე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო უკვე არის ნა­ტოს წევ­რი ან რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ძლი­ე­რე­ბა ამე­რი­კი­სა­ზე მე­ტია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­ა­ლუ­რად აშშ-ს სამ­ხედ­რო ბი­უ­ჯე­ტი 10-ჯერ აღე­მა­ტე­ბა რუ­სე­თი­სას. რა თქმა უნდა, ინ­ტერ­ნე­ტი­სა და თა­ნამ­გზავ­რე­ბის ეპო­ქა­ში ეს ასე­ვე არის ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­დან, ინ­ფორ­მა­ცია მის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის­თვის, მათ შო­რის, თა­ვად რუ­სე­თის­თვი­საც. ჩვენ რე­გი­ო­ნის რუ­სუ­ლე­ნო­ვან მო­სახ­ლე­ო­ბამ­დე, პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის და მსოფ­ლი­ოს რუ­სუ­ლე­ნო­ვან მო­სახ­ლე­ო­ბამ­დე მიგ­ვაქვს სი­მარ­თლე იმის შე­სა­ხებ, თუ რა ხდე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ოთხო­ზო­რი­ა­სა და ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბებ­ზე, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მი­წებ­ზე რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის წვრთნებ­ზე.

რა თქმა უნდა, უარ­ვყოფთ იმ სა­ში­ნელ ზღაპ­რებს, რო­მელ­საც კრემ­ლი ყვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს აშშ-სთან, ევ­რო­კავ­შირ­თან ან ნა­ტოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ. ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ცი­ტი­რე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში, ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბის ყუ­რე­ბა­დო­ბა - თა­ვის­თა­ვად მე­ტყვე­ლებს ამ პრო­ექ­ტებ­ზე. დიახ, პრო­ექ­ტე­ბი მუ­შა­ობს, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, სა­ჭი­როა გან­ვი­თა­რე­ბა და მეტი მუ­შა­ო­ბა სა­ჭი­რო გავ­რცე­ლე­ბა­ზე. ჩვენ ყვე­ლა­ფერს ჩვე­ნი სახ­სრე­ბით ვა­კე­თებთ, ამი­ტომ, რე­სურ­სი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­ზღუ­დუ­ლია. ეს ყვე­ლა­ფე­რი აგ­რეთ­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია ჩვე­ნი ინ­ტერ­ნეტ აპ­ლი­კა­ცი­ით, სა­ხე­ლად "starvision" – რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ ჩა­მოტვირ­თოთ ნე­ბის­მი­ერ სმარ­ტფონ­ში . უფა­სოდ მუ­შა­ობს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში.

- ტე­ლე­კომ­პა­ნია "STV" ჰოლ­დინგ "Deutsche Welle"-ს პარტნი­ო­რია. რას გუ­ლის­ხმობს კონ­კრე­ტუ­ლად თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და კონ­კრე­ტუ­ლად რა პრო­ექ­ტე­ბი გა­დის თქვენს ეთერ­ში რუ­სულ ენა­ზე?

- ტე­ლე­კომ­პა­ნია "STV"-ს ანა­ლი­ტი­კუ­რი პრო­ექ­ტი „ სა­სა­ზღვრო ზონა“ რუ­სულ ენა­ზე უკვე ერთი წე­ლია იქ­ცევს მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბას, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს შიგ­ნით, ასე­ვე რე­გი­ო­ნის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში. გა­და­ცე­მა­ში ირო­ნი­უ­ლი ფორ­მით არის ნაჩ­ვე­ნე­ბი პრო­პა­გა­დი­სა და ფაქ­ტე­ბის შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა, წარ­მოდ­გე­ნი­ლია ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სტუმ­რე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი. მი­ნის­ტრე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ექ­სპერ­ტე­ბი, ნა­ტოს, აშშ-ს, ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - რუ­სულ ენა­ზე პა­სუ­ხო­ბენ ურ­თუ­ლეს კი­თხვებს. მე­ო­რე რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი პრო­ექ­ტი "STV"-ზე „დიდი თა­მა­ში“ - პირ­ვე­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი ანა­ლი­ტი­კუ­რი თოქ-შოუა, რო­მელ­შიც მსოფ­ლი­ოს მთა­ვარ მოვ­ლე­ნებ­სა და სამ­ხრეთ კავ­კავ­სი­ა­ში მათ გავ­ლე­ნა­ზე ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად მსჯე­ლო­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, სომ­ხე­თი­დან.

დიახ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, "STV"-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი გახ­და მსხვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­აჰოლ­დინ­გი "Deutsche Welle". ამ პარტნი­ო­რო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ყო­ველ დღე "STV"-ს ეთერ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­და­ცე­მე­ბის ნახ­ვა, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­თხრობს ევ­რო­პა­ში ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, ბიზ­ნე­სის, კულ­ტუ­რი­სა და პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში. ეს გა­და­ცე­მე­ბი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნია. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვანს - ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის თვალ­საზ­რი­სით- ქარ­თულ ენა­ზე ვთარ­გმნით. ასე­ვე, ცალ­კე უნდა აღი­ნიშ­ნოს "Deutsche Welle"-ს ახა­ლი პრო­ექ­ტი „პო­ლიტ­ნაკ­რძა­ლი“ - სა­ტი­რულ-ანი­მა­ცი­უ­რი სე­რი­ა­ლი რუ­სულ პო­ლი­ტი­კა­ზე, რო­მელ­შიც ანი­მა­ცი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი იუ­მო­რის­ტუ­ლი ფორ­მით ყვე­ბი­ან უახ­ლეს ზღაპ­რებს კრემ­ლი­დან. ამ მულ­ტფილ­მის ქარ­თულ ვერ­სი­ას აწარ­მო­ებს და ავ­რცე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ტე­ლე­კომ­პა­ნია "STV".

- ჩვენ ვნა­ხეთ ეს სე­რი­ე­ბი. სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძო­ლე­ბი პო­რო­შენ­კოს­თან, პუ­ტი­ნი ჰარი პო­ტე­რის როლ­ში - ეს ძა­ლი­ან მა­გა­რი იყო. პრე­მი­ე­რა 2017 წლის ნო­ემ­ბერ­ში შედ­გა. რო­გორ მი­დის პრო­ექ­ტი, რაში მდგო­მა­რე­ობს მისი ამო­ცა­ნა და რამ­დე­ნად არ­თმევს ის ამას თავს?

- სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მიღ­წე­უ­ლი დიდი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ, ავ­ტო­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ პრო­ექ­ტი მე­ო­რე სე­ზო­ნი­თაც გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ. მე­ო­რე - ახა­ლი სე­ზო­ნი- ახ­ლა­ხან და­ი­წყო და უკვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. სე­რი­ე­ბი იყო­ფა ცი­ტა­ტე­ბად და თე­მე­ბად. თუ პირ­ველ სე­ზონ­ში ავ­ტო­რე­ბი მხო­ლოდ სწორ მიდ­გო­მებს ეძებ­დნენ და სიჩ­ქა­რეს კრეფ­დნენ, მე­ო­რე სე­ზონს უპი­რო­ბოდ ბომ­ბის ეფექ­ტი ჰქონ­და და ჩვენ ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ ისეთ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა მე­დი­აჰოლ­დინ­გმა, რო­გო­რი­ცაა "Deutsche Welle", სწო­რედ "STV" შე­არ­ჩია თა­ვის პარტნი­ო­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში; ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბი ჩვე­ნი კონ­ცეფ­ცი­აა: ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა. სა­ერ­თოდ, პო­ლი­ტი­კა­ზე ან უნდა იცი­ნო, ან - იტი­რო. ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, ყვე­ლა­ფერს ჯო­ბია, გა­ი­ცი­ნო.

- რო­დის შე­იძ­ლე­ბა პრო­ექ­ტის ნახ­ვა?

- ტე­ლე­კომ­პა­ნია "STV" ჩარ­თუ­ლია ეროვ­ნულ მულ­ტიპ­ლექსში და მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ვრცელ­დე­ბა. მისი ყუ­რე­ბა ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ძი­რი­თად სა­კა­ბე­ლო ქსე­ლებ­ში. რა თქმა უნდა, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ციფ­რუ­ლი ვერ­სი­აც -starvision - ფე­ის­ბუ­ქი და youtube ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. „პო­ლიტ­ნაკ­რძა­ლი“ და ყვე­ლა სხვა პრო­ექ­ტი თა­ვი­დან ტე­ლე­ე­თერ­ში და ფე­ის­ბუქ-ლა­ივ­ში გა­დის, მე­ო­რე დღეს კი იტ­ვირ­თე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი და რე­გი­ო­ნუ­ლი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის. „პო­ლიტ­ნაკ­რძა­ლის“ ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია ყო­ველ ხუთ­შა­ბათს 21:15-ზე. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა. გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ.

- გა­სა­გე­ბია, შევ­ხე­დავთ. რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ან სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი?

- შე­სა­ბა­მი­სი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბიც და პარტნი­ო­რე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში: აშშ, ევ­რო­კავ­ში­რი, ნატო - ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ადევ­ნე­ბენ თვალ­ყურს ჩვე­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მუ­შა­ო­ბას. სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ ჩვე­ნი არ­ხის პრო­ექ­ტებს. აშშ-ს სა­ელ­ჩომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი სწო­რედ "STV" შე­არ­ჩია, სა­ქარ­თვე­ლო­დან ბაჰ­რე­ინ­ში ამე­რი­კის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ბა­ზა­ზე მე­დი­ა­ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, სა­დაც ჩვე­ნი არ­ხის ჟურ­ნა­ლის­ტებს, BBC-ს, Deutsche Welle-ს, ეს­ტო­ნე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ჯურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად, ასე­ვე ლატ­ვი­ი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, მო­ე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნათ მოქ­მე­დი ავი­ა­მზი­დი "თე­ო­დორ რუზ­ველ­ტი" და პი­რა­დად გაც­ნო­ბოდ­ნენ აშშ-სა და ნა­ტოს ოპე­რა­ცი­ებს რე­გი­ონ­ში. ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა უკვე ზუს­ტად იცი­ან, რომ აშშ-ს სამ­ხედ­რო ძლი­ე­რე­ბა ცო­ტა­თი მა­ინც უფრო მე­ტია, ვიდ­რე რუ­სე­თი­სა ასე, რომ მხარ­და­ჭე­რა არის და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეფექ­ტიც არის.“

ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი გვიც­ნობს და გვაკ­ვირ­დე­ბა, მათ­გა­ნაც ვე­ლო­დე­ბით უფრო მეტ მხარ­და­ჭე­რას, რად­გან ერ­თად ვებ­რძო­ლოთ დიდი სიც­რუ­ის მან­ქა­ნას.

ტელეკომპანია "STV" ყალბი ნიუსების და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ (R)

ტელეკომპანია "STV" ყალბი ნიუსების და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ (R)

დღეს სულ უფრო ხშირად გვესმის ისეთი ტერმინები, როგორიცაა კიბერშეტევა, პროპაგანდა, დეზინფორმაცია. ტელევიზიები, რადიო, გაზეთები, ინტერნეტი ჩვენ გაყალბებული ახალი ამბებით (Fake News) გვკვებავს. საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაა.

ამ თემაზე ბევრს საუბრობენ, უამრავი კონფერენცია, სემინარი და შეხვედრა იმართება. თუმცა, ბოლო გამოკითხვის შედეგების ფონზე, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ საქართველო უკვე ნატოს წევრია, ხოლო 41% დარწმუნებულია, რომ რუსეთის სამხედრო ძალა აშშ-ს სამხედრო ძალაზე მეტია, აშკარაა, რომ ეს შეხვედრები და სემინარები ჩვენს მოსახლეობას საკმარისად ვერ ეხმარება. უფრო მეტიც, ანტიდასავლურ განწყობას ყველაზე მეტად დიასპორების წარმომომადგენლები უჭერენ მხარს, რომლებიც ინფორმაციას ქართულ ენაზე ვერ იღებენ, სამაგიეროდ პირდაპირ იღებენ დეზინფორმაციას რუსული მედიასაშუალებებიდან.

ახერხებენ თუ არა ჩვენი მედიასაშუალებები, წინააღმდეგობა გაუწიონ ქვეყნისთვის ისეთ სერიოზულ საფრთხეს, როგორიც რუსული საინფორმაციო ომია, თუ მათთვის პოლიტიკური პარტიების სკანდალები და რეიტინგების დევნა უფრო მნიშვნელოვანია? რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ბრძოლა პროპაგანდის წინააღმდეგ და რა გზები გამოიყენება ამისთვის -

გთავაზობთ GAA Holding-ის მიერ დაარსებული ტელევიზიის STV-ს გენერალური პროდიუსერის, ეგორ კუროპტევის ინტერვიუს.

- ბოლო ორი წლის განმავლობაში "STV"-ს ეთერში პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს ევროინტეგრნაციის ხელშემწყობი პროექტების მთელი სერია გამოჩნდა. გადაცემები თქვენს ეთერში ქართულ და ასევე, რუსულ ენაზეც გადის. რატომ აირჩიეთ ეს მიმართულება და რამდენად ეფექტურად ახერხებთ დეზინფორმაციის პრობლემის გადაჭრას თქვენი მედიის საშუალებით?

- ჩვენი ტელეკომპანია, რომელიც 2015 წლიდან მუშაობს, ბოლო 2 წელია აქტიურად უწევს წინააღმდეგობას პროპაგანდას და როგორც საქართველოს, ისე მის ფარგლებს გარეთ აუდიტორიას ობიექტურ, მიუკერძოებელ ინფორმაციას აწვდის ოკუპაციის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და მისი მიმდინარეობის შესახებ როგორც ქართულ, ისე რუსულ ენებზე. ეს ჩვენი ტელეკომპანიის ერთ-ერთი მთავარი მისიაა.

STV-ს ეთერში, რომელიც მედიაჯგუფ "სტარვიზიის" ნაწილია, ყოველკვირეულად გადის გადაცემები „აქტუალური თემა“, „საერთაშორისო მიმოხილვა“, „ განსაკუთრებული თვალსაზრისი“. ამ გადაცემებში ჩვენი ჟურნალისტები, ავტორიტეტულ სტუმრებთან ერთად, იხილავენ ოკუპაციის პრობლემებს, ქვეყნის ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ თემებთან დაკავშირებულ ახალ ამბებს და გაყალბებულ ნიუსებს, რომლებსაც რუსული მხარე მუდმივად ავრცელებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემებია, რომელთაც მუდმივი ყურადღება სჭირდება და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც რაღაც განსაკუთრებული ხდება და „ცხელი ახალი ამბავია“. ამ თემებს მრავალმხრივი გაშუქება სჭირდება. ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილია ოკუპირებული, ადამიანები იკარგებიან, რამდენიმე მკვლელობას ჰქონდა ადგილი და არავინ დასჯილა. აქცენტები ამ პრობლემებზე არ უნდა შესუსტდეს და აუდიტორიას ინფორმაციის გამჭვირვალედ მიღების საშუალება უნდა ჰქონდეს. ეს ხომ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია.“

- პირველად საქართველოში თქვენს ეთერში გადის რამდენიმე სპეცპროექტი რუსულ ენაზე, რომელთაც საკმაოდ სერიოზული წარმატება აქვთ. ამ გადაცემებში მონაწილეობენ ნატოს ხელმძღვანელები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის წარმომადგენლები, საქართველოს ხელისუფლების წევრები და ექსპერტები. რატომ დაიწყეთ რუსულენოვანი პროექტები, ვისზეა გათვლილი და ახერხებთ თუ არა რეალურად წინააღმდეგობა გაუწიოთ უზარმაზარ პროპაგანდისტულ მანქანას, რომელიც რუსეთიდან სხვადასხვა წყაროების მეშვეობით იმართება?

- რუსულენოვანი პროექტების დაწყების იდეა კომპანიის დამფუძნებელს, ბიზნესმენ ბატონ გია ალიხანაშვილს ეკუთვნის. მისთვის ეს, პირველ რიგში, გარკვეული ვალდებულებაა სამშობლოს წინაშე, რადგან ასეთი გადაცემები არ არის და ვერც იქნება კომერციული. ეს ბიზნესი არ არის, ეს პასუხისმგებლობაა. სწორედ გააჰოლდინგის დამფუძნებლის დამსახურებით გვაქვს აბსოლუტურად დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა და ვმუშაობთ ისეთ პროექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

ჩვენ დავიწყეთ რუსულენოვანი პორექტები, რათა შეგვექმნა იმ გაყალბებული ახალი ამბების (Fake news) ობიექტული ალტერნატივა, რომელთაც „დიდი მეზობელი“ საინფორმაციო სივრცეში გამოტყორცნის საქართველოს განვითარების შესაფერხებლად და მის საბჭოთა წარსულში დასაბრუნებლად. ქვეყნის დიდი ნაწილი რუსულენოვან არხებს უყურებს და რუსულენოვან ვებსაიტებს კითხულობს. სხვადასხვა დიასპორების წარმომადგენლებმა, უმეტესწილად, არ იციან ქართული. ეს გამოწვევაა, რომელთანაც ბრძოლაა საჭირო. სწორედ ისინი, ვინც კარგად არ იციან ქართული ენა, ყველაზე ხშირად აცხადებენ, რომ საქართველო უკვე არის ნატოს წევრი ან რუსული სამხედრო ძლიერება ამერიკისაზე მეტია, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი 10-ჯერ აღემატება რუსეთისას. რა თქმა უნდა, ინტერნეტისა და თანამგზავრების ეპოქაში ეს ასევე არის ობიექტური ინფორმაცია საქართველოდან, ინფორმაცია მის საგარეო პოლიტიკაზე რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის, თავად რუსეთისთვისაც. ჩვენ რეგიონის რუსულენოვან მოსახლეობამდე, პოსტსაბჭოთა ქვეყნების და მსოფლიოს რუსულენოვან მოსახლეობამდე მიგვაქვს სიმართლე იმის შესახებ, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობებზე, ადამიანების გატაცებებზე, საქართველოს მიწებზე რუსი სამხედროების წვრთნებზე.

რა თქმა უნდა, უარვყოფთ იმ საშინელ ზღაპრებს, რომელსაც კრემლი ყვება საქართველოს აშშ-სთან, ევროკავშირთან ან ნატოსთან ურთიერთობების შესახებ. ჩვენი ინტერვიუების ციტირება სხვადასხვა ქვეყნის მედიასაშუალებებში, ჩვენი პროექტების ყურებადობა - თავისთავად მეტყველებს ამ პროექტებზე. დიახ, პროექტები მუშაობს, თუმცა, რა თქმა უნდა, საჭიროა განვითარება და მეტი მუშაობა საჭირო გავრცელებაზე. ჩვენ ყველაფერს ჩვენი სახსრებით ვაკეთებთ, ამიტომ, რესურსი და შესაძლებლობები შეზღუდულია. ეს ყველაფერი აგრეთვე ხელმისაწვდომია ჩვენი ინტერნეტ აპლიკაციით, სახელად "starvision" – რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ნებისმიერ სმარტფონში . უფასოდ მუშაობს ნებისმიერ ქვეყანაში.

- ტელეკომპანია "STV" ჰოლდინგ "Deutsche Welle"-ს პარტნიორია. რას გულისხმობს კონკრეტულად თანამშრომლობა და კონკრეტულად რა პროექტები გადის თქვენს ეთერში რუსულ ენაზე?

- ტელეკომპანია "STV"-ს ანალიტიკური პროექტი „ სასაზღვრო ზონა“ რუსულ ენაზე უკვე ერთი წელია იქცევს მაყურებლის ყურადღებას, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე რეგიონის ყველა ქვეყანაში. გადაცემაში ირონიული ფორმით არის ნაჩვენები პროპაგადისა და ფაქტების შეუთავსებლობა, წარმოდგენილია ავტორიტეტული სტუმრების მოსაზრებები. მინისტრები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, ნატოს, აშშ-ს, ევროკავშირის წარმომადგენლები - რუსულ ენაზე პასუხობენ ურთულეს კითხვებს. მეორე რუსულენოვანი პროექტი "STV"-ზე „დიდი თამაში“ - პირველი რეგიონული ანალიტიკური თოქ-შოუა, რომელშიც მსოფლიოს მთავარ მოვლენებსა და სამხრეთ კავკავსიაში მათ გავლენაზე ყოველკვირეულად მსჯელობენ ექსპერტები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან.

დიახ, ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობასთან დაკავშირებით, "STV"-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა მსხვილი საერთაშორისო მედიაჰოლდინგი "Deutsche Welle". ამ პარტნიორობის საფუძველზე, ყოველ დღე "STV"-ს ეთერში შესაძლებელია გადაცემების ნახვა, რომლებიც მოგვითხრობს ევროპაში ცხოვრების შესახებ, ბიზნესის, კულტურისა და პოლიტიკის შესახებ ევროკავშირის ქვეყნებში. ეს გადაცემები რუსულენოვანია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს - ევროინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით- ქართულ ენაზე ვთარგმნით. ასევე, ცალკე უნდა აღინიშნოს "Deutsche Welle"-ს ახალი პროექტი „პოლიტნაკრძალი“ - სატირულ-ანიმაციური სერიალი რუსულ პოლიტიკაზე, რომელშიც ანიმაციური პერსონაჟები იუმორისტული ფორმით ყვებიან უახლეს ზღაპრებს კრემლიდან. ამ მულტფილმის ქართულ ვერსიას აწარმოებს და ავრცელებს საქართველოში მხოლოდ ტელეკომპანია "STV".

- ჩვენ ვნახეთ ეს სერიები. სააკაშვილის ბრძოლები პოროშენკოსთან, პუტინი ჰარი პოტერის როლში - ეს ძალიან მაგარი იყო. პრემიერა 2017 წლის ნოემბერში შედგა. როგორ მიდის პროექტი, რაში მდგომარეობს მისი ამოცანა და რამდენად ართმევს ის ამას თავს?

- სხვადასხვა ქვეყანაში მიღწეული დიდი წარმატების შემდეგ, ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ პროექტი მეორე სეზონითაც გაეგრძელებინათ. მეორე - ახალი სეზონი- ახლახან დაიწყო და უკვე ძალიან პოპულარული გახდა. სერიები იყოფა ციტატებად და თემებად. თუ პირველ სეზონში ავტორები მხოლოდ სწორ მიდგომებს ეძებდნენ და სიჩქარეს კრეფდნენ, მეორე სეზონს უპირობოდ ბომბის ეფექტი ჰქონდა და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ისეთმა საერთაშორისო ავტორიტეტულმა მედიაჰოლდინგმა, როგორიცაა "Deutsche Welle", სწორედ "STV" შეარჩია თავის პარტნიორად საქართველოში; ჩვენი პროექტები ჩვენი კონცეფციაა: ობიექტური ინფორმაციის გავრცელება და გაყალბებული ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. საერთოდ, პოლიტიკაზე ან უნდა იცინო, ან - იტირო. ჩვენ მიგვაჩნია, ყველაფერს ჯობია, გაიცინო.

- როდის შეიძლება პროექტის ნახვა?

- ტელეკომპანია "STV" ჩართულია ეროვნულ მულტიპლექსში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება. მისი ყურება ასევე შესაძლებელია ძირითად საკაბელო ქსელებში. რა თქმა უნდა, აქტიურად მუშაობს ციფრული ვერსიაც -starvision - ფეისბუქი და youtube ძალიან პოპულარულია. „პოლიტნაკრძალი“ და ყველა სხვა პროექტი თავიდან ტელეეთერში და ფეისბუქ-ლაივში გადის, მეორე დღეს კი იტვირთება ინტერნეტში ადგილობრივი და რეგიონული აუდიტორიისთვის. „პოლიტნაკრძალის“ ნახვა შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 21:15-ზე. ძალიან სასაცილოა. გარანტიას გაძლევთ.

- გასაგებია, შევხედავთ. რამდენად აქტიურად უჭერს მხარს თქვენს საქმიანობას ხელისუფლება, ან საერთაშორისო პარტნიორები?

- შესაბამისი სამინისტროებიც და პარტნიორებიც საქართველოში: აშშ, ევროკავშირი, ნატო - ძალიან აქტიურად ადევნებენ თვალყურს ჩვენი ტელეკომპანიის მუშაობას. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და შესაბამისი სამინისტროები რეკომენდაციას უწევენ ჩვენი არხის პროექტებს. აშშ-ს საელჩომ საქართველოში კი სწორედ "STV" შეარჩია, საქართველოდან ბაჰრეინში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მედიატურში მონაწილეობის მისაღებად, სადაც ჩვენი არხის ჟურნალისტებს, BBC-ს, Deutsche Welle-ს, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯურნალისტებთან ერთად, ასევე ლატვიისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან ერთად საშუალება ჰქონდათ, მოენახულებინათ მოქმედი ავიამზიდი "თეოდორ რუზველტი" და პირადად გაცნობოდნენ აშშ-სა და ნატოს ოპერაციებს რეგიონში. ამ ჟურნალისტებმა უკვე ზუსტად იციან, რომ აშშ-ს სამხედრო ძლიერება ცოტათი მაინც უფრო მეტია, ვიდრე რუსეთისა ასე, რომ მხარდაჭერა არის და რასაკვირველია, ეფექტიც არის.“

ადგილობრივი ხელისუფლება კი გვიცნობს და გვაკვირდება, მათგანაც ველოდებით უფრო მეტ მხარდაჭერას, რადგან ერთად ვებრძოლოთ დიდი სიცრუის მანქანას.

„ვენეტო დიზაინი“ – „ვერონა ჯგუფის“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი

ვინ არიან აქტუარები და რატომ ზრუნავს „ალდაგი“ ამ პროფესიის პოპულარიზაციაზე?

პოპულარული იტალიური ბრენდი Cam, როგორც ექსპერტი და ლიდერი ბაზარზე - გაიგეთ მეტი ბავშვის უსაფრთხოებაზე...