პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხანდახან სიცოცხლე არ მინდა, მაგრამ ბავშვი ვის შევატოვო?" - 10 წლის გოგონას დედა 5 000 ლარს ვერ შოულობს, რომ ერთადერთ შვილს ოპერაცია გაუკეთოს
"ხანდახან სიცოცხლე არ მინდა, მაგრამ ბავშვი ვის შევატოვო?" - 10 წლის გოგონას დედა 5 000 ლარს ვერ შოულობს, რომ ერთადერთ შვილს ოპერაცია გაუკეთოს

ბევ­რი ტკი­ვი­ლია ამ­ქვეყ­ნად, მაგ­რამ ბავ­შვის ტკი­ვილს და ცრემლს ვე­რა­ფე­რი გა­და­წო­ნის. ამ­ჯე­რად დახ­მა­რე­ბა ისეთ გო­გო­ნას სჭირ­დე­ბა, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა სან­თე­ლი­ვით უნდა უფრთხილ­დე­ბო­დეს, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ არის. მას გულ­გრი­ლო­ბა ბე­დის­წე­რა­სა­ვით ექცა - მისი მა­მაც გულ­გრი­ლო­ბას შე­ე­წი­რა, როცა სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის გამო უფუნ­ქცი­ოდ დარ­ჩა. ქვე­ყა­ნა­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა პრე­მი­ებ­ში იხარ­ჯე­ბა, ამ გო­გო­ნას დედა კი 5 000 ლარს ვერ შო­უ­ლობს, რომ ერ­თა­დერთ შვილს ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თოს...

საღ-სა­ლა­მათ გო­გო­ნას ტერ­ფე­ბის პა­თო­ლო­გი­ის გამო სხე­უ­ლის ისე­თი დე­ფორ­მა­ცია და­ე­წყო, შე­საძ­ლოა, მალე სი­ა­რუ­ლიც ვე­ღარ შეძ­ლოს. ასე რომ, ოჯა­ხი იმ უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის იმე­და­დღაა, რო­მელ­თაც არა­ერ­თი ბავ­შვი გა­და­ურ­ჩე­ნი­ათ. ანუ­კა ძინ­ძი­ბა­ძის ამ­ბავს მისი დედა, ლალი ლო­მა­ძე გვი­ამ­ბობს:

"არც ერთ დე­დას არ ვუ­სურ­ვებ ამ სა­ში­ნე­ლე­ბის გა­და­ტა­ნას... საღ-სა­ლა­მათ ბავ­შვს ტერ­ფე­ბი­სა და კი­დუ­რე­ბის დე­ფორ­მა­ცია ისე სწრა­ფად და­ე­წყო, გონ­ზე მოს­ვლა ვერ მო­ვას­წა­რი, არა­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­უღ­ლე გარ­და­მეც­ვა­ლა და მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მილ­ხინს, ვმუ­შა­ობ და ერ­თა­დერ­თი შვი­ლის­თვის არა­ფე­რი და­მიკ­ლია - არც ექი­მი, მაგ­რამ, სა­უ­ბე­დუ­როდ, არც ერთ ექიმს არ უთ­ქვამს, რომ ჩემს შვილს ტერ­ფე­ბის მძი­მე პა­თო­ლო­გია ჰქონ­და, რო­მელ­მაც ახლა იჩი­ნა თავი.

ან­გე­ლო­ზი­ვით ბავ­შვი თვალ­სა და ხელს შუა შე­იც­ვა­ლა - ტერ­ფე­ბის შემ­დეგ მუხ­ლე­ბი­სა და ხერ­ხემ­ლის დე­ფორ­მა­ცია და ტკი­ვი­ლი და­ე­წყო. ექი­მი­დან ექი­მის კარ­ზე თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­დი­ო­დი და დი­აგ­ნოზს ვერ ად­გენ­დნენ. მერე, რო­გორც იქნა, ერ­თმა ექიმ­მა მი­თხრა, ბავ­შვს ტერ­ფე­ბის რენტგე­ნი გა­და­უ­ღე და ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბაო. მოკ­ლედ, აღ­მოჩ­ნდა, რომ ანას კო­ჭის სახ­სარ­ში ჰქო­ნია თან­და­ყო­ლი­ლი პა­თო­ლო­გია, რო­მელ­მაც მხო­ლოდ მა­შინ იჩი­ნა თავი, როცა გა­ი­ზარ­და და ტერფს დიდი წო­ნით და­აწ­ვა. ახლა ამას ერ­თა­დერ­თი რამ შვე­ლის - ბავ­შვს ოპე­რა­ცია სჭირ­დე­ბა, კო­ჭებ­ში იმპლან­ტე­ბი უნდა ჩა­ედ­გას და დე­ფორ­მა­ცია შე­ჩერ­დე­ბა, მაგ­რამ ოპე­რა­ცია რო­გორ უნდა გა­კეთ­დეს, როცა იმპლან­ტე­ბის შე­სა­ძე­ნი თან­ხა არ გა­მაჩ­ნია! ორი­ვე იმპლან­ტი 2 000 დო­ლა­რი ღირს, მაგ­რამ ამ თან­ხის შოვ­ნა ჩემ­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ბან­კის ვალ­საც ვერ ავი­ღებ, რად­გან სტა­ბი­ლუ­რი სა­მუ­შაო არ მაქვს…

- იმპლან­ტე­ბი თქვენ რა­ტომ უნდა შე­ი­ძი­ნოთ, ხომ არ­სე­ბობს სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვა, რო­მე­ლიც ოპე­რა­ცი­ებს­ აფი­ნან­სებს?!

- კი, არ­სე­ბობს, მაგ­რამ ამ პროგ­რა­მა­ში იმპლან­ტე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის. ალ­ბათ, სა­ხელ­მწი­ფოს ჰგო­ნია, რომ იმპლან­ტებს ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ გა­სა­ლა­მა­ზებ­ლად ხმა­რო­ბენ და იმი­ტო­მაც გა­და­წყვი­ტეს, არ და­ა­ფი­ნან­სონ, ჩემს შვილს კი ეს სი­ცო­ცხლის­თვის სჭირ­დე­ბა! ანა ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი გო­გოა. მას­წავ­ლებ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ბავ­შვი მა­თე­მა­ტი­კუ­რი ნი­ჭით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი და დიდ წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წევ­სო, მაგ­რამ რო­მელ წარ­მა­ტე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი! თუ ოპე­რა­ცია ვერ გა­ვუ­კე­თე, სხე­უ­ლის დე­ფორ­მა­ცი­ის გამო ვე­ღა­რა­სო­დეს გა­ივ­ლის... ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა სიკ­ვდილ­ზე უა­რე­სია... ხან­და­ხან სი­ცო­ცხლე აღარ მინ­და, მაგ­რამ ბავ­შვი ვის შე­ვა­ტო­ვო?

ვის აღარ მი­ვა­დე­ქი, მაგ­რამ ყვე­ლამ ხე­ლე­ბი გა­შა­ლა - ჩვენ იმ­პა­ლან­ტე­ბის და­სა­ფი­ნან­სე­ბე­ლი თან­ხა არ გვაქ­ვსო! ის თან­ხა ხომ აქვთ, პრე­მი­ე­ბი რომ გა­მო­ი­წე­რონ, თა­ნაც ბევ­რად მეტი, ვიდ­რე ჩემს შვილს სჭირ­დე­ბა?! ამ უსულ­გუ­ლო­ბამ ერთხელ უკვე მი­ა­ყე­ნა უდი­დე­სი ტრავ­მა ჩემს ოჯახს - ანას მა­მაც გულ­გრი­ლო­ბას შე­ე­წი­რა. ისიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნი­ჭი­ე­რი იყო. რა კონ­კურ­სე­ბი არ გა­ი­ა­რა სამ­სა­ხუ­რის­თვის, ყველ­გან უმაღ­ლეს ქუ­ლას იღებ­და, მაგ­რამ ბო­ლოს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­თო. ჰოდა, ახალ­გაზ­რდა კაცს გული გა­უს­კდა... ახლა შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნა მინ­და და მხო­ლოდ ხალ­ხის იმე­დი მაქვს, ჩემ­ნა­ი­რი ხალ­ხის, რო­მე­ლიც შვილს გა­და­მირ­ჩენს და მის­თვის თუნ­დაც მცი­რე­ო­დენ თან­ხას გა­ი­მე­ტებს...

თი­ბი­სი ბან­კი ან­გა­რი­ში: GE26TB7895145061100086

მიმ­ღე­ბი: მა­რე­ხი კუ­რა­ტიშ­ვი­ლი ტე­ლე­ფო­ნი: 555351851

ეთერ ერა­ძე, "კვი­რის პა­ლიტ­რა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ხანდახან სიცოცხლე არ მინდა, მაგრამ ბავშვი ვის შევატოვო?" - 10 წლის გოგონას დედა 5 000 ლარს ვერ შოულობს, რომ ერთადერთ შვილს ოპერაცია გაუკეთოს

"ხანდახან სიცოცხლე არ მინდა, მაგრამ ბავშვი ვის შევატოვო?" - 10 წლის გოგონას დედა 5 000 ლარს ვერ შოულობს, რომ ერთადერთ შვილს ოპერაცია გაუკეთოს

ბევრი ტკივილია ამქვეყნად, მაგრამ ბავშვის ტკივილს და ცრემლს ვერაფერი გადაწონის. ამჯერად დახმარება ისეთ გოგონას სჭირდება, რომელსაც ქვეყანა სანთელივით უნდა უფრთხილდებოდეს, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ არის. მას გულგრილობა ბედისწერასავით ექცა - მისი მამაც გულგრილობას შეეწირა, როცა სამსახურის გაუქმების გამო უფუნქციოდ დარჩა. ქვეყანაში მილიონობით ლარი თანამდებობის პირთა პრემიებში იხარჯება, ამ გოგონას დედა კი 5 000 ლარს ვერ შოულობს, რომ ერთადერთ შვილს ოპერაცია გაუკეთოს...

საღ-სალამათ გოგონას ტერფების პათოლოგიის გამო სხეულის ისეთი დეფორმაცია დაეწყო, შესაძლოა, მალე სიარულიც ვეღარ შეძლოს. ასე რომ, ოჯახი იმ უბრალო ადამიანების იმედადღაა, რომელთაც არაერთი ბავშვი გადაურჩენიათ. ანუკა ძინძიბაძის ამბავს მისი დედა, ლალი ლომაძე გვიამბობს:

"არც ერთ დედას არ ვუსურვებ ამ საშინელების გადატანას... საღ-სალამათ ბავშვს ტერფებისა და კიდურების დეფორმაცია ისე სწრაფად დაეწყო, გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი, არადა, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე გარდამეცვალა და მაინცდამაინც არ მილხინს, ვმუშაობ და ერთადერთი შვილისთვის არაფერი დამიკლია - არც ექიმი, მაგრამ, საუბედუროდ, არც ერთ ექიმს არ უთქვამს, რომ ჩემს შვილს ტერფების მძიმე პათოლოგია ჰქონდა, რომელმაც ახლა იჩინა თავი.

ანგელოზივით ბავშვი თვალსა და ხელს შუა შეიცვალა - ტერფების შემდეგ მუხლებისა და ხერხემლის დეფორმაცია და ტკივილი დაეწყო. ექიმიდან ექიმის კარზე თვეების განმავლობაში დავდიოდი და დიაგნოზს ვერ ადგენდნენ. მერე, როგორც იქნა, ერთმა ექიმმა მითხრა, ბავშვს ტერფების რენტგენი გადაუღე და ვნახოთ, რა იქნებაო. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ანას კოჭის სახსარში ჰქონია თანდაყოლილი პათოლოგია, რომელმაც მხოლოდ მაშინ იჩინა თავი, როცა გაიზარდა და ტერფს დიდი წონით დააწვა. ახლა ამას ერთადერთი რამ შველის - ბავშვს ოპერაცია სჭირდება, კოჭებში იმპლანტები უნდა ჩაედგას და დეფორმაცია შეჩერდება, მაგრამ ოპერაცია როგორ უნდა გაკეთდეს, როცა იმპლანტების შესაძენი თანხა არ გამაჩნია! ორივე იმპლანტი 2 000 დოლარი ღირს, მაგრამ ამ თანხის შოვნა ჩემთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. ბანკის ვალსაც ვერ ავიღებ, რადგან სტაბილური სამუშაო არ მაქვს…

- იმპლანტები თქვენ რატომ უნდა შეიძინოთ, ხომ არსებობს საყოველთაო დაზღვევა, რომელიც ოპერაციებს აფინანსებს?!

- კი, არსებობს, მაგრამ ამ პროგრამაში იმპლანტები გათვალისწინებული არ არის. ალბათ, სახელმწიფოს ჰგონია, რომ იმპლანტებს ადამიანები მხოლოდ გასალამაზებლად ხმარობენ და იმიტომაც გადაწყვიტეს, არ დააფინანსონ, ჩემს შვილს კი ეს სიცოცხლისთვის სჭირდება! ანა ძალიან ნიჭიერი გოგოა. მასწავლებლები მეუბნებიან, ბავშვი მათემატიკური ნიჭით არის გამორჩეული და დიდ წარმატებებს მიაღწევსო, მაგრამ რომელ წარმატებაზეა ლაპარაკი! თუ ოპერაცია ვერ გავუკეთე, სხეულის დეფორმაციის გამო ვეღარასოდეს გაივლის... ამის გაცნობიერება სიკვდილზე უარესია... ხანდახან სიცოცხლე აღარ მინდა, მაგრამ ბავშვი ვის შევატოვო?

ვის აღარ მივადექი, მაგრამ ყველამ ხელები გაშალა - ჩვენ იმპალანტების დასაფინანსებელი თანხა არ გვაქვსო! ის თანხა ხომ აქვთ, პრემიები რომ გამოიწერონ, თანაც ბევრად მეტი, ვიდრე ჩემს შვილს სჭირდება?! ამ უსულგულობამ ერთხელ უკვე მიაყენა უდიდესი ტრავმა ჩემს ოჯახს - ანას მამაც გულგრილობას შეეწირა. ისიც განსაკუთრებულად ნიჭიერი იყო. რა კონკურსები არ გაიარა სამსახურისთვის, ყველგან უმაღლეს ქულას იღებდა, მაგრამ ბოლოს ეუბნებოდნენ, კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეთო. ჰოდა, ახალგაზრდა კაცს გული გაუსკდა... ახლა შვილის გადარჩენა მინდა და მხოლოდ ხალხის იმედი მაქვს, ჩემნაირი ხალხის, რომელიც შვილს გადამირჩენს და მისთვის თუნდაც მცირეოდენ თანხას გაიმეტებს...

თიბისი ბანკი ანგარიში: GE26TB7895145061100086

მიმღები: მარეხი კურატიშვილი ტელეფონი: 555351851

ეთერ ერაძე, "კვირის პალიტრა"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ