პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირს, რომელიც 13 წლის მოზარდს ლიფტში თავს დაესხა, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
პირს, რომელიც 13 წლის მოზარდს ლიფტში თავს დაესხა, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

პირს, რო­მე­ლიც 13 წლის მო­ზარდს ლიფ­ტში თავს და­ეს­ხა, ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­უ­ყე­ნეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრა­ლი მუ­ქა­რი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს.

ად­ვო­კა­ტი ამ ეტაპ­ზე ბრალ­თან და­კავ­ში­რე­ბით მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის პო­ზი­ცი­ა­ზე არ სა­უბ­რობს. რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, ად­ვო­კა­ტის თქმით, და­გეგ­მი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე შე­მოწ­მდეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ორი დღის წინ, თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას მე-7 კვარ­ტალ­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ა. არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს.

„პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რებს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 13 წლის ბიჭი დახ­ვდათ, რო­მელ­საც სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ არას­რულ­წლო­ვა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქემ 2004 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.ც.-ს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. პო­ლი­ცი­ამ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო შს სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პირს, რომელიც 13 წლის მოზარდს ლიფტში თავს დაესხა, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

პირს, რომელიც 13 წლის მოზარდს ლიფტში თავს დაესხა, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

პირს, რომელიც 13 წლის მოზარდს ლიფტში თავს დაესხა, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობის მუხლით წაუყენეს.

ადვოკატი ამ ეტაპზე ბრალთან დაკავშირებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციაზე არ საუბრობს. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის თქმით, დაგეგმილია, რომ ბრალდებული ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე შემოწმდეს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი დღის წინ, თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს.

„პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, დაახლოებით, 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - აღნიშნული იყო შს სამინისტროს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ