პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ბაქრაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
ზურაბ ბაქრაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ზაზა (ზუ­რაბ) ბაქ­რა­ძე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე და­ვით მგე­ლი­აშ­ვილ­მა სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან 5 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ბაქ­რა­ძის ად­ვო­კატ­მა და­ა­ყე­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბულ ზაზა ბაქ­რა­ძი­სათ­ვის პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ე­თან­ხმა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ზაზა (ზუ­რაბ) ბაქ­რა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა „დღის თე­მა­ში“ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გუ­რამ დო­ნა­ძე და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ზუ­რაბ მი­ქა­ძე შან­ტაჟ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მან აღი­ა­რა, რომ 2004 წელს რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ია­რა­ღე­ბი მი­ი­ტა­ნეს. მისი თქმით, ია­რა­ღე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ქა­ძემ მი­ი­ტა­ნა. ასე­ვე ბაქ­რა­ძე ამ­ბობს, რომ რე­ა­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ჩანს, რომ ია­რა­ღე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ არის, გუ­რამ დო­ნა­ძეს­თან ინა­ხე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო - შეხ­ვედ­რა ახ­ლობ­ლებ­თან: რა ხდე­ბო­და სა­სა­მარ­თლო­ში, როცა ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მის მთა­ვა­რი მოწ­მე ზუ­რაბ ბაქ­რა­ძე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს

ზურაბ ბაქრაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ზურაბ ბაქრაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა სხდომათა დარბაზიდან 5 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა ბაქრაძის ადვოკატმა დააყენა. პროკურატურა ბრალდებულ ზაზა ბაქრაძისათვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დაეთანხმა.

შეგახსენებთ, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან აღიარა, რომ 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანეს. მისი თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მიქაძემ მიიტანა. ასევე ბაქრაძე ამბობს, რომ რეალობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ არის, გურამ დონაძესთან ინახება.

იხილეთ ვიდეო - შეხვედრა ახლობლებთან: რა ხდებოდა სასამართლოში, როცა ბუტა რობაქიძის საქმის მთავარი მოწმე ზურაბ ბაქრაძე გაათავისუფლეს

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს