აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს, ამერიკული ვიზის ყველა მთხოვნელისგან სოციალური ქსელების პროფილების შესახებ ინფორმაცია მოითხოვოს. ამის შესახებ შესაბამის დოკუმენტებზე დაყრდნობით The Associated Press იუწყება.
„სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს, მოსთხოვოს ვიზის მიღების ყველა მსურველს წარმოადგინონ სოციალურ მედიაში საკუთარი სახელები, ძველი ელექტრონული მისამართები და ტელეფონის ნომრები. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან პოტენციური მიგრანტებისა და ვიზიტორებისთვის უარის თქმის რაოდენობას“, - წერს გამოცემა.
დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს სურს საჯაროდ გამოეხმაუროს ახალ მოთხოვნებს, რომლებიც თითქმის 15 მილიონ უცხოელს შეეხება.
„ახალი მოთხოვნები შეეხება საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო ვიზებზე პრაქტიკულად ყველა პრეტენდენტს. დეპარტამენტის შეფასებით, ეს საიმიგრაციო ვიზის 710 ათას მთხოვნელს და არასაიმიგრაციო ვიზის 14 მილიონ მთხოვნელს შეეხება“, - წერს სააგენტო.