პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის და რა ქონებას ფლობს მაია ცქიტიშვილი, რომელიც პრემიერმა ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარადგინა
ვინ არის და რა ქონებას ფლობს მაია ცქიტიშვილი, რომელიც პრემიერმა ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარადგინა

მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს კი­დევ ერთი ქალი შე­უ­ერ­თდა - რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი უხელ­მძღვა­ნე­ლებს, რო­მე­ლიც 2012 წლი­დან დღემ­დე მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სი იყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია პრე­მი­ერ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­აჟ­ღე­რა.

"ჩემ­თვის არ არის მარ­ტი­ვი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რად­გან ვფიქ­რობ, რთუ­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი ადა­მი­ა­ნის მო­ძებ­ნა, რო­მე­ლიც ასე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბით გა­უ­ძღვე­ბა იმ მო­ცუ­ლო­ბის საქ­მეს, რო­მელ­საც მთავ­რო­ბის ად­მინ­სიტ­რა­ცი­ა­ში მაია ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბით უძღვე­ბო­და. მაგ­რამ რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და ინფრაქტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის თა­ნა­მა­დე­ბო­ბა იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მე მი­წევს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მაია იქ­ნე­ბე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი მი­ნის­ტრი", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის წარ­დგე­ნი­სას.

ცქი­ტიშ­ვი­ლი 1974 წლის 2 ივ­ნისს და­ი­ბა­და თბი­ლის­ში. 1991-1996 წლებ­ში სწავ­ლობ­და ივ.ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სპე­ცი­ა­ლო­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

1993 წელს პრა­ღა­ში მეფე კარ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­ა­რა ჩე­ხუ­რი ენის კურ­სე­ბი, ხოლო 1993- 1994 წლებ­ში სწავ­ლობ­და პრა­ღის ეკო­ნო­მი­კის უმაღ­ლეს სკო­ლა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. 2002 წელს სწავ­ლა გა­ნაგ­რძო კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა­ში.

1996 წელს მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს და­საქ­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ფონდში გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნა­შემ­წედ. 1997-2002 წლებ­ში იყო ავი­ა­კომ­პა­ნია „სა­ქარ­თვე­ლოს ავი­ა­ხა­ზე­ბის“ ჯერ კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რის თა­ნა­შემ­წე, ხოლო შემ­დეგ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი.

2002-2003 მუ­შა­ობ­და ავი­ა­კომ­პა­ნია „Georgian Air“ კო­მერ­ცი­ი­სა და ოპე­რა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში უფ­როს მე­ნე­ჯე­რად. 2003-2005 წლებ­ში იყო შპს „ბურ­ჯის“ ლო­ჯის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, შემ­დეგ ლო­ჯის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი.

2005 წელს მუ­შა­ო­ბა გა­ნაგ­რძო სს „ქარ­თუ ჯგუფ­ში“ პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წედ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. 2006 წელს იყო სს „ბა­გე­ბი სითი ჯგუ­ფი“ პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი, ხოლო 2007-2008 წლებ­ში სს „პარ­ქთა­უ­ნის“ დი­რექ­ტო­რი. 2009 წელს მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებს შპს „ქარ­თუ მე­ნე­ჯმენ­ტში“ დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. 2012 წლის 1 ნო­ემ­ბრი­დან კი კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სად და­ი­ნიშ­ნა.

მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ცქი­ტიშ­ვი­ლი ერთ-ერთი იმ მო­ხე­ლე­თა­გა­ნია, რო­მელ­საც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­ზე მეტი ანა­ზღა­უ­რე­ბა ჰქონ­და. კერ­ძოდ, 2017 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის პოსტზე მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა 2016 წლის 1-ელ იან­ვრი­დან 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით 94 500 ლარი შე­ად­გი­ნა. მა­შინ როცა, ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­ში პრე­მი­ერ კვი­რი­კაშ­ვი­ლის შე­მო­სა­ვა­ლი 51 369,57 ლარი იყო.

ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის 29 იან­ვარს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ის ფლობს 182,80 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბი­ნას თბი­ლის­ში; ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე 14 კვ. მეტ­რის ავ­ტო­ფა­რეხს; 1 528 კვ. მეტ­რის მი­წის ნაკ­ვეთს კო­ჯორ­ში; 407 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს ამა­ვე მი­სა­მარ­თზე და კო­ჯორ­ში მდე­ბა­რე 2 686 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს. მას­ვე ეკუთ­ვნის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი Mitsubishi Pajero.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში ცქი­ტიშ­ვილს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 582,17 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი ჰქონ­და. ამას­თან, ფლობს შპს “თბი­ლი­სის კო­მერ­ცი­უ­ლი ქო­ნე­ბის“ 75%-იან წილს. დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცქი­ტიშ­ვი­ლის შე­მო­სა­ვალ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის პოსტზე 94 500 ლარი შე­ად­გი­ნა. გარ­და ამი­სა, ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის სა­ხით ცქი­ტიშ­ვი­ლის გა­სა­ვალ­მა გა­სულ წელს 3 299,19 ლარი შე­ად­გი­ნა.

ამას­თან, რო­გორც ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე და­ვით ხა­ტი­აშ­ვი­ლი ფლობს „ლი­ბერ­თი ბან­კის“ 69 181 აქ­ცი­ას; ასე­ვე 2017 წელს ვა­ლის სა­ნაც­ვლოდ სს „ჯორ­ჯი­ათ­რე­ი­დის“ 150 090 აქ­ცი­ის მფლო­ბე­ლიც გახ­და. მას­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 10,997.47 დო­ლა­რი, 11924,19 ლარი და 523,58 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი; საკ­რე­დი­ტო­ზე 29951,92 დო­ლა­რი; ხოლო ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხის სა­ხით - 15 000 დო­ლა­რი ჰქონ­და წა­ი­კი­თხეთ მეტი BPN.GE-ზე

ვინ არის და რა ქონებას ფლობს მაია ცქიტიშვილი, რომელიც პრემიერმა ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარადგინა

ვინ არის და რა ქონებას ფლობს მაია ცქიტიშვილი, რომელიც პრემიერმა ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარადგინა

მინისტრთა კაბინეტს კიდევ ერთი ქალი შეუერთდა - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაია ცქიტიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც 2012 წლიდან დღემდე მთავრობის კანცელარიის უფროსი იყო. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა.

"ჩემთვის არ არის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ვფიქრობ, რთული იქნება ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც ასეთივე წარმატებით გაუძღვება იმ მოცულობის საქმეს, რომელსაც მთავრობის ადმინსიტრაციაში მაია ძალიან წარმატებით უძღვებოდა. მაგრამ რეგიონული განვითარების და ინფრაქტრუქტურის მინისტრის თანამადებობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე მიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. დარწმუნებული ვარ, მაია იქნებება ძალიან კარგი მინისტრი", - განაცხადა პრემიერმა მაია ცქიტიშვილის წარდგენისას.

ცქიტიშვილი 1974 წლის 2 ივნისს დაიბადა თბილისში. 1991-1996 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობით საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები.

1993 წელს პრაღაში მეფე კარლის უნივერსიტეტში გაიარა ჩეხური ენის კურსები, ხოლო 1993- 1994 წლებში სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე. 2002 წელს სწავლა განაგრძო კავკასიის ბიზნესის სკოლაში.

1996 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს დასაქმების გაერთიანებულ ფონდში გენერალური დირექტორის თანაშემწედ. 1997-2002 წლებში იყო ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ ჯერ კომერციული დირექტორის თანაშემწე, ხოლო შემდეგ ხელშეკრულებების განყოფილების უფროსი.

2002-2003 მუშაობდა ავიაკომპანია „Georgian Air“ კომერციისა და ოპერაციების დეპარტამენტში უფროს მენეჯერად. 2003-2005 წლებში იყო შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი.

2005 წელს მუშაობა განაგრძო სს „ქართუ ჯგუფში“ პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობებში. 2006 წელს იყო სს „ბაგები სითი ჯგუფი“ პროექტების მენეჯერი, ხოლო 2007-2008 წლებში სს „პარქთაუნის“ დირექტორი. 2009 წელს მუშაობას აგრძელებს შპს „ქართუ მენეჯმენტში“ დირექტორის თანამდებობაზე. 2012 წლის 1 ნოემბრიდან კი კანცელარიის უფროსად დაინიშნა.

მაია ცქიტიშვილი დაოჯახებულია, ჰყავს ქალიშვილი.

ცნობისთვის, ცქიტიშვილი ერთ-ერთი იმ მოხელეთაგანია, რომელსაც მთავრობის მეთაურზე მეტი ანაზღაურება ჰქონდა. კერძოდ, 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე მისმა შემოსავალმა 2016 წლის 1-ელ იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 94 500 ლარი შეადგინა. მაშინ როცა, ანალოგიურ პერიოდში პრემიერ კვირიკაშვილის შემოსავალი 51 369,57 ლარი იყო.

ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, 2018 წლის 29 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის ფლობს 182,80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; ამავე მისამართზე მდებარე 14 კვ. მეტრის ავტოფარეხს; 1 528 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს კოჯორში; 407 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს ამავე მისამართზე და კოჯორში მდებარე 2 686 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Mitsubishi Pajero.

დეკლარაციის შევსების მომენტში ცქიტიშვილს "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 582,17 გირვანქა სტერლინგი ჰქონდა. ამასთან, ფლობს შპს “თბილისის კომერციული ქონების“ 75%-იან წილს. დეკლარაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში ცქიტიშვილის შემოსავალმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე 94 500 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, ქონების გადასახადის სახით ცქიტიშვილის გასავალმა გასულ წელს 3 299,19 ლარი შეადგინა.

ამასთან, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, მაია ცქიტიშვილის მეუღლე დავით ხატიაშვილი ფლობს „ლიბერთი ბანკის“ 69 181 აქციას; ასევე 2017 წელს ვალის სანაცვლოდ სს „ჯორჯიათრეიდის“ 150 090 აქციის მფლობელიც გახდა. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში "საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 10,997.47 დოლარი, 11924,19 ლარი და 523,58 გირვანქა სტერლინგი; საკრედიტოზე 29951,92 დოლარი; ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით - 15 000 დოლარი ჰქონდა წაიკითხეთ მეტი BPN.GE-ზე

"მთავრობამ, ფული გადმოგვირიცხონ და ჩვენ ჩამოვიყვანთ მოქალაქეებსო - ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა" - სააკაშვილი

"კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან ექიმები და პოლიციელები" - გიორგი გახარია

"ფაქტი, რომელიც მოხდა უკიდურესად საგანგაშოა... იმ კვირაში დიდი ბრძოლები გველის" - პრემიერი