პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერის საგანგებო ბრიფინგი: ზურაბ ალავიძე პოსტს ტოვებს, ვინ იქნება ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი
პრემიერის საგანგებო ბრიფინგი: ზურაბ ალავიძე პოსტს ტოვებს, ვინ იქნება ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ალა­ვი­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა - ამის შე­სა­ხებ სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ა­კე­თა.

პრე­მი­ე­რის თქმით, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პოსტს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი და­ი­კა­ვებს.

კვი­რი­კაშ­ვი­ლის თქმით, ალა­ვი­ძე კერ­ძო სექ­ტორ­ში ბრუნ­დე­ბა, სა­დაც ის მი­ნის­ტრად მოს­ვლამ­დე იყო და­საქ­მე­ბუ­ლი.

“მინ­და წარ­მო­გიდ­გი­ნოთ ერთი სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბა. წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ, რო­დე­საც ზუ­რაბ ალა­ვი­ძე და­ი­ნიშ­ნა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად, რო­მელ­საც ევა­ლა რე­გი­ო­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, მე კარ­გა ხანი დამ­ჭირ­და მისი სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში წა­მოს­ვლა­ზე და­ყო­ლი­ე­ბის­თვის. მა­შინ­ვე ამ­ბობ­და, რომ სა­კუ­თარ თავს გრძელ­ვა­დი­ან პეტრსპექ­ტი­ვა­ში სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში ვერ ხე­დავ­და, ეს ისე­დაც ვი­ცო­დი გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ 20 წე­ლია ვიც­ნობ და ყო­ველ­თვის კერ­ძო სექ­ტორ­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­მარ­თა თხოვ­ნით კერ­ძო სექ­ტორ­ში დაბ­რუ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, მე დამ­ჭირ­და რამ­დე­ნი­მე დღე, რომ და­მე­ყო­ლი­ე­ბი­ნა დარ­ჩე­ნა­ზე, მაგ­რამ ვე­ღარ შევ­ძე­ლი და მო­მი­წია მისი თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა.

ზურა ყო­ველ­თვის, სა­დაც მუ­შა­ობ­და, ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად ეფექ­ტუ­რი მე­ნე­ჯე­რი იყო, ყო­ველ­თვის იყო შე­დე­გებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ბი­უ­როკ­რა­ტი­ის წი­ნა­აღ­მდე­გი ადა­მი­ა­ნი. მან ეს სა­კუ­თა­რი მუ­შა­ო­ბი­თაც და­ა­დას­ტუ­რა მთავ­რო­ბა­ში, მათ შო­რის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რაც გახ­ლავთ რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი. ოთხპუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის ერთ-ერთ უმ­თავ­რეს მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში, რაც არის სივ­რი­ცი­თი გან­ვი­თა­რე­ბა, სე­რი­ო­ზუ­ლი პროგ­რე­სი აჩ­ვე­ნა“, - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა და ალა­ვი­ძის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ და და­გეგ­მილ პრო­ექ­ტებ­ზე ისა­უბ­რა.

„და­წყე­ბუ­ლია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი - რი­კო­თის გვი­რა­ბი, ქუ­თა­ი­სი­დან აბას­თუ­მან­თან შე­მა­ერ­თე­ბე­ლი გზა, დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლია და მალე და­ი­წყე­ბა ქუ­თა­ი­სი­სა და სვა­ნე­თის შე­მა­ერ­თე­ბე­ლი გზა, ასე­ვე ზემო იმე­რე­თი­სა და რა­ჭის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა და ა.შ. წყალ­მო­მა­რა­გე­ბის პრო­ექ­ტებ­ში 300 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნის სა­ცხოვ­რე­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი გა­უმ­ჯო­ბეს­და, სწო­რედ მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­დე­გად. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო გა­წე­უ­ლი სა­მუ­ა­შოს­თვის და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო მო­მა­ვალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, სა­დაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ზუ­რაბ ალა­ვი­ძე მი­ნის­ტრის პოსტს 2016 წლის 29 ნო­ემ­ბრი­დან იკა­ვებ­და, მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი კი 2012 წლის 1 ნო­ემ­ბრი­დან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის/ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო.

პრემიერის საგანგებო ბრიფინგი: ზურაბ ალავიძე პოსტს ტოვებს, ვინ იქნება ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი

პრემიერის საგანგებო ბრიფინგი: ზურაბ ალავიძე პოსტს ტოვებს, ვინ იქნება ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე თანამდებობიდან გადადგა - ამის შესახებ საგანგებო განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.

პრემიერის თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი დაიკავებს.

კვირიკაშვილის თქმით, ალავიძე კერძო სექტორში ბრუნდება, სადაც ის მინისტრად მოსვლამდე იყო დასაქმებული.

“მინდა წარმოგიდგინოთ ერთი სამთავრობო ცვლილება. წელიწადნახევრის წინ, როდესაც ზურაბ ალავიძე დაინიშნა მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების მართვის განყოფილების უფროსად, რომელსაც ევალა რეგიონული პროექტები, მე კარგა ხანი დამჭირდა მისი საჯარო სამსახურში წამოსვლაზე დაყოლიებისთვის. მაშინვე ამბობდა, რომ საკუთარ თავს გრძელვადიან პეტრსპექტივაში საჯარო სექტორში ვერ ხედავდა, ეს ისედაც ვიცოდი გამომდინარე იქიდან, რომ 20 წელია ვიცნობ და ყოველთვის კერძო სექტორში იყო დასაქმებული. რამდენიმე დღის წინ მომმართა თხოვნით კერძო სექტორში დაბრუნების თაობაზე, მე დამჭირდა რამდენიმე დღე, რომ დამეყოლიებინა დარჩენაზე, მაგრამ ვეღარ შევძელი და მომიწია მისი თხოვნის დაკმაყოფილება.

ზურა ყოველთვის, სადაც მუშაობდა, ყოველთვის გამორჩეულად ეფექტური მენეჯერი იყო, ყოველთვის იყო შედეგებზე ორიენტირებული და ბიუროკრატიის წინააღმდეგი ადამიანი. მან ეს საკუთარი მუშაობითაც დაადასტურა მთავრობაში, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, რაც გახლავთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებაში, რაც არის სივრიცითი განვითარება, სერიოზული პროგრესი აჩვენა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა და ალავიძის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„დაწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები - რიკოთის გვირაბი, ქუთაისიდან აბასთუმანთან შემაერთებელი გზა, დაპროექტებულია და მალე დაიწყება ქუთაისისა და სვანეთის შემაერთებელი გზა, ასევე ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი გზა და ა.შ. წყალმომარაგების პროექტებში 300 ათასამდე ადამიანის საცხოვრერებელი პირობები გაუმჯობესდა, სწორედ მის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად. მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული სამუაშოსთვის და წარმატება ვუსურვო მომავალ საქმიანობაში, სადაც დარწმუნებული ვარ წარმატებული იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ზურაბ ალავიძე მინისტრის პოსტს 2016 წლის 29 ნოემბრიდან იკავებდა, მაია ცქიტიშვილი კი 2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე საქართველოს მთავრობის კანცელარიის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები