სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცს, რომელიც 13 წლის მოზარდს ლიფტში თავს დაესხა, დღეს ბრალს წაუყენებენ
მამაკაცს, რომელიც 13 წლის მოზარდს ლიფტში თავს დაესხა, დღეს ბრალს წაუყენებენ

მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც 13 წლის მო­ზარდს თავს და­ეს­ხა, ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღეს წა­უ­ყე­ნე­ბენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შს სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ბრალ­დე­ბულს ჩა­უ­ტარ­და სხვა­დას­ხვა სა­ხის ექ­სპერ­ტი­ზა, რის შემ­დე­გაც იგი და­კი­თხეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გუ­შინ ღა­მით გა­ე­სა­უბ­რენ და­ზა­რა­ლე­ბულ 13 წლის მო­ზარდს, რო­მელ­მაც პო­ლი­ცი­ას მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი უამ­ბო, ასე­ვე გა­მო­ი­კი­თხნენ მო­ზარ­დის მე­ზობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­თხვე­ვის თვითმხილ­ვე­ლე­ბი არი­ან.

თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას მე-7 კვარ­ტალ­ში 28 მარტს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე არას­რულ­წლო­ვან ბიჭს თავს და­ეს­ხა. მო­ზარდს ტვი­ნის შერ­ყე­ვა და თვა­ლე­ბი აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც მო­ზარდს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში იმა­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ბი­ნა­ში მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და, სა­დაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

ახ­ლობ­ლე­ბი მომ­ხდა­რის ორ ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ. მათი ვა­რა­უ­დით, 22 წლის მა­მა­კაცს ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა აქვს ან რო­მე­ლი­მე სექ­ტა­შია გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში ის ხში­რად ახ­სე­ნებ­და სა­ტა­ნას და ეშ­მაკს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, დამ­ნა­შა­ვე მის ქმე­დე­ბას იმით ამარ­თლებ­და, რომ 13 წლის მო­ზარ­დი ეშ­მა­კის შვი­ლია და ის სიკ­ვდილს იმ­სა­ხუ­რებ­და.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 126-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „დე“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ბრალ­დე­ბულს ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

მამაკაცს, რომელიც 13 წლის მოზარდს ლიფტში თავს დაესხა, დღეს ბრალს წაუყენებენ

მამაკაცს, რომელიც 13 წლის მოზარდს ლიფტში თავს დაესხა, დღეს ბრალს წაუყენებენ

მამაკაცს, რომელიც 13 წლის მოზარდს თავს დაესხა, ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებულს ჩაუტარდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, რის შემდეგაც იგი დაკითხეს.

სამართალდამცველები გუშინ ღამით გაესაუბრენ დაზარალებულ 13 წლის მოზარდს, რომელმაც პოლიციას მომხდარის დეტალები უამბო, ასევე გამოიკითხნენ მოზარდის მეზობლები, რომლებიც შემთხვევის თვითმხილველები არიან.

თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში 28 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე არასრულწლოვან ბიჭს თავს დაესხა. მოზარდს ტვინის შერყევა და თვალები აქვს დაზიანებული. არსებული ინფორმაციით, 1996 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც მოზარდს ფიზიკურად გაუსწორდა, საქართველოში იმავე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა, სადაც დაზარალებული.

ახლობლები მომხდარის ორ ვერსიაზე საუბრობენ. მათი ვარაუდით, 22 წლის მამაკაცს ფსიქიკური აშლილობა აქვს ან რომელიმე სექტაშია გაწევრიანებული, ვინაიდან დანაშაულის ჩადენის მომენტში ის ხშირად ახსენებდა სატანას და ეშმაკს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაზარალებულის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, დამნაშავე მის ქმედებას იმით ამართლებდა, რომ 13 წლის მოზარდი ეშმაკის შვილია და ის სიკვდილს იმსახურებდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს, თუმცა არ არის გამორიცხული, ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"