პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდასხმიდან 6 წლის შემდეგ, პაკისტანელი მალალა ისუფზაი სამშობლოში პირველად ჩავიდა
თავდასხმიდან 6 წლის შემდეგ, პაკისტანელი მალალა ისუფზაი სამშობლოში პირველად ჩავიდა

მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის მფლო­ბე­ლი მშვი­დო­ბის დარ­გში პა­კის­ტა­ნე­ლი მა­ლა­ლა იუ­საფ­ზაი მას­ზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმი­დან 6 წლის შემ­დეგ, პა­კის­ტან­ში პირ­ვე­ლად დაბ­რუნ­და... უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სამ­შობ­ლო­ში მისი ჩას­ვლის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო.

პა­კის­ტა­ნელ გო­გო­ნას 6 წლის წინ, სკო­ლის ავ­ტო­ბუს­ში და­ესხნენ თავს. მან­ქა­ნა­ში ერთ-ერთი თა­ლი­ბი შე­მო­ვარ­და და იკი­თხა, "მა­ლა­ლა რო­მე­ლია?". "მე ვარ მა­ლა­ლა", - უპა­სუ­ხა გო­გო­ნამ, რის შემ­დე­გაც, მას პირ­და­პირ თავ­ში ეს­რო­ლეს. პა­კის­ტა­ნე­ლი გო­გო­ნა მა­მის მხარ­და­ჭე­რით ქა­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბის­თვის იბ­რძო­და, რის­თვი­საც მას ტე­რო­რის­ტე­ბი დევ­ნიდ­ნენ.

ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ჯერ კი­დევ 11 წლის ასა­კი­დან გა­იც­ნო, რო­დე­საც BBC -სთვის ანო­ნი­მურ წე­რი­ლებს წერ­და და ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბებს აკ­რი­ტი­კებ­და, რომ­ლე­ბიც ქა­ლებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას უკ­რძა­ლავ­დნენ.

BBC-ის ცნო­ბით, მა­შინ თა­ლი­ბან­მა მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო და გა­ნა­ცხა­და, რომ მა­ლა­ლას მისი "პრო­და­სავ­ლუ­რო­ბის" გამო ეს­რო­ლეს. ამის შემ­დეგ მა­ლა­ლამ რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და სიკ­ვდლის სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა, თუმ­ცა, რო­გორც თა­ვის ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგნ­ში წერს, "თა­ლი­ბებ­მა" მას სა­ხე­ზე დაღი სა­მუ­და­მოდ და­ას­ვეს.

თავ­დას­ხმის შემ­დეგ მა­ლა­ლას პა­კის­ტა­ნის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, იმის­თვის, რომ შე­შუ­პე­ბა გა­ნე­კურ­ნათ, ექი­მებ­მა თა­ვის ქა­ლის ნა­წი­ლი ამო­ი­ღეს. შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის კი ბრი­ტა­ნეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ცხოვ­რე­ბა ოჯახ­თან ერ­თად გა­აგ­რძე­ლა. ამ­ჟა­მად მა­ლა­ლა ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს.

"ჩემი ოც­ნე­ბაა პა­კის­ტან­ში ყო­ველ­გვა­რი ში­შის გა­რე­შე დავ­ბრუნ­დე. შევ­ძლო ჩემს თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად ქუ­ჩა­ში თა­ვი­სუფ­ლად სი­ა­რუ­ლი, ხალ­ხთან შეხ­ვედ­რა და სა­უ­ბა­რი," – უთხრა მან პა­კის­ტა­ნის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს შა­ჰიდ ხა­კან-აბასს.

მა­ლა­ლა ახლა 20 წლის არის და მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნით და ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს. გო­გო­ნა ის­ლა­მა­ბად­ში 4 დღე დარ­ჩე­ბა... ის სას­ტუმ­რომ­დე დაც­ვის თან­ხლე­ბით მი­ა­ცი­ლეს.

მა­ლა­ლა ჯერ კი­დევ ერთი თვის წინ აცხა­დებ­და, რომ პა­კის­ტან­ში ჩას­ვლა უნ­დო­და. ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მას ამის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ იმ პი­რო­ბით მის­ცა, თუ ის დო­ლი­ნა სვატ­ში არ ჩა­ვი­დო­და. დო­ლი­ნა სვა­ტი პა­კის­ტა­ნის ჩრდი­ლო­ე­თით მდებ­რე პრო­ვინ­ცი­აა, სა­დაც მა­ლა­ლა და­ი­ბა­და და ის ახ­ლაც "თა­ლი­ბა­ნის" რეპ­რე­სი­ე­ბის ქვეშ არის.

"მათ უნ­დო­და მე სა­მუ­და­მოდ გავ­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყა­ვი, რათა ეს ყვე­ლას­თვის მა­გა­ლი­თი ყო­ფი­ლი­ყო, ვინც მათ კა­ნო­ნებს და­არ­ღვევ­და... ანუ ყვე­ლას სას­ტი­კად გა­უს­წორ­დე­ბოდ­ნენ... თუმ­ცა, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი გავ­ხდი," - წერ­და მა­ლა­ლა თა­ვის წიგნ­ში, რო­მე­ლიც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ და­წე­რა.

"მეს­რო­ლე, მე მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა მინ­და," - ეს ფრა­ზა და მისი ავ­ტო­რი მსოფ­ლი­ო­ში ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სიმ­ბო­ლო გახ­და.

2007-2009 წლებ­ში დო­ლი­ნა სვა­ტი, ფაქ­ტობ­რი­ვად, "თა­ლი­ბე­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ იყო. მათ აკ­რძა­ლეს მუ­სი­კა და შემ­დეგ, ქალ­თა გა­ნათ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრეს. ად­გი­ლობ­რი­ვი არ­მია მათ მა­სობ­რი­ვი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბით და­უ­პი­რის­პირ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

თავდასხმიდან 6 წლის შემდეგ, პაკისტანელი მალალა ისუფზაი სამშობლოში პირველად ჩავიდა

თავდასხმიდან 6 წლის შემდეგ, პაკისტანელი მალალა ისუფზაი სამშობლოში პირველად ჩავიდა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა უფლებადამცველი, ნობელის პრემიის მფლობელი მშვიდობის დარგში პაკისტანელი მალალა იუსაფზაი მასზე მომხდარი თავდასხმიდან 6 წლის შემდეგ, პაკისტანში პირველად დაბრუნდა... უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სამშობლოში მისი ჩასვლის შესახებ დეტალები გასაიდუმლოებული იყო.

პაკისტანელ გოგონას 6 წლის წინ, სკოლის ავტობუსში დაესხნენ თავს. მანქანაში ერთ-ერთი თალიბი შემოვარდა და იკითხა, "მალალა რომელია?". "მე ვარ მალალა", - უპასუხა გოგონამ, რის შემდეგაც, მას პირდაპირ თავში ესროლეს. პაკისტანელი გოგონა მამის მხარდაჭერით ქალების განათლებისთვის იბრძოდა, რისთვისაც მას ტერორისტები დევნიდნენ.

ის საერთაშორისო საზოგადოებამ ჯერ კიდევ 11 წლის ასაკიდან გაიცნო, როდესაც BBC -სთვის ანონიმურ წერილებს წერდა და ტერორისტულ დაჯგუფებებს აკრიტიკებდა, რომლებიც ქალებს განათლების მიღებას უკრძალავდნენ.

BBC-ის ცნობით, მაშინ თალიბანმა მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადა, რომ მალალას მისი "პროდასავლურობის" გამო ესროლეს. ამის შემდეგ მალალამ რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა და სიკვდლის სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა, როგორც თავის ბიოგრაფიულ წიგნში წერს, "თალიბებმა" მას სახეზე დაღი სამუდამოდ დაასვეს.

თავდასხმის შემდეგ მალალას პაკისტანის სამხედრო ჰოსპიტალში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, იმისთვის, რომ შეშუპება განეკურნათ, ექიმებმა თავის ქალის ნაწილი ამოიღეს. შემდგომი მკურნალობისთვის კი ბრიტანეთში გადაიყვანეს, სადაც ცხოვრება ოჯახთან ერთად გააგრძელა. ამჟამად მალალა ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობს.

"ჩემი ოცნებაა პაკისტანში ყოველგვარი შიშის გარეშე დავბრუნდე. შევძლო ჩემს თანატოლებთან ერთად ქუჩაში თავისუფლად სიარული, ხალხთან შეხვედრა და საუბარი," – უთხრა მან პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შაჰიდ ხაკან-აბასს.

მალალა ახლა 20 წლის არის და მსოფლიოში ძალიან დიდი გავლენით და ავტორიტეტით სარგებლობს. გოგონა ისლამაბადში 4 დღე დარჩება... ის სასტუმრომდე დაცვის თანხლებით მიაცილეს.

მალალა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აცხადებდა, რომ პაკისტანში ჩასვლა უნდოდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას ამის უფლება მხოლოდ იმ პირობით მისცა, თუ ის დოლინა სვატში არ ჩავიდოდა. დოლინა სვატი პაკისტანის ჩრდილოეთით მდებრე პროვინციაა, სადაც მალალა დაიბადა და ის ახლაც "თალიბანის" რეპრესიების ქვეშ არის.

"მათ უნდოდა მე სამუდამოდ გავჩუმებულიყავი, რათა ეს ყველასთვის მაგალითი ყოფილიყო, ვინც მათ კანონებს დაარღვევდა... ანუ ყველას სასტიკად გაუსწორდებოდნენ... თუმცა, მსოფლიოში ცნობილი გავხდი," - წერდა მალალა თავის წიგნში, რომელიც რეაბილიტაციის შემდეგ დაწერა.

"მესროლე, მე მხოლოდ განათლების მიღება მინდა," - ეს ფრაზა და მისი ავტორი მსოფლიოში ქალთა უფლებების დაცვის სიმბოლო გახდა.

2007-2009 წლებში დოლინა სვატი, ფაქტობრივად, "თალიბების" მმართველობის ქვეშ იყო. მათ აკრძალეს მუსიკა და შემდეგ, ქალთა განათლების წინააღმდეგ გაილაშქრეს. ადგილობრივი არმია მათ მასობრივი სამხედრო ოპერაციებით დაუპირისპირდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"