...თავის ამბავს რომ მომიყვა, შემდეგ მკითხა, როგორ შესავალს გაუკეთებ სტატიასო?
აი, შესავალიც, გიგი: ახლა მოგიყვებით ძალიან მაგარი ბიჭის ისტორიას, რომელიც 15 წლისაა, თუმცა ქუჩაში 12 წლის შემდეგ ვაჭრობს და იცნობს ყველა იმ გარემოვაჭრესა თუ მოწყალებისთვის ხელგაწვდილ ადამიანს, რომელიც რუსთაველზე, ოპერის წინ ერთხელ მაინც მოხვედრილა; იმ ბიჭის ისტორიას, რომლისთვისაც არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები და მისი მიზანსწრაფულობა შესაშურია... ბიჭზე, რომლის არსებობაც გარშემომყოფებს სიცოცხლის განსაკუთრებულ სიყვარულს და ბრძოლის უნარს უღვივებს...
ეს ბიჭი გიგი ანთაძეა.
გიგის ცერებრალური დამბლით გამოწვეული სიარულის და თვალისჩინის პრობლემები აქვს, მისი მხედველობა 7%-მდეა დაქვეითებული. ის მშობლებსა და და-ძმებთან ერთად ცხოვრობს, 8 წლის იქნებოდა, როცა ქუჩაში ე.წ ვოქერით დაიწყო სიარული. გაიცნო მთელი რუსთაველი, გახდა ყველა გაჭირვებულის ქომაგი და მესაიდუმლე. ერთ დღესაც მიწისქვეშა გადასასვლელში მოუნდა მარტო ჩასვლა და მუსიკოსების გაცნობა, ბევრი ივარჯიშა და ჯოხით სიარული შეძლო, შემდეგ სახლის წინ გარევაჭრობა დაიწყო და უსაქმოდ აღარ გაჩერებულა. 27 მარტს მასთან მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და აცნობეს, რომ პირველი აპრილიდან გარევაჭრობა იკრძალება და ნივთები უნდა აელაგებინა.
მას შემდეგ რაც გიგის დედამ, თაკო გვარიშვილმა მერიას "ფეისბუქით" მიმართა და სთხოვა მისი შვილი შემოსავლის და დასაქმების წყაროს გარეშე არ დაეტოვებინათ, 28 მარტს, კახა კალაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ქალაქ თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს გიორგი ანთაძის დასახმარებლად და იმისთვის, რომ ბიჭმა თავისი საქმიანობა გააგრძელოს, მერია მას ყველა რესურსით დაეხმარება.
Kvirispalitra.ge გიგი ანთაძეს ესაუბრა:
"ბავშვობაში სოფელ დიდგორში, აგარაკზე რომ ვიყავი, ვიფიქრე მაღაზია გამეხსნა, მაშინ დედაჩემის მეგობრებმა პროდუქცია და მაცივარიც ამომიტანეს. საქმეს ისე შევეჩვიე, თბილისში რომ ჩამოვედი, მომინდა ამის გაგრძელება. გავიპარე ვაგზლის მოედანზე, ვიყიდე ბუშტები, გავბერე და დავიწყე ბუშტების გაყიდვა, ბუშტები შემდეგ ჩაანაცვლა საახალწლო სათამაშოებმა, ცივმა სასმელებმა, ბოლოს წვენსაწური აპარატი შევიძინე, მალე კი ამ ყველაფერს ბატიბუტის აპარატიც დაემატება.
ჩემი ყველა ინტერესი ამ საქმეს უკავშირდება, ეს არის ჩემი ბიზნესიც და გართობაც. 27 მარტს მერიის მობილური ჯგუფის წარმომადგენლები მოვიდნენ, მითხრეს, რომ გარევაჭრობა არ შეიძლებოდა, რადგან ეკიპაჟს შეეძლო ნივთები ჩამოერთვა. ისიც მითხრეს, მოგვეცი დედაშენის ნომერი, დაველაპარაკებით და ვეტყვით რა საბუთებიც გჭირდება ვაჭრობა რომ გააგრძელოო... დედას დავურეკე, - რაღაც მოიფიქრე, 1-ლი აპრილიდან აქ ვაჭრობა აიკრძალება, მე კი შინ უსაქმოდ არ გავჩერდები-მეთქი. "ფეისბუკზე" მეგობრებს დაუწერა, მომაფიქრებინეთ რა გავაკეთოო და მერიაც მონიშნა, ლამის 12 საათი იყო მერის მოადგილემ რომ დაგვირეკა... განაგრძეთ კითხვა