სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთში რუსული სამხედრო პოლიცია იქმნება - სომხები ქვეყნის სუვერენიტეტზე წუხან
სომხეთში რუსული სამხედრო პოლიცია იქმნება - სომხები ქვეყნის სუვერენიტეტზე წუხან

სომ­ხეთ­ში, ერევ­ნის შემ­დეგ, სი­დი­დით მე­ო­რე ქა­ლაქ გი­უმ­რი­ში, რო­გორც სომ­ხუ­რი მე­დია ამ­ბობს, ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­შიც, - სამ­ხედ­რო დის­ციპ­ლი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბის და­სა­ცა­ვად, რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის და­ნა­ყო­ფი იქ­მნე­ბა.

lragir.am-ს ცნო­ბით, გი­უმ­რი­ში, სა­დაც რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზაა გან­თავ­სე­ბუ­ლი, წეს­რი­გის და­სამ­ყა­რებ­ლად ცალ­კე­უ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბი პატ­რუ­ლი­რებ­და, თუმ­ცა, მათ სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბა გავ­ლი­ლი არ ჰქო­ნი­ათ, დღე­ვან­დე­ლი და­ნა­ყო­ფე­ბი კი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით შე­ივ­სე­ბა. შე­მად­გენ­ლო­ბებს ექ­ნე­ბათ სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკი­პი­რე­ბა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან სამ­ხედ­რო და სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით.

ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის წინ აცხა­დებ­დნენ. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­უმ­რის 102-ე სამ­ხედ­რო ბაზა და ერევ­ნის გარ­ნი­ზო­ნი სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ამ უნდა და­იც­ვას, რათა იქ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს წეს­რი­გი.

პო­ლი­ტო­ლოგ არ­მენ ბა­და­ლი­ა­ნის თქმით, ეს ცვლი­ლე­ბა რუ­სე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცავ სის­ტე­მებ­ში ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. სო­მე­ხი ექ­სპერ­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის და­ნა­ყო­ფის შექ­მნა, რუს სამ­ხედ­რო­ებ­თან ინ­ცი­დენ­ტებს უკავ­შირ­დე­ბა... ეს ყვე­ლა­ფე­რი 2015 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც გი­უმ­რი­ში რუ­სუ­ლი ბა­ზის ჯა­რის­კაც­მა, ვა­ლე­რი პერ­მი­ა­კოვ­მა ავე­ტი­სი­ა­ნე­ბის ოჯა­ხი და­ხო­ცა. ამას მოჰ­ყვა, სო­მე­ხი ბლო­გე­რე­ბის პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი, - “რო­გორ ხო­ცა­ვენ რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვებს.”

“არ ვიცი, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია და რამ­დე­ნად პა­სუ­ხობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მებს რო­დე­საც სხვა ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო პო­ლი­ცია შეჰ­ყავთ მე­ო­რე ქვე­ყა­ნა­ში, წეს­რი­გის და­სა­ცა­ვად... არც იმა­ში ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი გან­წყო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სომ­ხე­თის ქუ­ჩებ­ში მო­სე­ირ­ნე სამ­ხედ­რო პო­ლი­ცია, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას პრობ­ლე­მებს არ შე­უქ­მნის", - აცხა­დებს ბა­და­ლი­ა­ნი.

სომ­ხე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი და ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის კვლე­ვის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სტე­ნა სა­ფა­რი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით, “სომ­ხეთ­ში ფორ­მი­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი პო­ლი­ცია ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს საფრ­თხეს უქ­მნის. “სა­ხელ­მწი­ფო სა­ხელ­მწი­ფო­ში” - სწო­რედ ასე შე­იძ­ლე­ბა ფორ­მუ­ლირ­დეს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გი­უმ­რი­ში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის შექ­მნა­ზე... ანუ რას გვე­უბ­ნე­ბი­ან, - თქვენს ქვე­ყა­ნა­ში სიმ­შვი­დეს და წეს­რიგს ჩვე­ნი პო­ლი­ცი­ით უზ­რუნ­ველ­ვყოფ­თო? ცხა­დია, რომ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზებ­ზე “სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია” და ეს მა­თაც კარ­გად იცი­ან. ერ­თის მხრივ, რუ­სე­თი ამ პრობ­ლე­მე­ბის შემ­ცი­რე­ბას ცდი­ლობს, თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, ის ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს ზი­ანს აყე­ნებს. ეს არის "მსუ­ბუ­ქი ოკუ­პა­ცია" და სუ­ლაც არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, რომ ხვალ რუ­სე­თი სომ­ხეთ­ში თა­ვის სა­სა­მარ­თლო­საც გა­მო­აგ­ზავ­ნის" - ამ­ბობს სა­ფა­რი­ა­ნი.

სომ­ხუ­რი მე­დი­ის ნა­წი­ლი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, გი­უმ­რის მო­სახ­ლე­ო­ბა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზი­სა და რუსი მე­სა­ზღვრე­ე­ბის იქ ყოფ­ნის გამო, თავს უსაფრ­თხოდ ვერ გრძნობს:

"რას შეც­ვლის უკე­თე­სო­ბის­კენ რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო პო­ლი­ცია?” - კი­თხუ­ლობს პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი და­ნი­ელ იო­ნე­სი­ა­ნი, რომ­ლის მო­ნა­ცე­მე­ბი­თაც, ახლა სომ­ხეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 3 300 რუსი სამ­ხედ­რო იმ­ყო­ფე­ბა.

"თუ რუ­სე­თი ოდეს­მე გა­და­წყვეტს თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის გაყ­ვა­ნას, მას შე­უძ­ლია იქ და­ტო­ვოს სამ­ხედ­რო­ე­ბის სიმ­ბო­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც რუ­სულ დრო­შას გა­უფრ­თხილ­დე­ბი­ან. თუმ­ცა, ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ, პი­რი­ქით გა­აძ­ლი­ე­რონ თა­ვი­ან­თი ბა­ზე­ბი და სამ­ხედ­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მათ­თვის გა­ზარ­დონ და რაც მთა­ვა­რია, სომ­ხეთს ამის შე­სა­ჩე­რებ­ლად არა­ვი­თა­რი მე­ქა­ნიზ­მი არ გა­აჩ­ნია,” - აცხა­დებს და­ნი­ელ იო­სე­ნი­ა­ნი. მი­სი­ვე თქმით, ერ­თა­დერ­თი პლუ­სი, რაც რუ­სე­თის გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბას აქვს, არის ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გე­ბე­ლი - რაც უფრო მეტი თან­ხა შე­ე­დი­ნე­ბა გი­უმ­რი­ში, მით მეტი ფული იტ­რი­ა­ლებს ქა­ლაქ­ში...

2010 წელს რუ­სეთ­მა და სომ­ხეთ­მა რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზის სომ­ხეთ­ში მოქ­მე­დე­ბის ვადა 2044 წლამ­დე გა­ა­ხან­გრძლი­ვეს. რუ­სუ­ლი ბაზა სომ­ხეთ­ში სხვა­დას­ხვა სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტო ვერ­ტმფრე­ნე­ბი­თა და გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

სომხეთში რუსული სამხედრო პოლიცია იქმნება - სომხები ქვეყნის სუვერენიტეტზე წუხან

სომხეთში რუსული სამხედრო პოლიცია იქმნება - სომხები ქვეყნის სუვერენიტეტზე წუხან

სომხეთში, ერევნის შემდეგ, სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიში, როგორც სომხური მედია ამბობს, ქვეყნის დედაქალაქშიც, - სამხედრო დისციპლინის მხარდასაჭერად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სამხედრო ობიექტების დასაცავად, რუსული სამხედრო პოლიციის დანაყოფი იქმნება.

lragir.am-ს ცნობით, გიუმრიში, სადაც რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული, წესრიგის დასამყარებლად ცალკეული დანაყოფები პატრულირებდა, თუმცა, მათ სპეციალური მომზადება გავლილი არ ჰქონიათ, დღევანდელი დანაყოფები კი, ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში სპეციალურად მომზადებული სპეციალისტებით შეივსება. შემადგენლობებს ექნებათ სპეციალური ეკიპირება და შეიარაღებული იქნებიან სამხედრო და სპეციალური აღჭურვილობით.

ამის შესახებ რუსეთის შესაბამისი სამსახურები რამდენიმე დღის წინ აცხადებდნენ. მათი ინფორმაციით, გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზა და ერევნის გარნიზონი სამხედრო პოლიციამ უნდა დაიცვას, რათა იქ უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი.

პოლიტოლოგ არმენ ბადალიანის თქმით, ეს ცვლილება რუსეთის სამართალდამცავ სისტემებში ცვლილებებს უკავშირდება. სომეხი ექსპერტი ვარაუდობს, რომ რუსული სამხედრო პოლიციის დანაყოფის შექმნა, რუს სამხედროებთან ინციდენტებს უკავშირდება... ეს ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როდესაც გიუმრიში რუსული ბაზის ჯარისკაცმა, ვალერი პერმიაკოვმა ავეტისიანების ოჯახი დახოცა. ამას მოჰყვა, სომეხი ბლოგერების პუბლიკაციები, - “როგორ ხოცავენ რუსი ჯარისკაცები ადგილობრივებს.”

“არ ვიცი, რამდენად რეალურია და რამდენად პასუხობს საერთაშორისო ნორმებს როდესაც სხვა ქვეყნის სამხედრო პოლიცია შეჰყავთ მეორე ქვეყანაში, წესრიგის დასაცავად... არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყანაში არსებული განწყობის გათვალისწინებით, სომხეთის ქუჩებში მოსეირნე სამხედრო პოლიცია, ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს არ შეუქმნის", - აცხადებს ბადალიანი.

სომხეთის სტრატეგიული და ეროვნული ცენტრის კვლევის წარმომადგენელი სტენა საფარიანის შეფასებით, “სომხეთში ფორმირებული რუსული პოლიცია ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის. “სახელმწიფო სახელმწიფოში” - სწორედ ასე შეიძლება ფორმულირდეს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება გიუმრიში რუსული სამხედრო პოლიციის შექმნაზე... ანუ რას გვეუბნებიან, - თქვენს ქვეყანაში სიმშვიდეს და წესრიგს ჩვენი პოლიციით უზრუნველვყოფთო? ცხადია, რომ რუსეთის სამხედრო ბაზებზე “სერიოზული პრობლემებია” და ეს მათაც კარგად იციან. ერთის მხრივ, რუსეთი ამ პრობლემების შემცირებას ცდილობს, თუმცა, ამავდროულად, ის ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს აყენებს. ეს არის "მსუბუქი ოკუპაცია" და სულაც არ გამიკვირდება, რომ ხვალ რუსეთი სომხეთში თავის სასამართლოსაც გამოაგზავნის" - ამბობს საფარიანი.

სომხური მედიის ნაწილისა და ექსპერტების თქმით, გიუმრის მოსახლეობა რუსეთის სამხედრო ბაზისა და რუსი მესაზღვრეების იქ ყოფნის გამო, თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს:

"რას შეცვლის უკეთესობისკენ რუსული სამხედრო პოლიცია?” - კითხულობს პოლიტიკური ექსპერტი დანიელ იონესიანი, რომლის მონაცემებითაც, ახლა სომხეთში დაახლოებით 3 300 რუსი სამხედრო იმყოფება.

"თუ რუსეთი ოდესმე გადაწყვეტს თავისი სამხედრო ბაზების გაყვანას, მას შეუძლია იქ დატოვოს სამხედროების სიმბოლური რაოდენობა, რომლებიც რუსულ დროშას გაუფრთხილდებიან. თუმცა, ასევე შეუძლიათ, პირიქით გააძლიერონ თავიანთი ბაზები და სამხედროების რაოდენობა მათთვის გაზარდონ და რაც მთავარია, სომხეთს ამის შესაჩერებლად არავითარი მექანიზმი არ გააჩნია,” - აცხადებს დანიელ იოსენიანი. მისივე თქმით, ერთადერთი პლუსი, რაც რუსეთის გადაწვეტილებას აქვს, არის ეკონომიკური სარგებელი - რაც უფრო მეტი თანხა შეედინება გიუმრიში, მით მეტი ფული იტრიალებს ქალაქში...

2010 წელს რუსეთმა და სომხეთმა რუსული სამხედრო ბაზის სომხეთში მოქმედების ვადა 2044 წლამდე გაახანგრძლივეს. რუსული ბაზა სომხეთში სხვადასხვა სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენებითა და გამანადგურებლებითაა აღჭურვილი.

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?

"ჩვენი მეთაური კარგა ხანს იდგა ცხედრებთან: ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო..." - ვინ იყო რუსი სამხედრო, რომელმაც "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს შინდისის გმირების ამბავი უამბო

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი