პარტნიორები:

    ბრიტანეთის პოლიცია: სკრიპალები სახლის კართან დატოვებული ქიმიური ნივთიერებით მოიწამლნენ

    ბრიტანეთის პოლიცია: სკრიპალები სახლის კართან დატოვებული ქიმიური ნივთიერებით მოიწამლნენ

    სკრიპალები მათი საცხოვრებელი სახლის შესასვლელ კართან დატოვებული სამხედრო დანიშნულების ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური ნივთიერებით მოიწამლნენ, - აცხადებენ ბრიტანეთის ანტიტერორისტულ პოლიციაში.

    ჯერჯერობით, სპეციალისტებმა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია შესასვლელ კართან აღმოაჩინეს. შეგახსენებთ, რომ ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში ნევრულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლული ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

    როგორც ლონდონი ამტკიცებს, მოწამვლაში მონაწილეობდა მოსკოვი.

    ორშაბათს ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ასევე აშშ-მ, კანადამ, ნორვეგიამ, უკრაინამ და სხვა ქვეყნებმა, სოლსბერიში მომხდარი ინციდენტის გამო, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს. მოგვიანებით, რუსი დიპლომატების ნატო-დან გაძევების გადაწყვეტილებაც მიიღეს. დიდი ბრიტანეთი პირველი იყო, სადაც ეს ნაბიჯი გადადგეს.

    ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

    მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

    "საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე