რა მდგომარეობაშია 13 წლის მოზარდი, რომელსაც ლიფტში თავს დაესხნენ - უახლესი ინფორმაცია კლინიკიდან

რა მდგომარეობაშია 13 წლის მოზარდი, რომელსაც ლიფტში თავს დაესხნენ - უახლესი ინფორმაცია კლინიკიდან

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მკურნალობას ნევროლოგიურ დეპარტამენტში ტვინის შერყევის დიაგნოზით განაგრძობს. ასევე, მიმდინარეობს მკურნალობა თვალზე. იმყოფება მუდმივი მონიტორინგის ქვეშ“ - განმარტეს "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას საავადმყოფოში.

იხილეთ ვიდეო: დაუბრუნდა თუ არა მხედველობა ბავშვს, რომელზეც ლიფტში იძალადეს - ექიმის კომენტარი მოზარდის მდგომარეობაზე

თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე არასრულწლოვან ბიჭს თავს დაესხა. მოზარდი სასტიკად ნაცემია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

წაიკითხეთ: "მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი" - რას ჰყვებიან ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის ახლობლები

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ