სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"32 წლის შემდეგ იმისთვის დავბრუნდი საქართველოში, რომ სხვა დონეზე ავიდეს ქართული ოპერა და ჩემს გუნდთან ერთად, მჯერა, ამას შევძლებ"
"32 წლის შემდეგ იმისთვის დავბრუნდი საქართველოში, რომ სხვა დონეზე ავიდეს ქართული ოპერა და ჩემს გუნდთან ერთად, მჯერა, ამას შევძლებ"

1926 წ 25 აპ­რილს მი­ლა­ნის Teatro alla Scala-ში შედ­გა ჯა­კო­მო პუ­ჩი­ნის უკა­ნას­კნე­ლი ოპე­რის "ტუ­რან­დო­ტის" პრე­მი­ე­რა. იტა­ლი­უ­რი ოპე­რის­გან უჩ­ვე­უ­ლო და აღ­მო­სავ­ლუ­რი ეგ­ზო­ტი­კით გაჟ­ღენ­თი­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლი დრა­მა პრინ­ცე­სა ტუ­რან­დოტ­ზე მსოფ­ლიო წამ­ყვა­ნი სა­ო­პე­რო თე­ატ­რე­ბის ერ­თი­ერ­თი მთა­ვა­რი დად­გმაა. კარლ გო­ცის ზღა­პარს, რო­მე­ლიც პი­ე­სის სცე­ნარს უდევს სა­ფუძ­ვლად. კომ­პო­ზი­ტო­რი 1901 წელს გა­ეც­ნო, პი­ე­სით აღ­ფრთო­ვა­ბუ­ლი პუ­ჩი­ნი ოპე­რის წე­რას 1920 წელს შე­უდ­გა.

პრინ­ცე­სას გუ­ლის მო­სა­გე­ბად გა­მარ­თულ შე­ჯიბრში რამ­დე­ნი­მე რა­ინ­დი მო­ნა­წი­ლე­ობს, სი­უ­ჟე­ტი კი აღ­მო­სავ­ლუ­რი ვნე­ბი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი. კომ­პო­ზი­ტო­რის ერთ-ერთი შთა­გო­ნე­ბა ჩი­ნე­თის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შო­მე­ლის მიერ ნა­ჩუ­ქა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ზარ­დახ­შაა, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რულ ჩი­ნურ მე­ლო­დი­ებს უკ­ვარ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი პუ­ჩი­ნიმ თა­ვის ოპე­რა­ში ააჟ­ღე­რა.

მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ბო­ლომ­დე „ტუ­რან­დო­ტი“ ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში აკ­რძა­ლუ­ლი იყო,ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა მი­იჩ­ნევ­და, რომ მათი ქვე­ყა­ნა არა­ხელ­საყ­რე­ლად იყო წარ­მო­ჩე­ნი­ლი. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და აკ­რძალ­ვა სულ რა­ღაც 1998 წელს მო­იხ­სნა, რაც გრან­დი­ო­ზუ­ლი პრე­მი­ე­რით აღ­ნიშ­ნეს. პრინ­ცე­სა ტუ­რან­დოტ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რა­ინ­დის - კა­ლა­ფის არი­ის ფონ­ზე შევ­ხვდით მე და თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ტე­ნო­რი - ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძე. გა­მიჯ­ნუ­რე­ბუ­ლი კა­ლა­ფის არია იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რია, რომ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს და­ა­ტყვე­ვებს, ისე­ვე რო­გორც პი­ე­სა­ში სიყ­ვა­რუ­ლით და­ა­ტყვე­ვა ტუ­რან­დო­ტი. სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, მსტის­ლავ რას­ტრო­პო­ვიჩ­ზე და ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძე მო­გი­თხრობთ.

პრე­მი­ე­რა

1929 წლის შემ­დეგ „ტუ­რან­დო­ტი“ თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად წელს და­იდ­გა. ყო­ველ­თვის სა­ქარ­თვე­ლო იტა­ლი­ურ ოპე­რას პრი­ო­რი­ტე­ტად მი­იჩ­ნევ­და. ჯა­კო­მო პუ­ჩი­ნი იყო ერ­თა­დერ­თი პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­ზეც რო­მის პაპ­მა გას­ცა უფ­ლე­ბა, რომ მი­წის­თვის არ მი­ე­ბა­რე­ბი­ნათ და დღემ­დე მისი ცხე­და­რი მი­სი­ვე სახ­ლში - ტორო დე ლა­გო­ში გა­ნის­ვე­ნებს. იქვე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ო­პე­რო წარ­მოდ­გე­ნე­ბი და ალ­ბათ ხვდე­ბით რამ­ხე­ლა ემო­ცი­უ­რი დატ­ვირ­თვა აქვს იქ სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლის­თვის სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლას. 1929 წლის შემ­დეგ „ტუ­რან­დო­ტი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ დად­გმუ­ლა, პა­უ­ზას ბევ­რი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს, ერთ-ერ­თია პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც თე­ატრს ჰქონ­და, დად­გმუ­ლი­ყო ის ოპე­რე­ბი, რა­საც მა­შინ მი­იჩ­ნევ­დნენ სა­ჭი­როდ. ეს იყო 1920-იანი წლე­ბის, კო­მუ­ნიზ­მი­სა და სო­ცი­ა­ლიზ­მის ეპო­ქა, შე­სა­ბა­მი­სად პრი­ო­რი­ტე­ტი „სხვა“ ოპე­რას ენი­ჭე­ბო­და.

„ტუ­რან­დოტს“ დღეს დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ელო­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვე­ნი საპ­რე­მი­ე­რო სპექ­ტაკ­ლე­ბი 25, 27, 30 მარტს და 1, 14, 15 აპ­რილს გა­ი­მარ­თე­ბა (ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ოპე­რის თე­ატ­რის სა­ლა­რო­ში, ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში და www.tkt.ge-ზე). ეს უნი­კა­ლუ­რი დად­გმა პუ­ჩი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის Torre Del Lago და თბი­ლი­სის ოპე­რის თე­ატ­რის ერ­თობ­ლი­ვი პრო­დუქ­ცი­აა.

ჩვენს თე­ატრს ახ­ლაც აქვს სა­ო­პე­რო პო­ლი­ტი­კა რაც შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს: დავ­დგათ ის სპექ­ტაკ­ლე­ბი, რომ­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბაც არის არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ სა­ზღვარ­გა­რეთ, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია წა­ვი­დეს დასი გას­ტროლ­ზე. „ტუ­რან­დო­ტით“ ჩვე­ნი ოპე­რის თე­ატ­რი წარ­დგე­ნი­ლი იქ­ნე­ბა პუ­ჩი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე იტა­ლი­ა­ში. დღეს ჩვენს სა­ო­პე­რო დასს სირ­თუ­ლე­ე­ბის ისე არ ეში­ნია, რო­გორც ადრე. ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­ი­ა­რა თე­ატრმა - უშუ­ქო­ბა, სი­ცი­ვე, ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბა. დღეს უკვე მი­ხა­რია, თე­ატ­რში რომ შე­მო­დი­ხარ და ხე­დავ დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე რო­გორ შრო­მო­ბენ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე მსა­ხი­ო­ბე­ბი. 2017- ში 5 პრე­მი­ე­რა დავ­დგით, მა­შინ რო­დე­საც გა­დი­ო­და წლე­ბი და 2 პრე­მი­ე­რა ძლივს იდ­გმე­ბო­და. წინ კი­დევ ბევ­რი პრე­მი­ე­რა გვე­ლო­დე­ბა - სი­მონ ბო­კა­ნეგ­რა, ვერ­ტე­რი, ბალ-მას­კა­რა­დი, დონ კარ­ლო­სი, ქეთო და კოტე და ა.შ. ის ოპე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აფი­შა რომ გა­და­იშ­ლე­ბა, იტყვი­ან, რომ ევ­რო­პუ­ლი თე­ატ­რია.

სა­ო­პე­რო პო­ლი­ტი­კა დღეს

ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ ქარ­თუ­ლი ოპე­რა გა­ვაც­ნოთ მსოფ­ლი­ოს. 32 წლის შემ­დეგ იმის­თვის დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ სხვა დო­ნე­ზე ავი­დეს ქარ­თუ­ლი ოპე­რა და ჩემს გუნდთან ერ­თად მჯე­რა ამას შევ­ძლებ. ჩვენ თუ ამ რე­ჟიმ­ში არ ვი­მუ­შა­ვეთ, დღე­ვან­დე­ლი სა­ო­პე­რო პო­ლი­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცია, პირ­ვე­ლად სწო­რად ხე­ლოვ­ნე­ბით უნდა მოხ­დეს ევ­რო­პულ ოჯახ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­ტეგ­რა­ცია თუ არ მოხ­და ევ­რო­პა­ში, მარ­ტო ია­რა­ღის ჩხა­რუ­ნით ვე­რა­ფერს ვი­ზამთ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვე­ნი სა­ო­პე­რო პო­ლი­ტი­კა გუ­ლის­ხმობს იმ სპექ­ტაკ­ლე­ბის დად­გმას, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს უფრო ად­ვი­ლად ვი­ყოთ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი იმ დიდ ოჯახ­ში რა­საც ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რა ჰქვია. მე ვერ გან­ვსა­ზღვრავ ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას და ვერ შე­ვა­ფა­სებ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებს, შე­მიძ­ლია ჩემი აზრი და­ვა­ფიქ­სი­რო ამას­თან და­კავ­შრე­ბით.

ჩვენ უნდა შეგ­ვწვდეს იმის უნა­რი რომ და­ვი­ნა­ხოთ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის და­დე­ბი­თი, კარ­გი მხა­რე და ავი­ღოთ. ეხლა კონ­ტაქ­ტე­ბი გვაქვს სამ­ხრეთ ამე­რი­კას­თან, მინ­და გი­თხრათ ის არ არის სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბის მექა, მაგ­რამ რა­ტო­მაც არა, რა­ღაც შე­იძ­ლე­ბა იმათ­გა­ნაც ვის­წავ­ლოთ ჩვენ ან ჩვენ­გან მათ ის­წავ­ლონ. ჩვენ „გე­დე­ბის ტბას“ ვერ დავბლო­კავთ, იმი­ტომ რომ ჩა­ი­კოვ­სკი რუ­სია, ამით შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას და­აკ­ლდეს და ვი­ღა­ცას არა. რაც კლა­სი­კაა ის ძვირ­ფა­სია. თუმ­ცა მო­რა­ლი ყველ­გან უნდა არ­სე­ბობ­დეს. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო შე­მოკ­რე­ბი­ლი იყო მტრე­ბით და ჩვენ ვი­ღებ­დით მათი კულ­ტუ­რი­დან ნა­წილს, და­დე­ბითს, ისი­ნი კი ჩვენ­გან. მე არ ვთვლი, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა უნდა და­ი­კე­ტოს და ხე­ლოვ­ნე­ბამ ჩა­კე­ტოს სა­ზღვრე­ბი, იმი­ტომ რომ ვი­ღა­ცას ვებ­რძვით. ადა­მი­ა­ნო­ბა, მო­რა­ლი და სი­კე­თე ყვე­ლა­გან ერ­თია. თუ ვინ­მეს აქვს სურ­ვი­ლი, ხე­ლო­ვანს ვგუ­ლის­ხმობ, რომ გა­მოთ­ქვას აზრი რა თქმა უნდა მან უნდა და­ა­ფიქ­სი­როს თა­ვი­სი პო­ზი­ცია, მაგ­რამ ჩვენ ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბა გვაქვს პირ­ველ რიგ­ში. მე შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რე­ბის წრე­ში გა­მოვ­თქვა პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემი ხედ­ვა, მაგ­რამ რო­დე­საც სა­ზო­გა­დოდ რა­ღა­ცას ამ­ბობ მა­შინ მარ­თლა უნდა ერ­კვე­ო­დე სა­კი­თხში და იყო ოს­ტა­ტი, ისე­ვე, რო­გორც სცე­ნა­ზე.

„ბად­რი ჩვე­ნი სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი უდი­დე­სი ტე­ნო­რია“ - მსტის­ლავ როს­ტრო­პო­ვი­ჩი

ძა­ლი­ან სუ­ბი­ექ­ტუ­რი იყო ამ შე­ფა­სე­ბის დროს, რად­გან ჩვენ ვი­ყა­ვით მე­გობ­რე­ბი. მე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ როს­ტრო­პო­ვი­ჩი მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი ხე­ლო­ვა­ნი იყო. ამა­ყი ვარ, რომ მას მე­გობ­რად მი­ვაჩ­ნდი. ის, ისე წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან, რომ ბოლო ათი წელი სა­ხე­ლით მივ­მარ­თავ­დი, მაგ­რამ თქვე­ნო­ბით, რად­გან მე შე­ნო­ბით­ზე ვერ გა­და­ვე­დი, იმ­დე­ნად დიდი ხე­ლო­ვა­ნი იყო. სლა­ვა ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი იყო თა­ვის თა­ვი­სად­მი, ფეხი, რომ და­ეღ­ლე­ბო­და სა­ა­თო­ბით რე­პე­ტი­ის შემ­დეგ, შე­ეძ­ლო სახ­ლის ჩუს­ტი ჩა­ეც­ვა და ასე გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა რე­პე­ტი­ცია. ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი იყო ჯერ სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ და შემ­დეგ უკვე ჩვენს მი­მართ, ამას­თა­ნა­ვე სა­ოც­რად ხალ­ხმოყ­ვა­რე იყო. მის­თვის არ არ­სე­ბობ­და მი­ნის­ტრი, პრე­ზი­დენ­ტი, არ იცავ­და პრო­ტო­კოლს, შე­ეძ­ლო ინ­გლი­სის დე­დო­ფალს ლო­ყა­ზე მო­ფე­რე­ბო­და, ზღვა­რი არ ჰქონ­და მისი სით­ბოს გა­მო­ხატ­ვას ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ.

ჟაკ ში­რაკს ხში­რად ეხუმ­რე­ბო­და, ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლობ­დნენ, ასე­ვე მე­გობ­რობ­და მო­ნა­კოს პრინცთან და მის მე­უღ­ლეს­თან გრე­ის კე­ლის­თან, ინ­გლი­სის, ეს­პა­ნე­თის, ნორ­ვე­გი­ის, შვე­დე­თის, და­ნი­ის სა­მე­ფო კარ­თან, ყვე­ლა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტთან და ისი­ნი ხში­რად სტუმ­რობ­დნენ სლა­ვას, რო­გორც ქარ­თვე­ლებს სჩ­ვე­ვი­ათ ასე ედგნენ გვერ­დში ჭირ­შიც და ლხინ­შიც. სლა­ვას უყ­ვარ­და ყვე­ლა, არ არ­სე­ბობ­და მის­თვის მუშა და მი­ნის­ტრი, ყვე­ლას პა­ტივს სცემ­და და მის­თვის ყვე­ლა იყო ერ­თნა­ი­რი. მას შე­ეძ­ლო დახ­მა­რე­ბო­და ნე­ბის­მე­ირ გა­ჭირ­ვე­ბულს, მათი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად საქ­მე­ში ჩა­ერ­თო პრე­ზი­დენ­ტე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრე­ბი. ასე­თი­ვე იყო მისი მე­უღ­ლეც. 1994 წლი­დან ჩვენ დღე არ ჩაგ­ვიგ­დია, რომ არ გვე­ნა­ხა ერ­თმა­ნე­თი და ეს გრძელ­დე­ბა, რად­გან მან ჩვენ, მე და ჩემს მე­უღ­ლეს ჩაგ­ვა­ბა­რა მათ მიერ შექ­მნი­ლი სა­ო­პე­რო ცენ­ტრი. მე იქ ვმუ­შა­ობ­დი 14 წელი და მი­ხა­რია, რომ ჩემი სტუ­დენ­ტე­ბი მო­ფე­ნილ­ნი არი­ან მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე დიდ თე­ატ­რებ­ში. სულ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია რაც დავ­ტო­ვე იქა­უ­რო­ბა და თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატრს და­ვუბ­რუნ­დი, ჩემი მე­უღ­ლე დღემ­დე იქ დი­რექ­ტო­რია და ვაგ­რძე­ლებთ რას­ტრა­პო­ვი­ჩი­სა და მისი მე­უღ­ლის სურ­ვილს აღვზარ­დოთ ღირ­სე­უ­ლი მუ­სი­კო­სე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი.

ნინო წი­ფუ­რია

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"32 წლის შემდეგ იმისთვის დავბრუნდი საქართველოში, რომ სხვა დონეზე ავიდეს ქართული ოპერა და ჩემს გუნდთან ერთად, მჯერა, ამას შევძლებ"

"32 წლის შემდეგ იმისთვის დავბრუნდი საქართველოში, რომ სხვა დონეზე ავიდეს ქართული ოპერა და ჩემს გუნდთან ერთად, მჯერა, ამას შევძლებ"

1926 წ 25 აპრილს მილანის Teatro alla Scala-ში შედგა ჯაკომო პუჩინის უკანასკნელი ოპერის "ტურანდოტის" პრემიერა. იტალიური ოპერისგან უჩვეულო და აღმოსავლური ეგზოტიკით გაჟღენთილი სასიყვარული დრამა პრინცესა ტურანდოტზე მსოფლიო წამყვანი საოპერო თეატრების ერთიერთი მთავარი დადგმაა. კარლ გოცის ზღაპარს, რომელიც პიესის სცენარს უდევს საფუძვლად. კომპოზიტორი 1901 წელს გაეცნო, პიესით აღფრთოვაბული პუჩინი ოპერის წერას 1920 წელს შეუდგა.

პრინცესას გულის მოსაგებად გამართულ შეჯიბრში რამდენიმე რაინდი მონაწილეობს, სიუჟეტი კი აღმოსავლური ვნებითაა გაჯერებული. კომპოზიტორის ერთ-ერთი შთაგონება ჩინეთის დიპლომატიური სამსახურის თანამშომელის მიერ ნაჩუქარი მუსიკალური ზარდახშაა, რომელიც პოპულარულ ჩინურ მელოდიებს უკვარდა. მოგვიანებით რამდენიმე მათგანი პუჩინიმ თავის ოპერაში ააჟღერა.

მეოცე საუკუნის ბოლომდე „ტურანდოტი“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აკრძალული იყო,ქვეყნის მთავრობა მიიჩნევდა, რომ მათი ქვეყანა არახელსაყრელად იყო წარმოჩენილი. გაგიკვირდებათ და აკრძალვა სულ რაღაც 1998 წელს მოიხსნა, რაც გრანდიოზული პრემიერით აღნიშნეს. პრინცესა ტურანდოტზე შეყვარებული რაინდის - კალაფის არიის ფონზე შევხვდით მე და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მსოფლიოში აღიარებული ტენორი - ბადრი მაისურაძე. გამიჯნურებული კალაფის არია იმდენად ემოციურია, რომ ნებისმიერ ადამიანს დაატყვევებს, ისევე როგორც პიესაში სიყვარულით დაატყვევა ტურანდოტი. საოპერო ხელოვნებაზე, მსტისლავ რასტროპოვიჩზე და ევროპასთან ინტეგრაციაზე ბადრი მაისურაძე მოგითხრობთ.

პრემიერა

1929 წლის შემდეგ „ტურანდოტი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე პირველად წელს დაიდგა. ყოველთვის საქართველო იტალიურ ოპერას პრიორიტეტად მიიჩნევდა. ჯაკომო პუჩინი იყო ერთადერთი პიროვნება, რომელზეც რომის პაპმა გასცა უფლება, რომ მიწისთვის არ მიებარებინათ და დღემდე მისი ცხედარი მისივე სახლში - ტორო დე ლაგოში განისვენებს. იქვე მიმდინარეობს საოპერო წარმოდგენები და ალბათ ხვდებით რამხელა ემოციური დატვირთვა აქვს იქ საოპერო მომღერლისთვის სცენაზე გამოსვლას. 1929 წლის შემდეგ „ტურანდოტი“ საქართველოში არ დადგმულა, პაუზას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, ერთ-ერთია პოლიტიკა, რომელიც თეატრს ჰქონდა, დადგმულიყო ის ოპერები, რასაც მაშინ მიიჩნევდნენ საჭიროდ. ეს იყო 1920-იანი წლების, კომუნიზმისა და სოციალიზმის ეპოქა, შესაბამისად პრიორიტეტი „სხვა“ ოპერას ენიჭებოდა.

„ტურანდოტს“ დღეს დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან საქართველოში. ჩვენი საპრემიერო სპექტაკლები 25, 27, 30 მარტს და 1, 14, 15 აპრილს გაიმართება (ბილეთების შეძენა შესაძლებელია ოპერის თეატრის სალაროში, ფილარმონიაში და www.tkt.ge-ზე). ეს უნიკალური დადგმა პუჩინის ფესტივალის Torre Del Lago და თბილისის ოპერის თეატრის ერთობლივი პროდუქციაა.

ჩვენს თეატრს ახლაც აქვს საოპერო პოლიტიკა რაც შემდეგში მდგომარეობს: დავდგათ ის სპექტაკლები, რომლის მოთხოვნილებაც არის არამარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ, სადაც შესაძლებელია წავიდეს დასი გასტროლზე. „ტურანდოტით“ ჩვენი ოპერის თეატრი წარდგენილი იქნება პუჩინის ფესტივალზე იტალიაში. დღეს ჩვენს საოპერო დასს სირთულეების ისე არ ეშინია, როგორც ადრე. ძალიან რთული პერიოდი გაიარა თეატრმა - უშუქობა, სიცივე, ელემენტარული პირობების არარსებობა. დღეს უკვე მიხარია, თეატრში რომ შემოდიხარ და ხედავ დილიდან საღამომდე როგორ შრომობენ რეპეტიციაზე მსახიობები. 2017- ში 5 პრემიერა დავდგით, მაშინ როდესაც გადიოდა წლები და 2 პრემიერა ძლივს იდგმებოდა. წინ კიდევ ბევრი პრემიერა გველოდება - სიმონ ბოკანეგრა, ვერტერი, ბალ-მასკარადი, დონ კარლოსი, ქეთო და კოტე და ა.შ. ის ოპერები, რომლებიც აფიშა რომ გადაიშლება, იტყვიან, რომ ევროპული თეატრია.

საოპერო პოლიტიკა დღეს

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქართული ოპერა გავაცნოთ მსოფლიოს. 32 წლის შემდეგ იმისთვის დავბრუნდი საქართველოში, რომ სხვა დონეზე ავიდეს ქართული ოპერა და ჩემს გუნდთან ერთად მჯერა ამას შევძლებ. ჩვენ თუ ამ რეჟიმში არ ვიმუშავეთ, დღევანდელი საოპერო პოლიტიკიდან გამომდინარე ძალიან გაგვიჭირდება ევროპასთან ინტეგრაცია, პირველად სწორად ხელოვნებით უნდა მოხდეს ევროპულ ოჯახში გაერთიანება, ხელოვნების ინტეგრაცია თუ არ მოხდა ევროპაში, მარტო იარაღის ჩხარუნით ვერაფერს ვიზამთ, აქედან გამომდინარე ჩვენი საოპერო პოლიტიკა გულისხმობს იმ სპექტაკლების დადგმას, რომელიც საშუალებას მოგვცემს უფრო ადვილად ვიყოთ ინტეგრირებული იმ დიდ ოჯახში რასაც ევროპული კულტურა ჰქვია. მე ვერ განვსაზღვრავ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ვერ შევაფასებ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, შემიძლია ჩემი აზრი დავაფიქსირო ამასთან დაკავშრებით.

ჩვენ უნდა შეგვწვდეს იმის უნარი რომ დავინახოთ სხვადასხვა ქვეყნების დადებითი, კარგი მხარე და ავიღოთ. ეხლა კონტაქტები გვაქვს სამხრეთ ამერიკასთან, მინდა გითხრათ ის არ არის საოპერო ხელოვნების მექა, მაგრამ რატომაც არა, რაღაც შეიძლება იმათგანაც ვისწავლოთ ჩვენ ან ჩვენგან მათ ისწავლონ. ჩვენ „გედების ტბას“ ვერ დავბლოკავთ, იმიტომ რომ ჩაიკოვსკი რუსია, ამით შეიძლება ვიღაცას დააკლდეს და ვიღაცას არა. რაც კლასიკაა ის ძვირფასია. თუმცა მორალი ყველგან უნდა არსებობდეს. მთელი ცხოვრება საქართველო შემოკრებილი იყო მტრებით და ჩვენ ვიღებდით მათი კულტურიდან ნაწილს, დადებითს, ისინი კი ჩვენგან. მე არ ვთვლი, რომ ხელოვნება უნდა დაიკეტოს და ხელოვნებამ ჩაკეტოს საზღვრები, იმიტომ რომ ვიღაცას ვებრძვით. ადამიანობა, მორალი და სიკეთე ყველაგან ერთია. თუ ვინმეს აქვს სურვილი, ხელოვანს ვგულისხმობ, რომ გამოთქვას აზრი რა თქმა უნდა მან უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია, მაგრამ ჩვენ ჩვენი მოვალეობა გვაქვს პირველ რიგში. მე შეიძლება მეგობრების წრეში გამოვთქვა პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა, მაგრამ როდესაც საზოგადოდ რაღაცას ამბობ მაშინ მართლა უნდა ერკვეოდე საკითხში და იყო ოსტატი, ისევე, როგორც სცენაზე.

„ბადრი ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ტენორია“ - მსტისლავ როსტროპოვიჩი

ძალიან სუბიექტური იყო ამ შეფასების დროს, რადგან ჩვენ ვიყავით მეგობრები. მე შემიძლია ვთქვა, რომ როსტროპოვიჩი მსოფლიოში უდიდესი ხელოვანი იყო. ამაყი ვარ, რომ მას მეგობრად მივაჩნდი. ის, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ბოლო ათი წელი სახელით მივმართავდი, მაგრამ თქვენობით, რადგან მე შენობითზე ვერ გადავედი, იმდენად დიდი ხელოვანი იყო. სლავა ძალიან მომთხოვნი იყო თავის თავისადმი, ფეხი, რომ დაეღლებოდა საათობით რეპეტიის შემდეგ, შეეძლო სახლის ჩუსტი ჩაეცვა და ასე გაეგრძელებინა რეპეტიცია. ძალიან მომთხოვნი იყო ჯერ საკუთარი თავის მიმართ და შემდეგ უკვე ჩვენს მიმართ, ამასთანავე საოცრად ხალხმოყვარე იყო. მისთვის არ არსებობდა მინისტრი, პრეზიდენტი, არ იცავდა პროტოკოლს, შეეძლო ინგლისის დედოფალს ლოყაზე მოფერებოდა, ზღვარი არ ჰქონდა მისი სითბოს გამოხატვას ადამიანების მიმართ.

ჟაკ შირაკს ხშირად ეხუმრებოდა, ძალიან ახლობლობდნენ, ასევე მეგობრობდა მონაკოს პრინცთან და მის მეუღლესთან გრეის კელისთან, ინგლისის, ესპანეთის, ნორვეგიის, შვედეთის, დანიის სამეფო კართან, ყველა ქვეყნის პრეზიდენტთან და ისინი ხშირად სტუმრობდნენ სლავას, როგორც ქართველებს სჩვევიათ ასე ედგნენ გვერდში ჭირშიც და ლხინშიც. სლავას უყვარდა ყველა, არ არსებობდა მისთვის მუშა და მინისტრი, ყველას პატივს სცემდა და მისთვის ყველა იყო ერთნაირი. მას შეეძლო დახმარებოდა ნებისმეირ გაჭირვებულს, მათი პრობლემების მოსაგვარებლად საქმეში ჩაერთო პრეზიდენტები და სახელმწიფო მინისტრები. ასეთივე იყო მისი მეუღლეც. 1994 წლიდან ჩვენ დღე არ ჩაგვიგდია, რომ არ გვენახა ერთმანეთი და ეს გრძელდება, რადგან მან ჩვენ, მე და ჩემს მეუღლეს ჩაგვაბარა მათ მიერ შექმნილი საოპერო ცენტრი. მე იქ ვმუშაობდი 14 წელი და მიხარია, რომ ჩემი სტუდენტები მოფენილნი არიან მსოფლიოს ყველაზე დიდ თეატრებში. სულ წელიწადნახევარია რაც დავტოვე იქაურობა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს დავუბრუნდი, ჩემი მეუღლე დღემდე იქ დირექტორია და ვაგრძელებთ რასტრაპოვიჩისა და მისი მეუღლის სურვილს აღვზარდოთ ღირსეული მუსიკოსები და ადამიანები.

ნინო წიფურია

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის