პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუგლმა" და "ფეისბუქმა" თქვენზე ყველაფერი იციან - ინახავენ ინფორმაციასაც, რომელიც წაშალეთ
"გუგლმა" და "ფეისბუქმა" თქვენზე ყველაფერი იციან - ინახავენ ინფორმაციასაც, რომელიც წაშალეთ

თუ გგო­ნი­ათ, რომ თქვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა სხვე­ბის­გან და­ცუ­ლია, ძა­ლი­ან ცდე­ბით. „ფე­ის­ბუქ­სა“ და „გუ­გლს“ თქვენ­ზე აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნაც არ გაქვთ.

"გარ­დი­ა­ნი" გთა­ვა­ზობთ ინ­სტრუქ­ცი­ას, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ, რა ინ­ფორ­მა­ცია ინა­ხე­ბა თქვენს შე­სა­ხებ.

"გუ­გლ­მა" იცის, სად ხართ ნამ­ყო­ფი

"გუ­გლი" ინა­ხავს ინ­ფორ­მა­ცი­ას თქვე­ნი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ (თუ ჩარ­თუ­ლი გაქვთ ლო­კა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი) ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც ტე­ლე­ფონს ჩარ­თავთ. შე­გიძ­ლი­ათ, ნა­ხოთ ყვე­ლა ად­გი­ლი, სა­დაც კი ოდეს­მე ყო­ფილ­ხართ მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­ფონ­ზე „გუ­გლის“ გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყეთ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ნა­ხა­ვად გა­და­დით ბმულ­ზე : google.com/maps/timeline?…

"გუ­გლ­მა" იცის ყვე­ლა­ფე­რი, რაც ოდეს­მე მო­გი­ძებ­ნი­ათ, ან - წა­გიშ­ლი­ათ

გუ­გლი ინა­ხავს ძებ­ნის ის­ტო­რი­ას, შე­ნა­ხუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი რაც ოდეს­მე ნე­ბის­მი­ე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბი­დან მო­გი­ძებ­ნი­ათ. მო­ნა­ცე­მე­ბი ინა­ხე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­შიც, თუ თქვენ მას ის­ტო­რი­ი­დან წაშ­ლით, ინ­ფორ­მა­ცია, შე­საძ­ლოა, სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე შე­ი­ნა­ხოს.

სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ნა­ხა­ვად გა­და­დით ბმულ­ზე : myactivity.google.com/myactivity

"გუ­გლ­მა" იცის ყვე­ლა აპ­ლი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ხმა­რობთ

"გუ­გლი" ინა­ხავს ინ­ფორ­მა­ცი­ას ყვე­ლა აპ­ლი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ, რა­საც ხმა­რობთ. იცი­ან, რამ­დე­ნად ხში­რად იყე­ნებთ მათ, ვის­თან სა­სა­უბ­როდ და ა.შ. ეს ნიშ­ნავს, რომ იცი­ან, ვის ესა­უბ­რე­ბით "ფე­ის­ბუქ­ზე", რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ელა­პა­რა­კე­ბით, რო­მელ სა­ათ­ზე მი­დი­ხართ და­სა­ძი­ნებ­ლად. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ნა­ხეთ ბმულ­ზე : security.google.com/settings/secur…

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "გუ­გლი" თქვენს ყვე­ლა სა­უ­ბარს ჩუ­მად იწერს - აი, რო­გორ უნდა მო­უს­მი­ნოთ და წა­შა­ლოთ ისი­ნი

"გუ­გლი" ინა­ხავს თქვენს "იუ­თუ­ბის" ის­ტო­რი­ას

"გუ­გლს" შე­ნა­ხუ­ლი აქვს ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი ოდეს­მე „იუ­თუბ­ზე“ გი­ნა­ხავთ, შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლოა, იცოდ­ნენ თუ შვილს ელო­დე­ბით უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, თუ კონ­სერ­ვა­ტო­რი ხართ, ქრის­ტი­ა­ნი, იუ­დე­ვე­ლი, მუ­სულ­მა­ნი, თუ დეპ­რე­სია გაქვთ, ან ანო­რექ­სია - „გუ­გლ­მა“ ყვე­ლა­ფე­რი იცის. ნა­ხეთ ინ­ფორ­მა­ცია აქ youtube.com/feed/history/s…

მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც "გუ­გლს" აქვთ თქვენ­ზე, მი­ლი­ო­ნო­ბით "ვორ­დის" დო­კუ­მენტს შე­ავ­სებს

თქვენ შე­გიძ­ლი­ათ, გად­მო­წე­როთ მთე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რა­საც "გუ­გლი" თქვენ­ზე ინა­ხავთ. ფა­ი­ლის ზომა 5.5 გბ-ა.

ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ცავს თქვენს ელექტრო­ნულ წე­რი­ლებს, კონ­ტაქ­ტებს, "გუგლ დრა­ივ­ზე" შე­ნა­ხულ მა­სა­ლას, „იუ­თუ­ბის" ვი­დე­ო­ებს, ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ი­ღეთ და ა.შ.

მათ აქვთ ინ­ფორ­მა­ცია თქვე­ნი კა­ლენ­დრის, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, რა მუ­სი­კას უს­მენთ, რა წიგ­ნებს კი­თხუ­ლობთ, იცი­ან ვებგ­ვერ­დე­ბი, რო­მე­ლიც შექ­მე­ნით, ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მე­ლიც გქო­ნი­ათ, სა­ი­ტე­ბი, რო­მე­ლიც გა­გი­ზი­ა­რე­ბი­ათ, დღე­ში რამ­დენ ნა­ბიჯს დგამთ და ა.შ.

ნა­ხეთ ინ­ფორ­მა­ცია აქ google.com/takeout

"ფე­ის­ბუ­ქი" ინა­ხავს ყვე­ლა­ფერს - თქვენ მიერ გა­მო­ყე­ნე­ბულ სტი­კე­რებ­საც კი

"ფე­ის­ბუ­ქი" ინა­ხავს ცნო­ბებს, რაც, შე­საძ­ლოა, გა­ინ­ტე­რე­სებ­დეთ - თქვე­ნი მო­წო­ნე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ამას­თან, სო­ცი­ა­ლურ ქსელს შე­ნა­ხუ­ლი აქვს სტი­კე­რე­ბიც კი, რო­მე­ლიც ოდეს­მე ვინ­მეს­თვის გა­გიგ­ზავ­ნი­ათ. აქვთ ინ­ფორ­მა­ცია აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც "ფე­ის­ბუ­ქით" და­რე­გის­ტრი­რე­ბულ­ხართ. მარ­ტი­ვად და­სად­გე­ნია, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ თუ არა პო­ლი­ტი­კით, ვებ­დი­ზა­ი­ნით, რა პე­რი­ოდ­ში იყა­ვით მარ­ტო, რო­დის და­რე­გის­ტრირ­დით "ტინ­დერ­ზე", რო­მელ ტე­ლე­ფონს ხმა­რობ­დით ნო­ემ­ბერ­ში.

აქვთ წვდო­მა თქვენს ვე­ბკა­მე­რას­თან და მიკრო­ფონ­თან

ინ­ფორ­მა­ცია, რა­საც თქვენ შე­სა­ხებ აგ­რო­ვე­ბენ, მო­ი­ცავს თქვენს აპ­ლი­კა­ცი­ებს, რო­დის იყე­ნებთ მათ, აქვთ წვდო­მა ვე­ბკა­მე­რას­თან და მიკრო­ფონ­თან, ელექტრო­ნულ წე­რი­ლებ­თან, მი­ღე­ბულ და გაგ­ზავ­ნილ მე­სი­ჯებ­თან, ზა­რე­ბის ის­ტო­რი­ას­თან, თა­ნა­შებ­თან, რაც ოდეს­მე გი­თა­მა­ში­ათ და ა.შ.

"გუ­გლს" აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რაც წა­შა­ლეთ.

"გუგლ დრა­ივ­ზე" ინ­ფორ­მა­ცია იმ შემ­თხვე­ვა­შიც ინა­ხე­ბა, თუ მას წაშ­ლით.

ნა­ხეთ, ასე­ვე : რა იცის "ფე­ის­ბუქ­მა" თქვენს შე­სა­ხებ - შე­გიძ­ლი­ათ, ინ­ფორ­მა­ცია ახ­ლა­ვე ნა­ხოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"გუგლმა" და "ფეისბუქმა" თქვენზე ყველაფერი იციან - ინახავენ ინფორმაციასაც, რომელიც წაშალეთ

"გუგლმა" და "ფეისბუქმა" თქვენზე ყველაფერი იციან - ინახავენ ინფორმაციასაც, რომელიც წაშალეთ

თუ გგონიათ, რომ თქვენი პირადი ცხოვრება სხვებისგან დაცულია, ძალიან ცდებით. „ფეისბუქსა“ და „გუგლს“ თქვენზე აქვთ ინფორმაცია, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ.

"გარდიანი" გთავაზობთ ინსტრუქციას, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ნახოთ, რა ინფორმაცია ინახება თქვენს შესახებ.

"გუგლმა" იცის, სად ხართ ნამყოფი

"გუგლი" ინახავს ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ (თუ ჩართული გაქვთ ლოკაციის მაჩვენებელი) ყოველ ჯერზე, როდესაც ტელეფონს ჩართავთ. შეგიძლიათ, ნახოთ ყველა ადგილი, სადაც კი ოდესმე ყოფილხართ მას შემდეგ, რაც ტელეფონზე „გუგლის“ გამოყენება დაიწყეთ.

ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე : google.com/maps/timeline?…

"გუგლმა" იცის ყველაფერი, რაც ოდესმე მოგიძებნიათ, ან - წაგიშლიათ

გუგლი ინახავს ძებნის ისტორიას, შენახულია ყველაფერი რაც ოდესმე ნებისმიერი მოწყობილობიდან მოგიძებნიათ. მონაცემები ინახება იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ მას ისტორიიდან წაშლით, ინფორმაცია, შესაძლოა, სხვა მოწყობილობებზე შეინახოს.

საკუთარი მონაცემების სანახავად გადადით ბმულზე : myactivity.google.com/myactivity

"გუგლმა" იცის ყველა აპლიკაციის შესახებ, რომელსაც ხმარობთ

"გუგლი" ინახავს ინფორმაციას ყველა აპლიკაციის შესახებ, რასაც ხმარობთ. იციან, რამდენად ხშირად იყენებთ მათ, ვისთან სასაუბროდ და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ იციან, ვის ესაუბრებით "ფეისბუქზე", რომელ ქვეყანაში იმყოფება ადამიანი, რომელსაც ელაპარაკებით, რომელ საათზე მიდიხართ დასაძინებლად. აღნიშნული ინფორმაცია ნახეთ ბმულზე : security.google.com/settings/secur…

ასევე დაგაინტერესებთ: "გუგლი" თქვენს ყველა საუბარს ჩუმად იწერს - აი, როგორ უნდა მოუსმინოთ და წაშალოთ ისინი

"გუგლი" ინახავს თქვენს "იუთუბის" ისტორიას

"გუგლს" შენახული აქვს ყველაფერი, რაც კი ოდესმე „იუთუბზე“ გინახავთ, შესაბამისად, შესაძლოა, იცოდნენ თუ შვილს ელოდებით უახლოეს მომავალში, თუ კონსერვატორი ხართ, ქრისტიანი, იუდეველი, მუსულმანი, თუ დეპრესია გაქვთ, ან ანორექსია - „გუგლმა“ ყველაფერი იცის. ნახეთ ინფორმაცია აქ youtube.com/feed/history/s…

მონაცემები, რომელიც "გუგლს" აქვთ თქვენზე, მილიონობით "ვორდის" დოკუმენტს შეავსებს

თქვენ შეგიძლიათ, გადმოწეროთ მთელი ინფორმაცია, რასაც "გუგლი" თქვენზე ინახავთ. ფაილის ზომა 5.5 გბ-ა.

ინფორმაცია მოიცავს თქვენს ელექტრონულ წერილებს, კონტაქტებს, "გუგლ დრაივზე" შენახულ მასალას, „იუთუბის" ვიდეოებს, ფოტოებს, რომელიც ტელეფონით გადაიღეთ და ა.შ.

მათ აქვთ ინფორმაცია თქვენი კალენდრის, ადგილმდებარეობის შესახებ, რა მუსიკას უსმენთ, რა წიგნებს კითხულობთ, იციან ვებგვერდები, რომელიც შექმენით, ტელეფონები, რომელიც გქონიათ, საიტები, რომელიც გაგიზიარებიათ, დღეში რამდენ ნაბიჯს დგამთ და ა.შ.

ნახეთ ინფორმაცია აქ google.com/takeout

"ფეისბუქი" ინახავს ყველაფერს - თქვენ მიერ გამოყენებულ სტიკერებსაც კი

"ფეისბუქი" ინახავს ცნობებს, რაც, შესაძლოა, გაინტერესებდეთ - თქვენი მოწონებების გათვალისწინებით.

ამასთან, სოციალურ ქსელს შენახული აქვს სტიკერებიც კი, რომელიც ოდესმე ვინმესთვის გაგიგზავნიათ. აქვთ ინფორმაცია აპლიკაციების შესახებ, სადაც "ფეისბუქით" დარეგისტრირებულხართ. მარტივად დასადგენია, დაინტერესებული ხართ თუ არა პოლიტიკით, ვებდიზაინით, რა პერიოდში იყავით მარტო, როდის დარეგისტრირდით "ტინდერზე", რომელ ტელეფონს ხმარობდით ნოემბერში.

აქვთ წვდომა თქვენს ვებკამერასთან და მიკროფონთან

ინფორმაცია, რასაც თქვენ შესახებ აგროვებენ, მოიცავს თქვენს აპლიკაციებს, როდის იყენებთ მათ, აქვთ წვდომა ვებკამერასთან და მიკროფონთან, ელექტრონულ წერილებთან, მიღებულ და გაგზავნილ მესიჯებთან, ზარების ისტორიასთან, თანაშებთან, რაც ოდესმე გითამაშიათ და ა.შ.

"გუგლს" აქვს ინფორმაცია, რაც წაშალეთ.

"გუგლ დრაივზე" ინფორმაცია იმ შემთხვევაშიც ინახება, თუ მას წაშლით.

ნახეთ, ასევე : რა იცის "ფეისბუქმა" თქვენს შესახებ - შეგიძლიათ, ინფორმაცია ახლავე ნახოთ

"წლის დაგვირგვინება..." - პატრული ხელის მოსაწერად პირდაპირ სამოქმედო კვადრატიდან მივიდა (ფოტო)

მილიარდერის ახირებები - მარკ ცუკერბერგი ხორცს მხოლოდ მაშინ ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა

“33 წლამდე ასაკის კაცები უსარგებლოები არიან“ - ჯენიფერ ლოპესი