საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქსა და პრეზიდენტს კემეროვოს ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა
საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქსა და პრეზიდენტს კემეროვოს ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მი­უნ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქსა და პრე­ზი­დენტს კე­მე­რო­ვო­ში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის გამო სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა.

„მის უწ­მინ­დე­სო­ბას, მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არქ კი­რი­ლეს. თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, 26 მარტს კე­მე­რო­ვოს ტრა­გე­დი­ამ შეძ­რა მთე­ლი მსოფ­ლიო. ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც სი­ტყვე­ბით ვერ გა­მოვ­ხა­ტავთ ჩვენს გრძნო­ბებს და მხო­ლოდ ლოც­ვა გვმარ­თებს,

თქვენ­თან ერ­თად ვგლო­ვობთ და ვუ­თა­ნაგ­რძნობთ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებ­სა და ნა­თე­სა­ვებს. აღ­ვავ­ლენთ ლოც­ვებს, რათა უფალ­მა და­ა­წე­სოს ახ­ლად შეს­ვე­ნე­ბულ­თა სულ­ნი, სა­და­ცა მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნე­ბენ, ხოლო მათ ახ­ლობ­ლებს მი­ა­ნი­ჭოს მშვი­დო­ბა და მტკი­ცე რწმე­ნა. ძმუ­რი სიყ­ვა­რუ­ლით“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ილია მე­ო­რის მიერ გაგ­ზავ­ნილ სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ავ­რცე­ლებს.

ილია მე­ო­რე ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის­თვის გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ კე­მე­რო­ვო­ში მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ შეძ­რა. „მის აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბას, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, ბა­ტონ ვლა­დი­მერ პუ­ტინს. თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო! შეგვძრა კე­მე­რო­ვო­ში მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ. მი­ი­ღეთ ჩვე­ნი სამ­ძი­მა­რი. ვგლო­ვობთ ჩვენც და აღ­ვავ­ლენთ ლოც­ვებს, რათა უფალ­მა ახ­ლად შეს­ვე­ნე­ბულ­თა სულ­ნი და­ა­წე­სოს სა­ყო­ფელ­სა მარ­თალ­თა­სა, ხოლო მათ ახ­ლობ­ლებს მი­ა­ნი­ჭოს მტკი­ცე რწმე­ნა და ნუ­გე­ში“,- წერს უწ­მინ­დე­სი.

სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ „Зимняя вишня“-ში ხან­ძა­რი 25 მარტს გაჩ­ნდა. ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბა მხო­ლოდ 26 მარტს მო­ხერ­ხდა. ხან­ძა­რის შე­დე­გად 64 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის 41 ბავ­შვი. ბავ­შვე­ბის უმე­ტე­სო­ბა ხან­ძრის დროს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მდე­ბა­რე კი­ნო­თე­ატ­რში იმ­ყო­ფე­ბო­და.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ხუთი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა 28 მარ­ტი გლო­ვის დღედ გა­მო­ა­ცხა­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქსა და პრეზიდენტს კემეროვოს ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქსა და პრეზიდენტს კემეროვოს ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიუნდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქსა და პრეზიდენტს კემეროვოში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

„მის უწმინდესობას, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს. თქვენო უწმინდესობავ, 26 მარტს კემეროვოს ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვებით ვერ გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს და მხოლოდ ლოცვა გვმართებს,

თქვენთან ერთად ვგლოვობთ და ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ნათესავებს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა დააწესოს ახლად შესვენებულთა სულნი, სადაცა მართალნი განისვენებენ, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და მტკიცე რწმენა. ძმური სიყვარულით“,- აღნიშნულია ილია მეორის მიერ გაგზავნილ სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

ილია მეორე ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა. „მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს. თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! შეგვძრა კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ. მიიღეთ ჩვენი სამძიმარი. ვგლოვობთ ჩვენც და აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ახლად შესვენებულთა სულნი დააწესოს საყოფელსა მართალთასა, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა და ნუგეში“,- წერს უწმინდესი.

სავაჭრო ცენტრ „Зимняя вишня“-ში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ 26 მარტს მოხერხდა. ხანძარის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვი. ბავშვების უმეტესობა ხანძრის დროს სავაჭრო ცენტრში მდებარე კინოთეატრში იმყოფებოდა.

აღნიშნულ საქმეზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ფარგლებში ხუთი პირია დაკავებული. ვლადიმერ პუტინმა 28 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ