პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექიმის პირველი კომენტარი თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის მდგომარეობაზე
ექიმის პირველი კომენტარი თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის მდგომარეობაზე

13 წლის მო­ზარდს, რო­მელ­საც უცხო მა­მა­კა­ცი თავს და­ეს­ხა, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა არ სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა ტვი­ნის შერ­ყე­ვა აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის გა­და­უ­დე­ბე­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ოთარ რუ­სა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნის დროს პა­ცი­ენ­ტი კონ­ტაქ­ტუ­რი იყო, თუმ­ცა თვა­ლი­სა და კის­რის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ექი­მის გან­მარ­ტე­ბით, მო­ზარდს კლი­ნი­კა­ში შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და.

"ჩვენ­თან მოყ­ვა­ნი­სას ბავ­შვი კონ­ტაქ­ტუ­რი იყო. მხედ­ვე­ლო­ბა არ ჰქონ­და, ანუ უჭირ­და მზე­რა. ჩა­ტარ­და თა­ვის და მუც­ლის ღრუს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია. ჩვე­ნი კლი­ნი­კუ­რი დი­აგ­ნო­ზი ამ­ჟა­მად არის თა­ვის ტვი­ნის შერ­ყე­ვა. რამე ანა­ტო­მი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი თა­ვის ტვინ­ში არ აღე­ნიშ­ნე­ბა. მუც­ლის ღრუს ტო­მოგ­რა­ფი­ის დროს აღ­მოჩ­ნდა, რომ აქვს რა­ღაც სი­თხო­ვა­ნი. გა­კეთ­და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია და ჩვე­ნი კვლე­ვე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ეს არ არის ახა­ლი წარ­მო­ნაქ­მნი, რო­მე­ლიც ჩვენ შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ კვლე­ვე­ბის დროს. ამ­ჟა­მად, პა­ცი­ენტს არც ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი და არც ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა არ სჭირ­დე­ბა. გა­მო­საკ­ვლე­ვად რჩე­ბა მხო­ლოდ თვა­ლი. მოვა სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მე­ლიც შე­ა­ფა­სებს თვა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას და გა­და­წყვეტს, სჭირ­დე­ბა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, თუ კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. თვალ­ზე სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, ასე­ვე სტრან­გუ­ლა­ცი­უ­რი ხაზი კი­სერ­ზე, გულ­მკერ­დის მარ­ჯვე­ნა მხა­რის ზე­და­პირ­ზე სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბია", - გა­ნა­ცხა­და რუ­სა­ძემ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დღეს თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას მე-7 კვარ­ტალ­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ა. არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, და­ნა­შა­უ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ოთხი­დან ექვს წლამ­დე ის­ჯე­ბა.შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 112-ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ არას­რულ­წლო­ვან ბიჭს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და. სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ცხად­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე.

იხი­ლეთ ვი­დეო: და­უბ­რუნ­და თუ არა მხედ­ვე­ლო­ბა ბავ­შვს, რო­მელ­ზეც ლიფ­ტში იძა­ლა­დეს - ექი­მის კო­მენ­ტა­რი მო­ზარ­დის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე

"პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რებს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 13 წლის ბიჭი დახ­ვდათ, რო­მელ­საც სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ არას­რულ­წლო­ვა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქემ 2004 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.ც.-ს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. პო­ლი­ცი­ამ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 126-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „დ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: "მო­ძა­ლა­დე ბავ­შვს უყ­ვი­რო­და, რომ ის იყო ეშ­მა­კის შვი­ლი" - რას ჰყვე­ბი­ან ლიფ­ტში თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი მო­ზარ­დის ახ­ლობ­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ექიმის პირველი კომენტარი თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის მდგომარეობაზე

ექიმის პირველი კომენტარი თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის მდგომარეობაზე

13 წლის მოზარდს, რომელსაც უცხო მამაკაცი თავს დაესხა, ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება, თუმცა ტვინის შერყევა აქვს მიღებული. ამის შესახებ იაშვილის სახელობის კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის უფროსმა ოთარ რუსაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, კლინიკაში შეყვანის დროს პაციენტი კონტაქტური იყო, თუმცა თვალისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. ექიმის განმარტებით, მოზარდს კლინიკაში შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდა.

"ჩვენთან მოყვანისას ბავშვი კონტაქტური იყო. მხედველობა არ ჰქონდა, ანუ უჭირდა მზერა. ჩატარდა თავის და მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია. ჩვენი კლინიკური დიაგნოზი ამჟამად არის თავის ტვინის შერყევა. რამე ანატომიური პრობლემები თავის ტვინში არ აღენიშნება. მუცლის ღრუს ტომოგრაფიის დროს აღმოჩნდა, რომ აქვს რაღაც სითხოვანი. გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია და ჩვენი კვლევებით დადასტურდა, რომ ეს არ არის ახალი წარმონაქმნი, რომელიც ჩვენ შემთხვევით აღმოვაჩინეთ კვლევების დროს. ამჟამად, პაციენტს არც ნეიროქირურგიული და არც ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება. გამოსაკვლევად რჩება მხოლოდ თვალი. მოვა სპეციალისტი, რომელიც შეაფასებს თვალის მდგომარეობას და გადაწყვეტს, სჭირდება ქირურგიული ჩარევა, თუ კონსერვატიული მკურნალობა. თვალზე სისხლნაჟღენთები აღენიშნება, ასევე სტრანგულაციური ხაზი კისერზე, გულმკერდის მარჯვენა მხარის ზედაპირზე სისხლნაჟღენთებია", - განაცხადა რუსაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დღეს თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე ისჯება.შსს-ს ინფორმაციით, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ არასრულწლოვან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.

იხილეთ ვიდეო: დაუბრუნდა თუ არა მხედველობა ბავშვს, რომელზეც ლიფტში იძალადეს - ექიმის კომენტარი მოზარდის მდგომარეობაზე

"პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, დაახლოებით, 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

წაიკითხეთ ასევე: "მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი" - რას ჰყვებიან ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის ახლობლები

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს