პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი" - რას ჰყვებიან ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის ახლობლები
"მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი" - რას ჰყვებიან ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის ახლობლები

ლიფ­ტში მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 13 წლის მო­ზარ­დის ახ­ლობ­ლე­ბი Ambebi.ge-სთან შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. მათი თქმით, მო­ძა­ლა­დე, რო­მელ­მაც მო­ზარდს მრავ­ლო­ბი­თი ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, იმა­ვე სა­დარ­ბა­ზო­ში, მე-7 სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და, სა­დაც თავ­დას­ხმა მოხ­და.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოჯახს და თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბულ­საც აღ­ნიშ­ნულ პი­როვ­ნე­ბას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­დათ. ახ­ლობ­ლე­ბი ორ ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ. ისი­ნი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მო­ძა­ლა­დეს ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა აქვს ან რო­მე­ლი­მე სექ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

"ბავ­შვი ბრუნ­დე­ბო­და სკო­ლი­დან და რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, მას­თან ერ­თად ლიფ­ტში შე­ვი­და თა­ვად მო­ძა­ლა­დეც, რო­მე­ლიც ამა­ვე კორ­პუს­ში მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და. მან ლიფ­ტი სარ­თუ­ლებს შუა გა­ა­ჩე­რა და ბავ­შვს და­უ­წყო ცემა. რო­გორც ბავ­შვი ყვე­ბა, მა­ნაც გა­უ­წია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რის შემ­დე­გაც ამ პი­როვ­ნე­ბამ და­უ­ჭი­რა თავი, გა­ა­ხე­ლი­ნა თვა­ლე­ბი და თი­თე­ბი შე­არ­ჭო. ამის შემ­დეგ ბავ­შვი ყვე­ბა, რომ მან თვალ­თან იგ­რძნო დატ­კა­ცუ­ნე­ბა და და­კარ­გა მხედ­ვე­ლო­ბა. ეს მო­ძა­ლა­დე ბავ­შვს უყ­ვი­რო­და, რომ ის იყო ეშ­მა­კის შვი­ლი. ამის მერე მე­ზობ­ლებ­მა გა­ი­გეს ბავ­შვის ყვი­რი­ლის ხმა, და­ი­წყეს ლიფ­ტის კა­რე­ბის გა­ღე­ბა, რა­საც და­ჭირ­და გარ­კვე­უ­ლი დრო. ის ბავ­შვს ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­შიც ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბო­და. ამ დრო­ის­თვის ბავ­შვი კონ­ტაქ­ტუ­რია, თუმ­ცა, მას აქვს ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი და უკე­თე­ბენ გა­მა­ყუ­ჩებ­ლებს. ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი გა­დარ­ჩე­ნი­ლია, რო­გორც ექი­მე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, სა­ხე­ზე აქვს მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად ბავ­შვს სახე არ უჩანს, ვე­რა­ფერს ხე­დავს. ერ­თა­დერ­თი რე­ა­გი­რე­ბა აქვს სი­ნათ­ლე­ზე. იმე­დი გვაქვს, რომ მხედ­ვე­ლო­ბა და­უბ­რუნ­დე­ბა და ეს უბ­რა­ლოდ დარ­ჩე­ბა ცუდ მო­გო­ნე­ბად”, - აცხა­დე­ბენ და­შა­ვე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ დრომ­დე იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

და­შა­ვე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბის­თვის ასე­ვე უც­ნო­ბია, რო­დის მო­ი­ნა­ხუ­ლებს ბავ­შვს ოფ­თალ­მო­ლო­გი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოწ­ვე­უ­ლი ოფ­თალ­მო­ლო­გი ბავ­შვთან 22.00 სა­ათ­ზე შევა. ად­გილ­ზე ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი. თუმ­ცა უც­ნო­ბია, მოხ­და თუ არა და­შა­ვე­ბუ­ლი მო­ზარ­დის გა­მო­კი­თხვა.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარ­დი ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. მას მამა სამი წლის წინ გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­ეც­ვა­ლა.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დღეს თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას მე-7 კვარ­ტალ­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ა. არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ოთხი­დან ექვს წლამ­დე ის­ჯე­ბა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 112-ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ არას­რულ­წლო­ვან ბიჭს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და. სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ცხად­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე.

"პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რებს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 13 წლის ბიჭი დახ­ვდათ, რო­მელ­საც სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ არას­რულ­წლო­ვა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქემ 2004 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.ც.-ს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. პო­ლი­ცი­ამ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 126-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის დ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: უცხო­ე­ლის მიერ ნა­ცემ მო­ზარდს შე­საძ­ლოა მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნას - რას ამ­ბო­ბენ 13 წლის ბი­ჭის ახ­ლობ­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი" - რას ჰყვებიან ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის ახლობლები

"მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი" - რას ჰყვებიან ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის ახლობლები

ლიფტში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული 13 წლის მოზარდის ახლობლები Ambebi.ge-სთან შემთხვევის დეტალებზე საუბრობენ. მათი თქმით, მოძალადე, რომელმაც მოზარდს მრავლობითი ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, იმავე სადარბაზოში, მე-7 სართულზე ცხოვრობდა, სადაც თავდასხმა მოხდა.

მათივე ინფორმაციით, ოჯახს და თავად დაზარალებულსაც აღნიშნულ პიროვნებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. ახლობლები ორ ვერსიაზე საუბრობენ. ისინი ვარაუდობენ, რომ მოძალადეს ფსიქიკური აშლილობა აქვს ან რომელიმე სექტის წარმომადგენელია.

"ბავშვი ბრუნდებოდა სკოლიდან და როგორც თვითონ ამბობს, მასთან ერთად ლიფტში შევიდა თავად მოძალადეც, რომელიც ამავე კორპუსში მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა. მან ლიფტი სართულებს შუა გააჩერა და ბავშვს დაუწყო ცემა. როგორც ბავშვი ყვება, მანაც გაუწია წინააღმდეგობა, რის შემდეგაც ამ პიროვნებამ დაუჭირა თავი, გაახელინა თვალები და თითები შეარჭო. ამის შემდეგ ბავშვი ყვება, რომ მან თვალთან იგრძნო დატკაცუნება და დაკარგა მხედველობა. ეს მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი. ამის მერე მეზობლებმა გაიგეს ბავშვის ყვირილის ხმა, დაიწყეს ლიფტის კარების გაღება, რასაც დაჭირდა გარკვეული დრო. ის ბავშვს ამ დროის განმავლობაშიც ფიზიკურად უსწორდებოდა. ამ დროისთვის ბავშვი კონტაქტურია, თუმცა, მას აქვს ძლიერი ტკივილები და უკეთებენ გამაყუჩებლებს. შინაგანი ორგანოები გადარჩენილია, როგორც ექიმები გვეუბნებიან, სახეზე აქვს მრავლობითი დაზიანებები, ფაქტობრივად ბავშვს სახე არ უჩანს, ვერაფერს ხედავს. ერთადერთი რეაგირება აქვს სინათლეზე. იმედი გვაქვს, რომ მხედველობა დაუბრუნდება და ეს უბრალოდ დარჩება ცუდ მოგონებად”, - აცხადებენ დაშავებულის ახლობლები, რომლებიც ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში იმყოფებიან.

დაშავებულის ახლობლებისთვის ასევე უცნობია, როდის მოინახულებს ბავშვს ოფთალმოლოგი. არსებული ინფორმაციით, მოწვეული ოფთალმოლოგი ბავშვთან 22.00 საათზე შევა. ადგილზე ასევე იმყოფებიან სამართალდამცველები. თუმცა უცნობია, მოხდა თუ არა დაშავებული მოზარდის გამოკითხვა.

ჩვენი ინფორმაციით, მოზარდი ვაჟა-ფშაველას გამზირზე დედასთან ერთად ცხოვრობს. მას მამა სამი წლის წინ გულის შეტევით გარდაეცვალა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დღეს თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს. დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე ისჯება. შსს-ს ინფორმაციით, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ არასრულწლოვან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.

"პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, დაახლოებით, 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ასევე წაიკითხეთ: უცხოელის მიერ ნაცემ მოზარდს შესაძლოა მხედველობის პრობლემა შეექმნას - რას ამბობენ 13 წლის ბიჭის ახლობლები

სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსთავში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა - შსს

"მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას მიუძღვენი, შემთხვევით ვარ იმ ადგილზე მოხვედრილი" - "პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმასი ბრალდებული

"პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა