რა ზიანს აყენებს კანაფი გოგონას ჰორმონალურ ფონს - "მსუბუქ ნარკოტიკებზე სიმართლე ბევრმა არ იცის"

რა ზიანს აყენებს კანაფი გოგონას ჰორმონალურ ფონს - "მსუბუქ ნარკოტიკებზე სიმართლე ბევრმა არ იცის"

"ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკები უარყოფითად მოქმედებს გოგონების ჰორმონალურ და რეპროდუქციულ სისტემაზე... ქალი თუ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მოიხმარს ანაშას, ეს ფსიქოაქტიური საშუალება გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და იწვევს ჰიპოქსიას და ნაყოფის ზრდა-განვითარების შეფერხებას..", - ამბობს ექიმი-ნარკოლოგი თათა ასათიანი, რომელიც ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკების დიდ საფრთხეებზე გვესაუბრა...

- ბევრი ფიქრობს, რომ მსუბუქი ნარკოტიკები მავნებელი არ არის... როგორ მოქმედებს მისი მიღება ქალის ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში... ან მამაკაცი თუ ეწევა ბავშვის ჩასახვამდე?

- ყოველდღიური შეხება მაქვს პაციენტებთან და შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ არასწორი დამოკიდებულებაა ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკების მიმართ... არ მიიჩნევენ მავნედ, რადგან მსუბუქი ნარკოტიკი ჰქვია. იგივე დამოკიდებულებაა ლუდის შემთხვევაში. ლუდი სხვა ალკოჰოლურ სასმელზე უფრო ნაკლებად მავნე ჰგონიათ, რადგან ეთილის სპირიტს კონცენტრაცია მასში ნაკლებად არის. სინამდვილეში ლუდიც ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური ალკოჰოლის სახეობაა... აც შეეხება ანაშას (კანაფს), მას სხვა ნარკოტიკებთან შედარებით დამოკიდებულების გამოწვევის ნაკლები პოტენციალი აქვს, თუმცა ამ ფსიქოაქტიური საშუალების განმეორებითი მოხმარებისას ხშირად ჯერ ყალიბდება ჯგუფური ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, შემდეგ ინდივიდიაულური, მისი სისტემატიური მოხმარების შემთხვევაში კი აღწერილია ფიზიკური დამოკიდებულების - "ლომკის" განვითარების შემთხვევები.თუმცა ყველა ნარკოტიკი გამოირჩევა იმით, რომ სხვადასხვა სფეროზე აქვთ ზეწოლა. ანაშის მხრივ ყველაზე მეტად ფსიქიკაზე ხდება ზეწოლა. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ