მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიურპრიზებით სავსე საგაზაფხულო ღონისძიება „შინ“-ისგან
სიურპრიზებით სავსე საგაზაფხულო ღონისძიება „შინ“-ისგან

ჟურ­ნალ­მა „შინ“-მა ერ­თგუ­ლი რეს­პონ­დენ­ტე­ბი და სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი გა­ზა­ფხუ­ლის ახა­ლი ნომ­რის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მი­იწ­ვია. ლო­კა­ცია თე­მა­ტუ­რად იყო შერ­ჩე­უ­ლი - ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის ავე­ჯი­სა და გა­ნა­თე­ბის სახ­ლი „ჰო­უმ­მე­ი­დი“, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლებს სთა­ვა­ზობს, თა­ნა­მედ­რო­ვე და ექ­სკლუ­ზი­უ­რი დი­ზა­ი­ნის მქო­ნე ავეჯს.

სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბა შეს­ვლის­თა­ნა­ვე იგ­რძნო­ბო­და. კარ­თან „ჩა­საფ­რე­ბუ­ლი“ ფო­ტოგ­რა­ფე­ბი კი­ბის პირ­ველ სა­ფე­ხურ­ზე­ვე აღ­ბე­ჭავ­დნენ ფირ­ზე სტუმ­რებს, „შინ“-ის მა­ი­სუ­რებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი გო­გო­ნე­ბი კი „შინ-“ის იას­მა­ნის­ფე­რი ჩან­თე­ბით სა­ჩუქ­რებ­სა და გა­თა­მა­შე­ბის ბი­ლე­თებს გა­დას­ცემ­დნენ.

ღო­ნის­ძი­ე­ბის გე­ნე­რა­ლურ­მა სპონ­სორ­მა „დე­ლუქს დე­ვე­ლოპ­მენ­ტმა“ და პარტნი­ორ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა „ვო­ლარტ ჯიმ“ და ბუ­ნებ­რი­ვი ქვე­ბი­სა და შიდა და გარე კა­რის ლი­დერ­მა კომ­პა­ნია „ზო­დიმ“ ივენ­თის­თვის გან­კუთ­ვნილ სივ­რცე­ში სტენ­დე­ბი და შო­უ­რუ­მე­ბი მო­ა­წყვეს, რომ­ლებ­თან პო­ზი­რე­ბი­თაც სტუმ­რებ­მა თავი შე­იქ­ცი­ეს. „დე­ლუქს დე­ვე­ლოპ­მენ­ტმა ხის ბრენ­დი­რე­ბუ­ლი სა­სუ­რა­თე ჩარ­ჩო­ე­ბით და­ა­სა­ჩუქ­რა სტუმ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც მათ­ში იქვე გა­ნა­თავ­სეს გი­ფის აპა­რა­ტით გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი.

წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი „ბიბ­ლუ­სი“ კრაფ­ტის სტენ­დით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, სა­დაც მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ სა­კუ­თა­რი ხე­ლით შე­ექ­მნათ დე­კო­რა­ტი­უ­ლი ნივ­თე­ბი და სახ­ლში წა­ე­ღოთ. მცე­ნა­რე­ე­ბის სა­ლონ­მა „ანე­მო­ნემ“, რო­მე­ლიც სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში „შენი სახ­ლი ჯი­ქი­ა­ზე“ მდე­ბა­რე­ობს, ასე­ვე ექ­სკლუ­ზი­უ­რი სა­ჩუქ­რე­ბი და­ა­წე­სა სტუმ­რე­ბის­თვის.

„შინ-“ის ივენთს არ აკ­ლდნენ ქა­ლა­ქის ულა­მა­ზე­სი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი - ლალი ტო­ტი­კაშ­ვი­ლი, მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნი, გვან­ცა და­რა­სე­ლია, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, ხე­ლო­ვა­ნე­ბი და უბ­რა­ლოდ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი. სა­ღა­მოს წამ­ყვა­ნი ენერ­გი­უ­ლი და ხა­ლი­სი­ა­ნი გვან­ცა კი­ლა­სო­ნია გახ­ლდათ, რო­მელ­მაც ვერ­ტი­კა­ლუ­რი ბა­ღის ფონ­ზე მო­წყო­ბი­ლი სცე­ნი­დან ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა მო­ნი­ტო­რებ­ზე გა­და­ი­ტა­ნა. დამ­სწრე სა­ზო­გა­დე­ო­ბას ეკ­რან­ზე წა­რუდ­გი­ნეს ჟურ­ნა­ლის ძვე­ლი და ახა­ლი ნომ­რე­ბი - „შინ“ უკვე მე­სა­მე წე­ლია ახა­რებს ყვე­ლას გულს, ვი­საც უყ­ვარს კომ­ფორ­ტი, სიმ­ყუდ­რო­ვე, სახ­ლი...

„ველ­ქამ დრინ­ქი­სა“ და ცო­ცხა­ლი მუ­სი­კის შე­დეგ სა­ღა­მოს კულ­მი­ნა­ცია - და­ჯილ­დო­ე­ბა და­ი­წყო.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ორი სიმ­ბო­ლუ­რი ნო­მი­ნა­ცია. პირ­ვე­ლი გახ­ლდათ „შინ“-ის მე­გო­ბა­რი დი­ზა­ი­ნე­რი - გუ­ლის­ხმობ­და დი­ზა­ი­ნე­რებს, რომ­ლე­ბიც და­არ­სე­ბის დღი­დან უდ­გა­ნან გვერ­დით ჟურ­ნალს და ამავდრო­უ­ლად რე­დაქ­ცი­ის მრჩე­ველ-კონ­სულ­ტან­ტე­ბიც არი­ან..

ნო­მი­ნა­ცი­ა­ში და­სა­ხე­ლე­ბულ­ნი გახ­ლდნენ: ილია ზა­ქა­რა­ია, ლელი შევ­ჩენ­კო, სოფო ტუ­სიშ­ვი­ლი (პეპი) და ანუ­კა თა­ვარ­თქი­ლა­ძე. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ილია ზა­ქა­რა­ია გახ­და, რო­მელ­საც „ში­ნის­გან“ ორ­კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რი გა­და­ე­ცა სას­ტუმ­რო „ტი­უ­ლიპ ბორ­ჯომ“-ში.

ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „შინ“-ის რჩე­უ­ლი სახ­ლი“ წარ­დგე­ნილ­ნი იყ­ვნენ ანა კო­შა­ძე, გვან­ცა და­რა­სე­ლია, ლალი ტო­ტი­კაშ­ვი­ლი, მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნი. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გვან­ცა და­რა­სე­ლია გახ­და, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ თა­ვის ახალ­და­ბა­დე­ბულ შვილ­თან - ლი­ლას­თან ერ­თად უმას­პინ­ძლა ჟურ­ნალს.

„ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი ამ სი­ურპრიზს, ახლა ვიც­ვლი სა­ცხოვ­რე­ბელს და შემ­დეგ ისევ ვუ­მას­პინ­ძლებ თქვენს ჟურ­ნალს“ - აღ­ნიშ­ნა სცე­ნი­დან გვან­ცამ, რო­მელ­საც „ზო­დის“ 500-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი გა­და­ე­ცა სა­ჩუქ­რად.

ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჯილ­დო გა­და­ე­ცა - „შინ“-ის აღ­მო­ჩე­ნას - წო­დო­რე­თის რან­ჩოს შემ­ქმნელს მა­რი­ნა სა­ნა­დი­რა­ძე. „შინ-“ ის აღ­მო­ჩე­ნებს შო­რის ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა სწო­რედ ამ რან­ჩოს მოჰ­ყვა. მას ჯილ­დო „ვო­ლარტ. ჯის“ მიერ გა­და­ე­ცა - ერთი თა­ვი­სუ­ფა­ლი კედ­ლის მო­ხატ­ვა.

სა­მი­ვე გა­მარ­ჯვე­ბულს ასე­ვე გა­და­ე­ცა სა­სა­ჩუქ­რე ვა­უ­ჩე­რე­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­პინ­ძელ „ჰო­უმ­მე­ი­დის­გან“.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, და­ჯილ­დო­ე­ბას ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე არ ჩუვ­ლია, თუმ­ცა სა­ღა­მოს დას­კვნი­თი ნა­წი­ლი - გა­თა­მა­შე­ბა უკვე არა მხო­ლოდ ნო­მი­ნან­ტე­ბის­თვის, არა­მედ ინ­ვეთ­ზე დამ­სწრე ნე­ბის­მი­ე­რი სტუმ­რის­თვის შე­იძ­ლე­ბო­და იღ­ბლი­ა­ნი ყო­ფი­ლი­ყო და ასეც მოხ­და. პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­გან, „შინ“-ის სა­ხე­ლით უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­სა­ჩუქრდა. ჯილ­დო­ებს შო­რის იყო ბრენ­დუ­ლი მა­ღა­ზი­ე­ბის ვა­უ­ჩე­რე­ბი, კოს­მე­ტი­კუ­რი ნაკ­რე­ბე­ბი და სა­ო­ჯა­ხო ტექ­ნი­კა.

ღო­ნის­ძი­ე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტუ­მა­რი პა­რი­ზი­დან - კრის­ტი­ან ბრე­ტო­ნი ეს­წრე­ბო­და, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ხე­ლით გა­დას­ცა სა­სა­ჩუქ­რე ნაკ­რე­ბე­ბი იღ­ბლი­ა­ნი ბი­ლე­თე­ბის მფლო­ბე­ლებს.

ამ თბილ­მა და სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ღა­მომ „შინ“-ი კი­დევ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის­თვის აქ­ცია „ჩემი სახ­ლის ჟურ­ნა­ლად“.

ციცი ომა­ნი­ძე

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სიურპრიზებით სავსე საგაზაფხულო ღონისძიება „შინ“-ისგან

სიურპრიზებით სავსე საგაზაფხულო ღონისძიება „შინ“-ისგან

ჟურნალმა „შინ“-მა ერთგული რესპონდენტები და საპატიო სტუმრები გაზაფხულის ახალი ნომრის პრეზენტაციაზე მიიწვია. ლოკაცია თემატურად იყო შერჩეული - ქართული წარმოების ავეჯისა და განათების სახლი „ჰოუმმეიდი“, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს, თანამედროვე და ექსკლუზიური დიზაინის მქონე ავეჯს.

საზეიმო განწყობა შესვლისთანავე იგრძნობოდა. კართან „ჩასაფრებული“ ფოტოგრაფები კიბის პირველ საფეხურზევე აღბეჭავდნენ ფირზე სტუმრებს, „შინ“-ის მაისურებში გამოწყობილი გოგონები კი „შინ-“ის იასმანისფერი ჩანთებით საჩუქრებსა და გათამაშების ბილეთებს გადასცემდნენ.

ღონისძიების გენერალურმა სპონსორმა „დელუქს დეველოპმენტმა“ და პარტნიორმა კომპანიებმა „ვოლარტ ჯიმ“ და ბუნებრივი ქვებისა და შიდა და გარე კარის ლიდერმა კომპანია „ზოდიმ“ ივენთისთვის განკუთვნილ სივრცეში სტენდები და შოურუმები მოაწყვეს, რომლებთან პოზირებითაც სტუმრებმა თავი შეიქციეს. „დელუქს დეველოპმენტმა ხის ბრენდირებული სასურათე ჩარჩოებით დაასაჩუქრა სტუმრები, რომლებმაც მათში იქვე განათავსეს გიფის აპარატით გადაღებული სურათები.

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ კრაფტის სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი ხელით შეექმნათ დეკორატიული ნივთები და სახლში წაეღოთ. მცენარეების სალონმა „ანემონემ“, რომელიც საცხოვრებელ კომპლექსში „შენი სახლი ჯიქიაზე“ მდებარეობს, ასევე ექსკლუზიური საჩუქრები დააწესა სტუმრებისთვის.

„შინ-“ის ივენთს არ აკლდნენ ქალაქის ულამაზესი ქალბატონები - ლალი ტოტიკაშვილი, მანიკა ასათიანი, გვანცა დარასელია, დიზაინერები, ხელოვანები და უბრალოდ გულშემატკივრები. საღამოს წამყვანი ენერგიული და ხალისიანი გვანცა კილასონია გახლდათ, რომელმაც ვერტიკალური ბაღის ფონზე მოწყობილი სცენიდან ჩვენი ყურადღება მონიტორებზე გადაიტანა. დამსწრე საზოგადეობას ეკრანზე წარუდგინეს ჟურნალის ძველი და ახალი ნომრები - „შინ“ უკვე მესამე წელია ახარებს ყველას გულს, ვისაც უყვარს კომფორტი, სიმყუდროვე, სახლი...

„ველქამ დრინქისა“ და ცოცხალი მუსიკის შედეგ საღამოს კულმინაცია - დაჯილდოება დაიწყო.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ორი სიმბოლური ნომინაცია. პირველი გახლდათ „შინ“-ის მეგობარი დიზაინერი - გულისხმობდა დიზაინერებს, რომლებიც დაარსების დღიდან უდგანან გვერდით ჟურნალს და ამავდროულად რედაქციის მრჩეველ-კონსულტანტებიც არიან..

ნომინაციაში დასახელებულნი გახლდნენ: ილია ზაქარაია, ლელი შევჩენკო, სოფო ტუსიშვილი (პეპი) და ანუკა თავართქილაძე. გამარჯვებული ილია ზაქარაია გახდა, რომელსაც „შინისგან“ ორკაციანი საგზური გადაეცა სასტუმრო „ტიულიპ ბორჯომ“-ში.

ნომინაციაში „შინ“-ის რჩეული სახლი“ წარდგენილნი იყვნენ ანა კოშაძე, გვანცა დარასელია, ლალი ტოტიკაშვილი, მანიკა ასათიანი. გამარჯვებული გვანცა დარასელია გახდა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ თავის ახალდაბადებულ შვილთან - ლილასთან ერთად უმასპინძლა ჟურნალს.

„ძალიან გამიხარდა, ნამდვილად არ ველოდი ამ სიურპრიზს, ახლა ვიცვლი საცხოვრებელს და შემდეგ ისევ ვუმასპინძლებ თქვენს ჟურნალს“ - აღნიშნა სცენიდან გვანცამ, რომელსაც „ზოდის“ 500-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა საჩუქრად.

ასევე განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა - „შინ“-ის აღმოჩენას - წოდორეთის რანჩოს შემქმნელს მარინა სანადირაძე. „შინ-“ ის აღმოჩენებს შორის ინტერნეტსივრცეში ყველაზე დიდი გამოხმაურება სწორედ ამ რანჩოს მოჰყვა. მას ჯილდო „ვოლარტ. ჯის“ მიერ გადაეცა - ერთი თავისუფალი კედლის მოხატვა.

სამივე გამარჯვებულს ასევე გადაეცა სასაჩუქრე ვაუჩერები ღონისძიების მასპინძელ „ჰოუმმეიდისგან“.

რასაკვირველია, დაჯილდოებას ემოციების გარეშე არ ჩუვლია, თუმცა საღამოს დასკვნითი ნაწილი - გათამაშება უკვე არა მხოლოდ ნომინანტებისთვის, არამედ ინვეთზე დამსწრე ნებისმიერი სტუმრისთვის შეიძლებოდა იღბლიანი ყოფილიყო და ასეც მოხდა. პარტნიორი კომპანიებისგან, „შინ“-ის სახელით უამრავი ადამიანი დასაჩუქრდა. ჯილდოებს შორის იყო ბრენდული მაღაზიების ვაუჩერები, კოსმეტიკური ნაკრებები და საოჯახო ტექნიკა.

ღონისძიებას განსაკუთრებული სტუმარი პარიზიდან - კრისტიან ბრეტონი ესწრებოდა, რომელმაც თავისი ხელით გადასცა სასაჩუქრე ნაკრებები იღბლიანი ბილეთების მფლობელებს.

ამ თბილმა და სასიამოვნო საღამომ „შინ“-ი კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის აქცია „ჩემი სახლის ჟურნალად“.

ციცი ომანიძე

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს