მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
200-მდე გაქურდული ბინა და 20 წლიანი პატიმრობის მოლოდინი - ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს
200-მდე გაქურდული ბინა და 20 წლიანი პატიმრობის მოლოდინი - ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს

ქარ­თვე­ლი და ბერ­ძე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, ათენ­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 4 წევ­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა, მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი კვლავ აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბის, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და ყვე­ლა სა­ჭი­რო ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის კუ­თხით.

„სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­ცი­ის ატა­შეს და სა­ბერ­ძნე­თის პო­ლი­ცი­ის ინ­ტენ­სი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, და­კა­ვე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ოთხი წევ­რი. ქარ­თვე­ლი და ბერ­ძე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ქა­ლაქ ათენ­ში სა­ქარ­თვე­ლოს 4 მო­ქა­ლა­ქე: 1965 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ხ., 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.თ., 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ფ. და 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ჯ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გა­სა­ქურ­დად ბი­ნებს წი­ნას­წარ არ­ჩევ­დნენ, მო­ი­პო­ვებ­დნენ და ამუ­შა­ვებ­დნენ მო­ნა­ცე­მებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ბი­ნე­ბის შე­სა­ხებ, შემ­დეგ კი ქურ­დავ­დნენ. დად­გე­ნი­ლია, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებს სა­ბერ­ძნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, 200-მდე ბინა აქვთ გა­ქურ­დუ­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ოთხი­ვე პი­რის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ჩხრე­კი­სას, სხვა­დას­ხვა ტი­პის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, ფული და მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი კავ­ში­რი ჰქონ­დათ ერთ-ერთ ე.წ. „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან“, რომ­ლის­გა­ნაც და­ვა­ლე­ბებს იღებ­დნენ და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბით მოქ­მე­დებ­დნენ.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი ედე­ბათ სა­ბერ­ძნე­თის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე, 374-ე, 13-ე, 45-ე და 98-ე მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ქმე­დე­ბებ­ში, რაც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, ჯგუ­ფუ­რად მრა­ვალ­გზის ქურ­დო­ბას, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს. მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი 20 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - გა­ნა­ცხა­და ჭე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან ინ­ტენ­სი­ურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლას სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

იხი­ლეთ ასე­ვე: ეს­პა­ნეთ­ში ქარ­თუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის ორი წევ­რი და­ა­კა­ვეს

200-მდე გაქურდული ბინა და 20 წლიანი პატიმრობის მოლოდინი - ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს

200-მდე გაქურდული ბინა და 20 წლიანი პატიმრობის მოლოდინი - ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს

ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად, ათენში დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრია დაკავებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ქართველი სამართალდამცველები კვლავ აქტიურად თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან სპეციალური ოპერაციების მომზადების, განხორციელების და ყველა საჭირო ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების კუთხით.

„საბერძნეთში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს და საბერძნეთის პოლიციის ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, დაკავებულია ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი. ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების მიერ სამი თვის განმავლობაში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ ათენში საქართველოს 4 მოქალაქე: 1965 წელს დაბადებული ვ.ხ., 1983 წელს დაბადებული ბ.თ., 1978 წელს დაბადებული მ.ფ. და 1976 წელს დაბადებული ვ.ჯ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები გასაქურდად ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს აღნიშნული ბინების შესახებ, შემდეგ კი ქურდავდნენ. დადგენილია, რომ დაკავებულებს საბერძნეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200-მდე ბინა აქვთ გაქურდული.

სამართალდამცველებმა, ოთხივე პირის საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებს დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდათ ერთ-ერთ ე.წ. „კანონიერ ქურდთან“, რომლისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

დაკავებულებს ბრალი ედებათ საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 374-ე, 13-ე, 45-ე და 98-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებში, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ჯგუფურად მრავალგზის ქურდობას, ფულის გათეთრებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა ჭელიძემ.

მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ევროპელ კოლეგებთან ინტენსიურ თანამშრომლობას და ოპერატიული ინფორმაციის გაცვლას სხვა დანაშაულებრივი ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებით.

იხილეთ ასევე: ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების ორი წევრი დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი ჩაინიშნა

მომსახურების სააგენტოში 17 თებერვლიდან ყველა სახის სერვისი განახლდება

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუას ბრალი წარედგინა - სასამართლო პროცესი 17 თებერვალს გაიმართება