მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სპეცრაზმელებს გელაშვილის ცემისთვის 500-500 დოლარი გადასცეს... კოდუამ მადლობაც გადაუხადა" - მოწმის ჩვენება
"სპეცრაზმელებს გელაშვილის ცემისთვის 500-500 დოლარი გადასცეს... კოდუამ მადლობაც გადაუხადა" - მოწმის ჩვენება

მოწ­მის ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად სპეც­რაზ­მე­ლებს, ვინც ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ოპე­რა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბის­თვის 500-500 დო­ლა­რი გა­დას­ცეს. მოწ­მე მა­მუ­კა ცი­ნა­რი­ძის ჩვე­ნე­ბა, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის საქ­მის სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა­ზე გა­სა­ჯა­როვ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი მოწ­მე სა­სა­მარ­თლო­ზე არ და­კი­თხუ­ლა, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, ცი­ნა­რი­ძეს სა­ქარ­თვე­ლო აქვს და­ტო­ვე­ბუ­ლი, მას ვერც ოჯა­ხი უკავ­შირ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად მისი სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნა ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო ვერ მო­ხერ­ხდა. ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, ცი­ნა­რი­ძეს გა­მო­ძი­ე­ბის­თვის 2014 წელს აქვს მი­ცე­მუ­ლი.

მოწ­მის ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, ის მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში და­ი­ბა­რეს, შემ­დგომ აც­ნო­ბეს, რომ ოპე­რა­ცი­ის ობი­ექ­ტი იყო მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ქა­ლაქ­ში დაც­ვას­თან ერ­თად ჯავ­შნი­ა­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნით მოძ­რა­ობ­და. ცი­ნა­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ და მი­თი­თე­ბე­ბი­სა­მებრ იქ­ცე­ოდ­ნენ. მი­სი­ვე ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, მას შემ­დეგ, რაც გე­ლაშ­ვი­ლის დაც­ვა­სა და ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­ზე ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, კვლავ მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში და­ი­ბა­რეს და ოთახ­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი დახ­ვდათ, მათ შო­რის ერეკ­ლე კო­დუა. მოწ­მის ჩვე­ნე­ბით, მა­გი­და­ზე უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტა იდო და თი­თო­ე­ულ სპეც­რაზ­მელს 500 დო­ლა­რი გა­დას­ცეს და ასე­ვე, ოპე­რა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის ერეკ­ლე კო­დუ­ამ მათ მად­ლო­ბაც გა­და­უ­ხა­და.

მა­მუ­კა ცი­ნა­რი­ძე გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში ასე­ვე ამ­ბობს, რომ ოპე­რა­ცი­ას უშუ­ა­ლოდ ალექ­სან­დრე ნა­ჭყე­ბია ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და ბრძა­ნე­ბებ­საც ის გას­ცემ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"სპეცრაზმელებს გელაშვილის ცემისთვის 500-500 დოლარი გადასცეს... კოდუამ მადლობაც გადაუხადა" - მოწმის ჩვენება

"სპეცრაზმელებს გელაშვილის ცემისთვის 500-500 დოლარი გადასცეს... კოდუამ მადლობაც გადაუხადა" - მოწმის ჩვენება

მოწმის ჩვენების თანახმად სპეცრაზმელებს, ვინც ვალერი გელაშვილის ცემაში მიიღო მონაწილეობა, ოპერაციის წარმატებით შესრულებისთვის 500-500 დოლარი გადასცეს. მოწმე მამუკა ცინარიძის ჩვენება, ვალერი გელაშვილის ცემის საქმის სასამართლო განხილვაზე გასაჯაროვდა. აღნიშნული მოწმე სასამართლოზე არ დაკითხულა, ვინაიდან, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ცინარიძეს საქართველო აქვს დატოვებული, მას ვერც ოჯახი უკავშირდება და შესაბამისად მისი სასამართლოში წარდგენა ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. ჩვენება, რომელიც დღევანდელ სასამართლოზე გამოქვეყნდა, ცინარიძეს გამოძიებისთვის 2014 წელს აქვს მიცემული.

მოწმის ჩვენების თანახმად, ის მოდულის შენობაში დაიბარეს, შემდგომ აცნობეს, რომ ოპერაციის ობიექტი იყო მამაკაცი, რომელიც ქალაქში დაცვასთან ერთად ჯავშნიანი ავტომანქანით მოძრაობდა. ცინარიძის ინფორმაციით, გარკვეული პერიოდი სპეცრაზმელები ქალაქში გადაადგილდებოდნენ და მითითებებისამებრ იქცეოდნენ. მისივე ჩვენების თანახმად, მას შემდეგ, რაც გელაშვილის დაცვასა და ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება განახორციელეს, კვლავ მოდულის შენობაში დაიბარეს და ოთახში რამდენიმე ადამიანი დახვდათ, მათ შორის ერეკლე კოდუა. მოწმის ჩვენებით, მაგიდაზე უცხოური ვალუტა იდო და თითოეულ სპეცრაზმელს 500 დოლარი გადასცეს და ასევე, ოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის ერეკლე კოდუამ მათ მადლობაც გადაუხადა.

მამუკა ცინარიძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ასევე ამბობს, რომ ოპერაციას უშუალოდ ალექსანდრე ნაჭყებია ხელმძღვანელობდა და ბრძანებებსაც ის გასცემდა.

როდის დატოვებს ვანო მერაბიშვილი საპატიმროს - ყოფილ შს მინისტრს 7-წლიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა

24 წლის მუ­რად წურ­წუ­მი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

"მარიხუანას აქტიური მომხმარებელია, ერთი თვის წინ კომაში იყო" - რას ყვება ადვოკატი ბრალდებულზე, რომელმაც გურიაში 80 წლის ქალი გააუპატიურა და მოკლა