საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ბიბლუსი შენს სკოლაში“ - როგორ ჩავერთოთ პროექტში, რომელიც კითხვის მოყვარულ, საზრიან ბავშვებს აერთიანებს
„ბიბლუსი შენს სკოლაში“ - როგორ ჩავერთოთ პროექტში, რომელიც კითხვის მოყვარულ, საზრიან ბავშვებს აერთიანებს

„ბიბ­ლუ­სი შენს სკო­ლა­ში“ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლის „ბიბ­ლუ­სის“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ის 10 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­გეგ­მა. რო­გორც პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი ანი ამი­რა­ნაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ის კი­თხვის მოყ­ვა­რულ საზ­რი­ან ბავ­შვებს აერ­თი­ა­ნებს. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი კი კვლა­ვაც წიგ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა.

თუ რო­გორ გაჩ­ნდა პრო­ექ­ტის „ბიბ­ლუ­სი შენს სკო­ლა­ში“ იდეა, რა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აძ­ლევს ის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს და ვის შე­უძ­ლი­ათ მას­ში ჩარ­თვა ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, „ბიბ­ლუ­სის“ მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წიგ­ნის კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა. ვცდი­ლობთ სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით წიგ­ნი და ლი­ტე­რა­ტუ­რა კი­დევ უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ამავდრო­უ­ლად, მო­თხოვ­ნა­დი გავ­ხა­დოთ. სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის წევ­რე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე დიდი გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლი­ათ. სწო­რედ ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტეთ ისე­თი პრო­ექ­ტი შეგ­ვექ­მნა, რო­მე­ლიც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს კი­დევ უფრო გა­ა­ხა­ლი­სებ­და და კი­თხვის­თვის მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას მის­ცემ­და.

- პრო­ექ­ტი ახა­ლია, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს, შე­გიძ­ლი­ათ პრო­ექ­ტის მიზ­ნებ­ზე უფრო დე­ტა­ლუ­რად გვი­ამ­ბოთ?

-პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია აღ­მო­ა­ჩი­ნოს ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­საც გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ ლი­ტე­რა­ტუ­რა და მის­ცეს მათ მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სულ უფრო მეტი წიგ­ნე­ბი იკი­თხონ. ამას­თან­ვე, გვსურს, რომ პრო­ექ­ტმა იმ ბავ­შვებ­შიც გა­ა­ჩი­ნოს წიგ­ნის კი­თხვის სურ­ვი­ლი და მო­ტი­ვა­ცია, რომ­ლე­ბიც აქამ­დე ნაკ­ლებ დროს უთ­მობ­დნენ წიგ­ნებს და კი­თხვას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ „ბიბ­ლუ­სი შენს სკო­ლა­ში“ კომ­პა­ნი­ის 10 წლის იუ­ბი­ლეს ფარ­გლებ­ში დავ­გეგ­მეთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2018 წელი ბიბ­ლუ­სის­თვის სა­ი­უ­ბი­ლეო წე­ლია. ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერთ სი­ახ­ლეს ვთა­ვა­ზობთ ჩვენს ერ­თგულ მომ­ხმა­რე­ბელს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი კი ერ­თერ­თი მათ­გა­ნია.

-ანი, სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გორ არ­ჩევთ სკო­ლებს, თქვე­ნი სურ­ვი­ლით, თუ თა­ვად გი­კავ­შირ­დე­ბი­ან?

-ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თა­დერ­თი შე­ზღუდ­ვა რაც სკო­ლე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში გვაქვს, ის არის, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე სკო­ლებს ვირ­ჩევთ. პრო­ექ­ტი ახა­ლი და­წყე­ბუ­ლია, რის გა­მოც, ჯერ­ჯე­რო­ბით, თბი­ლი­სის სკო­ლე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ზე ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად, შემ­თხვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით შე­ვარ­ჩი­ეთ რამ­დე­ნი­მე სკო­ლა და სწო­რედ მათ და­ვუ­კავ­შირ­დით. თუმ­ცა პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, სკო­ლე­ბი თა­ვად გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან ჩვე­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფე­ის­ბუქგ­ვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით. ახლა, პირ­ველ რიგ­ში სწო­რედ იმ სკო­ლებ­ში მივ­დი­ვართ, რომ­ლე­ბიც თა­ვად გა­მოთ­ქვა­მენ ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვილს.

- შე­გიძ­ლი­ათ უფრო დე­ტა­ლუ­რად გვი­ამ­ბოთ პრო­ექ­ტის „ბიბ­ლუ­სი შენს სკო­ლა­ში“ შე­სა­ხებ?

მას შემ­დეგ რაც სკო­ლას ვეწ­ვე­ვით, პრო­ექ­ტი­სა და იდე­ის შე­სა­ხებ მცი­რე პრე­ზენ­ტა­ცი­ას ვმარ­თავთ. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ბავ­შვებს ტეს­ტის და­წე­რას ვთა­ვა­ზობთ, სა­დაც სა­ხა­ლი­სო და­ვა­ლე­ბე­ბია მო­ცე­მუ­ლი. სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს წიგ­ნე­ბით ვა­სა­ჩუქ­რებთ. ამას გარ­და, ისი­ნი ჩვე­ნი კლუ­ბის წევ­რე­ბიც ხდე­ბი­ან.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ წიგ­ნის კლუ­ბი ჩვე­ნი პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წი­ლია. ის არა­ერთ აქ­ტი­ვო­ბას მო­ი­ცავს მათ შო­რის: ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ღა­მო­ებს, წიგ­ნის გან­ხილ­ვებს, კი­ნოჩ­ვე­ნე­ბა­სა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ექ­სკლუ­ზი­უ­რად კლუ­ბის წევ­რი ბავ­შვე­ბის­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი. ჩვე­ნი კლუ­ბი საზ­რი­ან, მო­ტი­ვი­რე­ბულ, კი­თხვის მოყ­ვა­რულ ბავ­შვებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. „ბიბ­ლუ­სის­გან“ მათ სპე­ცი­ა­ლუ­რი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გა­და­ე­ცე­მათ, უამ­რა­ვი წიგ­ნი და არა­ერ­თი სი­ურპრი­ზი.

-ვის შე­უძ­ლია პრო­ექ­ტში ჩარ­თვა, რა ასა­კის მოს­წავ­ლე­ებს ხვდე­ბით?

ჩვენ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნე­ბის­მი­ერ მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია, რო­მე­ლიც VI ან VII კლას­ში სწავ­ლობს, თუმ­ცა სა­მო­მავ­ლოდ, დიდი სურ­ვი­ლი გვაქვს, რომ „ბიბ­ლუ­სი შენს სკო­ლა­ში“ სხვა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბიც ჩავ­რთოთ.

-რას გვე­ტყვით სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე?

გა­მოხ­მა­უ­რე­ბამ, რო­მე­ლიც ჩვენს პრო­ექტს, „ბიბ­ლუ­სი შენს სკო­ლა­ში“ მოჰ­ყვა, ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ეს ჩვენ­თვის დიდი სტი­მუ­ლია. დიდი სურ­ვი­ლი გვაქვს რომ თბი­ლი­სის გარ­და, სხვა ქა­ლა­ქებ­საც ვეწ­ვი­ოთ. ჩა­ვი­დეთ რე­გი­ო­ნებ­ში და „ბიბ­ლუ­სი შენს სკო­ლა­ში“ იქა­უ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბიც ჩავ­რთოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

„ბიბლუსი შენს სკოლაში“ - როგორ ჩავერთოთ პროექტში, რომელიც კითხვის მოყვარულ, საზრიან ბავშვებს აერთიანებს

„ბიბლუსი შენს სკოლაში“ - როგორ ჩავერთოთ პროექტში, რომელიც კითხვის მოყვარულ, საზრიან ბავშვებს აერთიანებს

„ბიბლუსი შენს სკოლაში“ წიგნის მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსის“ მიერ ორგანიზებული პროექტია, რომელიც კომპანიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიგეგმა. როგორც პროექტის მენეჯერი ანი ამირანაშვილი აცხადებს, ის კითხვის მოყვარულ საზრიან ბავშვებს აერთიანებს. მთავარი მიზანი კი კვლავაც წიგნის პოპულარიზაციაა.

თუ როგორ გაჩნდა პროექტის „ბიბლუსი შენს სკოლაში“ იდეა, რა შესაძლებლობებს აძლევს ის სკოლის მოსწავლეებს და ვის შეუძლიათ მასში ჩართვა ინტერვიუდან შეიტყობთ.

- მოგეხსენებათ, „ბიბლუსის“ მთავარი მიზანი საზოგადოებაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა. ვცდილობთ სხვადასხვა აქტივობებით წიგნი და ლიტერატურა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ამავდროულად, მოთხოვნადი გავხადოთ. სკოლის მოსწავლეები საზოგადოების ის წევრები არიან, რომლებსაც კითხვის პოპულარიზაციაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ისეთი პროექტი შეგვექმნა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს კიდევ უფრო გაახალისებდა და კითხვისთვის მეტ მოტივაციას მისცემდა.

- პროექტი ახალია, თუმცა განსაკუთრებული გამოხმაურება აქვს, შეგიძლიათ პროექტის მიზნებზე უფრო დეტალურად გვიამბოთ?

-პროექტის მთავარი მიზანია აღმოაჩინოს ბავშვები, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ ლიტერატურა და მისცეს მათ მეტი შესაძლებლობა, რომ სულ უფრო მეტი წიგნები იკითხონ. ამასთანვე, გვსურს, რომ პროექტმა იმ ბავშვებშიც გააჩინოს წიგნის კითხვის სურვილი და მოტივაცია, რომლებიც აქამდე ნაკლებ დროს უთმობდნენ წიგნებს და კითხვას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „ბიბლუსი შენს სკოლაში“ კომპანიის 10 წლის იუბილეს ფარგლებში დავგეგმეთ. მოგეხსენებათ, 2018 წელი ბიბლუსისთვის საიუბილეო წელია. ამ ფაქტთან დაკავშირებით არაერთ სიახლეს ვთავაზობთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს. აღნიშნული პროექტი კი ერთერთი მათგანია.

-ანი, საინტერესოა როგორ არჩევთ სკოლებს, თქვენი სურვილით, თუ თავად გიკავშირდებიან?

-ჯერჯერობით ერთადერთი შეზღუდვა რაც სკოლების შერჩევის პროცესში გვაქვს, ის არის, რომ დედაქალაქში მდებარე სკოლებს ვირჩევთ. პროექტი ახალი დაწყებულია, რის გამოც, ჯერჯერობით, თბილისის სკოლების ათვისებაზე ვართ ორიენტირებული. თავდაპირველად, შემთხვევითობის პრინციპით შევარჩიეთ რამდენიმე სკოლა და სწორედ მათ დავუკავშირდით. თუმცა პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სკოლები თავად გვიკავშირდებიან ჩვენი ოფიციალური ფეისბუქგვერდის მეშვეობით. ახლა, პირველ რიგში სწორედ იმ სკოლებში მივდივართ, რომლებიც თავად გამოთქვამენ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს.

- შეგიძლიათ უფრო დეტალურად გვიამბოთ პროექტის „ბიბლუსი შენს სკოლაში“ შესახებ?

მას შემდეგ რაც სკოლას ვეწვევით, პროექტისა და იდეის შესახებ მცირე პრეზენტაციას ვმართავთ. დაინტერესებულ ბავშვებს ტესტის დაწერას ვთავაზობთ, სადაც სახალისო დავალებებია მოცემული. საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებს წიგნებით ვასაჩუქრებთ. ამას გარდა, ისინი ჩვენი კლუბის წევრებიც ხდებიან.

მინდა აღვნიშნო, რომ წიგნის კლუბი ჩვენი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია. ის არაერთ აქტივობას მოიცავს მათ შორის: ლიტერატურულ საღამოებს, წიგნის განხილვებს, კინოჩვენებასა და სხვა საინტერესო შეხვედრებს. აღნიშნული ღონისძიებები ექსკლუზიურად კლუბის წევრი ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი. ჩვენი კლუბი საზრიან, მოტივირებულ, კითხვის მოყვარულ ბავშვებს გააერთიანებს. „ბიბლუსისგან“ მათ სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ, უამრავი წიგნი და არაერთი სიურპრიზი.

-ვის შეუძლია პროექტში ჩართვა, რა ასაკის მოსწავლეებს ხვდებით?

ჩვენ პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია, რომელიც VI ან VII კლასში სწავლობს, თუმცა სამომავლოდ, დიდი სურვილი გვაქვს, რომ „ბიბლუსი შენს სკოლაში“ სხვა ასაკობრივი ჯგუფებიც ჩავრთოთ.

-რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?

გამოხმაურებამ, რომელიც ჩვენს პროექტს, „ბიბლუსი შენს სკოლაში“ მოჰყვა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია. დიდი სურვილი გვაქვს რომ თბილისის გარდა, სხვა ქალაქებსაც ვეწვიოთ. ჩავიდეთ რეგიონებში და „ბიბლუსი შენს სკოლაში“ იქაური მოსწავლეებიც ჩავრთოთ.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს