საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცი, რომელმაც ხანძრის შედეგად მთელი ოჯახი დაკარგა, ვიცე-გუბერნატორმა პიარის კეთებაში დაადანაშაულა
მამაკაცი, რომელმაც ხანძრის შედეგად მთელი ოჯახი დაკარგა, ვიცე-გუბერნატორმა პიარის კეთებაში დაადანაშაულა

კე­მე­რო­ვოს ოლ­ქის ვიცე-გუ­ბერ­ნა­ტორ­მა სერ­გეი ცი­ვი­ლევ­მა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მა­აც ხან­ძრის შე­დე­გად ოჯა­ხი და­კარ­გა, „ტრა­გე­დი­ით პი­ა­რის კე­თე­ბა­ში“ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

Gazeta.ru-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კე­მე­რო­ვო­ში შეკ­რე­ბი­ლებ­თან სა­სა­უბ­როდ ცი­ვი­ლე­ვის მის­ვლამ ხალ­ხის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, ისი­ნი გუ­ბერ­ნა­ტორ­თან შეხ­ვედ­რას მო­ი­თხოვ­დნენ.

მას­თან მი­ვი­და მი­ტინ­გის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, იგორ ვოს­ტრი­კო­ვი, რო­მელ­მაც ხან­ძრის შე­დე­გად ოჯა­ხის ხუთი წევ­რი და­კარ­გა - სამი შვი­ლი, ცოლი და და.

„ხალ­ხს გვექ­ცე­ვი­ან, რო­გორც ცხო­ვე­ლებს,“ - გა­ნა­ცხა­და მან.

„თქვენ ამ ტრა­გე­დი­ით პი­ა­რის გა­კე­თე­ბას ცდი­ლობთ?“ - უპა­სუ­ხა მას ვიცე-გუ­ბერ­ნა­ტორ­მა.

სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში გა­ჩე­ნილ­მა ხან­ძარ­მა ვოს­ტრი­უ­კის ცოლი ელე­ნა, 7 წლის გო­გო­ნა - ანა, 5 წლის ბიჭი- არ­ტი­ო­მი, 2 წლის რო­მა­ნი და იგო­რის უმ­ცრო­სი და, ალი­ო­ნა იმ­სხვერ­პლა.

რო­გორც ვოს­ტრი­უკ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, ხან­ძრის დროს მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი­ნო­დარ­ბაზ­ში იყ­ვნენ, სა­დაც, გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზის გამო, კარი გა­რე­დან ბლო­კი­რე­ბუ­ლი იყო.

„ლე­ნამ იქი­დან და­მი­რე­კა, ყვი­რო­და : „გვიშ­ვე­ლეთ, ჩაგ­ვკე­ტეს!“ ვერ შეძ­ლეს, კარი გა­ე­ღოთ. დე­და­ჩე­მი სამ წუთ­ში მი­ვი­და ად­გილ­ზე, ავი­და მე­ო­თხე სარ­თულ­ზე, ყვე­ლას სთხოვ­და, გა­ეხ­სნათ კი­ნო­თე­ატ­რის კარი, თუმ­ცა და­სახ­მა­რებ­ლად არა­ვინ მი­ვი­და. მათი გა­დარ­ჩე­ნა შე­იძ­ლე­ბო­და, სამი კი­ნო­დარ­ბა­ზი­დან ერთი ღია იყო, იქ მყო­ფი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი გა­დარ­ჩა,“ - ჰყვე­ბა ვოს­ტრი­უ­კი.

კე­მე­რო­ვო­ში სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში 64 და­ღუ­პუ­ლი­დან 14 პირს დღეს დაკ­რძა­ლა­ვენ. ამის შე­სა­ხებ კე­მე­რო­ვოს ოლ­ქში რუ­სე­თის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნელ­მა ალექ­სან­დრე მა­მონ­ტოვ­მა გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, ამ მო­მენ­ტის­თვის 27 პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ხერ­ხდა, კი­დევ ოთხი პი­რის ცხე­და­რი და­მა­ტე­ბით ექ­სპერ­ტი­ზა­ზეა გაგ­ზავ­ნი­ლი. კე­მე­რო­ვო­ში სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში „Зимняя вишня“ ხან­ძა­რი 25 მარტს გაჩ­ნდა. ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბა მხო­ლოდ 26 მარტს მო­ხერ­ხდა. ხან­ძა­რის შე­დე­გად 64 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის 41 ბავ­შვი. ბავ­შვე­ბის უმე­ტე­სო­ბა ხან­ძრის დროს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მდე­ბა­რე კი­ნო­თე­ატ­რში იმ­ყო­ფე­ბო­და. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ხუთი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

მამაკაცი, რომელმაც ხანძრის შედეგად მთელი ოჯახი დაკარგა, ვიცე-გუბერნატორმა პიარის კეთებაში დაადანაშაულა

მამაკაცი, რომელმაც ხანძრის შედეგად მთელი ოჯახი დაკარგა, ვიცე-გუბერნატორმა პიარის კეთებაში დაადანაშაულა

კემეროვოს ოლქის ვიცე-გუბერნატორმა სერგეი ცივილევმა მამაკაცი, რომელმააც ხანძრის შედეგად ოჯახი დაკარგა, „ტრაგედიით პიარის კეთებაში“ დაადანაშაულა.

Gazeta.ru-ს ინფორმაციით, კემეროვოში შეკრებილებთან სასაუბროდ ცივილევის მისვლამ ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი გუბერნატორთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

მასთან მივიდა მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე, იგორ ვოსტრიკოვი, რომელმაც ხანძრის შედეგად ოჯახის ხუთი წევრი დაკარგა - სამი შვილი, ცოლი და და.

„ხალხს გვექცევიან, როგორც ცხოველებს,“ - განაცხადა მან.

„თქვენ ამ ტრაგედიით პიარის გაკეთებას ცდილობთ?“ - უპასუხა მას ვიცე-გუბერნატორმა.

სავაჭრო ცენტრში გაჩენილმა ხანძარმა ვოსტრიუკის ცოლი ელენა, 7 წლის გოგონა - ანა, 5 წლის ბიჭი- არტიომი, 2 წლის რომანი და იგორის უმცროსი და, ალიონა იმსხვერპლა.

როგორც ვოსტრიუკმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ხანძრის დროს მისი ოჯახის წევრები კინოდარბაზში იყვნენ, სადაც, გაურკვეველი მიზეზის გამო, კარი გარედან ბლოკირებული იყო.

„ლენამ იქიდან დამირეკა, ყვიროდა : „გვიშველეთ, ჩაგვკეტეს!“ ვერ შეძლეს, კარი გაეღოთ. დედაჩემი სამ წუთში მივიდა ადგილზე, ავიდა მეოთხე სართულზე, ყველას სთხოვდა, გაეხსნათ კინოთეატრის კარი, თუმცა დასახმარებლად არავინ მივიდა. მათი გადარჩენა შეიძლებოდა, სამი კინოდარბაზიდან ერთი ღია იყო, იქ მყოფი ყველა ადამიანი გადარჩა,“ - ჰყვება ვოსტრიუკი.

კემეროვოში სავაჭრო ცენტრში 64 დაღუპულიდან 14 პირს დღეს დაკრძალავენ. ამის შესახებ კემეროვოს ოლქში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე მამონტოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ მომენტისთვის 27 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა, კიდევ ოთხი პირის ცხედარი დამატებით ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. კემეროვოში სავაჭრო ცენტრში „Зимняя вишня“ ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ 26 მარტს მოხერხდა. ხანძარის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვი. ბავშვების უმეტესობა ხანძრის დროს სავაჭრო ცენტრში მდებარე კინოთეატრში იმყოფებოდა. აღნიშნულ საქმეზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ფარგლებში ხუთი პირია დაკავებული.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე