პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიტალი კალოევი - ტრაგიკული ისტორია მამაზე, რომელიც მეუღლის და შვილების დაღუპვამ, მკვლელად აქცია
ვიტალი კალოევი - ტრაგიკული ისტორია მამაზე, რომელიც მეუღლის და შვილების დაღუპვამ, მკვლელად აქცია

ბო­დე­ნის ტბის თავ­ზე მომ­ხდა­რი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფი­დან თით­ქმის 16 წელი გა­ვი­და. ტრა­გე­დი­ამ, რო­მელ­საც 71 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში მცხოვ­რე­ბი ვი­ტა­ლი კა­ლო­ე­ვის ოჯა­ხის სამი წევ­რი შე­ი­წი­რა. შემ­თხვე­ვა 2002 წლის 1 ივ­ლისს მოხ­და.

ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც კა­ლო­ე­ვის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი ორად გაჰ­ყო - ნა­წი­ლი მას ცივ­სის­ხლი­ან მკვლე­ლად მი­იჩ­ნევ­და, რად­გან ავი­ა­დის­პეტ­ჩე­რი ცოლ-შვი­ლის თვალ­წინ მოკ­ლა, ნა­წი­ლი კი მკვლე­ლო­ბას მისი მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით ამარ­თლებ­და.

ბი­ოგ­რა­ფია

ვი­ტა­ლი კა­ლო­ე­ვი 1956 წლის 15 იან­ვარს და­ი­ბა­და ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ში (ვლა­დი­კავ­კა­ზი). მამა სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო და ოსურ ენას ას­წავ­ლი­და. დედა სა­ბავ­შვო ბა­ღის აღ­მზრდე­ლი იყო. ვი­ტა­ლი მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი იყო - მას ორი ძმა და სამი და ჰყავ­და.

სკო­ლა მა­ღალ ნიშ­ნებ­ზე და­ამ­თავ­რა და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის შეს­წავ­ლას შე­უდ­გა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლამ­დე არ­ქი­ტექ­ტო­რად მუ­შა­ობ­და, 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში კი სა­კუ­თა­რი სამ­შე­ნებ­ლო კო­ო­პე­რა­ტი­ვი და­ა­არ­სა. 1999 წლი­დან ცხოვ­რობ­და ეს­პა­ნეთ­ში, სა­დაც სახ­ლებს აპ­რო­ექ­ტებ­და.

კა­ლო­ე­ვის ოჯა­ხი

არ­ქი­ტექ­ტო­რი 1991 წელს და­ქორ­წინ­და სვეტ­ლა­ნა გა­გი­ე­ვა­ზე. სვეტ­ლა­ნას ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის აწყო­ბა მო­ა­ხერ­ხა. თავ­და­პირ­ვე­ლად მუ­შა­ო­ბა ბან­კში, რი­გით თა­ნამ­შრომ­ლად და­ი­წყო, შემ­დეგ კი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და.

1991 წლის 19 ნო­ემ­ბერს ოჯახს პირ­ვე­ლი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, ბიჭს კონ­სტან­ტი­ნე და­არ­ქვეს. 1998 წლის 7 მარტს კი დი­ა­ნა გაჩ­ნდა.

სა­ბე­დის­წე­რო რე­ი­სი

ვი­ტა­ლი კა­ლო­ევს ოჯა­ხის წევ­რე­ბი 9 თვის მან­ძილ­ზე არ ჰყავ­და ნა­ნა­ხი და მო­უთ­მენ­ლად ელო­და, რო­დის ჩაფ­რინ­დე­ბოდ­ნენ ისი­ნი ეს­პა­ნეთ­ში. კა­ლო­ე­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა ბარ­სე­ლო­ნა­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჩას­ვლამ­დე კი და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ჩა­ბა­რე­ბაც მო­ას­წრო. სვეტ­ლა­ნამ ბი­ლე­თის ყიდ­ვა მოს­კოვ­ში ვერ მო­ა­ხერ­ხა, ვიდ­რე „ბაშ­კი­რე­თის ავი­ა­ხა­ზე­ბის“ კუთ­ვნილ თვითმფრი­ნავ­ში არ გა­მოჩ­ნდა თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბი.

2002 წლის 2 ივ­ლისს, გვი­ან ღა­მით, გერ­მა­ნი­ის თავ­ზე ერ­თმა­ნეთს ორი თვითმფრი­ნა­ვი შე­ე­ჯა­ხა - სამ­გზავ­რო "ტუ-154" და სატ­ვირ­თო "ბო­ინგ 575“. გარ­და­იც­ვა­ლა ორი­ვე ავი­ა­ლა­ი­ნე­რის ეკი­პა­ჟი, 71 ადა­მი­ა­ნი - და­ღუ­პუ­ლებს შო­რის იყო 52 ბავ­შვი, მათი უმე­ტე­სო­ბა უფას ერთ-ერთი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბის გამო საგ­ზუ­რე­ბით და­ა­სა­ჩუქ­რეს და ეს­პა­ნეთ­ში მიფ­რი­ნავ­დნენ.

შე­ჯა­ხე­ბა

ეს კა­ტას­ტრო­ფა 21-ე სა­უ­კუ­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ა­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი იყო. თვითმფრი­ნა­ვე­ბი ერ­თმა­ნეთს გერ­მა­ნი­ის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში შე­ე­ჯახ­ნენ, ამი­ტომ გა­მო­ძი­ე­ბას გერ­მა­ნი­ის პრო­კუ­რა­ტუ­რა და ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო აწარ­მო­ებ­დნენ. ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზის დად­გე­ნას 2 წელი დას­ჭირ­და. გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ორი კი­თხვა - რო­გორ მი­უ­ახ­ლოვ­და ერ­თმა­ნეთს ასე ახ­ლოს ორი თვითმფრი­ნა­ვი და რა­ტომ ვერ შეძ­ლო გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ­მა სის­ტე­მამ კა­ტას­ტრო­ფის თა­ვი­დან არი­დე­ბა. კო­მი­სი­ამ და­ად­გი­ნა, რომ შე­ჯა­ხე­ბა კომ­პა­ნია „სკა­ი­გა­ი­დის“ დის­პეტ­ჩე­რის შეც­დო­მა იყო, არას­წო­რად იმოქ­მე­და "ტუ-154"-ის ეკი­პაჟ­მაც. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ რუსი მფრი­ნა­ვი დამ­ნა­შა­ვე არ იყო, ამი­ტომ მას ბრა­ლე­უ­ლო­ბა მო­ეხ­სნა.

პი­ტერ ნილ­სე­ნის მკვლე­ლო­ბა

2004 წლის 24 თე­ბერ­ვალს შვე­ი­ცა­რი­ის პა­ტა­რა ქა­ლაქ კლო­ტენ­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. სა­კუ­თა­რი სახ­ლის კარ­თან სას­ტი­კად მოკ­ლეს ვინ­მე პი­ტერ ნილ­სე­ნი. მკვლელ­მა მსხვერ­პლს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ცივი ია­რა­ღით, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლი­ცი­ამ შემ­თხვე­ვის ად­გილ­თან ახ­ლოს იპო­ვა.

ცივი ია­რა­ღი სუ­ვე­ნი­რუ­ლი დანა აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 54 შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ფრან­კი იყო.

მოკ­ლუ­ლის მე­ზო­ბელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც გერ­მა­ნუ­ლად ცუ­დად ლა­პა­რა­კობ­და, ჰკი­თხა, სად ცხოვ­რობ­და ნილ­სე­ნი.

ცხელ კვალ­ზე შე­ად­გი­ნეს ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ფო­ტო­რო­ბო­ტი, თუმ­ცა იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მკვლე­ლო­ბა პა­ტა­რა სო­ფელ­ში მოხ­და, სა­დაც სახ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლოს დგას, მკვლე­ლო­ბის მოწ­მის პოვ­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

დამ­ნა­შა­ვის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა მხო­ლოდ მას შემ­დეგ გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც პო­ლი­ცი­ამ მოკ­ლულ­ზე მო­ი­ძია ინ­ფორ­მა­ცია - პე­ტერ ნილ­სე­ნი სწო­რედ ის დის­პეტ­ჩე­რი იყო, რომ­ლის შეც­დო­მის გა­მოც ორი თვითმფრი­ნა­ვი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა...

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ვი­ტა­ლი კა­ლო­ე­ვი და­ა­კა­ვეს. შვე­ი­ცა­რი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ღა­მოს ყო­ფი­ლი დის­პეტ­ჩე­რის სახ­ლთან მი­ვი­და, და­რე­კა ზარი და რო­დე­საც მას­პინ­ძე­ლი კარ­თან გა­მო­ვი­და, კა­ლო­ევ­მა მას­თან სა­უ­ბა­რი სცა­და. ცოტა ხან­ში სა­უ­ბა­რი ჩხუბ­ში გა­და­ი­ზარ­და და კა­ლო­ევ­მა დანა ამო­ი­ღო. ბრალ­დე­ბულ­მა ნილ­სენს 12 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

და­ნა­შა­უ­ლის მი­ზე­ზე­ბი და მო­ტი­ვე­ბი, შვე­ი­ცა­რი­ე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის აზ­რით, შე­საძ­ლოა, პი­რა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა ყო­ფი­ლი­ყო. ბო­დე­ნის თავ­ზე მომ­ხდა­რი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის დროს კა­ლო­ე­ვის ცოლი და ორი­ვე შვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

„კარ­ზე და­ვა­კა­კუ­ნე, ვუ­თხა­რი ჩემი ვი­ნა­ო­ბა და მო­ვი­თხო­ვე, სახ­ლში შე­ვეშ­ვი, რა­ზეც უარი მი­თხრა და აგ­რე­სი­უ­ლი რე­აქ­ცია ჰქონ­და. მე გავ­ჩუმ­დი, ამო­ვი­ღე ჯი­ბი­დან ფოტო, სა­დაც ჩემი გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ და ვუ­თხა­რი, სუ­რა­თი ენა­ხა,“ - ამ­ბობს კა­ლო­ე­ვი ჩვე­ნე­ბა­ში და აღ­ნიშ­ნავს, რომ ამის შემ­დეგ არა­ფე­რი ახ­სოვს. არ­ქი­ტექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ ფიქ­რობს, რომ ნილ­სე­ნი მან მოკ­ლა, თუმ­ცა მომ­ხდა­რის გახ­სე­ნე­ბა არ შე­უძ­ლია.

შვე­ი­ცა­რი­ის პრო­კუ­რა­ტუ­რამ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის გან­ცხა­დე­ბა აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბად მი­იჩ­ნია. თუმ­ცა, ფაქ­ტე­ბის ნა­წი­ლი ბევრ კი­თხვას აჩენს - რა­ტომ წა­ვი­და კა­ლო­ე­ვი დის­პეტ­ჩე­რის მო­საკ­ლა­ვად დე­კო­რა­ტი­უ­ლი და­ნით? რა­ტომ ვერ მო­ა­ხერ­ხა ნილ­სენ­მა გამ­კლა­ვე­ბო­და თავ­დამ­სხმელს, ან შე­სუ­ლი­ყო სახ­ლში, ვიდ­რე მას და­ნით ბევრ ჭრი­ლო­ბას მი­ა­ყე­ნებ­დნენ?

...კა­ლო­ე­ვი, და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს. მკურ­ნა­ლო­ბის მთე­ლი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე არ­ცერ­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებ­და, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს სა­ჭი­რო მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბო­და. კა­ლო­ევ­მა კლი­ნი­კა­ში 1 წელი გა­ა­ტა­რა, თუმ­ცა მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ კვლავ ვე­რა­ფე­რი გა­იხ­სე­ნა და და­ნა­შა­უ­ლი სა­კუ­თარ თავ­ზე კვლავ არ აუ­ღია.

ვი­ტა­ლი კა­ლო­ე­ვის ტრა­გე­დია

არ­ქი­ტექ­ტო­რი თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნის ად­გილ­ზე პირ­ვე­ლი მი­ვი­და და მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად სურ­და თვითმფრი­ნა­ვის ნარ­ჩე­ნე­ბამ­დე მის­ვლა. მას შემ­დეგ, რაც გა­ირ­კვა, რომ ავი­ა­ლა­ი­ნერ­ში კა­ლო­ე­ვის მთე­ლი ოჯა­ხი იჯდა, მის­ცეს უფ­ლე­ბა, ახ­ლოს მი­სუ­ლი­ყო. ის დიდი ხანი და­დი­ო­და თვითმფრი­ნა­ვის ნარ­ჩე­ნებს შო­რის, ცდი­ლობ­და ცოლი და შვი­ლე­ბი ეპო­ვა. ბო­ლოს, ჩა­მო­ვარ­დნის ად­გი­ლი­დან სამი კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით უმ­ცრო­სი შვი­ლის მძი­ვი იპო­ვა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი თა­ვად დი­ა­ნაც. კა­ლო­ევ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა კონ­სტან­ტი­ნეს ცხე­და­რიც.

ვი­ტა­ლის ბოლო წუ­თამ­დე არ და­უ­ტო­ვე­ბია ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლი, სა­დაც მან არა მხო­ლოდ ოჯა­ხი, არა­მედ - მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­ტო­ვა...

გა­ნა­ჩე­ნი

2005 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს ვი­ტა­ლი კა­ლო­ე­ვის ის­ტო­რია ყვე­ლა ბეჭ­დურ გა­მო­ცე­მა­ში კი­დევ ერთხელ და­ი­ბეჭ­და. მას 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს.

ასეთ სას­ტიკ გა­ნა­ჩენს ბევ­რი არ ელო­და. კა­ლო­ევს ცი­ხე­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი წერ­და წე­რილს, უსურ­ვებ­დნენ, რომ სა­პყრო­ბი­ლე მალე და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. რამ­დე­ნი­მე მათ­გან­თან არ­ქი­ტექ­ტორს ხან­გრძლი­ვი მი­მო­წე­რაც ჰქონ­და, მათ შო­რის - ერთ-ერთ შვე­ი­ცა­რი­ელ ქალ­თან, რო­მე­ლიც პა­ტი­მარს ღია ბა­რა­თებს 2 წლის მან­ძილ­ზე უგ­ზავ­ნი­და.

ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა მო­ი­თხოვ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს კა­ლო­ე­ვის საქ­მე გა­და­ე­ხე­დათ. ისი­ნი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ საქ­მეს არ ჰყავ­და მოწ­მე და მხო­ლოდ ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო ნივთმტკი­ცე­ბის გამო 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ძა­ლი­ან მკაც­რი გა­ნა­ჩე­ნი იყო.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა

შვე­ი­ცა­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­პა­ტიმ­რე­ბი­დან 2 წლის შემ­დეგ კა­ლო­ე­ვი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ის სახ­ლში დაბ­რუნ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად სა­საფ­ლა­ო­ზე წა­ვი­და, სა­დაც დიდი ხნის მან­ძილ­ზე დას­ტი­რო­და ცოლ­სა და შვილს.

არ­ქი­ტე­ტორს, ბო­ლოს და ბო­ლოს, სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, მშვი­დად ესა­უბ­რა მომ­ხდარ­ზე. რო­გორც კა­ლო­ე­ვი ჰყვე­ბა, მან უარი თქვა ფუ­ლად კომ­პენ­სა­ცი­ა­ზე და კომ­პა­ნი­ის­გან მხო­ლოდ ბო­დი­შის მოხ­დას მო­ი­თხოვ­და. რად­გა­ნაც მათ არა­ნა­ი­რი სი­ნა­ნუ­ლი არ გა­მო­უ­ხა­ტავთ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­და­წყვი­ტა დის­პეტ­ჩე­რი პი­რა­დად ენა­ხა. ნილ­სე­ნი კი თავ­ხე­დუ­რად ესა­უბ­რა და ხე­ლი­დან გა­მოგ­ლი­ჯა გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლე­ბის სუ­რა­თი. რა მოხ­და შემ­დეგ, კა­ლო­ე­ვი კვლავ ვერ იხ­სე­ნებს...

სხვა ცხოვ­რე­ბა

სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ვი­ტა­ლი კა­ლო­ევს არ­ქი­ტექ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა შეს­თა­ვა­ზეს. ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და ყვე­ლა სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში. ყვე­ლა, ვი­საც კი კა­ლო­ევ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნია, მას კე­თილ და ყუ­რა­დღე­ბი­ან ადა­მი­ა­ნად ახა­სი­ა­თებს.

2014 წელს ის მე­ო­რედ და­ქორ­წინ­და. სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­ვის უზი­ა­რებს. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ კა­ლო­ე­ვი იმა­ვე სახ­ლში ცხოვ­რობს, სა­დაც წლე­ბის წინ პირ­ველ ცოლ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

მისი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მი „შე­დე­გი“ (Aftermath), სა­დაც ვი­ტა­ლი კა­ლო­ე­ვის როლს არ­ნოლდ შვარცნე­გე­რი ას­რუ­ლებს. ფილ­მის რე­ჟი­სო­რია ელი­ოტ ლეს­ტე­რი, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს, ასე­ვე, სკუტ მაკ­ნე­ი­რიმ, მეგი გრე­ის­მა და მარ­ტინ დო­ნო­ვან­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უცოდინარი
0

რაის ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, თუ თარგმნი საიდანღაც სტატიას - ტერმინები მაინც დაარედაქტირე. ქართული ჟურნალიზმი...

ნანა
5

კალოევმა მეორედ მშვენიერ ქალბატონზე იქორწინა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ასაკში იყო, ძალიან უნდოდათ შვილი ჰყოლოდათ და მოხდა საოცრება, ეყოლათ ორი ტყუპი, ბიჭი და გოგო ♥♥ 

ვიტალი კალოევი - ტრაგიკული ისტორია მამაზე, რომელიც მეუღლის და შვილების დაღუპვამ, მკვლელად აქცია

ვიტალი კალოევი - ტრაგიკული ისტორია მამაზე, რომელიც მეუღლის და შვილების დაღუპვამ, მკვლელად აქცია

ბოდენის ტბის თავზე მომხდარი ავიაკატასტროფიდან თითქმის 16 წელი გავიდა. ტრაგედიამ, რომელსაც 71 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ვიტალი კალოევის ოჯახის სამი წევრი შეიწირა. შემთხვევა 2002 წლის 1 ივლისს მოხდა.

ავიაკატასტროფის შემდეგ განვითარდა მოვლენები, რომლებმაც კალოევის შესახებ საზოგადოებრივი აზრი ორად გაჰყო - ნაწილი მას ცივსისხლიან მკვლელად მიიჩნევდა, რადგან ავიადისპეტჩერი ცოლ-შვილის თვალწინ მოკლა, ნაწილი კი მკვლელობას მისი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით ამართლებდა.

ბიოგრაფია

ვიტალი კალოევი 1956 წლის 15 იანვარს დაიბადა ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზი). მამა სკოლის მასწავლებელი იყო და ოსურ ენას ასწავლიდა. დედა საბავშვო ბაღის აღმზრდელი იყო. ვიტალი მრავალშვილიან ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო - მას ორი ძმა და სამი და ჰყავდა.

სკოლა მაღალ ნიშნებზე დაამთავრა და არქიტექტურული ხელოვნების შესწავლას შეუდგა. საბჭოთა კავშირის დაშლამდე არქიტექტორად მუშაობდა, 90-იანი წლების დასაწყისში კი საკუთარი სამშენებლო კოოპერატივი დააარსა. 1999 წლიდან ცხოვრობდა ესპანეთში, სადაც სახლებს აპროექტებდა.

კალოევის ოჯახი

არქიტექტორი 1991 წელს დაქორწინდა სვეტლანა გაგიევაზე. სვეტლანას ეკონომიკის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და წარმატებული კარიერის აწყობა მოახერხა. თავდაპირველად მუშაობა ბანკში, რიგით თანამშრომლად დაიწყო, შემდეგ კი განყოფილების ხელმძღვანელი გახდა.

1991 წლის 19 ნოემბერს ოჯახს პირველი შვილი შეეძინა, ბიჭს კონსტანტინე დაარქვეს. 1998 წლის 7 მარტს კი დიანა გაჩნდა.

საბედისწერო რეისი

ვიტალი კალოევს ოჯახის წევრები 9 თვის მანძილზე არ ჰყავდა ნანახი და მოუთმენლად ელოდა, როდის ჩაფრინდებოდნენ ისინი ესპანეთში. კალოევის საქმიანობა ბარსელონაში საკმაოდ წარმატებული იყო, ოჯახის წევრების ჩასვლამდე კი დაწყებული პროექტის ჩაბარებაც მოასწრო. სვეტლანამ ბილეთის ყიდვა მოსკოვში ვერ მოახერხა, ვიდრე „ბაშკირეთის ავიახაზების“ კუთვნილ თვითმფრინავში არ გამოჩნდა თავისუფალი ადგილები.

2002 წლის 2 ივლისს, გვიან ღამით, გერმანიის თავზე ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა - სამგზავრო "ტუ-154" და სატვირთო "ბოინგ 575“. გარდაიცვალა ორივე ავიალაინერის ეკიპაჟი, 71 ადამიანი - დაღუპულებს შორის იყო 52 ბავშვი, მათი უმეტესობა უფას ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც სასკოლო ოლიმპიადებში მოპოვებული წარმატების გამო საგზურებით დაასაჩუქრეს და ესპანეთში მიფრინავდნენ.

შეჯახება

ეს კატასტროფა 21-ე საუკუნის სამოქალაქო ავიაციაში ყველაზე საშინელი იყო. თვითმფრინავები ერთმანეთს გერმანიის საჰაერო სივრცეში შეეჯახნენ, ამიტომ გამოძიებას გერმანიის პროკურატურა და ფედერალური ბიურო აწარმოებდნენ. ავიაკატასტროფის მიზეზის დადგენას 2 წელი დასჭირდა. გამოძიებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ორი კითხვა - როგორ მიუახლოვდა ერთმანეთს ასე ახლოს ორი თვითმფრინავი და რატომ ვერ შეძლო გამაფრთხილებელმა სისტემამ კატასტროფის თავიდან არიდება. კომისიამ დაადგინა, რომ შეჯახება კომპანია „სკაიგაიდის“ დისპეტჩერის შეცდომა იყო, არასწორად იმოქმედა "ტუ-154"-ის ეკიპაჟმაც. მოგვიანებით, გამოძიებამ აჩვენა, რომ რუსი მფრინავი დამნაშავე არ იყო, ამიტომ მას ბრალეულობა მოეხსნა.

პიტერ ნილსენის მკვლელობა

2004 წლის 24 თებერვალს შვეიცარიის პატარა ქალაქ კლოტენში მკვლელობა მოხდა. საკუთარი სახლის კართან სასტიკად მოკლეს ვინმე პიტერ ნილსენი. მკვლელმა მსხვერპლს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ცივი იარაღით, რომელიც მოგვიანებით პოლიციამ შემთხვევის ადგილთან ახლოს იპოვა.

ცივი იარაღი სუვენირული დანა აღმოჩნდა, რომლის ღირებულება 54 შვეიცარიული ფრანკი იყო.

მოკლულის მეზობელმა განაცხადა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე ადამიანმა, რომელიც გერმანულად ცუდად ლაპარაკობდა, ჰკითხა, სად ცხოვრობდა ნილსენი.

ცხელ კვალზე შეადგინეს ეჭვმიტანილის ფოტორობოტი, თუმცა იმის მიუხედავად, რომ მკვლელობა პატარა სოფელში მოხდა, სადაც სახლები ერთმანეთთან ახლოს დგას, მკვლელობის მოწმის პოვნა ვერ მოხერხდა.

დამნაშავის ვინაობის დადგენა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პოლიციამ მოკლულზე მოიძია ინფორმაცია - პეტერ ნილსენი სწორედ ის დისპეტჩერი იყო, რომლის შეცდომის გამოც ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა...

სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქე ვიტალი კალოევი დააკავეს. შვეიცარიის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებით, ბრალდებული საღამოს ყოფილი დისპეტჩერის სახლთან მივიდა, დარეკა ზარი და როდესაც მასპინძელი კართან გამოვიდა, კალოევმა მასთან საუბარი სცადა. ცოტა ხანში საუბარი ჩხუბში გადაიზარდა და კალოევმა დანა ამოიღო. ბრალდებულმა ნილსენს 12 ჭრილობა მიაყენა.

დანაშაულის მიზეზები და მოტივები, შვეიცარიელი სამართალდამცველების აზრით, შესაძლოა, პირადი ანგარიშსწორება ყოფილიყო. ბოდენის თავზე მომხდარი ავიაკატასტროფის დროს კალოევის ცოლი და ორივე შვილი გარდაიცვალა.

„კარზე დავაკაკუნე, ვუთხარი ჩემი ვინაობა და მოვითხოვე, სახლში შევეშვი, რაზეც უარი მითხრა და აგრესიული რეაქცია ჰქონდა. მე გავჩუმდი, ამოვიღე ჯიბიდან ფოტო, სადაც ჩემი გარდაცვლილი ბავშვები იყვნენ და ვუთხარი, სურათი ენახა,“ - ამბობს კალოევი ჩვენებაში და აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ არაფერი ახსოვს. არქიტექტორი ამბობს, რომ მტკიცებულებების ნახვის შემდეგ ფიქრობს, რომ ნილსენი მან მოკლა, თუმცა მომხდარის გახსენება არ შეუძლია.

შვეიცარიის პროკურატურამ რუსეთის მოქალაქის განცხადება აღიარებით ჩვენებად მიიჩნია. თუმცა, ფაქტების ნაწილი ბევრ კითხვას აჩენს - რატომ წავიდა კალოევი დისპეტჩერის მოსაკლავად დეკორატიული დანით? რატომ ვერ მოახერხა ნილსენმა გამკლავებოდა თავდამსხმელს, ან შესულიყო სახლში, ვიდრე მას დანით ბევრ ჭრილობას მიაყენებდნენ?

...კალოევი, დაკავების შემდეგ, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. მკურნალობის მთელი პერიოდის მანძილზე არცერთი დამოუკიდებელი ექსპერტიზა არ ჩატარებულა, რომელიც დაადასტურებდა, რომ რუსეთის მოქალაქეს საჭირო მკურნალობა უტარდებოდა. კალოევმა კლინიკაში 1 წელი გაატარა, თუმცა მკვლელობის შესახებ კვლავ ვერაფერი გაიხსენა და დანაშაული საკუთარ თავზე კვლავ არ აუღია.

ვიტალი კალოევის ტრაგედია

არქიტექტორი თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე პირველი მივიდა და მაშველებთან ერთად სურდა თვითმფრინავის ნარჩენებამდე მისვლა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ავიალაინერში კალოევის მთელი ოჯახი იჯდა, მისცეს უფლება, ახლოს მისულიყო. ის დიდი ხანი დადიოდა თვითმფრინავის ნარჩენებს შორის, ცდილობდა ცოლი და შვილები ეპოვა. ბოლოს, ჩამოვარდნის ადგილიდან სამი კილომეტრის დაშორებით უმცროსი შვილის მძივი იპოვა, მოგვიანებით კი თავად დიანაც. კალოევმა აღმოაჩინა კონსტანტინეს ცხედარიც.

ვიტალის ბოლო წუთამდე არ დაუტოვებია ავიაკატასტროფის ადგილი, სადაც მან არა მხოლოდ ოჯახი, არამედ - მთელი ცხოვრება დატოვა...

განაჩენი

2005 წლის 26 ოქტომბერს ვიტალი კალოევის ისტორია ყველა ბეჭდურ გამოცემაში კიდევ ერთხელ დაიბეჭდა. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ასეთ სასტიკ განაჩენს ბევრი არ ელოდა. კალოევს ციხეში უამრავი ადამიანი წერდა წერილს, უსურვებდნენ, რომ საპყრობილე მალე დაეტოვებინა. რამდენიმე მათგანთან არქიტექტორს ხანგრძლივი მიმოწერაც ჰქონდა, მათ შორის - ერთ-ერთ შვეიცარიელ ქალთან, რომელიც პატიმარს ღია ბარათებს 2 წლის მანძილზე უგზავნიდა.

ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობა მოითხოვდა, სამართალდამცველებს კალოევის საქმე გადაეხედათ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ საქმეს არ ჰყავდა მოწმე და მხოლოდ ერთი უმნიშვნელო ნივთმტკიცების გამო 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალიან მკაცრი განაჩენი იყო.

გათავისუფლება

შვეიცარიის ხელისუფლებამ დაპატიმრებიდან 2 წლის შემდეგ კალოევი გაათავისუფლა. ის სახლში დაბრუნდა. თავდაპირველად სასაფლაოზე წავიდა, სადაც დიდი ხნის მანძილზე დასტიროდა ცოლსა და შვილს.

არქიტეტორს, ბოლოს და ბოლოს, საშუალება მიეცა, მშვიდად ესაუბრა მომხდარზე. როგორც კალოევი ჰყვება, მან უარი თქვა ფულად კომპენსაციაზე და კომპანიისგან მხოლოდ ბოდიშის მოხდას მოითხოვდა. რადგანაც მათ არანაირი სინანული არ გამოუხატავთ მომხდართან დაკავშირებით, გადაწყვიტა დისპეტჩერი პირადად ენახა. ნილსენი კი თავხედურად ესაუბრა და ხელიდან გამოგლიჯა გარდაცვლილი შვილების სურათი. რა მოხდა შემდეგ, კალოევი კვლავ ვერ იხსენებს...

სხვა ცხოვრება

სახლში დაბრუნების შემდეგ ვიტალი კალოევს არქიტექტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა შესთავაზეს. ის მონაწილეობას იღებდა ყველა საჯარო ღონისძიებაში. ყველა, ვისაც კი კალოევთან ურთიერთობა ჰქონია, მას კეთილ და ყურადღებიან ადამიანად ახასიათებს.

2014 წელს ის მეორედ დაქორწინდა. საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას არავის უზიარებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კალოევი იმავე სახლში ცხოვრობს, სადაც წლების წინ პირველ ცოლთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა.

მისი ცხოვრების შესახებ გადაღებულია ფილმი „შედეგი“ (Aftermath), სადაც ვიტალი კალოევის როლს არნოლდ შვარცნეგერი ასრულებს. ფილმის რეჟისორია ელიოტ ლესტერი, მასში მონაწილეობა მიიღეს, ასევე, სკუტ მაკნეირიმ, მეგი გრეისმა და მარტინ დონოვანმა.