პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
27 წლის ქართველი რეჟისორი, რომელმაც "არატრადიციული ქართული ფილმი" გადაიღო - ანა ურუშაძის "საშიში დედა"
27 წლის ქართველი რეჟისორი, რომელმაც "არატრადიციული ქართული ფილმი" გადაიღო - ანა ურუშაძის "საშიში დედა"

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­დე­საც რე­ჟი­სო­რი ზაზა ურუ­შა­ძე ფილმზე "მან­და­რი­ნე­ბი" მუ­შა­ობ­და, ინ­ტერ­ვი­უ­ში შვი­ლებ­ზე ვკი­თხე: რე­ჟი­სო­რო­ბა მა­თაც ხომ არ აინ­ტე­რე­სებთ-მეთ­ქი, "ანას უნდა, მაგ­რამ მე ეს დი­დად არ მომ­წონ­სო", - მი­პა­სუ­ხა თით­ქმის 5 წლის წინ...

ფაქ­ტია, ანა ურუ­შა­ძის სურ­ვილ­მა გა­ი­მარ­ჯვა, ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლას თავი და­ა­ნე­ბა და სა­რე­ჟი­სო­რო­ზე გა­აგ­რძე­ლა - ლე­ვან თუთ­ბე­რი­ძის ჯგუ­ფი და­ამ­თავ­რა. იმის გამო, რომ კი­ნოს გა­და­ღე­ბა ძა­ლი­ან უნ­დო­და, სცე­ნა­რებს წერ­და, კი­ნო­ცენ­ტრში შეჰ­ქონ­და, მაგ­რამ კონ­კურ­სში ვერ იმარ­ჯვებ­და. ბოლო სცე­ნარ­მა - "სა­ში­ში დედა" წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის ბედი აღარ გა­ი­ზი­ა­რა და ანამ ფილ­მის გა­და­ღე­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა. თა­ვი­დან რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ფილ­მი, ამა­ზე არ ფიქ­რობ­და, რად­გა­ნაც მი­აჩ­ნია, რომ ცუ­დია, როცა ადა­მი­ა­ნი წი­ნას­წარ გეგ­მავს და რა­ღა­ცებს წარ­მო­იდ­გენს. ამი­ტომ, არა­ფერ­ზე ფიქ­რობ­და გარ­და ერ­თი­სა - ემუ­შა­ვა და გა­და­ე­ღო კინო.

"თუ იმ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ხარ საქ­მე­ზე, მაქ­სი­მა­ლუ­რად აკე­თებ იმას, რაც შე­გიძ­ლია, შე­დეგს მი­ი­ღებ" - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა და უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რი.

"სა­ში­ში დედა" 27 წლის ანას სა­დე­ბი­უ­ტო სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ნა­მუ­შე­ვა­რია, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის მხარ­და­ჭე­რით შე­იქ­მნა. სუ­რათს არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის - "ოქ­როს ლე­ო­პარ­დი" (ლო­კარ­ნოს კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი), სა­რა­ე­ვოს კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის გრანპ­რი და Asia Pacific Screen AWARDS - "აზი­უ­რი ოს­კა­რი". "სა­ში­ში დედა" სა­ქარ­თვე­ლო­დან "ოს­კა­რის" ნო­მი­ნან­ტი ფილ­მიც გახ­და. "სა­ში­ში დედა" აკ­რძალ­ვებ­სა და სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე, მო­რა­ლურ ნორ­მებ­სა და სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე მოგ­ვი­თხრობს. 50 წლის ქალი - მა­ნა­ნა, ოჯა­ხის დედა, დი­ა­სახ­ლი­სი დი­ლე­მის წი­ნა­შე დგას, არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა უწევს ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­სა და დიდი ხნის ვნე­ბი­ან გა­ტა­ცე­ბას შო­რის. ცხოვ­რე­ბის აზრს წიგ­ნის წე­რა­ში პო­უ­ლობს.

"სა­ში­ში დედა" 29 მარ­ტი­დან სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში გა­მო­დის, ფილ­მის ოფი­ცი­ა­ლურ პრე­მი­ე­რამ­დე, მისი შე­ფა­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს მოგ­ვე­ცა. კი­ნო­თე­ატრ "ამი­რან­ში" სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა. პი­რა­დად მე კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი მა­ყუ­რებ­ლი გახ­ლდით, მაგ­რამ ანას ნა­ფიქ­რმა და ნა­მუ­შე­ვარ­მა მა­ჯო­ბა - შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გა­საკ­რი­ტი­კე­ბე­ლი ვე­რა­ფე­რი მო­ვუ­ძებ­ნე. ამას­თან, ვფიქ­რობ, რომ ეს არ არის ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი კინო და მო­აზ­როვ­ნე ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სორ­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით, ეს შეძ­ლო. მთა­ვარ როლს ფილმში ნატო მურ­ვა­ნი­ძე ას­რუ­ლებს, მას­თან ერ­თად, დიმა ტა­ტიშ­ვი­ლი, რა­მაზ იო­სე­ლი­ა­ნი, ავთო მა­ხა­რა­ძე.

ნატო მურ­ვა­ნი­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

"თა­ვი­დან, რო­დე­საც მა­სა­ლებს გა­ვე­ცა­ნი და ფიქ­რი და­ვი­წყე, ვის შე­იძ­ლე­ბო­და ჩემი პერ­სო­ნა­ჟი დამ­სგავ­სე­ბო­და, რითი შე­იძ­ლე­ბა მისი გამ­დიდ­რე­ბა. ჩემ­თვის და­მა­ტე­ბი­თი ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­რო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის "კურ­დღე­ლის" პერ­სო­ნა­ჟი ქალი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც გმი­რის შეკ­ვრა­ში ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. მა­ნა­ნა ქა­ლია, რო­მელ­საც ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, რა­ღაც სტრეს­მა ის გმი­რი და­ამ­სხვრია და გარ­დაქ­მნა ახალ პერ­სო­ნა­ჟად, ამის­კენ გა­რე­მო­ე­ბამ უბიძ­გა. მას ყვე­ლა შე­თხვე­ვა­ში თა­ნა­ვუგ­რძნობ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ვერ ვი­თა­მა­შებ­დი და მა­შინ მისი მსა­ჯუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი. ანას­თან მუ­შა­ო­ბა დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩვენ შო­რის ასაკ­ში გან­სხვა­ვე­ბაც. მისი სრუ­ლი­ად სხვა ხედ­ვა და რიტ­მი, ენერ­გე­ტი­კა - ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო აღ­მოჩ­ნდა. სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ამ პერ­სო­ნა­ჟის შექ­მნა­ში, რო­გორც რე­ჟი­სო­რი, და­მეხ­მა­რა.

ჯერ­ჯე­რო­ბით ახა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია და არ ვიცი, ეს როლი ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში რა ად­გილს და­ი­კა­ვებს. სა­ერ­თოდ, კი­ნო­პერ­სო­ნა­ჟე­ბის მი­მართ სხვა­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს - ვი­ნა­ი­დან ვი­ღებ და იქ მთავ­რდე­ბა. რა­ტომ­ღაც ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, თით­ქოს მე არ ვარ და გმი­რე­ბი თა­ვი­სით ცხოვ­რო­ბენ... იდე­ა­ლუ­რი ნა­მუ­შევ­რის­გან ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს, მა­შინ ეს იმას ნიშ­ნავს, რომ უნდა გა­ჩერ­დე და არა­ფე­რი აკე­თო. პარტნი­ო­რებ­შიც იღ­ბლი­ა­ნი ვარ, მყავ­და ისე­თი პარტნი­ო­რე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან: დიმა ტა­ტიშ­ვი­ლი, რა­მაზ იო­სე­ლი­ა­ნი, ავთო მა­ხა­რა­ძე, ჩემი შვი­ლე­ბი - ტასო ჭან­ტუ­რა­ია, ლაშა გა­ბუ­ნია, ასე­ვე ლილი და ნანა ხუ­რი­თე­ბი (მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეპი­ზო­დია ფილმში მათი გა­მო­ჩე­ნა)...

ანა ურუ­შა­ძე, რე­ჟი­სო­რი:

"სა­ნამ ამ ფილ­მის­თვის სცე­ნარს დავ­წერ­დი, მა­ნამ­დეც მქონ­და რამ­დე­ნი­მე სცე­ნა­რი, რომ­ლე­ბიც შემ­ქონ­და კი­ნო­ცენ­ტრში, მაგ­რამ კონ­კურ­სში ვერ გავ­დი­ო­დი. რო­გორც კი ვერ გავ­დი­ო­დი, სურ­ვი­ლი იქვე მიქ­რე­ბო­და. მაგ­რამ ამ ფილ­მის სცე­ნა­რის მოკ­ლე ვერ­სია (მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნის­თვის მქონ­და და­წე­რი­ლი) რომ ვერ გა­ვი­და, სურ­ვი­ლი არ გა­მიქ­რა, პი­რი­ქით, უფრო გა­ვაქ­ტი­ურ­დი, მუ­შა­ო­ბა გა­ვაძ­ლი­ე­რე. მერე ისე მოხ­და, რომ და­მა­ფი­ნან­სეს და გა­და­ვი­ღე. რა­ტომ "სა­ში­ში დედა"? რაც მო­მა­ფიქ­რდა, ეს იყო და ასე დარ­ჩა. ცოტა ირო­ნი­უ­ლი სა­ხე­ლია და ამი­ტომ დავ­ტო­ვე. ეს ფილ­მი მა­ყუ­რებ­ლის თვა­ლით თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მხო­ლოდ ერთხელ ვნა­ხე კი­ნო­თე­ატ­რში (მონ­ტა­ჟის პრო­ცესს არ ვგუ­ლის­ხმობ) და რო­გორც მა­ყუ­რე­ბელს მი­ჭირს შე­ფა­სე­ბა, სხვა დე­ტა­ლებ­ზე ვკონ­ცენ­ტრირ­დე­ბი და მი­ჭირს, რომ ერთი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აზრი გა­მიჩ­ნდეს.

- სცე­ნა­რის წერა რა­ტომ და­ი­წყე?

- ყვე­ლა­ფე­რი ალ­ბათ იქი­დან და­ი­წყო, რომ ერთი პე­რი­ო­დი დედა წერ­და და მიკ­ვირ­და, რად­გა­ნაც ფსი­ქო­ლო­გია. თით­ქოს ფსი­ქო­ლოგს არ შე­იძ­ლე­ბო­და, რომ ეწე­რა. მერე ამა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად დავ­ფიქ­რდი.

- რო­გორ გგო­ნია, ფილ­მს რო­გორ მი­ი­ღებს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა?

- არ ვიცი... თუმ­ცა რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე - ზოგს მო­ე­წო­ნე­ბა და ზოგს – არა.

- მსა­ხი­ო­ბე­ბი რო­გორ შე­არ­ჩიე?

- ნა­ტოს დიდი ხა­ნია, ვიც­ნობ, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბია. მუ­შა­ო­ბას რომ ვი­წყებ­დი, მა­შინ­ვე ნატო გა­მახ­სენ­და. დიმა ტა­ტიშ­ვი­ლი კი ასე აღ­მო­ვა­ჩი­ნე - მა­მა­ჩემ­თან გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ფო­ტოგ­რა­ფად ვმუ­შა­ობ­დი. იმ ფილმში დიმა და ნატო იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი, კადრში ერ­თად რომ და­ვი­ნა­ხე, იდეა გა­მიჩ­ნდა, რომ ცოლ-ქმრის როლს ისი­ნი ითა­მა­შებ­დნენ. რა­მაზ იო­სე­ლი­ა­ნის ფოტო რომ ვნა­ხე, გან­წყო­ბა მო­ვი­და, რა­ღაც­ნა­ი­რად ვიგ­რძე­ნი და მივ­ხვდი, რომ ის შექ­მნი­და იმ პერ­სო­ნაჟს, რო­მე­ლიც შექ­მნა. სა­შინ­ლად გა­მი­მარ­თლა, რომ ასე­თი კარ­გი მსა­ხი­ო­ბე­ბი დამ­თან­ხმდნენ. მად­ლო­ბა გე­ნი­ა­ლურ მსა­ხი­ობ ავთო მა­ხა­რა­ძეს.

- რომ არ ყო­ფი­ლი­ყა­ვი რე­ჟი­სო­რის შვი­ლი, ფილ­მს თუ გა­და­ი­ღებ­დი?

- წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს. ფაქ­ტია, რომ რე­ჟი­სო­რო­ბა ძა­ლი­ან ად­რე­უ­ლი წლე­ბი­დან მინ­დო­და. ზა­ზას ახლა მგო­ნი, ჩემ­ზე მე­ტად უხა­რია, თუმ­ცა მა­ნამ­დე არ იყო ასე გან­წყო­ბი­ლი. მოკ­ლედ, გა­და­ღე­ბას ისევ ვა­პი­რებ, გა­და­სა­ღე­ბი მო­ე­და­ნი და პრო­ცე­სი მო­მე­ნატ­რა.

დიმა ტა­ტიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

"სცე­ნარს რომ გა­ვე­ცა­ნით, თა­ვი­დან­ვე ვთქვით, რომ ეს არ არის ქარ­თუ­ლი სცე­ნა­რი და სუ­რა­თიც არ არის ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მი. ამი­ტომ მო­მე­წო­ნა და დავ­თან­ხმდი, სა­ნამ ამ ფილმზე მუ­შა­ო­ბას და­ვი­წყებ­დი, არც ისე დიდი ხანი იყო გა­სუ­ლი, რაც სხვა ფილმზე მქონ­და მუ­შა­ო­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ანრი ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რო­ლია, კარ­დი­ნა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი უნდა მე­თა­მა­შა. წინა ფილმში ნა­თა­მა­შე­ვი­დან უნდა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და ცოტა სხვა, ახა­ლი რა­ღაც შე­მექ­მნა. ამას­თან, მა­სა­ლას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რას თა­მა­შობ. თუ რო­გორ თა­მა­შობ, ამა­ში გა­მოც­დი­ლე­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი გეხ­მა­რე­ბა. რო­დე­საც გადსა­ღებ მო­ე­დან­ზე მუ­შა­ობ, სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ მომ­თხოვ­ნი ხარ. ანას ეს­მო­და ჩვე­ნი, ჩვენ - მისი.

ლაშა ხალ­ვა­ში, ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რი:

- ფილ­მი არის ქარ­თულ-ეს­ტო­ნუ­რი კოპ­რო­დუქ­ცი­აა. ამ­ჟა­მად სე­რი­ო­ზულ სა­ფეს­ტი­ვა­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბა­შია, უკვე 50-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში იყო, ყველ­გან სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ბის პრი­ზი მო­ი­პო­ვა. 2018 წლის გან­რი­გი ბო­ლომ­დეა შევ­სე­ბუ­ლი და 2019-შიც გვაქვს ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, სა­დაც ფილ­მს ელო­დე­ბი­ან. სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თულ კი­ნოს ძა­ლი­ან და­ბა­ლი ბი­უ­ჯე­ტი აქვს. 300 000 ლარი იყო კი­ნო­ცენ­ტრის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა, შე­სა­ბა­მი­სად, ბევრ რა­მე­ზე უა­რის თქმა მოგ­ვიხ­და, უფრო ნაკ­ლე­ბი ჯგუ­ფით მუ­შა­ო­ბა. ეს­ტო­ნე­თის­გან მი­ვი­ღეთ კოპ­რო­დუქ­ცი­ის სერ­ვი­სი, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით, 80 000 ევრო იყო.

ერთ ეპი­ზოდს გა­ვიხ­სე­ნებ, როცა სა­რა­ე­ვოს კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე, ფილმმა გრანპ­რი მო­ი­პო­ვა, ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე, ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი მი­ხე­ილ ფრან­კო ჩვენ­თან მო­ვი­და და გვი­თხრა: ფილ­მი რომ და­ი­წყო, კრი­ტი­კუ­ლად ვუ­ყუ­რებ­დი, თქვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი ზღვარ­ზე გა­დი­ო­და, მე­გო­ნა, ახლა გა­უ­ფუჭ­დე­ბათ საქ­მე და ახლა გა­უ­ფუჭ­დე­ბათ-მეთ­ქი. ისე დამ­თავ­რდა, არა­ფე­რი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლა. ნაკ­ლი ვერ ვუ­პო­ვე, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნაო. რთუ­ლი იყო იმ ბა­ლან­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რაც ანამ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით შეძ­ლო. თქვე­ნი ფილ­მი სა­უ­კე­თე­სო­აო".

ავტორი:

27 წლის ქართველი რეჟისორი, რომელმაც "არატრადიციული ქართული ფილმი" გადაიღო - ანა ურუშაძის "საშიში დედა"

27 წლის ქართველი რეჟისორი, რომელმაც "არატრადიციული ქართული ფილმი" გადაიღო - ანა ურუშაძის "საშიში დედა"

რამდენიმე წლის წინ, როდესაც რეჟისორი ზაზა ურუშაძე ფილმზე "მანდარინები" მუშაობდა, ინტერვიუში შვილებზე ვკითხე: რეჟისორობა მათაც ხომ არ აინტერესებთ-მეთქი, "ანას უნდა, მაგრამ მე ეს დიდად არ მომწონსო", - მიპასუხა თითქმის 5 წლის წინ...

ფაქტია, ანა ურუშაძის სურვილმა გაიმარჯვა, ბიზნესის მიმართულებით სწავლას თავი დაანება და სარეჟისოროზე გააგრძელა - ლევან თუთბერიძის ჯგუფი დაამთავრა. იმის გამო, რომ კინოს გადაღება ძალიან უნდოდა, სცენარებს წერდა, კინოცენტრში შეჰქონდა, მაგრამ კონკურსში ვერ იმარჯვებდა. ბოლო სცენარმა - "საშიში დედა" წინამორბედების ბედი აღარ გაიზიარა და ანამ ფილმის გადაღების უფლება მოიპოვა. თავიდან როგორი იქნებოდა ფილმი, ამაზე არ ფიქრობდა, რადგანაც მიაჩნია, რომ ცუდია, როცა ადამიანი წინასწარ გეგმავს და რაღაცებს წარმოიდგენს. ამიტომ, არაფერზე ფიქრობდა გარდა ერთისა - ემუშავა და გადაეღო კინო.

"თუ იმ კონკრეტულ მომენტში კონცენტრირებული ხარ საქმეზე, მაქსიმალურად აკეთებ იმას, რაც შეგიძლია, შედეგს მიიღებ" - ამბობს ახალგაზრდა და უკვე წარმატებული რეჟისორი.

"საშიში დედა" 27 წლის ანას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. სურათს არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის - "ოქროს ლეოპარდი" (ლოკარნოს კინოფესტივალი), სარაევოს კინოფესტივალის გრანპრი და Asia Pacific Screen AWARDS - "აზიური ოსკარი". "საშიში დედა" საქართველოდან "ოსკარის" ნომინანტი ფილმიც გახდა. "საშიში დედა" აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს. 50 წლის ქალი - მანანა, ოჯახის დედა, დიასახლისი დილემის წინაშე დგას, არჩევანის გაკეთება უწევს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. ცხოვრების აზრს წიგნის წერაში პოულობს.

"საშიში დედა" 29 მარტიდან საქართველოს კინოთეატრებში გამოდის, ფილმის ოფიციალურ პრემიერამდე, მისი შეფასების შესაძლებლობა მედიის წარმომადგენლებს მოგვეცა. კინოთეატრ "ამირანში" სპეციალური ჩვენება გაიმართა. პირადად მე კრიტიკულად განწყობილი მაყურებლი გახლდით, მაგრამ ანას ნაფიქრმა და ნამუშევარმა მაჯობა - შეიძლება ითქვას, გასაკრიტიკებელი ვერაფერი მოვუძებნე. ამასთან, ვფიქრობ, რომ ეს არ არის ტრადიციული ქართული კინო და მოაზროვნე ახალგაზრდა რეჟისორმა არაჩვეულებრივი მსახიობების დახმარებით, ეს შეძლო. მთავარ როლს ფილმში ნატო მურვანიძე ასრულებს, მასთან ერთად, დიმა ტატიშვილი, რამაზ იოსელიანი, ავთო მახარაძე.

ნატო მურვანიძე, მსახიობი:

"თავიდან, როდესაც მასალებს გავეცანი და ფიქრი დავიწყე, ვის შეიძლებოდა ჩემი პერსონაჟი დამსგავსებოდა, რითი შეიძლება მისი გამდიდრება. ჩემთვის დამატებითი ინსპირაციის წყარო ჯავახიშვილის "კურდღელის" პერსონაჟი ქალი აღმოჩნდა, რომელიც გმირის შეკვრაში ძალიან დამეხმარა. მანანა ქალია, რომელსაც ბავშვობიდან მოყოლებული, პრობლემები ჰქონდა, ერთ მშვენიერ დღეს, რაღაც სტრესმა ის გმირი დაამსხვრია და გარდაქმნა ახალ პერსონაჟად, ამისკენ გარემოებამ უბიძგა. მას ყველა შეთხვევაში თანავუგრძნობ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ ვითამაშებდი და მაშინ მისი მსაჯული ვიქნებოდი. ანასთან მუშაობა დიდი სიამოვნება იყო. მნიშვნელოვანი იყო ჩვენ შორის ასაკში განსხვავებაც. მისი სრულიად სხვა ხედვა და რიტმი, ენერგეტიკა - ყველაფერი ჩემთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. საინტერესო ადამიანია, რომელიც ამ პერსონაჟის შექმნაში, როგორც რეჟისორი, დამეხმარა.

ჯერჯერობით ახალი ნამუშევარია და არ ვიცი, ეს როლი ჩემს შემოქმედებაში რა ადგილს დაიკავებს. საერთოდ, კინოპერსონაჟების მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს - ვინაიდან ვიღებ და იქ მთავრდება. რატომღაც ისეთი დამოკიდებულება მაქვს, თითქოს მე არ ვარ და გმირები თავისით ცხოვრობენ... იდეალური ნამუშევრისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გაჩერდე და არაფერი აკეთო. პარტნიორებშიც იღბლიანი ვარ, მყავდა ისეთი პარტნიორები, როგორებიც არიან: დიმა ტატიშვილი, რამაზ იოსელიანი, ავთო მახარაძე, ჩემი შვილები - ტასო ჭანტურაია, ლაშა გაბუნია, ასევე ლილი და ნანა ხურითები (მნიშვნელოვანი ეპიზოდია ფილმში მათი გამოჩენა)...

ანა ურუშაძე, რეჟისორი:

"სანამ ამ ფილმისთვის სცენარს დავწერდი, მანამდეც მქონდა რამდენიმე სცენარი, რომლებიც შემქონდა კინოცენტრში, მაგრამ კონკურსში ვერ გავდიოდი. როგორც კი ვერ გავდიოდი, სურვილი იქვე მიქრებოდა. მაგრამ ამ ფილმის სცენარის მოკლე ვერსია (მოკლემეტრაჟიანისთვის მქონდა დაწერილი) რომ ვერ გავიდა, სურვილი არ გამიქრა, პირიქით, უფრო გავაქტიურდი, მუშაობა გავაძლიერე. მერე ისე მოხდა, რომ დამაფინანსეს და გადავიღე. რატომ "საშიში დედა"? რაც მომაფიქრდა, ეს იყო და ასე დარჩა. ცოტა ირონიული სახელია და ამიტომ დავტოვე. ეს ფილმი მაყურებლის თვალით თავიდან ბოლომდე მხოლოდ ერთხელ ვნახე კინოთეატრში (მონტაჟის პროცესს არ ვგულისხმობ) და როგორც მაყურებელს მიჭირს შეფასება, სხვა დეტალებზე ვკონცენტრირდები და მიჭირს, რომ ერთი ჩამოყალიბებული აზრი გამიჩნდეს.

- სცენარის წერა რატომ დაიწყე?

- ყველაფერი ალბათ იქიდან დაიწყო, რომ ერთი პერიოდი დედა წერდა და მიკვირდა, რადგანაც ფსიქოლოგია. თითქოს ფსიქოლოგს არ შეიძლებოდა, რომ ეწერა. მერე ამაზე სერიოზულად დავფიქრდი.

- როგორ გგონია, ფილმს როგორ მიიღებს ქართული საზოგადოება?

- არ ვიცი... თუმცა როგორც ხდება ხოლმე - ზოგს მოეწონება და ზოგს – არა.

- მსახიობები როგორ შეარჩიე?

- ნატოს დიდი ხანია, ვიცნობ, ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია. მუშაობას რომ ვიწყებდი, მაშინვე ნატო გამახსენდა. დიმა ტატიშვილი კი ასე აღმოვაჩინე - მამაჩემთან გადასაღებ მოედანზე ფოტოგრაფად ვმუშაობდი. იმ ფილმში დიმა და ნატო იყვნენ დაკავებული, კადრში ერთად რომ დავინახე, იდეა გამიჩნდა, რომ ცოლ-ქმრის როლს ისინი ითამაშებდნენ. რამაზ იოსელიანის ფოტო რომ ვნახე, განწყობა მოვიდა, რაღაცნაირად ვიგრძენი და მივხვდი, რომ ის შექმნიდა იმ პერსონაჟს, რომელიც შექმნა. საშინლად გამიმართლა, რომ ასეთი კარგი მსახიობები დამთანხმდნენ. მადლობა გენიალურ მსახიობ ავთო მახარაძეს.

- რომ არ ყოფილიყავი რეჟისორის შვილი, ფილმს თუ გადაიღებდი?

- წარმოდგენა არ აქვს. ფაქტია, რომ რეჟისორობა ძალიან ადრეული წლებიდან მინდოდა. ზაზას ახლა მგონი, ჩემზე მეტად უხარია, თუმცა მანამდე არ იყო ასე განწყობილი. მოკლედ, გადაღებას ისევ ვაპირებ, გადასაღები მოედანი და პროცესი მომენატრა.

დიმა ტატიშვილი, მსახიობი:

"სცენარს რომ გავეცანით, თავიდანვე ვთქვით, რომ ეს არ არის ქართული სცენარი და სურათიც არ არის ტრადიციული ქართული ფილმი. ამიტომ მომეწონა და დავთანხმდი, სანამ ამ ფილმზე მუშაობას დავიწყებდი, არც ისე დიდი ხანი იყო გასული, რაც სხვა ფილმზე მქონდა მუშაობა დასრულებული. ანრი ჩემთვის აბსოლუტურად განსხვავებული როლია, კარდინალურად განსხვავებული ადამიანი უნდა მეთამაშა. წინა ფილმში ნათამაშევიდან უნდა გამოვსულიყავი და ცოტა სხვა, ახალი რაღაც შემექმნა. ამასთან, მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს, რას თამაშობ. თუ როგორ თამაშობ, ამაში გამოცდილება და პროფესიონალიზმი გეხმარება. როდესაც გადსაღებ მოედანზე მუშაობ, საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი ხარ. ანას ესმოდა ჩვენი, ჩვენ - მისი.

ლაშა ხალვაში, ფილმის პროდიუსერი:

- ფილმი არის ქართულ-ესტონური კოპროდუქციაა. ამჟამად სერიოზულ საფესტივალო მოგზაურობაშია, უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში იყო, ყველგან სხვადასხვა მნიშვნელობის პრიზი მოიპოვა. 2018 წლის განრიგი ბოლომდეა შევსებული და 2019-შიც გვაქვს ფესტივალები, სადაც ფილმს ელოდებიან. სამწუხაროდ, ქართულ კინოს ძალიან დაბალი ბიუჯეტი აქვს. 300 000 ლარი იყო კინოცენტრის მიერ გამოყოფილი თანხა, შესაბამისად, ბევრ რამეზე უარის თქმა მოგვიხდა, უფრო ნაკლები ჯგუფით მუშაობა. ესტონეთისგან მივიღეთ კოპროდუქციის სერვისი, რომელიც დაახლოებით, 80 000 ევრო იყო.

ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, როცა სარაევოს კინოფესტივალზე, ფილმმა გრანპრი მოიპოვა, ჟიურის თავმჯდომარე, ცნობილი რეჟისორი მიხეილ ფრანკო ჩვენთან მოვიდა და გვითხრა: ფილმი რომ დაიწყო, კრიტიკულად ვუყურებდი, თქვენი ნამუშევარი ზღვარზე გადიოდა, მეგონა, ახლა გაუფუჭდებათ საქმე და ახლა გაუფუჭდებათ-მეთქი. ისე დამთავრდა, არაფერი გაფუჭებულა. ნაკლი ვერ ვუპოვე, ძალიან მომეწონაო. რთული იყო იმ ბალანსის შენარჩუნება, რაც ანამ, არაჩვეულებრივი მსახიობების დახმარებით შეძლო. თქვენი ფილმი საუკეთესოაო".

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს