კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძღოლმა, რომელმაც გუშინ ერთი სიკვდილი გაიარა, სამი თვის წინ შვილი დაასაფლავა" - რას წერს მინისტრი წყნეთში მომხდარ ავარიაზე
"მძღოლმა, რომელმაც გუშინ ერთი სიკვდილი გაიარა, სამი თვის წინ შვილი დაასაფლავა" - რას წერს მინისტრი წყნეთში მომხდარ ავარიაზე

შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ქეთი ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი წყნეთ­ში, 26 მარტს მომ­ხდარ ავა­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუქ­ზე" პოსტს აქ­ვეყ­ნებს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარ­დი, რო­მელ­საც მისი უწყე­ბის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა ამ დრო­ის­თვის კარ­გა­დაა და უკვე სა­ა­ვად­მყო­ფო­და­ნაც გა­წე­რეს.

"მად­ლო­ბა უფალს, ბავ­შვი კარ­გა­დაა, ყვე­ლა გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს და სა­ა­ვად­მყო­ფო­დან დღეს გა­მო­წე­რეს.

შემ­თხვე­ვის­გან არა­ვინ არის და­ზღვე­უ­ლი მა­ში­ნაც, როცა მოძ­რა­ო­ბის წე­სებს არ არ­ღვევს. თუმ­ცა, ამას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან სხვა შემ­თხვე­ვა­ში მძღოლს, შე­საძ­ლოა, რე­ა­გი­რე­ბაც ვერ მო­ეს­წრო ასე­თი ინ­ცი­დენ­ტი­სას და არც მინ­და ვი­ფიქ­რო შე­საძ­ლო შე­დეგ­ზე. მად­ლო­ბა ღმერ­თს!

ახლა გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, არის ბევ­რი მოწ­მე და თვითმხილ­ვე­ლიც და ყვე­ლა­ფერს იტყვი­ან. ამი­ტომ ამა­ზე მე არა­ფერს ვი­ტყვი. მძღო­ლი, რა თქმა უნდა, გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს და ეს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გუ­შინ ერთი სიკ­ვდი­ლი გა­ი­ა­რა, სამი თვის წინ სა­კუ­თა­რი შვი­ლი და­ა­საფ­ლა­ვა, დღეს ბედ­ნი­ე­რია იმით, რომ ეს პა­ტა­რა ბიჭი კარ­გად არის და უკვე სახ­ლშია. ეს არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი" - წერს ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, ავა­რია იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც მო­ზარ­დი გა­ჩე­რე­ბუ­ლი ავ­ტო­ბუ­სის უკა­ნა მხრი­დან გა­მო­ვარ­და.

"კი­დევ კარ­გი ნელა მოვ­დი­ო­დით. ძლივს მო­ას­წრო მძღოლ­მა რე­ა­გი­რე­ბა და და­მუხ­რუ­ჭე­ბა. ბავ­შვი მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქად და­შავ­და" - წერს მი­ნის­ტრი "ფე­ის­ბუქ­ზე".

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გუ­შინ შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის ავ­ტო­მან­ქა­ნა 12 წლის მო­ზარდს წყნეთ­ში, სკო­ლის მიმ­დე­ბა­რედ და­ე­ჯა­ხა. შსს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მძღოლმა, რომელმაც გუშინ ერთი სიკვდილი გაიარა, სამი თვის წინ შვილი დაასაფლავა" - რას წერს მინისტრი წყნეთში მომხდარ ავარიაზე

"მძღოლმა, რომელმაც გუშინ ერთი სიკვდილი გაიარა, სამი თვის წინ შვილი დაასაფლავა" - რას წერს მინისტრი წყნეთში მომხდარ ავარიაზე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთი ციხელაშვილი წყნეთში, 26 მარტს მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, მოზარდი, რომელსაც მისი უწყების კუთვნილი ავტომობილი დაეჯახა ამ დროისთვის კარგადაა და უკვე საავადმყოფოდანაც გაწერეს.

"მადლობა უფალს, ბავშვი კარგადაა, ყველა გამოკვლევა ჩაატარეს და საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს.

შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული მაშინაც, როცა მოძრაობის წესებს არ არღვევს. თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სხვა შემთხვევაში მძღოლს, შესაძლოა, რეაგირებაც ვერ მოესწრო ასეთი ინციდენტისას და არც მინდა ვიფიქრო შესაძლო შედეგზე. მადლობა ღმერთს!

ახლა გამოძიება მიმდინარეობს, არის ბევრი მოწმე და თვითმხილველიც და ყველაფერს იტყვიან. ამიტომ ამაზე მე არაფერს ვიტყვი. მძღოლი, რა თქმა უნდა, გამოძიებასთან თანამშრომლობს და ეს ადამიანი, რომელმაც გუშინ ერთი სიკვდილი გაიარა, სამი თვის წინ საკუთარი შვილი დაასაფლავა, დღეს ბედნიერია იმით, რომ ეს პატარა ბიჭი კარგად არის და უკვე სახლშია. ეს არის ყველაზე მთავარი" - წერს ციხელაშვილი.

მინისტრის ინფორმაციითვე, ავარია იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი გაჩერებული ავტობუსის უკანა მხრიდან გამოვარდა.

"კიდევ კარგი ნელა მოვდიოდით. ძლივს მოასწრო მძღოლმა რეაგირება და დამუხრუჭება. ბავშვი მხოლოდ მსუბუქად დაშავდა" - წერს მინისტრი "ფეისბუქზე".

როგორც ცნობილია, გუშინ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ავტომანქანა 12 წლის მოზარდს წყნეთში, სკოლის მიმდებარედ დაეჯახა. შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს