პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დაემშვიდობა პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომელ ქალებს - ფოტოები "ფეისბუქიდან"
როგორ დაემშვიდობა პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომელ ქალებს - ფოტოები "ფეისბუქიდან"

"ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თქვენ გყავთ ოჯა­ხე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ქალ­ბა­ტო­ნებს ეხე­ბა ეს და იმ ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნი­ის ფონ­ზე, მე ვერ მივ­ცემ თავს უფ­ლე­ბას, რომ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით თქვენს ოჯახ­ში თუნ­დაც ერთი კი­თხვა მა­ინც და­ის­ვას" - ამ სი­ტყვე­ბით და­ემ­შვი­დო­ბა თა­ნამ­შრომ­ლებს სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უკვე ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე პა­პუ­ნა უგ­რე­ხე­ლი­ძე. სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას უგ­რე­ხე­ლი­ძემ ყუ­რა­დღე­ბა მის ირ­გვლის გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე "ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარ­ში შე­ზღუ­დუ­ლია და სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბას თა­ვი­სუ­ფა­ლი უფრო შეძ­ლებს".

ნა­ხეთ ვი­დე­ო­კად­რე­ბი

აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რა­ზე უგ­რე­ხე­ლი­ძემ კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ის მის თა­ნამ­შრო­მელ ქალს სექ­სუ­ა­ლუ­რად ავიწ­რო­ვებ­და, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და ეს სპე­ცი­ა­ლუ­რად წა­მო­წყე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­აა.

"ყვე­ლამ კარ­გად იცით რე­ა­ლუ­რად რა გაჟ­ღერ­და მე­დი­ა­ში და რა მოხ­და. ამ ყვე­ლა­ფერ­მა ისე­თი სახე მი­ი­ღო... იმ­დე­ნად ბინ­ძუ­რი და ჭუ­ჭყი­ა­ნი კამ­პა­ნი­აა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე შე­ზღუ­დუ­ლია და მის­თვის ყვე­ლაფ­რის თქმა შე­უძ­ლე­ბე­ლია. იმის­თვის, რომ მე ჩემი სი­მარ­თლე და­ვამ­ტკი­ცო, მჭირ­დე­ბა ვიყო თა­ვი­სუ­ფა­ლი. ასე­ვე, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თქვენ გყავთ ოჯა­ხე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ქალ­ბა­ტო­ნებს ეხე­ბა ეს და იმ ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნი­ის ფონ­ზე, მე ვერ მივ­ცემ თავს უფ­ლე­ბას, რომ თუნ­დაც ერთი კი­თხვა მა­ინც და­ის­ვას თქვენს ოჯახ­ში ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე მე მყავს ოჯა­ხი, 18 წლის შვი­ლი და უნდა გა­ვუფრ­თხილ­დე მის ფსი­ქი­კას", - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­ნა უგ­რე­ხე­ლი­ძემ.

თა­ნამ­შრომ­ლებ­თან დამ­შვი­დო­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი პა­პუ­ნა უგ­რე­ხე­ლი­ძის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გავ­რცელ­და.

ცნო­ბის­თვის, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, პა­პუ­ნა უგ­რე­ხე­ლი­ძეს სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ.

წა­ი­კი­თხეთ: "ციყ­ვე­ბი­ა­ნი ტორ­ტი სექ­სუ­ა­ლურ ჭრილ­ში წარ­მო­ა­ჩი­ნა" - უგ­რე­ხე­ლი­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მი­დის და სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

როგორ დაემშვიდობა პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომელ ქალებს - ფოტოები "ფეისბუქიდან"

როგორ დაემშვიდობა პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომელ ქალებს - ფოტოები "ფეისბუქიდან"

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გყავთ ოჯახები, განსაკუთრებით ქალბატონებს ეხება ეს და იმ ბინძური კამპანიის ფონზე, მე ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ ამ თემასთან დაკავშირებით თქვენს ოჯახში თუნდაც ერთი კითხვა მაინც დაისვას" - ამ სიტყვებით დაემშვიდობა თანამშრომლებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე. სიტყვით გამოსვლისას უგრეხელიძემ ყურადღება მის ირგვლის განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ საჯარო მოხელე "ხმამაღლა საუბარში შეზღუდულია და სიმართლის დამტკიცებას თავისუფალი უფრო შეძლებს".

ნახეთ ვიდეოკადრები

აღნიშნულ შეხვედრაზე უგრეხელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ის მის თანამშრომელ ქალს სექსუალურად ავიწროვებდა, სიმართლეს არ შეესაბამება და ეს სპეციალურად წამოწყებული კამპანიაა.

"ყველამ კარგად იცით რეალურად რა გაჟღერდა მედიაში და რა მოხდა. ამ ყველაფერმა ისეთი სახე მიიღო... იმდენად ბინძური და ჭუჭყიანი კამპანიაა. სამწუხაროდ, საჯარო მოხელე შეზღუდულია და მისთვის ყველაფრის თქმა შეუძლებელია. იმისთვის, რომ მე ჩემი სიმართლე დავამტკიცო, მჭირდება ვიყო თავისუფალი. ასევე, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გყავთ ოჯახები, განსაკუთრებით ქალბატონებს ეხება ეს და იმ ბინძური კამპანიის ფონზე, მე ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ თუნდაც ერთი კითხვა მაინც დაისვას თქვენს ოჯახში ამ თემასთან დაკავშირებით. ასევე მე მყავს ოჯახი, 18 წლის შვილი და უნდა გავუფრთხილდე მის ფსიქიკას", - განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ.

თანამშრომლებთან დამშვიდობების ამსახველი ფოტოები პაპუნა უგრეხელიძის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ.

წაიკითხეთ: "ციყვებიანი ტორტი სექსუალურ ჭრილში წარმოაჩინა" - უგრეხელიძე თანამდებობიდან მიდის და სასამართლოში ჩივის

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ