საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მილიონერი, რომელიც წყნეთში სასახლეს აშენებს
ვინ არის მილიონერი, რომელიც წყნეთში სასახლეს აშენებს

ორი დღეა მით­ქმა-მოთ­ქმა არ წყდე­ბა წყნეთ­ში მშე­ნე­ბა­რე მას­შტა­ბუ­რი სა­სახ­ლის თა­ო­ბა­ზე. რო­გორც გა­ირ­კვა, მისი ფარ­თო­ბი 1 850 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია და მას სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "ანა­გი" კერ­ძო, ფი­ზი­კუ­რი პი­რის დაკ­ვე­თით ას­რუ­ლებს. რო­გორც კომ­პა­ნი­ის ვებ-გვერ­დზეა აღ­ნიშ­ნუ­ლი, მშე­ნებ­ლო­ბა 2017 წლის აგ­ვის­ტო­ში და­ი­წყო და დას­რულ­დე­ბა 2018 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ნო­ლი­თუ­რი რკი­ნა­ბე­ტო­ნის მზი­დი კარ­კა­სის მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

ვინ არის სა­სახ­ლის მე­პატ­რო­ნე? - თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ით­ქმო­და ვა­რა­უ­დი, რომ ის შე­საძ­ლოა ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, შაქ­რო კა­ლა­შო­ვის კუთ­ვნი­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მშე­ნე­ბა­რე სა­სახ­ლის მე­პატ­რო­ნე ბიზ­ნეს­მე­ნი თა­მაზ სომ­ხიშ­ვი­ლია.

2017 წლის მა­ის­ში Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და წყნე­თის სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კე­ბის ბე­დით. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2016 წლის 27 ოქ­ტომ­ბრის გან­კარ­გუ­ლე­ბით, დაბა წყნეთ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი აგა­რა­კი - 8 226 კვ.მ. არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი და მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის ფორ­მით 4 288 320 ლა­რად სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ე­ცა ფი­ზი­კურ პირს თა­მაზ სომ­ხიშ­ვილს. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა სსიპ "ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ­მა ბი­უ­რომ" და­ად­გი­ნა.

ვინ არის თა­მაზ სომ­ხიშ­ვი­ლი?

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1957 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თა­მაზ სომ­ხიშ­ვი­ლი 50 ყვე­ლა­ზე მდი­დარ ქარ­თველს შო­რის სა­ხელ­დე­ბა. სხვა­დას­ხვა წყა­როს ცნო­ბით, მისი ქო­ნე­ბა ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ონ დო­ლარს აღ­წევს. ქარ­თველ­მა მი­ლი­ო­ნერ­მა სა­ქარ­თვე­ლო გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში და­ტო­ვა და რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყო. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სომ­ხიშ­ვი­ლი კომ­პა­ნია "როს­ნეფ­ტექ­სპორ­ტის" მფლო­ბე­ლი და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი იყო გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ბენდუქა
2

იყიდა კაცმა და აშენებს, ეგეც ბურჯანაძესავით 1 ლარად კი არ დაეპატრონა სახელმწიფო ქონებას.

რას გშურთ ვინმეს რამე წაგართვათ? თუ რამეთი ვალდებულია შურიანებო თქვენს მიმართ ? ))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ვინ არის მილიონერი, რომელიც წყნეთში სასახლეს აშენებს

ვინ არის მილიონერი, რომელიც წყნეთში სასახლეს აშენებს

ორი დღეა მითქმა-მოთქმა არ წყდება წყნეთში მშენებარე მასშტაბური სასახლის თაობაზე. როგორც გაირკვა, მისი ფართობი 1 850 კვადრატული მეტრია და მას სამშენებლო კომპანია "ანაგი" კერძო, ფიზიკური პირის დაკვეთით ასრულებს. როგორც კომპანიის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მშენებლობა 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და დასრულდება 2018 წლის ოქტომბერში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონოლითური რკინაბეტონის მზიდი კარკასის მოწყობის სამუშაოები.

ვინ არის სასახლის მეპატრონე? - თავდაპირველად გამოითქმოდა ვარაუდი, რომ ის შესაძლოა ე.წ. კანონიერი ქურდის, შაქრო კალაშოვის კუთვნილება ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მშენებარე სასახლის მეპატრონე ბიზნესმენი თამაზ სომხიშვილია.

2017 წლის მაისში Ambebi.ge დაინტერესდა წყნეთის სამთავრობო აგარაკების ბედით. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის განკარგულებით, დაბა წყნეთში მდებარე ერთ-ერთი აგარაკი - 8 226 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული რამდენიმე შენობა-ნაგებობა პირდაპირი მიყიდვის ფორმით 4 288 320 ლარად საკუთრებაში გადაეცა ფიზიკურ პირს თამაზ სომხიშვილს. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ" დაადგინა.

ვინ არის თამაზ სომხიშვილი?

"ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, 1957 წელს დაბადებული თამაზ სომხიშვილი 50 ყველაზე მდიდარ ქართველს შორის სახელდება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, მისი ქონება ასეულობით მილიონ დოლარს აღწევს. ქართველმა მილიონერმა საქართველო გასული საუკუნის 90-იან წლებში დატოვა და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სხვადასხვა ბიზნესი წამოიწყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სომხიშვილი კომპანია "როსნეფტექსპორტის" მფლობელი და გენერალური დირექტორი იყო განაგრძეთ კითხვა