პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ციყვებიანი ტორტი სექსუალურ ჭრილში წარმოაჩინა" - უგრეხელიძე თანამდებობიდან მიდის და სასამართლოში ჩივის
"ციყვებიანი ტორტი სექსუალურ ჭრილში წარმოაჩინა" - უგრეხელიძე თანამდებობიდან მიდის და სასამართლოში ჩივის

პა­პუ­ნა უგ­რე­ხე­ლი­ძე სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რის პოსტს ტო­ვებს და მისი მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით ხსნის.

პა­პუ­ნა უგ­რე­ხე­ლი­ძე ვრცელ გან­ცხა­დე­ბას „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს.

„სამ­წუ­ხა­როდ, გრძელ­დე­ბა სა­ჯა­რო რე­ესტრის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის - სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, ე. მ.-ს მხრი­დან ჩემს მი­მართ შე­ტე­ვა და, პირ­და­პირ ვი­ტყვი, ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მცდე­ლო­ბა. ახლა ამან უკვე მკვეთ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რი მი­ი­ღო. იგი ბრალს მდებს, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და ახლო მე­გობ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში 2013 წლი­დან - 2016 წლამ­დე გახ­და ჩემი მხრი­დან "შე­ვიწ­რო­ე­ბის" მსხვერ­პლი.

ვა­ცხა­დებ, რომ ეს ბრალ­დე­ბე­ბი არის შუ­რის­ძი­ე­ბა იმის გამო, რომ ე. მ-ს მე­უღ­ლე ზ.ყ., რო­მე­ლიც რე­ესტრში 2010 წელს და­ი­ნიშ­ნა, 2016 წლის 22 აგ­ვის­ტოს ბრძა­ნე­ბით შე­ფარ­დე­ბუ­ლი დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდა სა­ჯა­რო რე­ესტრის გე­ო­დე­ზი­ი­სა და გე­ო­ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სივ­რცი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის გე­ო­ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რის პო­ზი­ცი­ი­დან. ზ.ყ, როცა სამ­სა­ხურ­ში იშ­ვი­ა­თად შე­მო­ივ­ლი­და, ტეხ­და მე­უღ­ლის გამო კონ­ფლიქ­ტებს, ძაღ­ლით ატე­რო­რებ­და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში მო­სულ ათა­სო­ბით მომ­ხმა­რე­ბელს, და სხვა.

ე. მ-ს მხრი­დან შუ­რის­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა ის ფაქ­ტი, რომ ე. მ-მ, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო რე­ესტრში აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2016 წლის იან­ვრამ­დე მუ­შა­ობ­და, ჩემი მხრი­დან „შე­ვიწ­რო­ე­ბის“ ფაქ­ტებ­ზე სა­ჯა­როდ მხო­ლოდ მას შემ­დეგ ანუ 2016 წლის 29 აგ­ვის­ტოს მი­მარ­თა სა­ხალ­ხო დამ­ცველს, რაც მისი მე­უღ­ლე სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა (2016 წლის 22 აგ­ვის­ტოს). მე­უღ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გამო ე. მ. მა­შან­ტა­ჟებ­და და არ­სე­ბობს მოწ­მე, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მან შე­მა­ტყო­ბი­ნა, რომ მისი მე­უღ­ლე არ გა­მე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა სამ­სა­ხუ­რი­დან, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან მი­ჩივ­ლებ­და.

აქ და­ას­რუ­ლა მან ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა და გა­და­ვი­და შან­ტაჟ­ზე. ამის შემ­დეგ კი და­ი­ფა­რა სახე და ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­ხე­ლით ანო­ნი­მუ­რი ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­და „სი­ტყვი­ე­რი ძა­ლა­დო­ბის“ არარ­სე­ბულ ავ­ტორს. უფრო მე­ტიც, მან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ძვე­ლი დრო­ის ჩვე­ნი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატს შე­ა­ფა­რეს თავი, სა­კუ­თარ ტყუ­ი­ლებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ბრძო­ლა­ში გა­მო­ი­ყე­ნა. ე.მ. კი­დევ უფრო შორს წა­ვი­და და თა­ვის ორ მე­გო­ბარს, რომ­ლებ­მაც რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ ისურ­ვეს და ამი­ტომ გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ, თა­ვი­ანთ შრო­მით და­ვა­ზე „შე­ვიწ­რო­ე­ბის“ არ­გუ­მენ­ტის და­მა­ტე­ბა ურ­ჩია. ამ და­ვა­ზე 2018 წლის 6 მარტს გა­მო­ცე­მუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა მოწ­მობს, რომ ის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მე თით­ქოს მათ­თან გავ­გზავ­ნე, ჩემი ან­გა­რი­ში­დან გაგ­ზავ­ნი­ლი არაა...

აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ე. მ-მ რე­ა­ლუ­რად სა­ჯა­რო რე­ესტრი­დან წას­ვლა და სამ­სა­ხუ­რის შეც­ვლა მო­ი­სურ­ვა არა „შე­ვიწ­რო­ვე­ბი­სა და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი სა­მუ­შაო გა­რე­მოს“, არა­მედ უფრო მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის გამო, რო­მელ­საც მას ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი - GIZ - სთა­ვა­ზობ­და და სა­დაც და­საქ­მე­ბის­თვის სა­ჭი­რო რე­კო­მენ­და­ცი­აც კი გა­ვუ­წიე.

ამ­დე­ნად, ე. მ-ს მხრი­დან ჩემს მი­მართ შან­ტა­ჟი­სა და პა­ტი­ვის, ღირ­სე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის მცდე­ლო­ბის გამო მე მივ­მარ­თავ სა­სა­მარ­თლოს, რათა დად­გინ­დეს, ჰქონ­და თუ არა ად­გი­ლი, ჩემს მიერ ე. მ-ს შე­ვიწ­რო­ე­ბას, „სქე­სის ნიშ­ნით შე­ვიწ­რო­ე­ბა­სა და მის­თვის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი სა­მუ­შაო გა­რე­მოს შექ­მნას“, რო­გორც ეს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის 2017 წლის 3 მა­ისს პი­რა­დად ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­მო­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. აქვე დავ­ძენ, რომ არც ერთი კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არც ე.წ. მსხვერ­პლ მეს­ხი­ძეს და არც სა­ხალ­ხო დამ­ცველს მის მიერ შე­თი­თხნილ დას­კვნა­ში არ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის... სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლურ დას­კვნა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ყვე­ლა მოწ­მე კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია... რო­გორც იუ­რის­ტი, ვთვლი, რომ ასე­თი „დას­კვნე­ბი“ ყვე­ლა კა­ცი­სა და ყვე­ლა ქა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­შიშ ტენ­დენ­ცი­ას უყ­რის სა­ფუძ­ველს.

ერ­თა­დერ­თი, რის­თვი­საც ვიხ­დი ბო­დიშს, არის ის, რომ ვმე­გობ­რობ­დი ე. მ-სთან, რო­მე­ლიც რე­ესტრში 2004 წელს და­ი­ნიშ­ნა, რომ ვენ­დო­ბო­დი მას და რომ ფა­მი­ლა­რუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ გვქო­ნია, რად­გან ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მის მი­ერ­ვე სამ­სა­ხურ­ში ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე მო­ტა­ნილ ციყ­ვე­ბი­ან ტორ­ტს ის მოგ­ვი­ა­ნე­ბით სექ­სუ­ა­ლურ ჭრილ­ში წარ­მო­ა­ჩენ­და. ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნო და უხერ­ხუ­ლია.

იმი­სათ­ვის, რომ შევ­ძლო ჩემი პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი დაც­ვა, ამავდრო­უ­ლად, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ავა­რი­დო ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და სა­ჯა­რო რე­ესტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო და პი­რა­დად მი­ნის­ტრი დღემ­დე მიმ­დი­ნა­რე ძა­ლი­ან ბინ­ძურ კამ­პა­ნი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს გუ­შინ უკვე მივ­მარ­თე გან­ცხა­დე­ბით თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით. ვინც პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა გა­და­წყვი­ტა, მათ მე ამ პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში ია­რა­ღად არ გა­მო­ვად­გე­ბი.

ამი­ტო­მაც ვთა­ვი­სუფ­ლდე­ბი სა­ჯა­რო მო­ხე­ლის სტა­ტუ­სის­გან, რომ არ ვიყო გან­ცხა­დე­ბებ­ში შე­ბო­ჭი­ლი, თა­ვი­სუფ­ლად ვი­ლა­პა­რა­კო სი­მარ­თლე და ვებ­რძო­ლო ტყუ­ილს, რო­მე­ლიც ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი სა­ხე­ლით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

P.S. გუ­შინ, იუს­ტი­ცი­ის მი­ნიტრს ჰკი­თხეს, დამ­ნიშ­ნა თუ არა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვი­ყა­ვი რა ნა­სა­მარ­თლე­ვი.

ასე­ვე, გთხოვთ მო­ი­ნიშ­ნოთ, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ვარ 2009 წლი­დან და ჩემს მი­მართ არას­დროს გა­მო­ცე­მუ­ლა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი. ამ ტყუ­ი­ლის გა­მავ­რცე­ლე­ბელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად ვუ­ჩივ­ლებ. დღე­ი­დან უკვე მაქვს პა­სუ­ხის, და სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხის, გა­ცე­მის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რად­გან როცა ხარ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, მხო­ლოდ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გაქვს თით­ქოს. ასე­ვე მექ­ნე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გა­ვიხ­სე­ნო გა­სუ­ლი წლე­ბი და ის პო­ლი­ტი­კუ­რი ფან­დე­ბი, რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და მისი სის­ტე­მის წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მი­ლა 2013 წლი­დან. ამ ფან­დებ­სა და ბრძო­ლა­ში არც აქამ­დე ყო­ფილ­ხართ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და არც მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბით“, - ნათ­ქვა­მია პა­პუ­ნა უგ­რე­ხე­ლი­ძის მიერ გარ­ცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, პა­პუ­ნა უგ­რე­ხე­ლი­ძეს სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ.

ნა­ხეთ ასე­ვე : იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნო­სანს სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ

ვი­დეო : "ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ციყ­ვე­ბი­ან ტორ­ტს სექ­სუ­ა­ლურ ჭრილ­ში წარ­მო­ა­ჩენ­და" - სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ვე­ბის სკან­და­ლის შემ­დეგ, პა­პუ­ნა უგ­რე­ხე­ლი­ძე პოსტს ტო­ვებს

"ციყვებიანი ტორტი სექსუალურ ჭრილში წარმოაჩინა" - უგრეხელიძე თანამდებობიდან მიდის და სასამართლოში ჩივის

"ციყვებიანი ტორტი სექსუალურ ჭრილში წარმოაჩინა" - უგრეხელიძე თანამდებობიდან მიდის და სასამართლოში ჩივის

პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს შურისძიების მოტივით ხსნის.

პაპუნა უგრეხელიძე ვრცელ განცხადებას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

„სამწუხაროდ, გრძელდება საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომლის - საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ე. მ.-ს მხრიდან ჩემს მიმართ შეტევა და, პირდაპირ ვიტყვი, ანგარიშსწორების მცდელობა. ახლა ამან უკვე მკვეთრი პოლიტიკური ელფერი მიიღო. იგი ბრალს მდებს, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და ახლო მეგობრობის პერიოდში 2013 წლიდან - 2016 წლამდე გახდა ჩემი მხრიდან "შევიწროების" მსხვერპლი.

ვაცხადებ, რომ ეს ბრალდებები არის შურისძიება იმის გამო, რომ ე. მ-ს მეუღლე ზ.ყ., რომელიც რეესტრში 2010 წელს დაინიშნა, 2016 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით შეფარდებული დისციპლინური სახდელის საფუძველზე გათავისუფლდა საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის სივრცითი ინფორმაციის სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების ადმინისტრატორის პოზიციიდან. ზ.ყ, როცა სამსახურში იშვიათად შემოივლიდა, ტეხდა მეუღლის გამო კონფლიქტებს, ძაღლით ატერორებდა იუსტიციის სახლში მოსულ ათასობით მომხმარებელს, და სხვა.

ე. მ-ს მხრიდან შურისძიების მტკიცების საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ე. მ-მ, რომელიც საჯარო რეესტრში აღნიშნულ თანამდებობაზე 2016 წლის იანვრამდე მუშაობდა, ჩემი მხრიდან „შევიწროების“ ფაქტებზე საჯაროდ მხოლოდ მას შემდეგ ანუ 2016 წლის 29 აგვისტოს მიმართა სახალხო დამცველს, რაც მისი მეუღლე სამსახურიდან გათავისუფლდა (2016 წლის 22 აგვისტოს). მეუღლის გათავისუფლების გამო ე. მ. მაშანტაჟებდა და არსებობს მოწმე, რომლის საშუალებითაც მან შემატყობინა, რომ მისი მეუღლე არ გამეთავისუფლებინა სამსახურიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში სახალხო დამცველთან მიჩივლებდა.

აქ დაასრულა მან ჩვენი მეგობრობა და გადავიდა შანტაჟზე. ამის შემდეგ კი დაიფარა სახე და ქალთა უფლებების სახელით ანონიმური ბრძოლა გამოუცხადა „სიტყვიერი ძალადობის“ არარსებულ ავტორს. უფრო მეტიც, მან გათავისუფლებული ძველი დროის ჩვენი ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც სახალხო დამცველის აპარატს შეაფარეს თავი, საკუთარ ტყუილებზე დაფუძნებულ ბრძოლაში გამოიყენა. ე.მ. კიდევ უფრო შორს წავიდა და თავის ორ მეგობარს, რომლებმაც რეორგანიზაციის შედეგად კონკურსში მონაწილეობა არ ისურვეს და ამიტომ გათავისუფლდნენ, თავიანთ შრომით დავაზე „შევიწროების“ არგუმენტის დამატება ურჩია. ამ დავაზე 2018 წლის 6 მარტს გამოცემული ექსპერტიზის დასკვნა მოწმობს, რომ ის გამონათქვამები, რომლებიც მე თითქოს მათთან გავგზავნე, ჩემი ანგარიშიდან გაგზავნილი არაა...

აქვე აღვნიშნავ, რომ ე. მ-მ რეალურად საჯარო რეესტრიდან წასვლა და სამსახურის შეცვლა მოისურვა არა „შევიწროვებისა და დამამცირებელი სამუშაო გარემოს“, არამედ უფრო მაღალი ანაზღაურების გამო, რომელსაც მას ახალი სამსახური - GIZ - სთავაზობდა და სადაც დასაქმებისთვის საჭირო რეკომენდაციაც კი გავუწიე.

ამდენად, ე. მ-ს მხრიდან ჩემს მიმართ შანტაჟისა და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო მე მივმართავ სასამართლოს, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი, ჩემს მიერ ე. მ-ს შევიწროებას, „სქესის ნიშნით შევიწროებასა და მისთვის დამამცირებელი სამუშაო გარემოს შექმნას“, როგორც ეს სახალხო დამცველის 2017 წლის 3 მაისს პირადად ჩემთან მიმართებაში გამოცემულ რეკომენდაციაშია აღნიშნული. აქვე დავძენ, რომ არც ერთი კანონით დადგენილი მტკიცებულება არც ე.წ. მსხვერპლ მესხიძეს და არც სახალხო დამცველს მის მიერ შეთითხნილ დასკვნაში არ წარმოუდგენიათ საზოგადოებისათვის... სახალხო დამცველის კონფიდენციალურ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ყველა მოწმე კონფიდენციალურია, მტკიცებულებები კონფიდენციალურია... როგორც იურისტი, ვთვლი, რომ ასეთი „დასკვნები“ ყველა კაცისა და ყველა ქალის წინააღმდეგ საშიშ ტენდენციას უყრის საფუძველს.

ერთადერთი, რისთვისაც ვიხდი ბოდიშს, არის ის, რომ ვმეგობრობდი ე. მ-სთან, რომელიც რეესტრში 2004 წელს დაინიშნა, რომ ვენდობოდი მას და რომ ფამილარული გამონათქვამები ერთმანეთის მიმართ გვქონია, რადგან ვერ წარმოვიდგენდი, რომ მის მიერვე სამსახურში ჩემს დაბადების დღეზე მოტანილ ციყვებიან ტორტს ის მოგვიანებით სექსუალურ ჭრილში წარმოაჩენდა. ნამდვილად ძალიან სამარცხვინო და უხერხულია.

იმისათვის, რომ შევძლო ჩემი პატივისა და ღირსების სრულყოფილი დაცვა, ამავდროულად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავარიდო ჩემი ოჯახის წევრები და საჯარო რეესტრის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, იუსტიციის სამინისტრო და პირადად მინისტრი დღემდე მიმდინარე ძალიან ბინძურ კამპანიას, საქართველოს იუსტიციის მინისტრს გუშინ უკვე მივმართე განცხადებით თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით. ვინც პოლიტიკური ბრძოლა გადაწყვიტა, მათ მე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში იარაღად არ გამოვადგები.

ამიტომაც ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებები სახელით ხორციელდება.

P.S. გუშინ, იუსტიციის მინიტრს ჰკითხეს, დამნიშნა თუ არა თანამდებობაზე ვიყავი რა ნასამართლევი.

ასევე, გთხოვთ მოინიშნოთ, რომ განქორწინებული ვარ 2009 წლიდან და ჩემს მიმართ არასდროს გამოცემულა შემაკავებელი ორდერი. ამ ტყუილის გამავრცელებელსაც აუცილებლად ვუჩივლებ. დღეიდან უკვე მაქვს პასუხის, და სათანადო პასუხის, გაცემის თავისუფლება, რადგან როცა ხარ საჯარო მოხელე, მხოლოდ ვალდებულებები გაქვს თითქოს. ასევე მექნება თავისუფლება, გავიხსენო გასული წლები და ის პოლიტიკური ფანდები, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის წინააღმდეგ დაგეგმილა 2013 წლიდან. ამ ფანდებსა და ბრძოლაში არც აქამდე ყოფილხართ წარმატებული და არც მომავალში იქნებით“, - ნათქვამია პაპუნა უგრეხელიძის მიერ გარცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ.

ნახეთ ასევე : იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ვიდეო : "ვერ წარმოვიდგენდი, თუ ციყვებიან ტორტს სექსუალურ ჭრილში წარმოაჩენდა" - სექსუალური შევიწროვების სკანდალის შემდეგ, პაპუნა უგრეხელიძე პოსტს ტოვებს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ