თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვა სასტუმრო „ბილტმორში“ ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილმა თბილისის მერია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათ სასამართლო მოუწყვეს დოკუმენტის ავტორებს.
თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ არ მისცემს მათ საშუალებას პოლიტიკური პოპულიზმი აწარმოონ. შეხვედრაზე ხმაური ოპოზიციის განცხადებებს მოყვა.