პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინაპრები, რომელთაც წლებია ეძებთ - საფრანგეთის ქართველი პარტიზანების და ყირიმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გვარები
წინაპრები, რომელთაც წლებია ეძებთ - საფრანგეთის ქართველი პარტიზანების და ყირიმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გვარები

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დრო­ინ­დე­ლი სა­მარ­ხე­ბის და აქამ­დე და­ხუ­რუ­ლი არ­ქი­ვე­ბის გახ­სნი­სას, ასე­ვე სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კე­ბის სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­სა და არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში მი­მო­ფან­ტუ­ლი ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ე­ბის შეს­წავ­ლი­სას, მრა­ვა­ლი ქარ­თუ­ლი გვა­რი და­ფიქ­სირ­და... მათ უმე­ტე­სო­ბას, ოჯა­ხის წევ­რე­ბი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ. სპე­ცი­ა­ლურ­მა კო­მი­სი­ამ საფ­რან­გეთ­ში ტყვე­ო­ბა­ში მყო­ფი, შემ­დეგ კი, გერ­მა­ნე­ლი ფა­შის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პარ­ტი­ზა­ნულ ბრძო­ლებ­ში გა­და­სუ­ლი მებ­რძო­ლე­ბის საფ­ლა­ვე­ბი იპო­ვა, რო­მელ­თა სია ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

(კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ნა­ტა­ლია ძი­უ­ბას თქმით, სი­ებ­ში ბევ­რი რამ, მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე მი­სა­მარ­თი და­სა­ზუს­ტე­ბე­ლია)

ჩხენ­კე­ლი ვანო (ივა­ნე) ალექ­სან­დრეს ძე, და­ი­ბა­და 1920 წელს, ბა­თუმ­ში, ფრუნ­ზეს 46 ნო­მერ­ში. და­ი­ღუ­პა 1944 წლის 30 აგ­ვის­ტოს.

აბუ­ლა­ძე სუ­ლი­კო (პარ­ტი­ზა­ნი) მან­გლი­სი­დან, და­ი­ღუ­პა 1943 წლის 25 სექ­ტემ­ბერს.

ება­ლი­ძე და­ვი­თი ბე­სა­რი­ო­ნის ძე და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წელს, დედა ლენა გლა­ხოს ასუ­ლი. და­ბა­დე­ბის ად­გი­ლი ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნი. და­ი­ღუ­პა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს.

მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი არ­ჩი­ლი, სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნი, ანა­გი. მძი­მედ დაჭ­რი­ლი იყო და 1943 წლის სექ­ტემ­ბერ­ში სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

პეტ­რი­აშ­ვი­ლი აბე­ლი, და­ბა­დე­ბის ად­გი­ლი რაჭა, ონის რა­ი­ო­ნი. დახ­ვრი­ტეს 1943 წლის 25 ნო­ემ­ბერს.

ვლა­დი­მერ ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1918 წელს. მე­უღ­ლე მეტ­რო­ნა დე­ნი­ტოშ­ვი­ლი. მი­სა­მარ­თი ზუს­ტდე­ბა. ასე­ვე ნა­პოვ­ნია შემ­დე­გი გვა­რე­ბი: აბ­რა­მი­ძე, მარ­გე­ბა­ძე, გი­ორ­გი ჯი­ქია.

რაც შე­ე­ხე­ბა ახ­ლა­ხან აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ­ქი­ვის სიას:

სი­ჭი­ნა­ვა ვარ­ლა­მი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1913 წელს, ჩხო­რო­წყუს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლე­სი­ჭი­ნე­ში. და­ი­ღუ­პა სე­ვას­ტო­პოლ­ში, 1942 წლის 1942 წლის 27 ივ­ნისს.

ტა­ბა­ღუა ალექ­სან­დრე, და­ბა­დე­ბუ­ლი ხო­ბის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ სა­ჯი­ჯა­ო­ში, და­ი­ღუ­პა 1944 წლის 9 აგ­ვის­ტოს. დაკ­რძა­ლუ­ლია საფ­რან­გეთ­ში, ტარნ­ში, ბლეი-ლე-მინი -81.

ლა­ფე­რაშ­ვი­ლი და­ვით ალექ­სის ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1908 წელს სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნი, სო­ფელ უდაბ­ნო. და­ი­ღუ­პა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით, ვარ­შა­ვა­ში.

ურ­დუ­ლაშ­ვი­ლი (ან კურ­დუ­ლაშ­ვი­ლი) და­ვით ნი­კო­ლა­ის ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1922 წელს, სა­გა­რე­ჯო­ში. და­ი­ღუ­პა ვარ­შა­ვა­ში, ტყვე­ო­ბი­სას, 1943 წლის სექ­ტემ­ბერ­ში.

მე­ფა­რი­ძე აბ­რამ, და­ბა­დე­ბუ­ლი სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში. და­ი­ღუ­პა ვარ­შა­ვა­ში, ავად­მყო­ფო­ბით 1942 წლის სექ­ტემ­ბერ­ში.

ბიწ­კი­ნაშ­ვი­ლი ილია სო­ლო­მო­ნის ძე, და­ბა­დე­ბის ად­გი­ლი 1904 წელს, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შა­ში­ან­ში. ბოლო წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნა 1942 წლის მა­ის­ში შეძ­ლო. და­ი­ღუ­პა 1942 წლის აგ­ვის­ტო­ში (და­ღუპ­ვის ად­გი­ლად მი­თი­თე­ბუ­ლია "ბე­ლა­ია ცერ­კოვ") მე­უღ­ლე - თა­მარ მი­ხე­ი­ლის ასუ­ლი, ქა­ლიშ­ვი­ლი ქე­თე­ვა­ნი, ვა­ჟე­ბი - თენ­გი­ზი და აკა­კი.

ყი­რი­მის უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა კო­მი­სი­ის ცნო­ბით, 9 მა­ისს ყი­რიმ­ში იგეგ­მე­ბა, ქა­ლაქ არ­მი­ანსკში ნა­პოვ­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის კო­ნან ია­კი­მის ძე დარ­სა­ვე­ლი­ძის, გი­ორ­გი ილი­ას ძე ტი­გიშ­ვი­ლის, რა­დე­კო ნი­კო­ლო­ზის ძე ხა­ბე­ზაშ­ვი­ლის სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რძალ­ვა. ასე­ვე, ძებ­ნი­თი კო­მი­სია ცდი­ლობს და­უ­კავ­შირ­დეს ვლა­დი­მერ ბი­ბი­ლაშ­ვი­ლის ოჯახს, რათა როს­ტო­ვის ოლ­ქში მე­მო­რი­ა­ლურ და­ფა­ზე და­ღუ­პულ­თა გვა­რე­ბი გან­თავ­სდეს. ამ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე კი, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიწ­ვე­ვა იგეგ­მე­ბა...

დავითი
0

ვეძებ მმეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგულ პაპას ომის მერე საფრანგეთში დარჩა სადაა დაკრძალული ქალაქი არ ვიცი

ავტორი:

წინაპრები, რომელთაც წლებია ეძებთ - საფრანგეთის ქართველი პარტიზანების და ყირიმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გვარები

წინაპრები, რომელთაც წლებია ეძებთ - საფრანგეთის ქართველი პარტიზანების და ყირიმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გვარები

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამარხების და აქამდე დახურული არქივების გახსნისას, ასევე საკონცენტრაციო ბანაკების საიდუმლო დოკუმენტაციისა და არაერთ ქვეყანაში მიმოფანტული ძმათა სასაფლაოების შესწავლისას, მრავალი ქართული გვარი დაფიქსირდა... მათ უმეტესობას, ოჯახის წევრები უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევდნენ. სპეციალურმა კომისიამ საფრანგეთში ტყვეობაში მყოფი, შემდეგ კი, გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ პარტიზანულ ბრძოლებში გადასული მებრძოლების საფლავები იპოვა, რომელთა სია ასე გამოიყურება:

(კომისიის ხელმძღვანელის ნატალია ძიუბას თქმით, სიებში ბევრი რამ, მათ შორის რამდენიმე მისამართი დასაზუსტებელია)

ჩხენკელი ვანო (ივანე) ალექსანდრეს ძე, დაიბადა 1920 წელს, ბათუმში, ფრუნზეს 46 ნომერში. დაიღუპა 1944 წლის 30 აგვისტოს.

აბულაძე სულიკო (პარტიზანი) მანგლისიდან, დაიღუპა 1943 წლის 25 სექტემბერს.

ებალიძე დავითი ბესარიონის ძე დაბადებული 1916 წელს, დედა ლენა გლახოს ასული. დაბადების ადგილი ლანჩხუთის რაიონი. დაიღუპა საბრძოლო მოქმედებების დროს.

მირიანაშვილი არჩილი, სიღნაღის რაიონი, ანაგი. მძიმედ დაჭრილი იყო და 1943 წლის სექტემბერში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პეტრიაშვილი აბელი, დაბადების ადგილი რაჭა, ონის რაიონი. დახვრიტეს 1943 წლის 25 ნოემბერს.

ვლადიმერ ბიბილაშვილი, დაბადებული 1918 წელს. მეუღლე მეტრონა დენიტოშვილი. მისამართი ზუსტდება. ასევე ნაპოვნია შემდეგი გვარები: აბრამიძე, მარგებაძე, გიორგი ჯიქია.

რაც შეეხება ახლახან აღმოჩენილი არქივის სიას:

სიჭინავა ვარლამი, დაბადებული 1913 წელს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეში. დაიღუპა სევასტოპოლში, 1942 წლის 1942 წლის 27 ივნისს.

ტაბაღუა ალექსანდრე, დაბადებული ხობის რაიონში, სოფელ საჯიჯაოში, დაიღუპა 1944 წლის 9 აგვისტოს. დაკრძალულია საფრანგეთში, ტარნში, ბლეი-ლე-მინი -81.

ლაფერაშვილი დავით ალექსის ძე, დაბადებული 1908 წელს საგარეჯოს რაიონი, სოფელ უდაბნო. დაიღუპა ტუბერკულოზით, ვარშავაში.

ურდულაშვილი (ან კურდულაშვილი) დავით ნიკოლაის ძე, დაბადებული 1922 წელს, საგარეჯოში. დაიღუპა ვარშავაში, ტყვეობისას, 1943 წლის სექტემბერში.

მეფარიძე აბრამ, დაბადებული საგარეჯოს რაიონში. დაიღუპა ვარშავაში, ავადმყოფობით 1942 წლის სექტემბერში.

ბიწკინაშვილი ილია სოლომონის ძე, დაბადების ადგილი 1904 წელს, გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში. ბოლო წერილის გაგზავნა 1942 წლის მაისში შეძლო. დაიღუპა 1942 წლის აგვისტოში (დაღუპვის ადგილად მითითებულია "ბელაია ცერკოვ") მეუღლე - თამარ მიხეილის ასული, ქალიშვილი ქეთევანი, ვაჟები - თენგიზი და აკაკი.

ყირიმის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიის ცნობით, 9 მაისს ყირიმში იგეგმება, ქალაქ არმიანსკში ნაპოვნი ჯარისკაცების კონან იაკიმის ძე დარსაველიძის, გიორგი ილიას ძე ტიგიშვილის, რადეკო ნიკოლოზის ძე ხაბეზაშვილის სამხედრო პატივით დაკრძალვა. ასევე, ძებნითი კომისია ცდილობს დაუკავშირდეს ვლადიმერ ბიბილაშვილის ოჯახს, რათა როსტოვის ოლქში მემორიალურ დაფაზე დაღუპულთა გვარები განთავსდეს. ამ ცერემონიაზე კი, მათი ოჯახის წევრების მიწვევა იგეგმება...

"სიცხისგან ბოდავდა და დედას ეძახდა, ბოდიშს უხდიდა რაღაცის გამო" - II მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების გვარ-სახელები გერმანული არქივებიდან

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს