სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და ჩემი მეუღლე 6 წელია ცალ-ცალკე ვცხოვრობთ" - რას შეეწირა ეკა ჩხეიძის ოჯახი
"მე და ჩემი მეუღლე 6 წელია ცალ-ცალკე ვცხოვრობთ" - რას შეეწირა ეკა ჩხეიძის ოჯახი

მსა­ხი­ო­ბი ეკა ჩხე­ი­ძე ის ადა­მი­ა­ნია, ვი­საც თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ენ­დო­ბი, ცხოვ­რე­ბა­ში არას­დროს თა­მა­შობს და ცდი­ლობს, ყო­ველ­თვის გუ­ლახ­დი­ლი იყოს. უკვე წლე­ბია, ქმრის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რობს და ამ­ბობს, რომ ამით გრძნო­ბა გა­ხუ­ნე­ბას გა­და­არ­ჩი­ნა, ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და მის­თვის სა­სურ­ველ ქა­ლად დარ­ჩა. ხოლო, რაში „გა­და­ახ­ტა“ მას წი­ნაპ­რე­ბის გენი, რო­გორ აჯო­ბა შვილ­მა და რის გამო ვერ იბ­რძო­ლებს ის რა­მის მო­სა­პო­ვებ­ლად, ამას ინეტრვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

ეკა ჩხე­ი­ძე: დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­ღაც-რა­ღა­ცებს ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ. ვცდი­ლობ, კონ­კრე­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი „გა­ვა­ტა­რო“ და სა­დაც არ მინ­და ყოფ­ნა, უბ­რა­ლოდ, არ წა­ვი­დე. ვის გვერ­დი­თაც ყოფ­ნა არ მსი­ა­მოვ­ნებს, უბ­რა­ლოდ, არ ვიქ­ნე­ბი მას­თან. უკან რომ და­მაბ­რუ­ნოთ, არა­ფერს შევ­ცვლი. ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა თა­ვი­სი შეც­დო­მე­ბით. გლო­ბა­ლუ­რი შეც­დო­მა არ და­მიშ­ვია, არა­ფერს ვნა­ნობ და მი­მაჩ­ნია, რომ სწო­რად ვი­ცხოვ­რე.

– შე­იძ­ლე­ბა არ ვიხ­სე­ნებთ, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვინც რა­ი­მეს არ ნა­ნობს...

– არ ვიცი „ჩა­ციკ­ვლა“ მომ­ხდარ­ზე. ყვე­ლა­ფერს, რაც ხდე­ბა, უკე­თე­სო­ბის­კენ მიჰ­ყავ­ხარ. იმ მო­მენ­ტში გა­ნიც­დი, დარ­დობ, მაგ­რამ მერე ხვდე­ბი, რომ ეს იმი­ტომ მოხ­და, რომ რა­ღაც უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლი­ლი­ყო შენს ცხოვ­რე­ბა­ში. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი პე­რი­ო­დე­ბი ჩემ­თვის არ არ­სე­ბობს. თა­ვად ხარ შენი თა­ვის პატ­რო­ნი – რო­გორც წა­იყ­ვან ცხოვ­რე­ბას და გა­ნა­წყობ სა­კუ­თარ თავს, ისე იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. თუ გან­ცდებ­მა ჩა­გით­რია და ვერ მო­ე­რიე, ვე­რა­ფე­რი გიშ­ვე­ლის.

– მარ­თა­ლია, იმის გამო, რომ გან­წყო­ბა არ გა­ი­ფუ­ჭო, ტე­ლე­ვი­ზორს არ უყუ­რებ?

– (იცი­ნის). ტე­ლე­ვი­ზორ­ში მარ­ტო კი­ნო­ებს ვუ­ყუ­რებ და თუ რა­მის გა­გე­ბა მინ­და, ინ­ტერ­ნე­ტი­თაც ვი­გებ. ზო­გა­დად, და­დე­ბი­თი ენერ­გია, აურა და გან­წყო­ბაა სა­უ­კე­თე­სო სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა და პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა გა­რეგ­ნო­ბა­ზე. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მივ­ხვდი, ვინც მა­ღი­ზი­ა­ნებს, იმას უნდა მო­ვე­რი­დო. ზოგი სულ წუ­წუ­ნებს, სულ ცუდ ხა­სი­ათ­ზეა და ყვე­ლა­ფერ­ში უარ­ყო­ფითს ხე­დავს, ყვე­ლას ჭო­რავს და არა­ვინ მოს­წონს... ასეთ ადა­მი­ან­თან კონ­ტაქ­ტი არ შე­მიძ­ლია და არც თავს ვა­ძა­ლებ. ისი­ნი აუ­რას გვი­ბინ­ძუ­რე­ბენ. თა­ვად არც მიყ­ვარს და არც მა­ინ­ტე­რე­სებს ჭო­რე­ბი. მე­გობ­რე­ბი ისეთ პი­რა­დულ სა­კი­თხებს მიყ­ვე­ბი­ან და მენ­დო­ბი­ან, გამ­კვირ­ვე­ბია კი­დეც. მერე დავ­ფიქ­რდი და მივ­ხვდი – მე კარ­გი მსმე­ნე­ლი ვარ და აზ­რის გა­მოთ­ქმა თბი­ლად და რბი­ლად შე­მიძ­ლია.

– ჭო­რე­ბი ახ­სე­ნე. პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ, ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის შვი­ლი და ის, რომ შენ­ზე იჭო­რა­ვე­ბენ, გიკ­ვირს?

– არა, არ მიკ­ვირს, უბ­რა­ლოდ, არ მა­ინ­ტე­რე­სებს, რას ამ­ბო­ბენ ჩემ­ზე. თუ ჭო­რა­ო­ბენ, ესე­ი­გი შურთ, ეჭ­ვი­ა­ნო­ბენ ანუ მაქვს შე­სა­შუ­რი და ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი. ჭორ­ზე არ ვბრაზ­დე­ბი, რად­გან ჭო­რა­ობს ვინ? – და­ბოღ­მი­ლი კაცი, რო­მელ­მაც ვერ მო­გი­პო­ვა და მისი ვერ გახ­დი; ან და­ბოღ­მი­ლი ქალი, რო­მელ­საც შენი შურს ან მისი კონ­კუ­რენ­ტი ხარ საქ­მე­ში, პი­რად­ში. ჰოდა, და­ბოღ­მი­ლი ადა­მი­ა­ნი რას იტყვის, არ მა­ინ­ტე­რე­სებს. მათი მი­ზა­ნია, გავ­ბრაზ­დე, მე კი ვიცი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც აკე­თებს ის ამას და არც ვბრაზ­დე­ბი. ბედ­ნი­ე­რი რომ ხარ, არც სხვა­ზე ჭო­რა­ობ. სხვი­სი ცხოვ­რე­ბა გა­ინ­ტე­რე­სებს მა­შინ, როცა შენი არ გაქვს.

– ის, რომ სცე­ნა­ზე შე­უ­და­რებ­ლად თა­მა­შობ, ამა­ზე ვე­რა­ვინ შე­მე­კა­მა­თე­ბა, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში თა­მა­ში თუ გი­წევს?

– ცხოვ­რე­ბა­ში არ მიყ­ვარს მო­თა­მა­შე ადა­მი­ა­ნე­ბი, ამი­ტომ ვცდი­ლობ, ვიყო ბუ­ნებ­რი­ვი. ზო­გა­დად, არა მო­თა­მა­შე, არა­მედ გულ­წრფე­ლი, ლაღი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და ბუ­ნებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იგებს ჩემს გულს. მეც ვცდი­ლობ, ასე­თი ვიყო ყვე­ლას­თან.

– ერთი შე­ხედ­ვით, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ჩან­ხარ. თუმ­ცა, ამ სიძ­ლი­ე­რის მიღ­მა, ალ­ბათ, არის პა­ტარ-პა­ტა­რა ქა­ლუ­რი სი­სუს­ტე­ე­ბიც.

– საკ­მა­ოდ მგრძნო­ბი­ა­რე ვარ, ად­ვი­ლად მწყინს და ამას ჩემ­ში ვკლავ. ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლებს უწყე­ნი­ნე­ბი­ათ, მი­პა­ტი­ე­ბია, მაგ­რამ ვერ და­მი­ვი­წყე­ბია, ისე ვე­ღარ ვენ­დე და ამის გამო, დავ­კარ­გე. მე ცხოვ­რე­ბას „რქე­ბით“ არ ვაწ­ვე­ბი. ჩემი ფუ­ფუ­ნე­ბაა, რომ რაც მაქვს, ძა­ლით არა­ფე­რი მო­მი­პო­ვე­ბია, არც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში და არც საქ­მე­ში. არა­ვის არა­ფერს ვარ­თმევ, ძა­ლით არ­ცერ­თი კარი არას­დროს შე­მინ­გრე­ვია. ამით შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი რამ და­მი­კარ­გავს, ბევ­რჯერ „გა­და­მახ­ტნენ“ და მე რომ უნდა მე­თა­მა­შა, ის როლი სხვამ მი­ი­ღო, მაგ­რამ ეს იმით მო­ა­ხერ­ხა, რომ „შეძ­ვრა“ იქ, სა­დაც მე არ „შევ­ძვრე­ბო­დი“. მე ზედ­მე­ტად ამა­ყი ვარ, არას­დროს ვიბ­რძვი და ამით არ მო­ვი­პო­ვებ. ამ კუ­თხით, არ ვარ ძლი­ე­რი. ვიბ­რძო­ლო და ამით მო­ვი­პო­ვო ვინ­მე ან რამე, არ მინ­და და სა­დაც არ უნ­დი­ხარ, იქ ძა­ლით არ უნდა „შეძ­ვრე,“ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა არ უნდა შე­ი­ლა­ხო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უფრო მეტს აღ­წევს ის, ვინც „რქე­ბით ან­გრევს“ კარს. შე­დი­ან რქე­ბით და გა­მო­აქვთ მუშ­ტით, მაგ­რამ მე ასე­თი გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი არ მინ­და. იმი­ტომ არა, რომ ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი ვარ, უბ­რა­ლოდ ასე არ გამ­ზარ­დეს და არ მას­წავ­ლეს. არ მინ­და, ვინ­მეს წმინ­და­ნი ვე­გო­ნო, მაგ­რამ, ამ ხერ­ხით მე არას­დროს მიბ­რძო­ლია.

– სიყ­ვა­რუ­ლის გამო, თავი თუ და­გი­კარ­გავს – ილუ­ზი­ებ­ში, ოც­ნე­ბებ­ში გა­დაჭ­რილ­ხარ და გრძნო­ბებს აყო­ლილ­ხარ?

– თუ რე­ა­ლუ­რად ხელ­შე­სა­ხე­ბი არ არის, ოც­ნე­ბებ­სა და ილუ­ზი­ებ­ში არ ვი­ძი­რე­ბი. მაგ­რამ თუ რე­ა­ლუ­რია, მა­შინ ყვე­ლა ხერ­ხი გა­მარ­თლე­ბუ­ლია. ტვი­ნით მიყ­ვარს ურ­თი­ერ­თო­ბა და თუ ტვინ­ში „გა­დავ­კე­ტე,“ აღარ მინ­და. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მე და ჩემი მეუღლე 6 წელია ცალ-ცალკე ვცხოვრობთ" - რას შეეწირა ეკა ჩხეიძის ოჯახი

"მე და ჩემი მეუღლე 6 წელია ცალ-ცალკე ვცხოვრობთ" - რას შეეწირა ეკა ჩხეიძის ოჯახი

მსახიობი ეკა ჩხეიძე ის ადამიანია, ვისაც თვალდახუჭული ენდობი, ცხოვრებაში არასდროს თამაშობს და ცდილობს, ყოველთვის გულახდილი იყოს. უკვე წლებია, ქმრისგან დამოუკიდებლად ცხოვრობს და ამბობს, რომ ამით გრძნობა გახუნებას გადაარჩინა, ურთიერთობა შეინარჩუნა და მისთვის სასურველ ქალად დარჩა. ხოლო, რაში „გადაახტა“ მას წინაპრების გენი, როგორ აჯობა შვილმა და რის გამო ვერ იბრძოლებს ის რამის მოსაპოვებლად, ამას ინეტრვიუდან შეიტყობთ.

ეკა ჩხეიძე: დროთა განმავლობაში, რაღაც-რაღაცებს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. ვცდილობ, კონკრეტული სიტუაციები „გავატარო“ და სადაც არ მინდა ყოფნა, უბრალოდ, არ წავიდე. ვის გვერდითაც ყოფნა არ მსიამოვნებს, უბრალოდ, არ ვიქნები მასთან. უკან რომ დამაბრუნოთ, არაფერს შევცვლი. ცხოვრება საინტერესოა თავისი შეცდომებით. გლობალური შეცდომა არ დამიშვია, არაფერს ვნანობ და მიმაჩნია, რომ სწორად ვიცხოვრე.

– შეიძლება არ ვიხსენებთ, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, ვინც რაიმეს არ ნანობს...

– არ ვიცი „ჩაციკვლა“ მომხდარზე. ყველაფერს, რაც ხდება, უკეთესობისკენ მიჰყავხარ. იმ მომენტში განიცდი, დარდობ, მაგრამ მერე ხვდები, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეცვლილიყო შენს ცხოვრებაში. წარუმატებელი პერიოდები ჩემთვის არ არსებობს. თავად ხარ შენი თავის პატრონი – როგორც წაიყვან ცხოვრებას და განაწყობ საკუთარ თავს, ისე იქნება ყველაფერი. თუ განცდებმა ჩაგითრია და ვერ მოერიე, ვერაფერი გიშველის.

– მართალია, იმის გამო, რომ განწყობა არ გაიფუჭო, ტელევიზორს არ უყურებ?

– (იცინის). ტელევიზორში მარტო კინოებს ვუყურებ და თუ რამის გაგება მინდა, ინტერნეტითაც ვიგებ. ზოგადად, დადებითი ენერგია, აურა და განწყობაა საუკეთესო სამკურნალო საშუალება და პირდაპირ აისახება გარეგნობაზე. წლების განმავლობაში, მივხვდი, ვინც მაღიზიანებს, იმას უნდა მოვერიდო. ზოგი სულ წუწუნებს, სულ ცუდ ხასიათზეა და ყველაფერში უარყოფითს ხედავს, ყველას ჭორავს და არავინ მოსწონს... ასეთ ადამიანთან კონტაქტი არ შემიძლია და არც თავს ვაძალებ. ისინი აურას გვიბინძურებენ. თავად არც მიყვარს და არც მაინტერესებს ჭორები. მეგობრები ისეთ პირადულ საკითხებს მიყვებიან და მენდობიან, გამკვირვებია კიდეც. მერე დავფიქრდი და მივხვდი – მე კარგი მსმენელი ვარ და აზრის გამოთქმა თბილად და რბილად შემიძლია.

– ჭორები ახსენე. პოპულარული ხარ, ცნობილი ოჯახის შვილი და ის, რომ შენზე იჭორავებენ, გიკვირს?

– არა, არ მიკვირს, უბრალოდ, არ მაინტერესებს, რას ამბობენ ჩემზე. თუ ჭორაობენ, ესეიგი შურთ, ეჭვიანობენ ანუ მაქვს შესაშური და ძალიანაც კარგი. ჭორზე არ ვბრაზდები, რადგან ჭორაობს ვინ? – დაბოღმილი კაცი, რომელმაც ვერ მოგიპოვა და მისი ვერ გახდი; ან დაბოღმილი ქალი, რომელსაც შენი შურს ან მისი კონკურენტი ხარ საქმეში, პირადში. ჰოდა, დაბოღმილი ადამიანი რას იტყვის, არ მაინტერესებს. მათი მიზანია, გავბრაზდე, მე კი ვიცი მიზეზი, რატომაც აკეთებს ის ამას და არც ვბრაზდები. ბედნიერი რომ ხარ, არც სხვაზე ჭორაობ. სხვისი ცხოვრება გაინტერესებს მაშინ, როცა შენი არ გაქვს.

– ის, რომ სცენაზე შეუდარებლად თამაშობ, ამაზე ვერავინ შემეკამათება, მაგრამ ცხოვრებაში თამაში თუ გიწევს?

– ცხოვრებაში არ მიყვარს მოთამაშე ადამიანები, ამიტომ ვცდილობ, ვიყო ბუნებრივი. ზოგადად, არა მოთამაშე, არამედ გულწრფელი, ლაღი, თავისუფალი და ბუნებრივი ადამიანი იგებს ჩემს გულს. მეც ვცდილობ, ასეთი ვიყო ყველასთან.

– ერთი შეხედვით, ძალიან ძლიერი ჩანხარ. თუმცა, ამ სიძლიერის მიღმა, ალბათ, არის პატარ-პატარა ქალური სისუსტეებიც.

– საკმაოდ მგრძნობიარე ვარ, ადვილად მწყინს და ამას ჩემში ვკლავ. ძალიან ახლობლებს უწყენინებიათ, მიპატიებია, მაგრამ ვერ დამივიწყებია, ისე ვეღარ ვენდე და ამის გამო, დავკარგე. მე ცხოვრებას „რქებით“ არ ვაწვები. ჩემი ფუფუნებაა, რომ რაც მაქვს, ძალით არაფერი მომიპოვებია, არც პირად ცხოვრებაში და არც საქმეში. არავის არაფერს ვართმევ, ძალით არცერთი კარი არასდროს შემინგრევია. ამით შეიძლება, ბევრი რამ დამიკარგავს, ბევრჯერ „გადამახტნენ“ და მე რომ უნდა მეთამაშა, ის როლი სხვამ მიიღო, მაგრამ ეს იმით მოახერხა, რომ „შეძვრა“ იქ, სადაც მე არ „შევძვრებოდი“. მე ზედმეტად ამაყი ვარ, არასდროს ვიბრძვი და ამით არ მოვიპოვებ. ამ კუთხით, არ ვარ ძლიერი. ვიბრძოლო და ამით მოვიპოვო ვინმე ან რამე, არ მინდა და სადაც არ უნდიხარ, იქ ძალით არ უნდა „შეძვრე,“ თავმოყვარეობა არ უნდა შეილახო. რასაკვირველია, უფრო მეტს აღწევს ის, ვინც „რქებით ანგრევს“ კარს. შედიან რქებით და გამოაქვთ მუშტით, მაგრამ მე ასეთი გზით მოპოვებული არ მინდა. იმიტომ არა, რომ ძალიან პატიოსანი ვარ, უბრალოდ ასე არ გამზარდეს და არ მასწავლეს. არ მინდა, ვინმეს წმინდანი ვეგონო, მაგრამ, ამ ხერხით მე არასდროს მიბრძოლია.

– სიყვარულის გამო, თავი თუ დაგიკარგავს – ილუზიებში, ოცნებებში გადაჭრილხარ და გრძნობებს აყოლილხარ?

– თუ რეალურად ხელშესახები არ არის, ოცნებებსა და ილუზიებში არ ვიძირები. მაგრამ თუ რეალურია, მაშინ ყველა ხერხი გამართლებულია. ტვინით მიყვარს ურთიერთობა და თუ ტვინში „გადავკეტე,“ აღარ მინდა. განაგრძეთ კითხვა

"რაღაც დამთავრდა, ის ემოცია და ვნება აღარ იყო... მეორედ არავითარ შემთხვევაში არ დავოჯახდები" - ეკა ჩხეიძე პირად ცხოვრებასა და ახალ საქმიანობაზე

"მას ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია“ - ბრიტანელი მწერალი ჰარისა და მეგანს დაშორებას უწინასწარმეტყველებს

"მოსკოველი მეგობრები მწერდნენ, აქ ხარ და არ გვნახულობო? ნახვის უფლება არ მქონდა" - რა სიურპრიზი მოაწყო ნუცა ბუზალაძემ რუსულ კონკურსში და რატომ იმყოფება ალბანეთში?