პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
GO HOME ევროპულად - რუსული დიპლომატიის "შავი ორშაბათი"
GO HOME ევროპულად - რუსული დიპლომატიის "შავი ორშაბათი"

სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებს ერთ დღე­ში გა­ძე­ვე­ბუ­ლი რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბი “ცივი ომის” დე­მარშს აგო­ნე­ბენ... “ჩვენ ვა­ძე­ვებთ დაზ­ვერ­ვის აგენ­ტებს და არა დი­ლო­მა­ტებს” - ამ გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა თეთ­რი სახ­ლი ამე­რი­კი­დან რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბის გა­ძე­ვე­ბას. თეთ­რი სახ­ლის ცნო­ბით, და­ი­ხუ­რე­ბა რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი სა­კონ­სუ­ლო სი­ეტ­ლში, რად­გან მის მიმ­დე­ბა­რედ გან­თავ­სე­ბუ­ლია წყალ­ქვე­შა გე­მე­ბის ბაზა.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან ათე­უ­ლო­ბით რუსი დიპ­ლო­მა­ტის გა­ძე­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ევ­რო­პის კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ. ამე­რი­კის შემ­დეგ, იგი­ვე გა­ა­კე­თა გერ­მა­ნი­ამ, ჰო­ლან­დი­ამ, ეს­ტო­ნეთ­მა და ჩე­ხეთ­მა.

უფრო სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გე­ბი დადო ლიტ­ვამ - მან სამი რუსი დიპ­ლო­მა­ტი გა­მო­ა­ძე­ვა და რუ­სე­თის 44 ოფი­ცი­ა­ლურ პირს ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა აუკ­რძა­ლა. რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბი გა­მო­ა­ძე­ვეს საფ­რან­გე­თი­დან, ლატ­ვი­ი­დან და პო­ლო­ნე­თი­დან. მხო­ლოდ ერთ დღე­ში, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის სა­ელ­ჩო­ე­ბის 100-ზე მეტ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­ი­ღო.

ევ­რო­საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტუს­კის გა­ცხა­დე­ბით, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის - რამ­დე­ნი­მე დღე­ში, რუ­სე­თი და­მა­ტე­ბით ნა­ბი­ჯებ­საც უნდა ელო­დოს.

ყვე­ლა­ფე­რი უფრო ადრე, 2006 წელს, ლიტ­ვი­ვენ­კოს საქ­მით და­ი­წყო, რაც რუ­სეთ­მა შემ­დე­გაც გა­აგ­რძე­ლა - 4 მარტს ბრი­ტა­ნეთ­ში, დაზ­ვერ­ვის ყო­ფი­ლი ოფიც­რის, ბრი­ტა­ნე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მო­ქა­ლა­ქის სერ­გეი სკრი­პა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ აკ­რძა­ლუ­ლი ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნეს. ლონ­დო­ნი ამა­ში პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "მო­წამ­ლუ­ლი ფუ­ლის გემო" - რა ბედი ელით რუს მი­ლი­არ­დე­რებს და მათ ბიზ­ნე­სებს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში?

სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, და­სავ­ლე­თი ასე­თი ერ­თი­ა­ნი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ არ ყო­ფი­ლა და ასე­ვე, მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ას, არც ამ რა­ო­დე­ნო­ბის რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბის ერ­თდრო­უ­ლი გა­ძე­ვე­ბის პრე­ცენ­დენ­ტი ახ­სოვს... თა­ვის მხრივ, სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბე­ბით იმუქ­რე­ბა მოს­კო­ვიც... ბრი­ტა­ნე­თის პრო­პორ­ცი­უ­ლად, რუ­სეთ­მა მოს­კო­ვის და­ტო­ვე­ბა 23 ინ­გლი­სელ დიპ­ლო­მატს აი­ძუ­ლა. მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის ამ­გვა­რი ქმე­დე­ბე­ბით გა­ო­ცე­ბუ­ლი არი­ან რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბიც.

“ასე­თი პრაქ­ტი­კა მსოფ­ლი­ოს უკვე აქვს: 1971 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან ერ­თდრო­უ­ლად 105 დიპ­ლო­მა­ტი გა­მო­ა­ძე­ვეს, მას შემ­დეგ, რაც КГБ-ს თა­ნამ­რო­მელ­მა ოლეგ ლი­ა­ლინ­მა, რო­მე­ლიც ლონ­დონ­ში მუ­შა­ობ­და, ად­გი­ლობ­რივ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან საბ­ჭო­თა აგენ­ტე­ბი და­ას­მი­ნა... პა­სუ­ხად, მოს­კო­ვი­დან 18 დიპ­ლო­მა­ტი გა­ა­ძე­ვეს. 1983 წელს საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 47 საბ­ჭო­თა დიპ­ლო­მა­ტი გა­მო­ა­ძე­ვა, რომ­ლე­ბიც, პა­რი­ზის მტკი­ცე­ბით, “ყალ­ბი დიპ­ლო­მა­ტის სტა­ტუ­სით” სარ­გებ­ლობ­დნენ... ამ დე­მარშში ნი­შან­დობ­ლი­ვია ერთი ფაქ­ტი - ყვე­ლა ქვე­ყა­ნა აქ­ცენტს აკე­თებს იმა­ზე, რომ ისი­ნი ქვეყ­ნი­დან დიპ­ლო­მა­ტებს კი არა დაზ­ვერ­ვის აგენ­ტებს აძე­ვე­ბენ” - აცხა­დებს რუ­სე­თის სა­გა­რე­თო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი კუ­ნა­ძე. ყო­ფი­ლი დიპ­ლო­მა­ტის თქმით, “რუ­სე­თი აკ­ვირ­დე­ბა ევ­რო­საბ­ჭო­სა და ნა­ტოს სო­ლი­და­რო­ბას და ამა­ში ის აზრი იკი­თხე­ბა, რომ რუ­სე­თის ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა, რომ­ლის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­და­კი­დოს, ვერ შედ­გა”

"კრემ­ლი იწყებს ცხოვ­რე­ბას პერ­სო­ნა ნონ გრან­ტას ამ­პლუ­ა­ში” - წერს ფი­ლო­სო­ფო­სი და პუბ­ლი­ცის­ტი ვიქ­ტორ აქ­სი­უ­ჩი­ცი, რომ­ლის თქმი­თაც, და­სავ­ლეთ­ში ღე­ლა­ვენ რუ­სე­თის გაძ­ლი­ე­რე­ბის დღი­დან და ამის მი­ზე­ზი არის რუ­სე­თის სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბა, ასე­ვე, “რუ­სე­თის და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი ჩი­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით".

"და­სავ­ლეთ­ში კარ­გად ეს­მით, რომ თა­ვად სუს­ტდე­ბი­ან და არ უნდა და­უშ­ვან, რომ მათი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გაძ­ლი­ერ­დეს. იქ უკვე დიდი ხა­ნია არ­სე­ბობს სტრა­ტე­გია რუ­სე­თის გარ­შე­მო არას­ტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მოს ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად... უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წი­ეს. თუმ­ცა, ეს დრო­ე­ბი­თია, - ახლა მთა­ვა­რია რუ­სეთ­მა უფრო მყა­რი და სა­ი­მე­დო მო­კავ­ში­რე­ე­ბი იპო­ვოს,” - აცხა­დებს რუსი ფი­ლო­სო­ფო­სი svpressa.ru-სთან სა­უბ­რი­სას.

მთა­ვა­რი ფოტო: Politico Europe

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

GO HOME ევროპულად - რუსული დიპლომატიის "შავი ორშაბათი"

GO HOME ევროპულად - რუსული დიპლომატიის "შავი ორშაბათი"

საერთაშორისო ექსპერტებს ერთ დღეში გაძევებული რუსი დიპლომატები “ცივი ომის” დემარშს აგონებენ... “ჩვენ ვაძევებთ დაზვერვის აგენტებს და არა დილომატებს” - ამ განცხადებით გამოეხმაურა თეთრი სახლი ამერიკიდან რუსი დიპლომატების გაძევებას. თეთრი სახლის ცნობით, დაიხურება რუსეთის გენერალური საკონსულო სიეტლში, რადგან მის მიმდებარედ განთავსებულია წყალქვეშა გემების ბაზა.

შეერთებული შტატებიდან ათეულობით რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილებას ევროპის კავშირის ქვეყნებიც შეუერთდნენ. ამერიკის შემდეგ, იგივე გააკეთა გერმანიამ, ჰოლანდიამ, ესტონეთმა და ჩეხეთმა.

უფრო საინტერესო შედეგები დადო ლიტვამ - მან სამი რუსი დიპლომატი გამოაძევა და რუსეთის 44 ოფიციალურ პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. რუსი დიპლომატები გამოაძევეს საფრანგეთიდან, ლატვიიდან და პოლონეთიდან. მხოლოდ ერთ დღეში, დილიდან საღამომდე ქვეყნის დატოვების განკარგულება რუსეთის საელჩოების 100-ზე მეტმა თანამშრომელმა მიიღო.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის გაცხადებით, ეს ყველაფერი არ არის - რამდენიმე დღეში, რუსეთი დამატებით ნაბიჯებსაც უნდა ელოდოს.

ყველაფერი უფრო ადრე, 2006 წელს, ლიტვივენკოს საქმით დაიწყო, რაც რუსეთმა შემდეგაც გააგრძელა - 4 მარტს ბრიტანეთში, დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქის სერგეი სკრიპალის წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ლონდონი ამაში პუტინის ხელისუფლებას ადანაშაულებს.

ასევე დაგაინტერესებთ: "მოწამლული ფულის გემო" - რა ბედი ელით რუს მილიარდერებს და მათ ბიზნესებს დიდ ბრიტანეთში?

საერთაშორისო ექსპერტების თქმით, დასავლეთი ასეთი ერთიანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა და ასევე, მსოფლიო ისტორიას, არც ამ რაოდენობის რუსი დიპლომატების ერთდროული გაძევების პრეცენდენტი ახსოვს... თავის მხრივ, საპასუხო ქმედებებით იმუქრება მოსკოვიც... ბრიტანეთის პროპორციულად, რუსეთმა მოსკოვის დატოვება 23 ინგლისელ დიპლომატს აიძულა. მსოფლიოს ქვეყნების ამგვარი ქმედებებით გაოცებული არიან რუსი დიპლომატებიც.

“ასეთი პრაქტიკა მსოფლიოს უკვე აქვს: 1971 წლის სექტემბერში, დიდი ბრიტანეთიდან ერთდროულად 105 დიპლომატი გამოაძევეს, მას შემდეგ, რაც КГБ-ს თანამრომელმა ოლეგ ლიალინმა, რომელიც ლონდონში მუშაობდა, ადგილობრივ სპეცსამსახურებთან საბჭოთა აგენტები დაასმინა... პასუხად, მოსკოვიდან 18 დიპლომატი გააძევეს. 1983 წელს საფრანგეთის ხელისუფლებამ 47 საბჭოთა დიპლომატი გამოაძევა, რომლებიც, პარიზის მტკიცებით, “ყალბი დიპლომატის სტატუსით” სარგებლობდნენ... ამ დემარშში ნიშანდობლივია ერთი ფაქტი - ყველა ქვეყანა აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ისინი ქვეყნიდან დიპლომატებს კი არა დაზვერვის აგენტებს აძევებენ” - აცხადებს რუსეთის საგარეთო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი კუნაძე. ყოფილი დიპლომატის თქმით, “რუსეთი აკვირდება ევროსაბჭოსა და ნატოს სოლიდარობას და ამაში ის აზრი იკითხება, რომ რუსეთის ტრადიციული საგარეო პოლიტიკა, რომლის ძირითადი მიზანია ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნები ერთმანეთს გადაკიდოს, ვერ შედგა”

"კრემლი იწყებს ცხოვრებას პერსონა ნონ გრანტას ამპლუაში” - წერს ფილოსოფოსი და პუბლიცისტი ვიქტორ აქსიუჩიცი, რომლის თქმითაც, დასავლეთში ღელავენ რუსეთის გაძლიერების დღიდან და ამის მიზეზი არის რუსეთის სამხედრო შეიარაღება, ასევე, “რუსეთის დამაჯერებელი ნაბიჯი ჩინეთთან დაკავშირებით".

"დასავლეთში კარგად ესმით, რომ თავად სუსტდებიან და არ უნდა დაუშვან, რომ მათი მოწინააღმდეგე გაძლიერდეს. იქ უკვე დიდი ხანია არსებობს სტრატეგია რუსეთის გარშემო არასტაბილური გარემოს ჩამოსაყალიბებლად... უნდა ვაღიაროთ, რომ გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს. თუმცა, ეს დროებითია, - ახლა მთავარია რუსეთმა უფრო მყარი და საიმედო მოკავშირეები იპოვოს,” - აცხადებს რუსი ფილოსოფოსი svpressa.ru-სთან საუბრისას.

მთავარი ფოტო: Politico Europe

როგორ გადაურჩნენ ზვავს სასრიალოდ წასული მეგობრები - დრამატული კადრები იუტადან

გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსეთის 3 დიპლომატი გააძევეს

ისრაელში შექმნილმა წამალმა კორონავირუსისგან კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი განკურნა - რა ვიცით ახალ პრეპარატზე