პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტატიანა დარსალია - კემეროვოში ხანძრის დროს დაღუპული მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეების გადარჩენას ცდილობდა
ტატიანა დარსალია - კემეროვოში ხანძრის დროს დაღუპული მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეების გადარჩენას ცდილობდა

კე­მე­რო­ვო­ში, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მომ­ხდა­რი ხან­ძრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის ქარ­თუ­ლი გვა­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ტა­ტი­ა­ნა დარ­სა­ლი­აა. ის კე­მე­რო­ვის მე-17 გიმ­ნა­ზი­ა­ში ას­წავ­ლი­და. გარ­დაც­ვლი­ლი მას­წავ­ლებ­ლის შე­სა­ხებ რუ­სულ მე­დი­ას­თან დარ­სა­ლი­ას მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­უბ­რო­ბენ. ტა­ტი­ა­ნა ვიქ­ტო­რის ასუ­ლი დარ­სა­ლია 37 წლის იყო. ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლია, ვისი ცხედ­რის ამოც­ნო­ბაც მო­ხერ­ხდა.

დარ­სა­ლი­ას მოს­წავ­ლე­ე­ბის თქმით, ტა­ტი­ა­ნა ინ­გლი­სურ და გერ­მა­ნულ ენებს ას­წავ­ლი­და, ამას­თან დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე იყო აღ­მზრდე­ლო­ბით ნა­წილ­ში. ამა­ვე გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლობ­და მისი შვი­ლი, ელია.

"რო­დე­საც ხე­დავ­და, რომ ვინ­მე ცუდ ხა­სი­ათ­ზე იყო, ყო­ველ­თვის მი­დი­ო­და მას­თან და მი­ზეზს ეკი­თხე­ბო­და. მუდ­მი­ვად ცდი­ლობ­და, გა­ჭირ­ვე­ბის დროს სხვებს დახ­მა­რე­ბო­და," - ამ­ბობს დარ­სა­ლი­ას ერთ-ერთი მოს­წავ­ლე.

კვი­რას ტა­ტი­ა­ნა 14 წლის შვილ­თან, ელი­ას­თან ერ­თად სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში წა­ვი­და. მოს­წავ­ლე­ე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ რო­დე­საც პა­ნი­კა და­ი­წყო, ტა­ტი­ა­ნამ შვი­ლი შე­ნო­ბი­დან გა­რეთ გა­მო­აგ­დო და თვი­თონ კი­ნო­თე­ატ­რში აბ­რუნ­და, სა­დაც ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ. ცდი­ლობ­და, ისი­ნი გა­რეთ გა­მო­ეყ­ვა­ნა, თუმ­ცა თა­ვა­დაც ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა გა­მოს­ვლა.

რუ­სეთ­ში, ციმ­ბირ­ში, კე­მე­რო­ვის ოლ­ქში, სა­ვაჭ­რო-გა­სარ­თობ ცენ­ტრ "ზამ­თრის ალუ­ბალ­ში" გა­ჩე­ნილ ხან­ძარს, ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით 64 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ბავ­შვია.

რუბრიკის სხვა სიახლეები

ტატიანა დარსალია - კემეროვოში ხანძრის დროს დაღუპული მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეების გადარჩენას ცდილობდა

ტატიანა დარსალია - კემეროვოში ხანძრის დროს დაღუპული მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეების გადარჩენას ცდილობდა

კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის ქართული გვარის მასწავლებელი ტატიანა დარსალიაა. ის კემეროვის მე-17 გიმნაზიაში ასწავლიდა. გარდაცვლილი მასწავლებლის შესახებ რუსულ მედიასთან დარსალიას მოსწავლეები საუბრობენ. ტატიანა ვიქტორის ასული დარსალია 37 წლის იყო. ის ერთ-ერთი პირველია, ვისი ცხედრის ამოცნობაც მოხერხდა.

დარსალიას მოსწავლეების თქმით, ტატიანა ინგლისურ და გერმანულ ენებს ასწავლიდა, ამასთან დირექტორის მოადგილე იყო აღმზრდელობით ნაწილში. ამავე გიმნაზიაში სწავლობდა მისი შვილი, ელია.

"როდესაც ხედავდა, რომ ვინმე ცუდ ხასიათზე იყო, ყოველთვის მიდიოდა მასთან და მიზეზს ეკითხებოდა. მუდმივად ცდილობდა, გაჭირვების დროს სხვებს დახმარებოდა," - ამბობს დარსალიას ერთ-ერთი მოსწავლე.

კვირას ტატიანა 14 წლის შვილთან, ელიასთან ერთად სავაჭრო ცენტრში წავიდა. მოსწავლეები ჰყვებიან, რომ როდესაც პანიკა დაიწყო, ტატიანამ შვილი შენობიდან გარეთ გამოაგდო და თვითონ კინოთეატრში აბრუნდა, სადაც ბავშვები იყვნენ. ცდილობდა, ისინი გარეთ გამოეყვანა, თუმცა თავადაც ვეღარ მოახერხა გამოსვლა.

რუსეთში, ციმბირში, კემეროვის ოლქში, სავაჭრო-გასართობ ცენტრ "ზამთრის ალუბალში" გაჩენილ ხანძარს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 64 ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმრავლესობა ბავშვია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ