პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდარული ქორწილები საქართველოს ისტორიაში - როგორი იყო ძველად საქორწილო სუფრა
ლეგენდარული ქორწილები საქართველოს ისტორიაში - როგორი იყო ძველად საქორწილო სუფრა

სა­ქორ­წი­ლო სუფ­რა ქარ­თუ­ლი სუფ­რის ტრა­დი­ცი­ე­ბი­დან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­მხრი­ვია. ხალ­ხურ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში თუ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტექ­სტებ­ში დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლია ლე­გენ­და­რუ­ლი სა­ქორ­წი­ლო სუფ­რე­ბის შე­სა­ხებ ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ვი­წყე­ბას ძნე­ლად თუ მი­ე­ცე­მა.

ერეკ­ლე მე­ო­რის ქა­ლიშ­ვი­ლის თა­მა­რის და სარ­დალ, და­ვით ორ­ბე­ლი­ა­ნის ქორ­წილს ასე აღ­წერს სო­ლო­მონ თე­ზე­ლიშ­ვი­ლი "სუფ­რის ის­ტო­რი­ა­ში": ათი სა­ა­თი­სათ­ვის სა­სახ­ლე­ში და­ვით ორ­ბე­ლი­ა­ნის ნა­თე­სა­ვე­ბი გა­მო­ცხად­დნენ და თა­მარს ნიშ­ნად ოქ­როს სინ­ზე და­წყო­ბი­ლი ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბი და დიდ ვერ­ცხლის ლან­გრებ­ზე და­ლა­გე­ბუ­ლი შაქ­რით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლი მო­არ­თვეს, შემ­დეგ სტუმ­რე­ბი თავ­დახ­რით გა­მო­ე­თხო­ვენ დარ­ბაზ­ში მყოფთ და ზურ­გშე­უბ­რუ­ნებ­ლად, უკუღ­მა ნა­ბი­ჯე­ბით გა­იკ­რიფ­ნენ დარ­ბა­ზი­დან. სა­ღა­მოს სტუმ­რე­ბი და სა­სახ­ლის მო­ქა­ლა­ქე­ნი კვლავ შე­იკ­რიბ­ნენ რუ­სუ­ლი აუ­დი­ენ­ცი­ის ზა­ლა­ში, სა­დაც გაშ­ლი­ლი იყო გრძე­ლი სუფ­რა. ანა (მა­მი­და) კა­რებ­ში შე­ე­გე­ბა სა­სურ­ველ სი­ძეს, შუბ­ლზე ეამ­ბო­რა და მე­უღ­ლეს წა­რუდ­გი­ნა.

სამი დღე გაგ­რძელ­და სა­ქორ­წი­ნო ნა­დი­მი. ღა­მე­ნა­თე­ვი, ნა­ქე­ი­ფა­რი სტუმ­რე­ბი ძლივს ას­წრებ­დნენ გა­მო­ძი­ნე­ბას. სუფ­რა ხან აი­ვან­ზე, ხან ბაღ­ში იშ­ლე­ბო­და და გა­უ­თა­ვებ­ლივ ის­მო­და სა­ზან­დრის შე­წყო­ბი­ლი ხმა, დუ­დუკ­თა ღუ­ღუ­ნი, აშუღ­თა გამ­ყი­ვა­რი სიმ­ღე­რე­ბი და გუ­ლის­ცე­მა­სა­ვით ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ბაგა-ბუგი და­ი­რე­ბი­სა. ყვე­ლა­ზე პა­ტივ­სა­ცე­მი სტუმ­რე­ბი ამ ნა­დიმ­ზე რუსი ოფიც­რე­ბი იყ­ვნენ, რო­მელ­თაც ყო­ველ­თვის სა­პა­ტიო ად­გილ­ზე სვამ­დნენ და ღვი­ნის სმა­ში ავარ­ჯი­შებ­დნენ. ალექ­სან­დრ რა­ტი­ევს (რა­ტიშ­ვი­ლი) ეში­ნო­და მის ხელ­ქვე­ით ოფიც­რებს რა­ი­მე უწე­სო­ბა არ ჩა­ე­დი­ნათ და სას­ტი­კად უკ­რძა­ლავ­და ყვე­ლას მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ღვი­ნის და­ლე­ვას, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა სუფ­რას თა­ვად მეფე ერეკ­ლე ეს­წრე­ბო­და. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ლეგენდარული ქორწილები საქართველოს ისტორიაში - როგორი იყო ძველად საქორწილო სუფრა

ლეგენდარული ქორწილები საქართველოს ისტორიაში - როგორი იყო ძველად საქორწილო სუფრა

საქორწილო სუფრა ქართული სუფრის ტრადიციებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალმხრივია. ხალხურ მეხსიერებაში თუ ლიტერატურულ ტექსტებში დღემდე შემორჩენილია ლეგენდარული საქორწილო სუფრების შესახებ ამბები, რომლებიც დავიწყებას ძნელად თუ მიეცემა.

ერეკლე მეორის ქალიშვილის თამარის და სარდალ, დავით ორბელიანის ქორწილს ასე აღწერს სოლომონ თეზელიშვილი "სუფრის ისტორიაში": ათი საათისათვის სასახლეში დავით ორბელიანის ნათესავები გამოცხადდნენ და თამარს ნიშნად ოქროს სინზე დაწყობილი ძვირფასი სამკაულები და დიდ ვერცხლის ლანგრებზე დალაგებული შაქრით დამზადებული ტკბილეული მოართვეს, შემდეგ სტუმრები თავდახრით გამოეთხოვენ დარბაზში მყოფთ და ზურგშეუბრუნებლად, უკუღმა ნაბიჯებით გაიკრიფნენ დარბაზიდან. საღამოს სტუმრები და სასახლის მოქალაქენი კვლავ შეიკრიბნენ რუსული აუდიენციის ზალაში, სადაც გაშლილი იყო გრძელი სუფრა. ანა (მამიდა) კარებში შეეგება სასურველ სიძეს, შუბლზე ეამბორა და მეუღლეს წარუდგინა.

სამი დღე გაგრძელდა საქორწინო ნადიმი. ღამენათევი, ნაქეიფარი სტუმრები ძლივს ასწრებდნენ გამოძინებას. სუფრა ხან აივანზე, ხან ბაღში იშლებოდა და გაუთავებლივ ისმოდა საზანდრის შეწყობილი ხმა, დუდუკთა ღუღუნი, აშუღთა გამყივარი სიმღერები და გულისცემასავით ამაღელვებელი ბაგა-ბუგი დაირებისა. ყველაზე პატივსაცემი სტუმრები ამ ნადიმზე რუსი ოფიცრები იყვნენ, რომელთაც ყოველთვის საპატიო ადგილზე სვამდნენ და ღვინის სმაში ავარჯიშებდნენ. ალექსანდრ რატიევს (რატიშვილი) ეშინოდა მის ხელქვეით ოფიცრებს რაიმე უწესობა არ ჩაედინათ და სასტიკად უკრძალავდა ყველას მისი ნებართვის გარეშე ღვინის დალევას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სუფრას თავად მეფე ერეკლე ესწრებოდა. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი