პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანდერს ფოგ რასმუსენი - ჩვენი ვალია თბილისს, კიევსა და კიშინიოვს ოცნებები ავუხდინოთ
ანდერს ფოგ რასმუსენი - ჩვენი ვალია თბილისს, კიევსა და კიშინიოვს ოცნებები ავუხდინოთ

ჩვე­ნი ვა­ლია თბი­ლისს, კი­ევ­სა და კი­ში­ნი­ოვს ოც­ნე­ბე­ბი ავუხ­დი­ნოთ, - ამის შე­სა­ხებ ნა­ტოს ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის­თვის მი­ძღვნილ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ”კვი­რის პა­ლიტ­რის” ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც რას­მუ­სე­ნი აცხა­დებს, „თუ ევ­რო­კავ­ში­რი ამ ქვეყ­ნებს რე­ა­ლურ გზას ვერ შეს­თა­ვა­ზებს, არ უნდა და­ვი­ჩივ­ლოთ, რომ ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი ზე­წო­ლას ვერ გა­უძ­ლე­ბენ, რა­საც ევ­რო­პის­თვის სა­გან­გა­შო გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა“.

„არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი, რაც ”აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის” ქვეყ­ნე­ბის ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას აბ­რკო­ლებს. პირ­ვე­ლი - რუ­სე­თია, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ამ ინ­ტეგ­რა­ცი­ის პა­რა­ლი­ზე­ბი­თა და თა­ვის გარ­შე­მო ბუ­ფე­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბის შექ­მნით, რო­მელ­თაც მოს­კო­ვი სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნის სფე­როდ აქ­ცევს. მე­ო­რე - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში, მოლ­დო­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუ ევ­რო­პა­ში ხში­რად გვეს­მის სა­უ­ბა­რი უკ­რა­ი­ნით ან სა­ქარ­თვე­ლო­თი ბრი­უ­სე­ლის გა­დაღ­ლი­ლო­ბა­ზე, და­მი­ჯე­რეთ, ეს ქვეყ­ნე­ბიც საკ­მა­ოდ გა­და­ი­ღალ­ნენ ევ­რო­კავ­ში­რით და ამ გა­დაღ­ლი­ლო­ბამ ძა­ლი­ან ცუდ დროს მოგ­ვი­წია. მე­სა­მე - ჯე­როვ­ნად ვერ ვა­ფა­სებთ იმ რე­ფორ­მებს, რომ­ლებ­საც ეს ქვეყ­ნე­ბი ატა­რე­ბენ. ეს არის რე­ფორ­მე­ბი, რო­მელ­თა რე­ა­ლი­ზე­ბა ევ­რო­პის მთავ­რო­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ჩა­მო­აქ­ცევ­და. იმა­ზე უნდა ვი­ფიქ­როთ, რო­გორ მივ­ცეთ ამ ხალ­ხს სიგ­ნა­ლი, რომ გვი­რა­ბის ბო­ლოს ნამ­დვი­ლად სი­ნათ­ლეა და ჩვენ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი და­უ­ფას­დე­ბათ. რა შევ­თა­ვა­ზოთ ”აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის” ქვეყ­ნებს 2020 წლის შემ­დეგ, ეს უნდა იყოს პრაქ­ტი­კუ­ლი და რე­ა­ლუ­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­ნე­ბი. თუ ამ ქვეყ­ნებს ვერ და­ვარ­წმუ­ნებთ, რომ მძი­მე შრო­მა და­უ­ფას­დე­ბათ, ევ­რო­კავ­შირს არ უნდა გა­უკ­ვირ­დეს, რომ ჩვენ­მა აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პელ­მა პარტნი­ო­რებ­მა უკან გა­დად­გან ნა­ბი­ჯი. რუ­სე­თი არ თვლემს, ისე­ვე რო­გორც ჩი­ნე­თი. თუ ევ­რო­კავ­ში­რი ამ ქვეყ­ნებს რე­ა­ლურ გზას ვერ შეს­თა­ვა­ზებს, არ უნდა და­ვი­ჩივ­ლოთ, რომ ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი ზე­წო­ლას ვერ გა­უძ­ლე­ბენ, რა­საც ევ­რო­პის­თვის სა­გან­გა­შო გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა. ჩვე­ნი ვა­ლია თბი­ლისს, კი­ევ­სა და კი­ში­ნი­ოვს ოც­ნე­ბე­ბი ავუხ­დი­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა.

სტა­ტია ორ­გა­ნი­ზა­ცია "ევ­რო­პუ­ლი ალი­ან­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" პრო­ექ­ტის, "გზავ­ნი­ლი ბრი­უ­სე­ლი­დან" ფარ­გლებ­ში მომ­ზად­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ანდერს ფოგ რასმუსენი - ჩვენი ვალია თბილისს, კიევსა და კიშინიოვს ოცნებები ავუხდინოთ

ანდერს ფოგ რასმუსენი - ჩვენი ვალია თბილისს, კიევსა და კიშინიოვს ოცნებები ავუხდინოთ

ჩვენი ვალია თბილისს, კიევსა და კიშინიოვს ოცნებები ავუხდინოთ, - ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის მიძღვნილ კონფერენციაზე ”კვირის პალიტრის” ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

როგორც რასმუსენი აცხადებს, „თუ ევროკავშირი ამ ქვეყნებს რეალურ გზას ვერ შესთავაზებს, არ უნდა დავიჩივლოთ, რომ ჩვენი მეზობლები ზეწოლას ვერ გაუძლებენ, რასაც ევროპისთვის საგანგაშო გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება“.

„არსებობს რამდენიმე მთავარი ფაქტორი, რაც ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას აბრკოლებს. პირველი - რუსეთია, რომელიც დაინტერესებულია ამ ინტეგრაციის პარალიზებითა და თავის გარშემო ბუფერული ქვეყნების შექმნით, რომელთაც მოსკოვი საკუთარი გავლენის სფეროდ აქცევს. მეორე - დემოკრატიული პროცესები უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. თუ ევროპაში ხშირად გვესმის საუბარი უკრაინით ან საქართველოთი ბრიუსელის გადაღლილობაზე, დამიჯერეთ, ეს ქვეყნებიც საკმაოდ გადაიღალნენ ევროკავშირით და ამ გადაღლილობამ ძალიან ცუდ დროს მოგვიწია. მესამე - ჯეროვნად ვერ ვაფასებთ იმ რეფორმებს, რომლებსაც ეს ქვეყნები ატარებენ. ეს არის რეფორმები, რომელთა რეალიზება ევროპის მთავრობების უმრავლესობას ჩამოაქცევდა. იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ მივცეთ ამ ხალხს სიგნალი, რომ გვირაბის ბოლოს ნამდვილად სინათლეა და ჩვენზე გაკეთებული არჩევანი დაუფასდებათ. რა შევთავაზოთ ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს 2020 წლის შემდეგ, ეს უნდა იყოს პრაქტიკული და რეალური სტრატეგიული მიზნები. თუ ამ ქვეყნებს ვერ დავარწმუნებთ, რომ მძიმე შრომა დაუფასდებათ, ევროკავშირს არ უნდა გაუკვირდეს, რომ ჩვენმა აღმოსავლეთ ევროპელმა პარტნიორებმა უკან გადადგან ნაბიჯი. რუსეთი არ თვლემს, ისევე როგორც ჩინეთი. თუ ევროკავშირი ამ ქვეყნებს რეალურ გზას ვერ შესთავაზებს, არ უნდა დავიჩივლოთ, რომ ჩვენი მეზობლები ზეწოლას ვერ გაუძლებენ, რასაც ევროპისთვის საგანგაშო გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება. ჩვენი ვალია თბილისს, კიევსა და კიშინიოვს ოცნებები ავუხდინოთ“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

სტატია ორგანიზაცია "ევროპული ალიანსი საქართველოსთვის" პროექტის, "გზავნილი ბრიუსელიდან" ფარგლებში მომზადდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები