"იუსტიციის მინისტრი აბსოლუტურად კომფორტულად გრძნობს თავს დამნაშავე მოსამართლეებთან თუ პროკურორებთან"

"იუსტიციის მინისტრი აბსოლუტურად კომფორტულად გრძნობს თავს დამნაშავე მოსამართლეებთან თუ პროკურორებთან"

აბსოლუტურად კომფორტულად გრძნობს თავს იუსტიციის მინისტრი დამნაშავე მოსამართლეებთან თუ პროკურორებთან, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ”კვირის პალიტრას” განუცხადა. მისივე თქმით, თეა წულუკიანი უნდა ყოფილიყო გარანტი იმისა, რომ როგორც პროკურატურაში, ისე სასამართლო სისტემაში პროცესები თუ საბოლოოდ არ გაჯანსაღდებოდა, ნაბიჯი მაინც გადაიდგმებოდა.

”დღეს „კოლექტიური მურუსიძე” მართავს ქვეყანას, რომელიც საკუთარ თავს არ დაიჭერს. დღეს ხელისუფლებისთვის მისაღები ოპოზიცია გახდა ”ევროპული საქართველო”, სადაც თავმოყრილია ის პოლიტიკური ელიტა, რომელსაც ჩამორთმეულ ქონებას უფორმებდნენ, ანუ, მიშა გავუშვით, სისტემა კი დავიტოვეთ, რომელიც დღეს ხელისუფლებას მართავს, მმართველი გუნდი მხოლოდ ფორმალურად გვყავს, სისტემა გახდა ურჩხული, რომელმაც მძევლად აიყვანა მისი მამა-მარჩენალი - ხელისუფლება. სწორედ ამიტომ გახშირდა მკვლელობებიც, ადამიანებს გაუქრათ სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და სამართლიანობის აღდგენის ერთადერთ გამოსავლად კრიმინალური ქმედებები მიაჩნიათ. ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, ვინც ამ ვითარებაზეა პასუხისმგებელი, იუსტიციის სამინისტროა. თეა წულუკიანი უნდა ყოფილიყო გარანტი იმისა, რომ როგორც პროკურატურაში, ისე სასამართლო სისტემაში პროცესები თუ საბოლოოდ არ გაჯანსაღდებოდა, ნაბიჯი მაინც გადაიდგმებოდა, მაგრამ რა? აბსოლუტურად კომფორტულად გრძნობს იუსტიციის მინისტრი თავს დამნაშავე მოსამართლეებთან თუ პროკურორებთან. პასუხისმგებლობა ეკისრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესაც, რომელმაც, ფაქტობრივად ვერ შეძლო სასამართლო სისტემაში არსებულ კლანებთან გამკლავება, პირიქით, ისიც სისტემის ნაწილად იქცა”, - განაცხადა ხუხაშვილმა.