კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის კარლეს პუჩდემონის დაკავების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე, რომელიც ბარსელონაში გაიმართა, სულ მცირე 92 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ კატალონიის სამედიცინო დახმარების სამსახური იუწყება. მათი ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება 92 ადამიანს, მათ შორის ადგილობრივი პოლიციის 23 თანამშრომელს დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონას ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა კატალონიაში ესპანეთის წარმომადგენლობის შენობასთან პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს და სამართალდამცველებს თუნუქის ქილები დაუშინეს. პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა.
კარლეს პუჩდემონი ესპანეთის მიერ გაცემული ევროორდერის საფუძველზე გერმანიის პოლიციამ დააკავა.