Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგედია ჭიათურის მაღაროში, გარდაცვლილია 45 წლის მამაკაცი - რაზე საუბრობენ მაღაროელები, პროფკავშირები და დამქირავებელი კომპანია
ტრაგედია ჭიათურის მაღაროში, გარდაცვლილია 45 წლის მამაკაცი - რაზე საუბრობენ მაღაროელები, პროფკავშირები და დამქირავებელი კომპანია

ჭი­ა­თუ­რის მა­ღა­რო­ში მუშა და­ი­ღუ­პა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჭი­ა­თუ­რის შუ­ხუ­თის მა­ღა­რო­ში, გვი­რაბ­გამ­ყვა­ნის პო­ზი­ცი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე 45 წლის მა­მა­კა­ცი ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ მოყ­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და­უ­დას­ტუ­რეს. პროფ­კავ­ში­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლი მუ­შის გა­მოყ­ვა­ნა ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა. სა­წარ­მოს პროფ­კავ­ში­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის პა­ა­ტა სამ­ხა­რა­ძის თქმით, ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა, რო­მელ­მაც ჩა­მოშ­ლი­ლი ლო­დე­ბი უნდა და­შა­ლოს, რათა მოხ­დეს და­ღუ­პუ­ლის ამოყ­ვა­ნა", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა სამ­ხა­რა­ძემ. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ჭი­ა­თუ­რის გამ­გე­ო­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­ხან­ძრო და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი, ასე­ვე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წა­მო­მად­გენ­ლე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

მა­ღა­რო­ე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გი­ლი სა­დაც მუ­შე­ბი მუ­შა­ობ­დნენ, ავა­რი­უ­ლი იყო, - ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პროფ­კავ­ში­რე­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე თა­მაზ დო­ლა­ბე­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ღა­რო ხის მო­რე­ბით უნდა იყოს გა­მაგ­რე­ბუ­ლი და ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ასე არ იყო.

“ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შუ­ა­ღა­მი­სას ჩა­მო­ინ­გრა შუ­ხუ­თის მა­ღა­რო­ში სამ­თო მასა და ქვეშ მოყ­ვა ზაზა აბ­რა­მიშ­ვი­ლი, 45 წლამ­დე გვი­რაბ­გამ­ყვა­ნის პო­ზი­ცი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნი. ად­გილ­ზე ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ლოდი, რო­მე­ლიც მას და­ე­ცა, იმ­დე­ნად დი­დია, რომ და­საშ­ლე­ლად პერ­ფე­რა­ტო­რე­ბი შე­ი­ტა­ნეს. სამ­თო მა­სის ჩა­მოშ­ლის შემ­დეგ, როცა ბრი­გა­დამ ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა, აღ­მოჩ­ნდა, რომ ერთი ადა­მი­ა­ნი, ზაზა აბ­რა­მიშ­ვი­ლი აღარ იყო მათ­თან ერ­თად. მას შემ­დეგ და­ი­წყო ძებ­ნა, თუმ­ცა დღეს დი­ლით და­დას­ტურ­და, რომ ის გარ­დაც­ვლი­ლია. რო­გორც მი­თხრეს, სა­ერ­თოდ არ შე­იძ­ლე­ბო­და იმ ად­გი­ლას სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა. მა­ღა­რო­ე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ავა­რი­უ­ლი მა­ღა­რო იყო. სამ­თო სა­მუ­შა­ო­ე­ბის წე­სებ­ში წე­რია, რომ მუ­შას თავ­ზე არ უნდა დაჰ­ყუ­რებ­დეს ღია სამ­თო მასა, ის უნდა იყოს გა­მაგ­რე­ბუ­ლი ხის მო­რე­ბით. რა­ტომ იყ­ვნენ იქ მუ­შე­ბი არ ვიცი, უბ­რა­ლოდ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩანს, რომ მა­ღა­როს ად­მი­ნის­ტრა­ცია აი­ძუ­ლებს მათ ასეთ ად­გი­ლებ­ში მუ­შა­ო­ბას. ამ კომ­პა­ნი­ის­თვის მთა­ვა­რია მარ­გა­ნე­ცის მო­პო­ვე­ბა და არა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და დო­ლა­ბე­რი­ძემ.

მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პა­ნია “ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი“ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, კომ­პა­ნია მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ავ­რცე­ლებს.

“ჭი­ა­თუ­რა­ში, შუქ­რუ­თის მა­ღა­რო­ში გამ­თე­ნი­ი­სას უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჭე­რის ნა­წი­ლი ჩა­მო­ი­შა­ლა, რა დრო­საც ერთ-ერთი მა­ღა­რო­ე­ლი მა­ღა­როს ჩა­კე­ტილ ნა­წილ­ში აღ­მოჩ­ნდა.

ამ დრო­ის­თვის ჭი­ა­თუ­რის მად­ნის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი კომ­ბი­ნა­ტის და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი 45 წლის ზაზა აბ­რა­მიშ­ვი­ლის ნან­გრე­ვე­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნას ცდი­ლო­ბენ.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან “ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბიც. კომ­პა­ნია მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ავ­რცე­ლებს“, - ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ტრაგედია ჭიათურის მაღაროში, გარდაცვლილია 45 წლის მამაკაცი - რაზე საუბრობენ მაღაროელები, პროფკავშირები და დამქირავებელი კომპანია

ტრაგედია ჭიათურის მაღაროში, გარდაცვლილია 45 წლის მამაკაცი - რაზე საუბრობენ მაღაროელები, პროფკავშირები და დამქირავებელი კომპანია

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ჭიათურის შუხუთის მაღაროში, გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლის მამაკაცი ნანგრევების ქვეშ მოყვა. აღნიშნული ფაქტი „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. პროფკავშირების წარმომადგენლის ინფორმაციით, დაღუპული მუშის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. საწარმოს პროფკავშირების წარმომადგენლის პაატა სამხარაძის თქმით, ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

"მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, რომელმაც ჩამოშლილი ლოდები უნდა დაშალოს, რათა მოხდეს დაღუპულის ამოყვანა", - განაცხადა პაატა სამხარაძემ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჭიათურის გამგეობაში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წამომადგენლები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მაღაროელების ინფორმაციით, ადგილი სადაც მუშები მუშაობდნენ, ავარიული იყო, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მაღარო ხის მორებით უნდა იყოს გამაგრებული და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასე არ იყო.

“ჩვენი წარმომადგენლის ინფორმაციით, შუაღამისას ჩამოინგრა შუხუთის მაღაროში სამთო მასა და ქვეშ მოყვა ზაზა აბრამიშვილი, 45 წლამდე გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე ადამიანი. ადგილზე ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები. ლოდი, რომელიც მას დაეცა, იმდენად დიდია, რომ დასაშლელად პერფერატორები შეიტანეს. სამთო მასის ჩამოშლის შემდეგ, როცა ბრიგადამ ტერიტორია დატოვა, აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი, ზაზა აბრამიშვილი აღარ იყო მათთან ერთად. მას შემდეგ დაიწყო ძებნა, თუმცა დღეს დილით დადასტურდა, რომ ის გარდაცვლილია. როგორც მითხრეს, საერთოდ არ შეიძლებოდა იმ ადგილას სამუშაოების წარმოება. მაღაროელები ამბობენ, რომ ავარიული მაღარო იყო. სამთო სამუშაოების წესებში წერია, რომ მუშას თავზე არ უნდა დაჰყურებდეს ღია სამთო მასა, ის უნდა იყოს გამაგრებული ხის მორებით. რატომ იყვნენ იქ მუშები არ ვიცი, უბრალოდ აქედან გამომდინარე ჩანს, რომ მაღაროს ადმინისტრაცია აიძულებს მათ ასეთ ადგილებში მუშაობას. ამ კომპანიისთვის მთავარია მარგანეცის მოპოვება და არა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - განაცხადა დოლაბერიძემ.

მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ გაავრცელებს.

“ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში გამთენიისას უბედური შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რა დროსაც ერთ-ერთი მაღაროელი მაღაროს ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა.

ამ დროისთვის ჭიათურის მადნის გადამამუშავებელი კომბინატის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები 45 წლის ზაზა აბრამიშვილის ნანგრევებიდან გამოყვანას ცდილობენ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან “ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირებიც. კომპანია მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციას სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ გაავრცელებს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია