პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისამდე ამბავი ვერ აღწევს,­ თორემ ამათ წამებისას არაერთი შემოჰკვდომიათ..." - ვინ შეიძლება მოხვდეს "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში"
"თბილისამდე ამბავი ვერ აღწევს,­ თორემ ამათ წამებისას არაერთი შემოჰკვდომიათ..." - ვინ შეიძლება მოხვდეს "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში"

არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი უკა­ნას­კნელ წლებ­ში­ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და­ღუ­პულ მე­სა­მე მსხვერ­პლად ით­ვლე­ბა.­ უფრო ადრე, 2014 წლის 4 ივ­ნისს, გა­უ­ჩი­ნარ­და 19 წლის და­ვით ბა­შა­რუ­ლი, რო­მე­ლიც 2015 წლის იან­ვარ­ში ახალ­გო­რის მახ­ლობ­ლად, ტყე­ში, ხეზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი იპო­ვეს. ის უკა­ნას­კნე­ლად ახალ­გო­რის პო­ლი­ცი­ი­დან გა­მო­სუ­ლი ნა­ხეს და შემ­დეგ კვა­ლი და­ი­კარ­გა. 2016 წლის 19 მა­ისს ხურ­ჩა-ნა­ბა­კე­ვის გამ­შვებ პუნ­ქტზე 31 წლის გიგა ოთხო­ზო­რია მოკ­ლეს. მკვლე­ლი ცნო­ბი­ლია, თუმ­ცა რა­შიდ კან­ჯი-ოღლი არ და­უს­ჯი­ათ. მე­ტიც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბა, ის აფხა­ზეთ­ში მშვი­დად ცხოვ­რობს. აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში­ქარ­თვე­ლებ­ზე ნა­დი­რო­ბა 90-იანი წლე­ბით არ ამო­წუ­რუ­ლა, 2000-იანი წლე­ბი­დან მათ არა­ერ­თი ქარ­თვე­ლის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რეს.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უნდა შე­ად­გი­ნოს "ოთხო­ზო­რია-ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის სია" (მაგ­ნიტსკის სიის მსგავ­სი ინ­სტრ­უმენ­ტი - 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში აშშ-ში ძა­ლა­ში შე­ვი­და ე.წ. მაგ­ნიტსკის სია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც და­უ­წეს­დათ სან­ქცი­ე­ბი რუ­სე­თის იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც ბრა­ლი მი­უ­ძღო­დათ ად­ვო­კატ სერ­გეი მაგ­ნიტსკის მკვლე­ლო­ბა­ში. სან­ქცი­ე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს მათ­თვის აშშ-ის ბან­კებ­ში ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვე­ბის გა­ყინ­ვა­სა და ვი­ზე­ბის გა­ცე­მის შე­ზღუდ­ვას), რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­შე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი/ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან შე­სუ­ლი... ხურ­ჩა-ნა­ბა­კე­ვის ე.წ. სა­ზღვარ­თან მოკ­ლუ­ლი გიგა ოთხო­ზო­რი­ას დე­დის თქმით, თუ ამ სი­ა­ში მხო­ლოდ კან­ჯი-ოღლი შევა, მა­შინ ის არაფ­რის­მომ­ცე­მი იქ­ნე­ბა.

გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა" მკი­თხველს წა­რუდ­გენს ზო­გი­ერ­თი იმ პი­რის სიას, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავლ­ობა­ში ეთ­ნი­კურ ქარ­თვე­ლებს ავიწ­რო­ებ­დნენ, თუმ­ცა მათი სია ბევ­რად გრძე­ლია.

წა­მე­ბის დი­დოს­ტა­ტე­ბი

"კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უ­ბარ­ში ანო­ნი­მუ­რი წყა­რო აცხა­დებს, რომ არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში "ედი­ნა­ია ოსე­ტი­ას" წევ­რის, სპარ­ტაკ დრი­ა­ე­ვის ხელი ურე­ვია. მას კარ­გი კავ­ში­რე­ბი აქვს და ცდი­ლობს ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სო­ბა მი­ი­ღოს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, სპარ­ტაკ დრი­ა­ე­ვი ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ, რბი­ლად რომ ვთქვათ, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი არ არის. ამას­თან, ახალ­გორ­ში ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვას ცდი­ლობს, რათა ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როსს, ფი­ლიპ ხა­ჩი­როვ­სა და რა­ი­ო­ნის მი­ლი­ცი­ის უფ­როს ალექ­სან­დრე ჯი­ო­ევს "ცენ­ტრთან" ურ­თი­ერ­თო­ბა გა­უ­ფუ­ჭოს.

მე­ო­რე ვერ­სი­ით, ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ასე­ვე ფი­გუ­რი­რებს­ ლუდ­ვიგ ხა­ჩი­რო­ვი, რო­მე­ლიც ე.წ. სამხ­რეთ­ ოსე­თის ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია. მი­ლი­ცი­ის უფ­როს­მა ალექ­სან­დრე ჯი­ო­ევ­მა ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი­სა და მისი მე­გობ­რე­ბის და­კა­ვე­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცა, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­როს წა­მე­ბა­ში ლუდ­ვიგ ხა­ჩი­რო­ვი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.­ "ყვე­ლა მათ­გა­ნი - სპარ­ტაკ დრი­ა­ე­ვი, ალექ­სან­დრე და მუ­რატ ჯი­ო­ე­ვე­ბი, ფი­ლიპ და ლუდ­ვიგ ხა­ჩი­რო­ვე­ბი ცდი­ლო­ბენ ერ­თმა­ნეთს "საქ­მის კე­თე­ბა­ში" კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ონ, პოს­ტე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ და ამით მთავ­რო­ბის ნდო­ბა მო­ი­პო­ვონ", - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი.

მი­სი­ვე თქმით, 2014 წელს და­ვით ბა­შა­რუ­ლიც წა­მე­ბით შე­მო­აკ­ვდათ. "წა­მე­ბის ერთ-ერთ "დი­დოს­ტა­ტად" დრ­ია­ე­ვი ით­ვლე­ბა. თბი­ლი­სამ­დე ამ­ბა­ვი ვერ აღ­წევს,­ თო­რემ ამათ წა­მე­ბი­სას არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი შე­მოჰ­კვდო­მი­ათ. დღემ­დე უსას­ტი­კე­სი საბ­ჭო­თა მე­თო­დე­ბით მუ­შა­ო­ბენ. ისე გა­ი­თა­მა­შეს, ვი­თომ ბა­შა­რულ­მა თავი ჩა­მო­იხ­რჩო და ოჯახს ცხე­და­რი 6 თვის შემ­დეგ და­უბ­რუ­ნეს... არა­და, ბიჭს არა მხო­ლოდ წა­მე­ბის კვა­ლი ეტყო­ბო­და, და­მარ­ხუ­ლიც კი ყო­ფი­ლა. შემ­დეგ ამო­თხა­რეს და ხეზე ჩა­მო­კი­დეს. მათ­გან არც ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის წა­მე­ბის ამ­ბა­ვი გვიკ­ვირს"...

"მლი­ნი­კი იმ­დე­ნად სას­ტი­კი იყო, ჩეჩ­ნე­ბიც კი "ზვერს" ეძახ­დნენ"

ქარ­თვე­ლე­ბის წა­მე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ: ნი­კო­ლაი კო­ზი­ცი­ნი (კა­ზა­კე­ბის მე­თა­უ­რი), ბალა ბეს­ტა­ე­ვი (ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის სამ­თო სპეც­რაზ­მის მე­თა­უ­რი, შემ­დგომ­ში "პარ­ლა­მენ­ტის" წევ­რი), რო­ბერტ გუ­ლი­ე­ვი (2003 წლი­დან ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის შს მი­ნის­ტრი). ამ მხრივ "მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი" სუ­რა­თია ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­შიც.

თორ­ნი­კე კი­ლა­ნა­ვა, სა­მეგ­რე­ლო-ზემო­ სვა­ნეთ­ში აფხა­ზე­თის ლე­გი­ტი­მუ­რი მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი: - აფხა­ზე­თის ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აფხა­ზე­ბის მხა­რეს მებ­რძოლ­მა ბე­ლო­რუს­მა,­ რი­გის "ომო­ნის" ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა ჩეს­ლავ მლი­ნიკ­მა სო­ხუმ­ში, ეშე­რას­თან, სხვე­ბის თვალ­წინ ქარ­თვე­ლი­ გო­გო­ნა ნა­კუ­წე­ბად დაჭ­რა და ამა­ყად გა­მო­ა­ცხა­და, როგ­ორც ამ გო­გო­ნას სხე­უ­ლი ვე­რას­დროს გამ­თლი­ან­დე­ბა, ისე სა­ქარ­თვე­ლო ვერ გამ­თლი­ან­დე­ბაო. იმ­დე­ნად სას­ტი­კი იყო, ჩეჩ­ნე­ბიც კი "ზვერს" ეძახ­დნენ. მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა­ შემ­დგომ წლებ­ში სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი და გა­ტა­ცე­ბე­ბი. 2000-იან წლებ­ში ჭუ­ბურ­ხინ­ჯში ერთ ოჯახ­ში შეც­ვივ­დნენ, ქალი ჯერ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს და შემ­დეგ ჭაში ჩა­აგ­დეს წა­ი­კი­თხეთ ვრცლად "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

"თბილისამდე ამბავი ვერ აღწევს,­ თორემ ამათ წამებისას არაერთი შემოჰკვდომიათ..." - ვინ შეიძლება მოხვდეს "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში"

"თბილისამდე ამბავი ვერ აღწევს,­ თორემ ამათ წამებისას არაერთი შემოჰკვდომიათ..." - ვინ შეიძლება მოხვდეს "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში"

არჩილ ტატუნაშვილი უკანასკნელ წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაღუპულ მესამე მსხვერპლად ითვლება. უფრო ადრე, 2014 წლის 4 ივნისს, გაუჩინარდა 19 წლის დავით ბაშარული, რომელიც 2015 წლის იანვარში ახალგორის მახლობლად, ტყეში, ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს. ის უკანასკნელად ახალგორის პოლიციიდან გამოსული ნახეს და შემდეგ კვალი დაიკარგა. 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე 31 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს. მკვლელი ცნობილია, თუმცა რაშიდ კანჯი-ოღლი არ დაუსჯიათ. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება, ის აფხაზეთში მშვიდად ცხოვრობს. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიქართველებზე ნადირობა 90-იანი წლებით არ ამოწურულა, 2000-იანი წლებიდან მათ არაერთი ქართველის სიცოცხლე შეიწირეს.

საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ უნდა შეადგინოს "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" (მაგნიტსკის სიის მსგავსი ინსტრუმენტი - 2012 წლის დეკემბერში აშშ-ში ძალაში შევიდა ე.წ. მაგნიტსკის სია, რომლის მიხედვითაც დაუწესდათ სანქციები რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ბრალი მიუძღოდათ ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობაში. სანქციები ითვალისწინებს მათთვის აშშ-ის ბანკებში ფინანსური აქტივების გაყინვასა და ვიზების გაცემის შეზღუდვას), რომელშიც საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდადებული/ბრალდებული პირები იქნებიან შესული... ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას დედის თქმით, თუ ამ სიაში მხოლოდ კანჯი-ოღლი შევა, მაშინ ის არაფრისმომცემი იქნება.

გაზეთი "კვირის პალიტრა" მკითხველს წარუდგენს ზოგიერთი იმ პირის სიას, რომლებიც წლების განმავლობაში ეთნიკურ ქართველებს ავიწროებდნენ, თუმცა მათი სია ბევრად გრძელია.

წამების დიდოსტატები

"კვირის პალიტრასთან" საუბარში ანონიმური წყარო აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში "ედინაია ოსეტიას" წევრის, სპარტაკ დრიაევის ხელი ურევია. მას კარგი კავშირები აქვს და ცდილობს ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის უფროსობა მიიღოს. ადგილობრივების თქმით, სპარტაკ დრიაევი ქართველების მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, კეთილგანწყობილი არ არის. ამასთან, ახალგორში ვითარების დაძაბვას ცდილობს, რათა ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის უფროსს, ფილიპ ხაჩიროვსა და რაიონის მილიციის უფროს ალექსანდრე ჯიოევს "ცენტრთან" ურთიერთობა გაუფუჭოს.

მეორე ვერსიით, ტატუნაშვილის მკვლელობაში ასევე ფიგურირებს ლუდვიგ ხაჩიროვი, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების თანამშრომელია. მილიციის უფროსმა ალექსანდრე ჯიოევმა ტატუნაშვილისა და მისი მეგობრების დაკავების ბრძანება გასცა, თუმცა ქართველი სამხედროს წამებაში ლუდვიგ ხაჩიროვი მონაწილეობდა. "ყველა მათგანი - სპარტაკ დრიაევი, ალექსანდრე და მურატ ჯიოევები, ფილიპ და ლუდვიგ ხაჩიროვები ცდილობენ ერთმანეთს "საქმის კეთებაში" კონკურენცია გაუწიონ, პოსტები შეინარჩუნონ და ამით მთავრობის ნდობა მოიპოვონ", - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი მცხოვრები.

მისივე თქმით, 2014 წელს დავით ბაშარულიც წამებით შემოაკვდათ. "წამების ერთ-ერთ "დიდოსტატად" დრიაევი ითვლება. თბილისამდე ამბავი ვერ აღწევს, თორემ ამათ წამებისას არაერთი ადამიანი შემოჰკვდომიათ. დღემდე უსასტიკესი საბჭოთა მეთოდებით მუშაობენ. ისე გაითამაშეს, ვითომ ბაშარულმა თავი ჩამოიხრჩო და ოჯახს ცხედარი 6 თვის შემდეგ დაუბრუნეს... არადა, ბიჭს არა მხოლოდ წამების კვალი ეტყობოდა, დამარხულიც კი ყოფილა. შემდეგ ამოთხარეს და ხეზე ჩამოკიდეს. მათგან არც ტატუნაშვილის წამების ამბავი გვიკვირს"...

"მლინიკი იმდენად სასტიკი იყო, ჩეჩნებიც კი "ზვერს" ეძახდნენ"

ქართველების წამებაში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ: ნიკოლაი კოზიცინი (კაზაკების მეთაური), ბალა ბესტაევი (ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამთო სპეცრაზმის მეთაური, შემდგომში "პარლამენტის" წევრი), რობერტ გულიევი (2003 წლიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის შს მინისტრი). ამ მხრივ "მრავალფეროვანი" სურათია ოკუპირებულ აფხაზეთშიც.

თორნიკე კილანავა, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ყოფილი წარმომადგენელი: - აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ აფხაზების მხარეს მებრძოლმა ბელორუსმა, რიგის "ომონის" ყოფილმა ხელმძღვანელმა ჩესლავ მლინიკმა სოხუმში, ეშერასთან, სხვების თვალწინ ქართველი გოგონა ნაკუწებად დაჭრა და ამაყად გამოაცხადა, როგორც ამ გოგონას სხეული ვერასდროს გამთლიანდება, ისე საქართველო ვერ გამთლიანდებაო. იმდენად სასტიკი იყო, ჩეჩნებიც კი "ზვერს" ეძახდნენ. მის სახელს უკავშირდება შემდგომ წლებში საზარელი მკვლელობები და გატაცებები. 2000-იან წლებში ჭუბურხინჯში ერთ ოჯახში შეცვივდნენ, ქალი ჯერ გააუპატიურეს და შემდეგ ჭაში ჩააგდეს წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" საიტზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს