საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება "ევროპის ამომავალ ვარსკვლავზე" ბაბუა, რომელიც ვარსკვლავად "ღიმილის ბიჭებმა" აქცია
რას ყვება "ევროპის ამომავალ ვარსკვლავზე" ბაბუა, რომელიც ვარსკვლავად "ღიმილის ბიჭებმა" აქცია

ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძე დღეს ყვე­ლა­ზე პერ­სპექ­ტი­უ­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბია. ცოტა ხნის წინ, ბერ­ლი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე, ათ სხვა მსა­ხი­ობ­თან ერ­თად, ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვის ჯილ­დო გა­დას­ცეს. რე­ჟი­სორ რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის ფილმში - "მძევ­ლე­ბი" ირაკ­ლის მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბულ­მა გეგა კო­ბა­ხი­ძემ, არა­მარ­ტო ქარ­თვე­ლი, ევ­რო­პე­ლი მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა.

ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძე მსა­ხი­ობ ნინო ქო­რი­ძის უფ­რო­სი შვი­ლია, ასე­ვე არ­ქი­ტექ­ტორ კახა ქო­რი­ძის უფ­რო­სი შვი­ლიშ­ვი­ლი. კახა ქო­რი­ძეც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში რჟი­სო­რე­ბის სა­მიზ­ნე იყო - ქარ­თულ­მა კი­ნომ მისი სახე "ღი­მი­ლის ბი­ჭებ­ში" აღ­ბეჭ­და. წარ­მა­ტე­ბულ შვი­ლიშ­ვილ­ზე სა­სა­უბ­როდ AMBEBI.GE სწო­რედ კახა ქო­რი­ძეს ეს­ტუმ­რა.

- ბა­ტო­ნო კახა, რო­გორ შეხ­ვდით და რო­გორ აფა­სებთ შვი­ლიშ­ვი­ლის წარ­მა­ტე­ბას?

- დიდი სი­ხა­რუ­ლით შევხდი და სრუ­ლი­ად ვი­ზი­ა­რებ სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. და­ჯილ­დო­ე­ბის დღეს, ტე­ლე­ვი­ზი­ით, პირ­და­პირ ეთერ­ში, მას­ზე სა­ო­ცა­რი სი­ტყვე­ბი მო­ვის­მი­ნე: "ირაკ­ლის წარ­მა­ტე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­ინ­დუსტრი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბიძ­გი იქ­ნე­ბა. მან ნამ­დვი­ლად შთამ­ბეჭ­და­ვი გარ­და­სახ­ვა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა ფილმში „მძევ­ლე­ბი“. ირაკ­ლიმ ამ დრა­მა­ში ემო­ცი­უ­რი სიღ­რმე გა­მო­ავ­ლი­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდაა. რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მსა­ხი­ობ­მა შეძ­ლო, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ოს­ტა­ტო­ბით გად­მო­ე­ცა გმი­რის ისე­თი ემო­ცი­ე­ბი, რო­გო­რიც არის ვნე­ბა, გაბ­რა­ზე­ბა და მგრძნო­ბი­ა­რე ბუ­ნე­ბა.

"სა­ო­ცა­რი ბუ­ნებ­რი­ო­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი როლი, მისი უსა­ზღვრო ენერ­გია და ნიჭი, ირაკ­ლის ხდის იმ მსა­ხი­ო­ბად, რომ­ლის ყუ­რე­ბა სულ გინ­და“ - დიახ, ამ სი­ტყვე­ბით ახ­სნა ჯილ­დოს გა­და­ცე­მის წინ ევ­რო­პუ­ლი კი­ნოპ­რო­მო­უ­შე­ნის ჟი­უ­რის წევ­რმა ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძის­თვის ევ­რო­პე­ლი ვარ­სკვლა­ვის ჯილ­დოს მი­ნი­ჭე­ბა...

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალს ყო­ველ­დღე ახ­ლი­დან ვუ­ყუ­რებ და ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად, მეც ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა. შვი­ლე­ბი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა ამ­ქვეყ­ნად...

- რო­გორ ფიქ­რობთ, ეს თქვე­ნი გე­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა? ისე, სა­ინ­ტე­რე­სო პა­რა­ლე­ლი მოხ­და - თქვენც ხომ ახალ­გაზ­რდა გა­და­გი­ღეს ფილმში "ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბი"...

- გე­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა თუ არა, ამას ვერ გე­ტყვით, 14 წლი­სას მეც ძა­ლი­ან მინ­დო­და მსა­ხი­ო­ბო­ბა, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, „ღი­მი­ლის ბი­ჭებ­ში“ გა­და­ღე­ბი­სას, მივ­ხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი მო­წო­დე­ბა, მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რას არ გავ­ყე­ვი, არც თავი და არც მა­ყუ­რე­ბე­ლი შე­ვა­წუ­ხე. იმ დრო­ის­თვის მე არ­ქი­ტექ­ტო­რის პრო­ფე­სია მქონ­და არ­ჩე­უ­ლი და ვფიქ­რობ, ამ არ­ჩე­ვან­ში არ შევ­მცდარ­ვარ. თუმ­ცა, თე­ატრსა და კი­ნო­ინ­დუსტრას­თან კავ­ში­რი არ გა­მი­წყვე­ტია, რო­გორც დამ­დგმელ მხატ­ვარს.

ირაკ­ლის არ­ჩე­ვა­ნი და წარ­მა­ტე­ბა უფრო მისი კი­ნო­მა­ტოგ­რა­ფის­ტუ­ლი ოჯა­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. დედა, ნინო წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბია. ნი­ნოს როლი ფილმში „მა­რი­ლი­ვით თეთ­რი“, ცნო­ბილ­მა გერ­მა­ნელ­მა კი­ნოკ­რი­ტი­კოს­მა - კნუტ ელსტერ­მან­მა ასე შე­ა­ფა­სა: „ჩვენ ყვე­ლა­ნი ღრმა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ ვართ, მისი სიძ­ლი­ე­რით, მგრძნო­ბი­ა­რო­ბით და ფან­ტას­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თით. ვფიქ­რობ, რომ ის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი და დიდი ვარ­სკვლა­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში. მისი სა­ხე­ლია ნინო ქო­რი­ძე. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვი­მახ­სოვ­როთ ეს სა­ხე­ლი და გვა­რი, რად­გან კი­დევ უნდა ვნა­ხოთ ის დიდ ეკ­რან­ზე“... ნი­ნოს მე­უღ­ლე - თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ა­ნი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბია და ამას­თა­ნა­ვე, შარ­შან, მის­მა რე­ჟი­სო­რულ­მა დე­ბი­უტ­მა, მოკ­ლე­მეტ­რა­ჟინ­მა ფილმმა „ან­დრომ“ თე­ი­რა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე უმაღ­ლე­სი ჯილ­დო „გრანპ­რი“ მო­ი­პო­ვა. ირაკ­ლის პა­ტა­რა და­ი­კომ, 5 წლის ნა­ტა­ლი­კომ, სე­რი­ალ­ში „ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა“ მა­მას­თან, თორ­ნი­კეს­თან ერ­თად, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ითა­მა­შა. ასე რომ, ირაკ­ლი ცხოვ­რობს კი­ნო­სამ­ყა­რო­ში.

ირაკ­ლის წარ­მა­ტე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა ასე­ვე კი­ნო­ფილ­მის „მძევ­ლე­ბის“ შე­მოქ­მე­დე­ბით­მა ჯგუფ­მა - რო­გორც რე­ჟი­სორ­მა, ასე­ვე ფილმში მო­ნა­წი­ლე კარ­გად ცნო­ბილ­მა თუ ახალ­ბე­და მსა­ხი­ო­ბებ­მა. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბას წინ უს­წრებ­და ქორ­წი­ნე­ბა უმ­შვე­ნი­ე­რეს ელე­ნე მა­ხა­რაშ­ვილ­ზე. ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ა­ნის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და სრულ­ყო­ფის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შეხ­ვდე შენი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რსა და შთა­გო­ნე­ბას, რო­მე­ლიც გა­ნა­პი­რო­ბებს შენს წარ­მა­ტე­ბას. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემს შვი­ლიშ­ვილს ასე­თი მე­უღ­ლე ჰყავს.

- რო­გორც ვიცი, ირაკ­ლი თქვენს ამ სა­ო­ცარ სახ­ლში გა­ი­ზარ­და, რო­მე­ლიც რო­გორც სიძ­ვე­ლით, ისე ძვე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რით იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ ირაკ­ლის ბავ­შვო­ბას?

- ირაკ­ლი ამ სახ­ლში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და... ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვი იყო. სა­ნამ ლა­პა­რაკს და­ი­წყებ­და, შე­ვამ­ჩნი­ეთ, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რი სმე­ნა ჰქონ­და და სრულ­ყო­ფი­ლად იმე­ო­რებ­და მოს­მე­ნილ მუ­სი­კას. ვფიქ­რობ­დი, რომ ამ ნიჭს გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და, მით უფრო, რომ მა­მის - და­ვით კვი­რი­კა­ძის მხრი­დან ბე­ბი­ის, მა­ნა­ნა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის წი­ნაპ­რებს მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი გე­ნე­ტი­კუ­რად მოს­დგამ­დათ. მო­სა­ხიბ­ლად რო­ი­ა­ლი ვა­ჩუ­ქე; მი­ვი­და, რო­ი­ალს ფეხ­ზე მო­ეხ­ვია და 6 წლის ბავ­შვი სი­ხა­რუ­ლით წა­მომ­ყვა მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში. მაგ­რამ ამ ნიჭს გან­ვი­თა­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია, რად­გან მშობ­ლებ­მა არ­ჩი­ეს, ირაკ­ლი სპორტზე მი­ეყ­ვა­ნათ და იქაც გა­ა­მარ­თლა - კარ­გი მო­თხი­ლა­მუ­რე გახ­და. სკო­ლა­შიც კარ­გად სწავ­ლობ­და. 12 წლი­სამ, სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მე­ბის გავ­ლე­ნით, ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის მო­თხრო­ბე­ბის წერა და­ი­წყო. მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ირაკ­ლი და მე ვი­ყა­ვით, მოქ­მე­დე­ბა კი, ძი­რი­თა­დად, ჩვე­ნი სახ­ლის სხვენ­სა და სარ­დაფ­ში ვი­თარ­დე­ბო­და, სა­დაც ჩვენ ურჩხუ­ლებს ვა­მარ­ცხებ­დით.

ირაკ­ლის მო­თხრო­ბე­ბი უფრო კი­ნო­მა­ტოგ­რა­ფუ­ლი იყო და ვფიქ­რობ­დი, რომ ის კარ­გი სცე­ნა­რის­ტი დად­გე­ბო­და. მე ამ მო­თხრო­ბებს დღე­საც ვუ­ნა­ხავ ირაკ­ლის, მაგ­რამ მან მსა­ხი­ო­ბო­ბა აირ­ჩია და ამ არ­ჩე­ვან­მა გა­ა­მარ­თლა. რო­დე­საც ჩემ­მა შვი­ლიშ­ვილ­მა თბი­ლის­ში სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა, ჩემი ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან კი­ნო­სა და თე­ატრთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ვა­ჩუ­ქე, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ის­წავ­ლა. შემ­დგომ მა­მამ თა­ვის­თან ამე­რი­კა­ში წა­იყ­ვა­ნა, სა­დაც სრულ­ყო­ფი­ლად და­ე­უფ­ლა ინ­გლი­სურ ენას და იქ ცხოვ­რე­ბამ მისი სა­მო­მავ­ლო კა­რი­ე­რაც გა­ნა­პი­რო­ბა.

ირაკ­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თუ სპორ­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, ნიჭი და გა­ნათ­ლე­ბა, ამ ფილმში უკვე და­ეხ­მა­რა და მო­მა­ვალ­შიც აუ­ცი­ლებ­ლად და­ეხ­მა­რე­ბა. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ამ გა­მარ­ჯვე­ბა­ში ლო­მის წილი თა­ვად მას მი­უ­ძღვის. ჩემ­თვის მა­ინც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ნი­ჭი­სა და გა­ნათ­ლე­ბის გარ­და, ირაკ­ლი ძა­ლი­ან კარ­გი, თავ­მდა­ბა­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნია. სამ­წუ­ხა­როა, რომ წარ­მა­ტე­ბას მისი ბა­ბუა - ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძე და ჩემი მე­უღ­ლე - თა­მა­რი ვერ მო­ეს­წრნენ...

- რო­გორც ბა­ბუა, რას უსურ­ვებთ ევ­რო­პის ამო­მა­ვალ ვარ­სკვლავს?

- ვუ­სურ­ვებ­დი, რომ ამ წარ­მა­ტე­ბას არ დას­ჯერ­დეს, რად­გან სამ­ყა­როს სა­სი­კე­თო ძა­ლე­ბი მას­თან არი­ან, კი­დევ მრა­ვალ­ჯერ გა­ა­ხა­როს მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც მას ასე ძა­ლი­ან უყ­ვარს.

მოქალაქე
7

ბაბუა ეხლაც ჯობია ამ ბიჭს. ინდოელს გავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რას ყვება "ევროპის ამომავალ ვარსკვლავზე" ბაბუა, რომელიც ვარსკვლავად "ღიმილის ბიჭებმა" აქცია

რას ყვება "ევროპის ამომავალ ვარსკვლავზე" ბაბუა, რომელიც ვარსკვლავად "ღიმილის ბიჭებმა" აქცია

ირაკლი კვირიკაძე დღეს ყველაზე პერსპექტიული ქართველი მსახიობია. ცოტა ხნის წინ, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ათ სხვა მსახიობთან ერთად, ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს. რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმში - "მძევლები" ირაკლის მიერ განსახიერებულმა გეგა კობახიძემ, არამარტო ქართველი, ევროპელი მაყურებლის ყურადღებაც დაიმსახურა.

ირაკლი კვირიკაძე მსახიობ ნინო ქორიძის უფროსი შვილია, ასევე არქიტექტორ კახა ქორიძის უფროსი შვილიშვილი. კახა ქორიძეც ახალგაზრდობაში რჟისორების სამიზნე იყო - ქართულმა კინომ მისი სახე "ღიმილის ბიჭებში" აღბეჭდა. წარმატებულ შვილიშვილზე სასაუბროდ AMBEBI.GE სწორედ კახა ქორიძეს ესტუმრა.

- ბატონო კახა, როგორ შეხვდით და როგორ აფასებთ შვილიშვილის წარმატებას?

- დიდი სიხარულით შევხდი და სრულიად ვიზიარებ საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებას. დაჯილდოების დღეს, ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში, მასზე საოცარი სიტყვები მოვისმინე: "ირაკლის წარმატება საქართველოს კინოინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება. მან ნამდვილად შთამბეჭდავი გარდასახვა შემოგვთავაზა ფილმში „მძევლები“. ირაკლიმ ამ დრამაში ემოციური სიღრმე გამოავლინა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. როგორც პროფესიონალმა მსახიობმა შეძლო, წარმოუდგენელი ოსტატობით გადმოეცა გმირის ისეთი ემოციები, როგორიც არის ვნება, გაბრაზება და მგრძნობიარე ბუნება.

"საოცარი ბუნებრიობით შესრულებული როლი, მისი უსაზღვრო ენერგია და ნიჭი, ირაკლის ხდის იმ მსახიობად, რომლის ყურება სულ გინდა“ - დიახ, ამ სიტყვებით ახსნა ჯილდოს გადაცემის წინ ევროპული კინოპრომოუშენის ჟიურის წევრმა ირაკლი კვირიკაძისთვის ევროპელი ვარსკვლავის ჯილდოს მინიჭება...

დაჯილდოების ცერემონიალს ყოველდღე ახლიდან ვუყურებ და ქართველ ხალხთან ერთად, მეც ძალიან მეამაყება. შვილებისა და შვილიშვილების წარმატება ყველაზე დიდი ბედნიერებაა ამქვეყნად...

- როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი გენის დამსახურებაა? ისე, საინტერესო პარალელი მოხდა - თქვენც ხომ ახალგაზრდა გადაგიღეს ფილმში "ღიმილის ბიჭები"...

- გენის დამსახურებაა თუ არა, ამას ვერ გეტყვით, 14 წლისას მეც ძალიან მინდოდა მსახიობობა, მაგრამ მოგვიანებით, „ღიმილის ბიჭებში“ გადაღებისას, მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი მოწოდება, მსახიობის კარიერას არ გავყევი, არც თავი და არც მაყურებელი შევაწუხე. იმ დროისთვის მე არქიტექტორის პროფესია მქონდა არჩეული და ვფიქრობ, ამ არჩევანში არ შევმცდარვარ. თუმცა, თეატრსა და კინოინდუსტრასთან კავშირი არ გამიწყვეტია, როგორც დამდგმელ მხატვარს.

ირაკლის არჩევანი და წარმატება უფრო მისი კინომატოგრაფისტული ოჯახის დამსახურებაა. დედა, ნინო წარმატებული მსახიობია. ნინოს როლი ფილმში „მარილივით თეთრი“, ცნობილმა გერმანელმა კინოკრიტიკოსმა - კნუტ ელსტერმანმა ასე შეაფასა: „ჩვენ ყველანი ღრმა შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, მისი სიძლიერით, მგრძნობიარობით და ფანტასტიკური ხასიათით. ვფიქრობ, რომ ის საუკეთესო მსახიობი და დიდი ვარსკვლავია საქართველოში. მისი სახელია ნინო ქორიძე. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ ეს სახელი და გვარი, რადგან კიდევ უნდა ვნახოთ ის დიდ ეკრანზე“... ნინოს მეუღლე - თორნიკე გოგრიჭიანი ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია და ამასთანავე, შარშან, მისმა რეჟისორულმა დებიუტმა, მოკლემეტრაჟინმა ფილმმა „ანდრომ“ თეირანის საერთაშორისო ფესტივალზე უმაღლესი ჯილდო „გრანპრი“ მოიპოვა. ირაკლის პატარა დაიკომ, 5 წლის ნატალიკომ, სერიალში „ხელოვნური სუნთქვა“ მამასთან, თორნიკესთან ერთად, შესანიშნავად ითამაშა. ასე რომ, ირაკლი ცხოვრობს კინოსამყაროში.

ირაკლის წარმატება განაპირობა ასევე კინოფილმის „მძევლების“ შემოქმედებითმა ჯგუფმა - როგორც რეჟისორმა, ასევე ფილმში მონაწილე კარგად ცნობილმა თუ ახალბედა მსახიობებმა. ჩემი შვილიშვილის გამარჯვებას წინ უსწრებდა ქორწინება უმშვენიერეს ელენე მახარაშვილზე. ვფიქრობ, რომ ადამიანის რეალიზაციისა და სრულყოფისთვის მნიშვნელოვანია, შეხვდე შენი ცხოვრების თანამგზავრსა და შთაგონებას, რომელიც განაპირობებს შენს წარმატებას. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილიშვილს ასეთი მეუღლე ჰყავს.

- როგორც ვიცი, ირაკლი თქვენს ამ საოცარ სახლში გაიზარდა, რომელიც როგორც სიძველით, ისე ძველი არქიტექტურით იქცევს ყურადღებას. როგორ გაიხსენებთ ირაკლის ბავშვობას?

- ირაკლი ამ სახლში დაიბადა და გაიზარდა... ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო. სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, შევამჩნიეთ, რომ აბსოლუტური სმენა ჰქონდა და სრულყოფილად იმეორებდა მოსმენილ მუსიკას. ვფიქრობდი, რომ ამ ნიჭს განვითარება სჭირდებოდა, მით უფრო, რომ მამის - დავით კვირიკაძის მხრიდან ბებიის, მანანა მაჭავარიანის წინაპრებს მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად მოსდგამდათ. მოსახიბლად როიალი ვაჩუქე; მივიდა, როიალს ფეხზე მოეხვია და 6 წლის ბავშვი სიხარულით წამომყვა მუსიკალურ სკოლაში. მაგრამ ამ ნიჭს განვითარება არ მოჰყოლია, რადგან მშობლებმა არჩიეს, ირაკლი სპორტზე მიეყვანათ და იქაც გაამართლა - კარგი მოთხილამურე გახდა. სკოლაშიც კარგად სწავლობდა. 12 წლისამ, საშინელებათა ფილმების გავლენით, ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობების წერა დაიწყო. მთავარი პერსონაჟები ირაკლი და მე ვიყავით, მოქმედება კი, ძირითადად, ჩვენი სახლის სხვენსა და სარდაფში ვითარდებოდა, სადაც ჩვენ ურჩხულებს ვამარცხებდით.

ირაკლის მოთხრობები უფრო კინომატოგრაფული იყო და ვფიქრობდი, რომ ის კარგი სცენარისტი დადგებოდა. მე ამ მოთხრობებს დღესაც ვუნახავ ირაკლის, მაგრამ მან მსახიობობა აირჩია და ამ არჩევანმა გაამართლა. როდესაც ჩემმა შვილიშვილმა თბილისში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა, ჩემი ბიბლიოთეკიდან კინოსა და თეატრთან დაკავშირებული ლიტერატურა ვაჩუქე, რომელიც საფუძვლიანად შეისწავლა. შემდგომ მამამ თავისთან ამერიკაში წაიყვანა, სადაც სრულყოფილად დაეუფლა ინგლისურ ენას და იქ ცხოვრებამ მისი სამომავლო კარიერაც განაპირობა.

ირაკლის მუსიკალური, ლიტერატურული თუ სპორტული მონაცემები, ნიჭი და განათლება, ამ ფილმში უკვე დაეხმარა და მომავალშიც აუცილებლად დაეხმარება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ გამარჯვებაში ლომის წილი თავად მას მიუძღვის. ჩემთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ნიჭისა და განათლების გარდა, ირაკლი ძალიან კარგი, თავმდაბალი და მოსიყვარულე ადამიანია. სამწუხაროა, რომ წარმატებას მისი ბაბუა - ირაკლი კვირიკაძე და ჩემი მეუღლე - თამარი ვერ მოესწრნენ...

- როგორც ბაბუა, რას უსურვებთ ევროპის ამომავალ ვარსკვლავს?

- ვუსურვებდი, რომ ამ წარმატებას არ დასჯერდეს, რადგან სამყაროს სასიკეთო ძალები მასთან არიან, კიდევ მრავალჯერ გაახაროს მისი გულშემატკივრები და საქართველო, რომელიც მას ასე ძალიან უყვარს.

"ქეთი როგორია ბებიობა, მედიკომ ისეთი ლამაზიაო..." - რას საყვედურობენ სოფო ნიჟარაძის დედას, რომელიც ამერიკაში შვილიშვილს ზრდის

მონიკა ბელუჩის ულამაზესი ქალიშვილი Dolce & Gabbana-ს გადაღებებიდან უცნობ ფოტოებს აქვეყნებს

ანიტა რაჭველიშვილის რომანტიკული არდადეგები იტალიაში - ფოტოები ამალფის სანაპიროდან