სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელონ მასკის მამას შვილი საკუთარი გერისგან ეყოლა, გოგონა მასთან 4 წლის ასაკიდან იზრდებოდა
ელონ მასკის მამას შვილი საკუთარი გერისგან ეყოლა, გოგონა მასთან 4 წლის ასაკიდან იზრდებოდა

ელონ მას­კის მამა, ეროლ მას­კი ამ­ბობს, რომ სა­კუ­თა­რი გე­რის­გან ბავ­შვის გა­ჩე­ნა „ერთჯე­რა­დი შეც­დო­მის მი­ზე­ზი იყო“, ამის შე­სა­ხებ „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ წერს.

72 წლის ერო­ლი ყო­ფილ­მა ცოლ­მა "ოჯა­ხის შერ­ცხვე­ნა­ში" და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მასკს შვი­ლი 42 წლით უმ­ცრო­სი გე­რის­გან ჯანა ბე­ზუ­ი­დე­ნ­ჰა­უ­ტის­გან შე­ე­ძი­ნა. მისი თქმით, ბავ­შვი მა­შინ ჩა­ი­სა­ხა, რო­დე­საც ჯანა მე­გო­ბარ­მა მა­მა­კაც­მა მი­ა­ტო­ვა.

"არ მინ­და, მომ­ხდარს შეც­დო­მა ვუ­წო­დო, რად­გან არ­ცერთ ბავ­შვს არ სურს, მას შეც­დო­მად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. ყვე­ლა­ფე­რი ერთ სა­ღა­მოს მოხ­და, რო­დე­საც ჯანა მე­გო­ბარ­მა ბიჭ­მა მი­ა­ტო­ვა და ის ღა­მის გა­სა­თე­ვად ჩემ­თან მო­ვი­და. უნდა გა­მი­გოთ - უკვე 20 წე­ლია მარ­ტო ვარ და ვარ მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც შეც­დო­მებს ჩა­დის," - გა­ნა­ცხა­და ეროლ მასკმა გა­ზეთ­თან Rapport სა­უბ­რი­სას.

მი­სი­ვე თქმით, ჯანა და ბავ­შვი მის სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ, ლან­გე­ბა­ან­ში, კეიპ-თა­უნ­თან ახ­ლოს, თუმ­ცა ეროლს გერ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ ჰქო­ნია.

მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ უმ­დიდ­რეს ოჯახ­ში აგო­რე­ბუ­ლი სკან­და­ლი მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რაც ელონ მასკმა მამა „ყვე­ლა­ზე ბო­როტ ადა­მი­ა­ნად“ მო­იხ­სე­ნია. მისი თქმით, მა­მა­მის­მა ჩა­ი­დი­ნა ყვე­ლა სა­ხის ბო­რო­ტე­ბა, რისი ჩა­დე­ნაც ადა­მი­ანს ოდეს­მე შე­ეძ­ლო.

30 წლის ჯა­ნას დედა, ჰე­ი­დი-მარი მას­კი ყო­ფილ ქმარს მო­იხ­სე­ნი­ებს "ცუდ ადა­მი­ა­ნად, რო­მელ­მაც ოჯახ­ში ყვე­ლა­ფე­რი და­ან­გრია".

"მან მე და სა­კუ­თარ შვი­ლებს უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი მოგ­ვა­ყე­ნა, შე­არ­ცხვი­ნა ოჯა­ხი. გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ სა­კუ­თა­რი გერი და­ა­ორ­სუ­ლა,“ - ამ­ბობს ეროლ მას­კის მე­ო­რე ცოლი, ჰე­ი­დი.

მას სამი შვი­ლი ჰყავ­და, რო­დე­საც მასკს ცო­ლად გაჰ­ყვა. პირ­ვე­ლი ქმა­რი ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში გარ­და­ეც­ვა­ლა და ერო­ლი შვი­ლე­ბის გაზ­რდა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. მასკს უკვე ჰყავ­და სამი შვი­ლი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან, მეი ჰალ­დე­მა­ნის­გან - ელო­ნი, კიმ­ბე­ლი და ტოს­კა. ეროლ­სა და ჰე­იდს ჰყავთ ორი სა­ერ­თო შვი­ლი - ალექ­სან­დრა და აშა მას­კე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ელონ მასკის მამას შვილი საკუთარი გერისგან ეყოლა, გოგონა მასთან 4 წლის ასაკიდან იზრდებოდა

ელონ მასკის მამას შვილი საკუთარი გერისგან ეყოლა, გოგონა მასთან 4 წლის ასაკიდან იზრდებოდა

ელონ მასკის მამა, ეროლ მასკი ამბობს, რომ საკუთარი გერისგან ბავშვის გაჩენა „ერთჯერადი შეცდომის მიზეზი იყო“, ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს.

72 წლის ეროლი ყოფილმა ცოლმა "ოჯახის შერცხვენაში" დაადანაშაულა. მასკს შვილი 42 წლით უმცროსი გერისგან ჯანა ბეზუიდენჰაუტისგან შეეძინა. მისი თქმით, ბავშვი მაშინ ჩაისახა, როდესაც ჯანა მეგობარმა მამაკაცმა მიატოვა.

"არ მინდა, მომხდარს შეცდომა ვუწოდო, რადგან არცერთ ბავშვს არ სურს, მას შეცდომად მოიხსენიებდნენ. ყველაფერი ერთ საღამოს მოხდა, როდესაც ჯანა მეგობარმა ბიჭმა მიატოვა და ის ღამის გასათევად ჩემთან მოვიდა. უნდა გამიგოთ - უკვე 20 წელია მარტო ვარ და ვარ მამაკაცი, რომელიც შეცდომებს ჩადის," - განაცხადა ეროლ მასკმა გაზეთთან Rapport საუბრისას.

მისივე თქმით, ჯანა და ბავშვი მის სახლში ცხოვრობდნენ, ლანგებაანში, კეიპ-თაუნთან ახლოს, თუმცა ეროლს გერთან სასიყვარულო ურთიერთობა აღარ ჰქონია.

მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ოჯახში აგორებული სკანდალი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ელონ მასკმა მამა „ყველაზე ბოროტ ადამიანად“ მოიხსენია. მისი თქმით, მამამისმა ჩაიდინა ყველა სახის ბოროტება, რისი ჩადენაც ადამიანს ოდესმე შეეძლო.

30 წლის ჯანას დედა, ჰეიდი-მარი მასკი ყოფილ ქმარს მოიხსენიებს "ცუდ ადამიანად, რომელმაც ოჯახში ყველაფერი დაანგრია".

"მან მე და საკუთარ შვილებს უდიდესი ტკივილი მოგვაყენა, შეარცხვინა ოჯახი. გაოგნებულები ვართ, რომ საკუთარი გერი დააორსულა,“ - ამბობს ეროლ მასკის მეორე ცოლი, ჰეიდი.

მას სამი შვილი ჰყავდა, როდესაც მასკს ცოლად გაჰყვა. პირველი ქმარი ავტოავარიაში გარდაეცვალა და ეროლი შვილების გაზრდაში ეხმარებოდა. მასკს უკვე ჰყავდა სამი შვილი პირველი ქორწინებიდან, მეი ჰალდემანისგან - ელონი, კიმბელი და ტოსკა. ეროლსა და ჰეიდს ჰყავთ ორი საერთო შვილი - ალექსანდრა და აშა მასკები.

1941 წელს ჩაძირული "არმენია" ნაპოვნია! - როგორ მოხდა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა და იყო თუ არა გემზე განძი?

საქართველოში ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ვარსკვლავების მატარებელი“ თბილისის ცაზე - starlink-ის თანამგზავრები საქართველოშიც გამოჩდნენ