მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან The Parlotones? - ჯგუფი რომელიც 26 მაისს ჯეიმს ბლატთან ერთად გამოვა
ვინ არიან The Parlotones? - ჯგუფი რომელიც 26 მაისს ჯეიმს ბლატთან ერთად გამოვა

ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი ჯე­იმს ბლან­ტი მსოფ­ლიო ტურ­ნეს “The Afterlove-ის” ფარ­გლებ­ში თბი­ლისს, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს, 26 მა­ისს ეს­ტუმ­რე­ბა. კონ­ცერ­ტზე, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის (ლო­კო­მო­ტი­ვის) სტა­დი­ონ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა, მომ­ღე­რა­ლი ფა­ნებს საყ­ვა­რე­ლი ჰი­ტე­ბის You’re Beautiful” და “Goodbye My Lover” შეს­რუ­ლე­ბას ჰპირ­დე­ბა.

ცნო­ბი­ლია, რომ ფეს­ტი­ვალ­ზე ასე­ვე მოწ­ვე­უ­ლია ჯგუ­ფი - The Parlotones - როკ ბენ­დი იო­ჰა­ნეს­ბურ­გი­დან (სამ­ხრეთ აფ­რი­კა), რო­მე­ლიც სიყ­ვა­რულ­სა და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მო­ტი­ვებ­ზე შექ­მნილ სიმ­ღე­რებს შე­ას­რუ­ლებს. ღო­ნის­ძი­ე­ბას მას­პინ­ძლო­ბას კი ენერ­გი­უ­ლი და ძლი­ე­რი როკ ჯგუ­ფე­ბი Young Georgian Lolitaz და Loudspeakers გა­უ­წე­ვენ.

ჯგუ­ფი The Parlotones-ის შექ­მნის ის­ტო­რი­ა­ზე, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­სა და მო­სა­ლოდ­ნელ ფეს­ტი­ვალ­ზე გვე­სა­უ­რე­ბა ჯგუ­ფის ვო­კა­ლის­ტი ქან მორ­ბი.

- რო­გორ შე­იქ­მნა/ჩა­მო­ყა­ლიბ­და თქვე­ნი ჯგუ­ფი ?

- ჩვენ სკო­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბი ვართ, მაგ­რამ რო­დე­საც სკო­ლა და­ვამ­თავ­რეთ, სურ­ვი­ლი გაგ­ვიჩ­ნდა რა­ღაც სი­ახ­ლე შე­მოგ­ვე­ტა­ნა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში და ახალ ეტაპ­ზე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით. მა­შინ ჩა­მო­ვა­ლი­ბეთ ბენ­დი. ეს იყო ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ბენ­დი. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის იყო, რომ ჩვენ არც კი ვი­ცო­დით თუ რო­გორ უნდა დაგ­ვეკ­რა ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზე. იმის ნაც­ვლად, რომ სიმ­ღე­რე­ბის ქა­ვე­რე­ბი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რე­ბი დაგ­ვე­წე­რა, შეგვქმე­ნა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად ჰი­ტად იქ­ცე­ო­და.

- რო­დის გა­ი­მარ­თა თქვე­ნი პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი?

- ბენ­დე­ბის შე­ჯიბ­რზე, სა­ხელ­წო­დე­ბით „Battle of the Bands“ გა­ვე­დით ბოლო ად­გილ­ზე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მას შემ­დეგ გავ­ხდით უკე­თე­სე­ბი და უკე­თე­სე­ბი.

- რა­ტომ სა­ხე­ლი The Parlotones?

- პარ­ლა­ტო­ნის ჩამ­წერ სტუ­დი­ა­ში სხვა ბენ­დებ­საც მო­ვუს­მი­ნეთ. თავ­და­პირ­ვე­ლად ბენ­დის­თვის „პარ­ლო­ფო­ნის“ დარ­ქმე­ვა გვინ­დო­და, მაგ­რამ შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ცოტა შეგ­ვეც­ვა­ლა. ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნილ სამ­ყა­რო­ში სა­უ­კე­თე­სო ის არის, რომ ინ­ტერ­ნე­ტის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში, ჩვე­ნი ბენ­დის სა­ხე­ლის მი­თი­თე­ბი­სას პირ­ვე­ლი ჩვენ ვჩნდე­ბით, რად­გან სხვას „პარ­ლა­ტო­ნე­ბი“ არ ქვია.

- 26 მა­ისს გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტი იგეგ­მე­ბა, რო­მელ­შიც ცნო­ბილ ბრი­ტა­ნელ მომ­ღე­რალ ჯე­იმს ბლან­ტთან ერ­თად თქვენც მო­ნა­წი­ლე­ობთ, გქო­ნი­ათ თუ არა შე­ხე­ბა მას­თან? რამ­დე­ნად იც­ნობთ მის რე­პერ­ტუ­არს ?

- ჩვენ,ჯე­იმს ბლანტს, რო­გორც შემ­სრუ­ლე­ბელს, ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობთ. ის ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში. ჩვენ არას­დროს არ მიგ­ვი­ღია კონ­ცერ­ტში მას­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, წარ­მა­ტე­ბუ­ლი დღე გვე­ლის 26 მა­ისს. ძა­ლი­ან დიდი მო­ლო­დი­ნე­ბი გვაქვს, გარ­და ამი­სა, სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ მას პი­რა­დად შევ­ხვდე­ბით და გა­ვიც­ნობთ.

- ფეს­ტი­ვა­ლი თბი­ლის­შია და­გეგ­მი­ლი, ზო­გა­დად, რა იცით სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ?

- ძა­ლი­ან ცოტა რამ. თავ­და­პირ­ვე­ლად ვფიქ­რობ­დით, რომ ეს იყო შტა­ტი აშშ-ში. ჩვენ მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას და გვინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის დროს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვეც­ნოთ ქვე­ყა­ნას, მის კულ­ტუ­რა­სა და ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს. რა­ი­მე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ხომ არ გექ­ნე­ბათ? გა­მი­ზი­ა­რეთ!

- მოგ­ვი­ყე­ვით თქვენს შე­სა­ხებ, ვინ არი­ან პარ­ლა­ტო­ნე­ბი და რა ჟან­რის მუ­სი­კას ქმნი­ან?

- პარ­ლა­ტო­ნე­ბი არი­ან ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი რო­კის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი სამ­ხრეთ აფ­რი­კი­დან. ჩვე­ნი მუ­სი­კა გა­ნიც­დის როკ­სა და პოპს და ასე­ვე სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გავ­ლე­ნას. ჩვენ შთა­გო­ნე­ბას ბევ­რი ბენ­დი გვაძ­ლევს, რო­მელ­საც სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მო­ვუს­მენთ. მათ შო­რი­საა: Coldplay, The Cure, Radiohead, REM and Stereophonics.

- რო­გორც იცით, თქვენ­თან ერ­თად, 26 მა­ი­სის დღი­სამ­დი მი­ძღვნილ კონ­ცერ­ტში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს ორი ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფი Young Georgia Lolitaz და Loudspeakers. გსმე­ნი­ათ თუ არა მათ შე­სა­ხებ?

- ჩვენ არა­ფე­რი არ გვსმე­ნია ამ ჯგუ­ფე­ბის შე­სა­ხებ. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ მალე გა­ვიც­ნობთ. დღე­ებს ვით­ვლით კონ­ცერ­ტამ­დე...

- რას ჰპირ­დე­ბით ქარ­თველ მსმე­ნელს და თქვენ რას ელით მათ­გან?

- ჩვენ და­ვუკ­რავთ ჩვენს სიმ­ღე­რებს და ძა­ლი­ან დიდი იმე­დი გვაქვს, რომ მო­სუ­ლი მსმე­ნე­ლი იცეკ­ვებს და იმ­ღე­რებს ძა­ლი­ან ბევ­რს! მა­თაგნ მი­ვი­ღებთ ემო­ცი­ებს და ჩვენც არა­ფერს და­ვი­შუ­რებთ მათ­თვის!

- რამ­დენ სიმ­ღე­რას შე­ას­რუ­ლებთ და ამ სიმ­ღე­რებ­ში მოხ­ვდე­ბა თუ არა თქვე­ნი ჰი­ტე­ბი?

- ჩვენ 2 სა­ა­თიც შეგ­ვიძ­ლია რომ და­ვუკ­რავთ, მაგ­რამ შე­ვას­რუ­ლებთ 15-20 სიმ­ღე­რას, თუ დრო მოგ­ვცემს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვუკ­რავთ ჩვენს ჰი­ტებს, მათ შო­რი­საა : push me to the floor, I’ll be there, stars fall down, colourful, overexposed, and giant mistake.

- სა­ერ­თოდ, სხვა რო­მელ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან / ჯგუ­ფებ­თან ერ­თად მი­გი­ღი­ათ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- ჩვენ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მიგ­ვი­ღია: Snow Patrol, Coldplay, Blue October, Starsailor და Ash - თან ერ­თად. ასე­ვე გა­მოვ­სულ­ვართ სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, რო­გო­რი­ცაა Skrillex, Kings of Leon, Metallica, Good Charlotte და კი­დევ სხვა ბევრ შემ­სრუ­ლებ­თან ერ­თად.

- რო­გორც იცით, 26 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 100 წლის­თავს ზე­ი­მობს. რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვენ­თვის ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­რიღს ეძღვნე­ბა?

- შე­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვიქ­ნე­ბით ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღის ერთ-ერთი პა­ტა­რა ნა­წი­ლი. სა­კა­მოდ ემო­ცი­უ­რია! გვაქვს უდი­დე­სი მო­ლო­დი­ნი. ერ­თად ვი­ზე­ი­მოთ ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღი.

- ოდეს­მე თუ გი­თა­ნამ­შრომ­ლი­ათ Black Pearl Live-თან და რა უპი­რა­ტე­სო­ბით გა­მო­არ­ჩევ­დით?

- ჩვენ აქამ­დე არ გვი­თა­ნამ­შრომ­ლია Black Pearl Live - თან, თუმ­ცა ძა­ლი­ან ბევ­რს მუ­შა­ო­ბენ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის. ეს უკვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

ვინ არიან The Parlotones? - ჯგუფი რომელიც 26 მაისს ჯეიმს ბლატთან ერთად გამოვა

ვინ არიან The Parlotones? - ჯგუფი რომელიც 26 მაისს ჯეიმს ბლატთან ერთად გამოვა

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი მსოფლიო ტურნეს “The Afterlove-ის” ფარგლებში თბილისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ესტუმრება. კონცერტზე, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის (ლოკომოტივის) სტადიონზე გაიმართება, მომღერალი ფანებს საყვარელი ჰიტების You’re Beautiful” და “Goodbye My Lover” შესრულებას ჰპირდება.

ცნობილია, რომ ფესტივალზე ასევე მოწვეულია ჯგუფი - The Parlotones - როკ ბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა), რომელიც სიყვარულსა და ცხოვრებისეულ მოტივებზე შექმნილ სიმღერებს შეასრულებს. ღონისძიებას მასპინძლობას კი ენერგიული და ძლიერი როკ ჯგუფები Young Georgian Lolitaz და Loudspeakers გაუწევენ.

ჯგუფი The Parlotones-ის შექმნის ისტორიაზე, შთაბეჭდილებებსა და მოსალოდნელ ფესტივალზე გვესაურება ჯგუფის ვოკალისტი ქან მორბი.

- როგორ შეიქმნა/ჩამოყალიბდა თქვენი ჯგუფი ?

- ჩვენ სკოლიდან მოყოლებული მეგობრები ვართ, მაგრამ როდესაც სკოლა დავამთავრეთ, სურვილი გაგვიჩნდა რაღაც სიახლე შემოგვეტანა ჩვენს ცხოვრებაში და ახალ ეტაპზე გადავსულიყავით. მაშინ ჩამოვალიბეთ ბენდი. ეს იყო ჩვენი პირველი ბენდი. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ჩვენ არც კი ვიცოდით თუ როგორ უნდა დაგვეკრა ინსტრუმენტებზე. იმის ნაცვლად, რომ სიმღერების ქავერები გაგვეკეთებინა, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი საკუთარი სიმღერები დაგვეწერა, შეგვქმენა, რომელიც აუცილებლად ჰიტად იქცეოდა.

- როდის გაიმართა თქვენი პირველი კონცერტი?

- ბენდების შეჯიბრზე, სახელწოდებით „Battle of the Bands“ გავედით ბოლო ადგილზე. საბედნიეროდ, მას შემდეგ გავხდით უკეთესები და უკეთესები.

- რატომ სახელი The Parlotones?

- პარლატონის ჩამწერ სტუდიაში სხვა ბენდებსაც მოვუსმინეთ. თავდაპირველად ბენდისთვის „პარლოფონის“ დარქმევა გვინდოდა, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ცოტა შეგვეცვალა. ხელოვნურად შექმნილ სამყაროში საუკეთესო ის არის, რომ ინტერნეტის საძიებო სისტემაში, ჩვენი ბენდის სახელის მითითებისას პირველი ჩვენ ვჩნდებით, რადგან სხვას „პარლატონები“ არ ქვია.

- 26 მაისს გრანდიოზული კონცერტი იგეგმება, რომელშიც ცნობილ ბრიტანელ მომღერალ ჯეიმს ბლანტთან ერთად თქვენც მონაწილეობთ, გქონიათ თუ არა შეხება მასთან? რამდენად იცნობთ მის რეპერტუარს ?

- ჩვენ,ჯეიმს ბლანტს, როგორც შემსრულებელს, ძალიან კარგად ვიცნობთ. ის ძალიან პოპულარულია სამხრეთ აფრიკაში. ჩვენ არასდროს არ მიგვიღია კონცერტში მასთან ერთად მონაწილეობა და შესაბამისად, წარმატებული დღე გველის 26 მაისს. ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს, გარდა ამისა, სასიხარულოა, რომ მას პირადად შევხვდებით და გავიცნობთ.

- ფესტივალი თბილისშია დაგეგმილი, ზოგადად, რა იცით საქართველოს შესახებ?

- ძალიან ცოტა რამ. თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ ეს იყო შტატი აშშ-ში. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოში ჩამოსვლას და გვინდა, რომ საქართველოში ყოფნის დროს მაქსიმალურად გავეცნოთ ქვეყანას, მის კულტურასა და ღირშესანიშნაობებს. რაიმე რეკომენდაციები ხომ არ გექნებათ? გამიზიარეთ!

- მოგვიყევით თქვენს შესახებ, ვინ არიან პარლატონები და რა ჟანრის მუსიკას ქმნიან?

- პარლატონები არიან ალტერნატიული როკის შემსრულებლები სამხრეთ აფრიკიდან. ჩვენი მუსიკა განიცდის როკსა და პოპს და ასევე სხვა მიმართულების ალტერნატიულ გავლენას. ჩვენ შთაგონებას ბევრი ბენდი გვაძლევს, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე მოვუსმენთ. მათ შორისაა: Coldplay, The Cure, Radiohead, REM and Stereophonics.

- როგორც იცით, თქვენთან ერთად, 26 მაისის დღისამდი მიძღვნილ კონცერტში, მონაწილეობას მიიღებს ორი ქართული ჯგუფი Young Georgia Lolitaz და Loudspeakers. გსმენიათ თუ არა მათ შესახებ?

- ჩვენ არაფერი არ გვსმენია ამ ჯგუფების შესახებ. მოხარულები ვართ, რომ მალე გავიცნობთ. დღეებს ვითვლით კონცერტამდე...

- რას ჰპირდებით ქართველ მსმენელს და თქვენ რას ელით მათგან?

- ჩვენ დავუკრავთ ჩვენს სიმღერებს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოსული მსმენელი იცეკვებს და იმღერებს ძალიან ბევრს! მათაგნ მივიღებთ ემოციებს და ჩვენც არაფერს დავიშურებთ მათთვის!

- რამდენ სიმღერას შეასრულებთ და ამ სიმღერებში მოხვდება თუ არა თქვენი ჰიტები?

- ჩვენ 2 საათიც შეგვიძლია რომ დავუკრავთ, მაგრამ შევასრულებთ 15-20 სიმღერას, თუ დრო მოგვცემს ამის შესაძლებლობას. ჩვენ აუცილებლად დავუკრავთ ჩვენს ჰიტებს, მათ შორისაა : push me to the floor, I’ll be there, stars fall down, colourful, overexposed, and giant mistake.

- საერთოდ, სხვა რომელ ცნობილ ადამიანებთან / ჯგუფებთან ერთად მიგიღიათ კონცერტში მონაწილეობა?

- ჩვენ კონცერტში მონაწილეობა მიგვიღია: Snow Patrol, Coldplay, Blue October, Starsailor და Ash - თან ერთად. ასევე გამოვსულვართ სხვადასხვა ფესტივალებზე, როგორიცაა Skrillex, Kings of Leon, Metallica, Good Charlotte და კიდევ სხვა ბევრ შემსრულებთან ერთად.

- როგორც იცით, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ზეიმობს. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ფესტივალში მონაწილეობა, რომელიც ამ მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება?

- შესანიშნავია, რომ ვიქნებით ასეთი მნიშვნელოვანი დღის ერთ-ერთი პატარა ნაწილი. საკამოდ ემოციურია! გვაქვს უდიდესი მოლოდინი. ერთად ვიზეიმოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი.

- ოდესმე თუ გითანამშრომლიათ Black Pearl Live-თან და რა უპირატესობით გამოარჩევდით?

- ჩვენ აქამდე არ გვითანამშრომლია Black Pearl Live - თან, თუმცა ძალიან ბევრს მუშაობენ ამ ღონისძიებისთვის. ეს უკვე მნიშვნელოვანია!

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს