სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასშტაბური ხანძარი რუსეთში, გასართობ ცენტრში - დაღუპულია 64, მათ შორის ბავშვები
მასშტაბური ხანძარი რუსეთში, გასართობ ცენტრში - დაღუპულია 64, მათ შორის ბავშვები

რუ­სეთ­ში, ციმ­ბირ­ში, კე­მე­რო­ვის ოლ­ქში, სა­ვაჭ­რო-გა­სარ­თობ ცენ­ტრ "ზამ­თრის ალუ­ბალ­ში" გა­ჩე­ნილ ხან­ძარს, ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით 64 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პა. BBC-ის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძა­რი და­ახ­ლო­ე­ბით, შუ­ა­დღის 12:00 სა­ათ­ზე გაჩ­ნდა, შე­ნო­ბის მე­ო­თხე სარ­თულ­ზე, სა­დაც სა­ბავ­შვო გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბი და სამი სა­ბავ­შვო კი­ნო­თე­ატ­რი იყო.

ხან­ძა­რი ელ­ვი­სე­ბუ­რად გავ­რცელ­და შე­ნო­ბის მთელ სარ­თულ­ზე და და­ახ­ლო­ე­ბით, 1500 კვად­რა­ტულ მეტრ ტე­რი­ტო­რი­ას მო­ე­დო... ად­გი­ლობ­რი­ვი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ხან­ძრის ლიკ­ვი­და­ცია ვერ ხერ­ხდე­ბო­და...

და­ღუ­პუ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ბავ­შვია. მათი ცხედ­რე­ბი სწო­რედ მე­ო­თხე სარ­თულ­ზე, კი­ნო­თე­ატ­რის დარ­ბაზ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. BBC.COM-ის წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძა­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად გავ­რცელ­და და გაძ­ლი­ერ­და, რა­მაც იქ მყო­ფებ­ში პა­ნი­კა გა­მო­იწ­ვია. ისი­ნი შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბას სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ცდი­ლობ­დნენ, რა­მაც ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო გა­არ­თუ­ლა.

“ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში ჩანს, რო­გორ ცდი­ლო­ბენ, იქ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი კა­რე­ბის გა­ღე­ბას ან შენგრე­ვას თა­ვად... ეს გან­წი­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბოლო იმ­პულ­სია გა­დარ­ჩნენ ან გა­და­არ­ჩი­ნონ ბავ­შვე­ბი და ამ კად­რე­ბის ნახ­ვა ძა­ლი­ან მძი­მეა,” - წერს გა­მო­ცე­მის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რი.

“იქ­ვეა სკო­ლა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა, რათა სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მყო­ფი ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­და­ერ­ჩი­ნათ, თუმ­ცა ისი­ნი სახ­ლში ამ დრომ­დე არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლან... მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, სპეც­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ცენ­ტრში მყო­ფი ბავ­შვე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი და­კარ­გუ­ლი არი­ან... აქ სრუ­ლი პა­ნი­კაა”, - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი.

კე­მე­რო­ვის ვიცე-გუ­ბერ­ნა­ტო­რი ვლა­დი­მირ ჩერ­ნო­ვი და­ღუ­პუ­ლი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხებს შეხ­ვდა და მათ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ერთ-ერთ ბავ­შვს სან­თე­ბე­ლა ჰქონ­და და ხან­ძა­რი შე­საძ­ლოა, სწო­რედ მისი მი­ზე­ზით გაჩ­ნდა.

“ცე­ცხლი თა­ვი­დან, სა­ბავ­შვო ოთახ­ში გაჩ­ნდა, სა­დაც ბავ­შვებ­მა ბა­ტუტს ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს... თუმ­ცა ამ დრომ­დე უც­ნო­ბია, თუ რა­ტომ არ ჩა­ირ­თო სა­ხან­ძრო სიგ­ნა­ლი­ზა­ცია,” - გა­ნა­ცხა­და მან.

ამას­თან, ზო­ო­პარ­კის ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო გი­სო­სე­ბის გახ­სნა, შიგ­ნით მყო­ფებს რომ შე­ნო­ბის კა­რე­ბის გა­ღე­ბა შეს­ძლე­ბო­დათ, მსხვერ­ლი ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბო­და...”

მი­სი­ვე თქმით, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში ასე­ვე იყო კონ­ტაქ­ტუ­რი ზო­ო­პარ­კი, სა­დაც ზღვის გო­ჭე­ბი, ზღარ­ბე­ბი და კა­ტე­ბი ჰყავ­დათ... ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რის ევ­გე­ნი ვი­დე­მა­ნის თქმით, დიდი ალ­ბა­თო­ბით ყვე­ლა ცხო­ვე­ლი და­ი­ღუ­პა.

ჩერ­ნო­ვის შე­ფა­სე­ბამ აღაშ­ფო­თა რუ­სუ­ლი მე­დია. მათი თქმით, ეს იყო სრუ­ლი­ად უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, ნორ­მა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა­ში ის უნდა დას­ჯი­ლი­ყო.

“ეს გა­მოს­ვლა იყო სა­მარ­ცხვი­ნო და სა­ვა­რა­უ­დოდ, ბა­ტო­ნი ჩერ­ნო­ვი არა­ფხი­ზელ მგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ პო­ზი­ცი­ა­ზე მყოფ­მა ადა­მი­ან­მა ამ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რებს ასე­თი აბ­სურ­დუ­ლი ტექ­სტით მი­მარ­თოს. ყვე­ლა­ფე­რი სან­თე­ბე­ლით მო­თა­მა­შე ბავ­შვს და­აბ­რა­ლო უმ­სგავ­სო­ბაა, მა­შინ რო­დე­საც შე­ნო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე კრინ­ტსაც არ ძრავს...” - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

RBC.RU-ს ცნო­ბით, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი უხა­რის­ხო მა­სა­ლე­ბით იყო ნა­შე­ნი, მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პე­ნო­პო­ლის­ტი­რია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნე­ბი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ტოქ­სი­კუ­რი კვამ­ლით გა­ი­გუ­დნენ...

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

მასშტაბური ხანძარი რუსეთში, გასართობ ცენტრში - დაღუპულია 64, მათ შორის ბავშვები

მასშტაბური ხანძარი რუსეთში, გასართობ ცენტრში - დაღუპულია 64, მათ შორის ბავშვები

რუსეთში, ციმბირში, კემეროვის ოლქში, სავაჭრო-გასართობ ცენტრ "ზამთრის ალუბალში" გაჩენილ ხანძარს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 64 ადამიანი ემსხვერპა. BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით, შუადღის 12:00 საათზე გაჩნდა, შენობის მეოთხე სართულზე, სადაც საბავშვო გასართობი ცენტრები და სამი საბავშვო კინოთეატრი იყო.

ხანძარი ელვისებურად გავრცელდა შენობის მთელ სართულზე და დაახლოებით, 1500 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოედო... ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათი ძალისხმევის მიუხედავად, ხანძრის ლიკვიდაცია ვერ ხერხდებოდა...

დაღუპულების უმრავლესობა ბავშვია. მათი ცხედრები სწორედ მეოთხე სართულზე, კინოთეატრის დარბაზში აღმოაჩინეს. BBC.COM-ის წყაროს ინფორმაციით, ხანძარი ძალიან სწრაფად გავრცელდა და გაძლიერდა, რამაც იქ მყოფებში პანიკა გამოიწვია. ისინი შენობის დატოვებას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, რამაც ვითარება კიდევ უფრო გაართულა.

“ვიდეოჩანაწერებში ჩანს, როგორ ცდილობენ, იქ დარჩენილები კარების გაღებას ან შენგრევას თავად... ეს განწირული ადამიანების ბოლო იმპულსია გადარჩნენ ან გადაარჩინონ ბავშვები და ამ კადრების ნახვა ძალიან მძიმეა,” - წერს გამოცემის რუსული სამსახური.

“იქვეა სკოლა, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, რათა სავაჭრო ცენტრში მყოფი ოჯახის წევრები გადაერჩინათ, თუმცა ისინი სახლში ამ დრომდე არ დაბრუნებულან... მოხალისეები, სპეცსამსახურის თანამშრომლები, ცენტრში მყოფი ბავშვების ახლობლები დაკარგული არიან... აქ სრული პანიკაა”, - ამბობს თვითმხილველი.

კემეროვის ვიცე-გუბერნატორი ვლადიმირ ჩერნოვი დაღუპული და დაზარალებული ადამიანების ოჯახებს შეხვდა და მათთან საუბარში აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ბავშვს სანთებელა ჰქონდა და ხანძარი შესაძლოა, სწორედ მისი მიზეზით გაჩნდა.

“ცეცხლი თავიდან, საბავშვო ოთახში გაჩნდა, სადაც ბავშვებმა ბატუტს ცეცხლი წაუკიდეს... თუმცა ამ დრომდე უცნობია, თუ რატომ არ ჩაირთო სახანძრო სიგნალიზაცია,” - განაცხადა მან.

ამასთან, ზოოპარკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო გისოსების გახსნა, შიგნით მყოფებს რომ შენობის კარების გაღება შესძლებოდათ, მსხვერლი ნაკლები იქნებოდა...”

მისივე თქმით, სავაჭრო ცენტრში ასევე იყო კონტაქტური ზოოპარკი, სადაც ზღვის გოჭები, ზღარბები და კატები ჰყავდათ... ზოოპარკის დირექტორის ევგენი ვიდემანის თქმით, დიდი ალბათობით ყველა ცხოველი დაიღუპა.

ჩერნოვის შეფასებამ აღაშფოთა რუსული მედია. მათი თქმით, ეს იყო სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება, რომლის შედეგადაც, ნორმალური ქვეყანაში ის უნდა დასჯილიყო.

“ეს გამოსვლა იყო სამარცხვინო და სავარაუდოდ, ბატონი ჩერნოვი არაფხიზელ მგომარეობაში იმყოფებოდა, სხვა შემთხვევაში, შეუძლებელია ამ პოზიციაზე მყოფმა ადამიანმა ამ მძიმე მდგომარეობაში ოჯახის წევრებს ასეთი აბსურდული ტექსტით მიმართოს. ყველაფერი სანთებელით მოთამაშე ბავშვს დააბრალო უმსგავსობაა, მაშინ როდესაც შენობის უსაფრთხოებაზე კრინტსაც არ ძრავს...” - წერს რუსული მედია.

RBC.RU-ს ცნობით, სავაჭრო ცენტრი უხარისხო მასალებით იყო ნაშენი, მაგალითად, ძალიან დიდი რაოდენობით პენოპოლისტირია გამოყენებული, შესაბამისად, ადამიანები, დიდი ალბათობით, ტოქსიკური კვამლით გაიგუდნენ...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე