კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტალინმა გელოვანს დაურეკა, არ გრცხვენია, ჩემს ხარჯზე ეკონომიას რომ აკეთებო?" - როგორ გაუსწორდა ნიკიტა ხურუშჩოვი სტალინის ორეულს?
"სტალინმა გელოვანს დაურეკა, არ გრცხვენია, ჩემს ხარჯზე ეკონომიას რომ აკეთებო?" - როგორ გაუსწორდა ნიკიტა ხურუშჩოვი სტალინის ორეულს?

ხრუშ­ჩო­ვი­სე­უ­ლი რეპ­რე­სი­ე­ბი შე­ე­ხო არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კო­სებს, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მოღ­ვა­წე­ებს და სამ­ხედ­რო პი­რებს, არა­მედ ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს მუ­შა­კებ­საც - პი­რა­დად ავ­ტო­რებს, მათი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ჩათ­ვლით. ამის და­დას­ტუ­რე­ბაა ალექ­სან­დრე ფა­დე­ე­ვის (1893-1956) და მი­ხე­ილ გე­ლო­ვა­ნის (1893-1956) ტრა­გი­კუ­ლი ბედი.

ცნო­ბილ­მა პრო­ზა­ი­კოს­მა, სსრკ მწე­რალ­თა კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ალექ­სან­დრე ფა­დე­ევ­მა და სსრკ სა­ხალ­ხო არ­ტის­ტმა მი­ხე­ილ გე­ლო­ვან­მა, რო­მელ­მაც იო­სებ სტა­ლი­ნის სახე კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბა­ში გა­ნა­სა­ხი­ე­რა, ორი­ვემ სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. 1953 წლის 5 მარ­ტის შემ­დეგ ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი­სა და მისი ამ­ფსო­ნე­ბის მიერ ფა­დე­ე­ვი­სა და გე­ლო­ვა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ იე­ზუ­ი­ტუ­რი დევ­ნა და­ი­წყო, რო­მე­ლიც აუ­ტა­ნე­ლი გახ­და...

ალექ­სან­დრე ფა­დე­ევ­მა­თა­ვი პე­რე­დელ­კი­ნო­ში - მწე­რალ­თა აგა­რაკ­ზე მო­იკ­ლა. სიკ­ვდი­ლის წინ და­წე­რილ წე­რილ­ში იგი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თავ­და: "მე ვე­ღარ ვხე­დავ ჩემი სი­ცო­ცხლის აზრს, რად­გან რა­საც ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი, რა­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შე­ვა­ლიე, ქვეყ­ნის უგუ­ნურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ფეხ­ქვეშ გა­თა­ლა. ლი­ტე­რა­ტუ­რა ხელ­ში ბი­უ­როკ­რა­ტებს ჩა­უ­ვარ­დათ. მათ­გან უფრო ცუ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ვიდ­რე ლავ­რენ­ტი ბე­რი­ამ­გა­ა­კე­თა. იგი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მა­ინც იყო, ესე­ნი კი სრუ­ლი­ად უმეც­რე­ბი არი­ან. მინ­დო­და სი­მარ­თლე მეთ­ქვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის, მაგ­რამ არ და­მი­ჯე­რეს. ჩემ­მა სი­ცო­ცხლემ, ამ­დე­ნი სიც­რუ­ის, და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი კრი­ტი­კის ცი­ლის­წა­მე­ბის გამო, აზრი და­კარ­გა. აღარ მსურს ასე­თი გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ყოფა, მივ­დი­ვარ ამ ცხოვ­რე­ბი­დან".

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე ალექ­სან­დრე ფა­დე­ე­ვი ნი­კი­ტა ხრუშ­ჩოვსშეხ­ვდა, მაგ­რამ სა­უ­ბა­რი ვერ აე­წყო: პარ­ტი­ის ლი­დე­რი ქედ­მაღ­ლუ­რად ითხოვ­და მწერ­ლი­სა­გან "სტა­ლი­ნიზ­მის შე­დე­გე­ბი­სა და რე­ცი­დი­ვე­ბის" აღ­მო­ფხვრას, ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას. ალექ­სან­დრე ფა­დე­ევ­მა თურ­მე ვერ მო­ით­მი­ნა და ნი­კი­ტა ხრუშ­ჩოვს ტროც­კის­ტო­ბა შე­ახ­სე­ნა... შეხ­ვედ­რა მძი­მე გა­მოდ­გა და შე­დე­გებ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. აშ­კა­რაა, რომ მწე­რალ­მა თა­ვი­სი თვით­მკვლე­ლო­ბით, 1956 წლის 13 მა­ისს, წი­ნას­წარ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ის მოქ­მე­დე­ბა, რა­საც მას უშიშ­რო­ე­ბის უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­უ­კე­თებ­დნენ.

იგი­ვე ბედი ეწია მი­ხე­ილ გე­ლო­ვან­საც - სსრ კავ­ში­რის სა­ხალ­ხო არ­ტისტს, სტა­ლი­ნუ­რი პრე­მი­ე­ბის ლა­უ­რე­ატს, საბ­ჭო­თა კი­ნო­მა­ყუ­რებ­ლე­ბის საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს.

მი­ხე­ილ გე­ლო­ვა­ნი 1893 წელს ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნი­ის სო­ფელ ლა­სუ­რი­ა­ში და­ი­ბა­და. ის ლე­ჩხუ­მე­ლი თა­ვა­დე­ბის შთა­მო­ა­მავ­ლი გახ­ლდათ.

მან თავი ბე­ლა­დის და­ბა­დე­ბის დღეს - 1956 წლის 21 დე­კემ­ბერს მო­იკ­ლა.

მი­ხე­ილ გე­ლო­ვა­ნი კი­ნე­მა­ტოგ­რაფს უკვე 1953 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ჩა­მო­ა­შო­რეს. უფრო მე­ტიც - მსა­ხი­ო­ბი იო­სებ სტა­ლი­ნის ცხე­დარ­თან სა­პა­ტიო ყა­რა­ულ­შიც კი არ და­უშ­ვეს: როცა იგი კუ­ბოს­თან დად­გა, მას­თან სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი მი­ვიდ­ნენ და უთხრეს, რომ მისი სა­ხე­ლი სა­პა­ტიო ყა­რა­უ­ლის სი­ი­დან ამოშ­ლი­ლია. მსა­ხი­ობს მი­ა­ნიშ­ნეს, რომ მისი კა­რი­ე­რა დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

1953 წლის მარ­ტის შემ­დეგ მი­ხე­ილ გე­ლო­ვან­მა სმა და­ი­წყო. როცა დათ­ვრე­ბო­და, ხში­რად რე­კავ­და ტე­ლე­ფო­ნით მოს­კო­ვის ცნო­ბილ "ელი­სე­ე­ვის გას­ტრო­ნომ­ში" და ყვე­ლა საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი ხმით აცხა­დებ­და: "სტა­ლი­ნი გე­ლა­პა­რა­კე­ბათ. იცო­დეთ, მე ცო­ცხა­ლი ვარ და მუ­დამ ვი­ცო­ცხლებ". შემ­დეგ კი პრო­დუქ­ტებს ითხოვ­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მის სი­ტყვებს ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­დნენ, მაგ­რამ პარ­ტი­ის ცე­კას თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც კი­ნო­სა და თე­ატრს კუ­რი­რებ­დნენ, ცირ­კუ­ლი­ა­რე­ბი და­აგ­ზავ­ნეს, მი­ხე­ილ გე­ლო­ვა­ნი ფსი­ქი­ურ ავად­მყო­ფად შე­რა­ცხეს და მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აკ­რძა­ლეს. 1956 წლის თე­ბერ­ვლი­დან კი და­ი­წყო კად­რე­ბის მა­სობ­რი­ვი ამოჭ­რე­ბი კი­ნო­ფილ­მე­ბი­დან, სა­დაც მსა­ხი­ო­ბი იო­სებ სტა­ლი­ნის როლს ას­რუ­ლებ­და.

მოკ­ლე ნეკ­რო­ლო­გი მი­ხე­ილ გე­ლო­ვა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ მოს­კო­ვის მხო­ლოდ ერთ გა­ზეთ­ში - "ვე­ჩერ­ნი მოსკვა"-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­მა­გი­ე­როდ ჩი­ნე­თი­სა და ალ­ბა­ნე­თის ცენ­ტრა­ლურ­მა გა­ზე­თებ­მა მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს პირ­ვე­ლი გვერ­დე­ბი და­უთ­მეს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სსრ კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ამ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან მე-20 ყრი­ლო­ბის შემ­დეგ სწრა­ფად გა­უ­ა­რეს­და. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"სტალინმა გელოვანს დაურეკა, არ გრცხვენია, ჩემს ხარჯზე ეკონომიას რომ აკეთებო?" - როგორ გაუსწორდა ნიკიტა ხურუშჩოვი სტალინის ორეულს?

"სტალინმა გელოვანს დაურეკა, არ გრცხვენია, ჩემს ხარჯზე ეკონომიას რომ აკეთებო?" - როგორ გაუსწორდა ნიკიტა ხურუშჩოვი სტალინის ორეულს?

ხრუშჩოვისეული რეპრესიები შეეხო არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, საზოგადოებრივ მოღვაწეებს და სამხედრო პირებს, არამედ ხელოვნების სფეროს მუშაკებსაც - პირადად ავტორებს, მათი ნაწარმოებების ჩათვლით. ამის დადასტურებაა ალექსანდრე ფადეევის (1893-1956) და მიხეილ გელოვანის (1893-1956) ტრაგიკული ბედი.

ცნობილმა პროზაიკოსმა, სსრკ მწერალთა კავშირის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ფადეევმა და სსრკ სახალხო არტისტმა მიხეილ გელოვანმა, რომელმაც იოსებ სტალინის სახე კინოხელოვნებაში განასახიერა, ორივემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 1953 წლის 5 მარტის შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვისა და მისი ამფსონების მიერ ფადეევისა და გელოვანის წინააღმდეგ იეზუიტური დევნა დაიწყო, რომელიც აუტანელი გახდა...

ალექსანდრე ფადეევმათავი პერედელკინოში - მწერალთა აგარაკზე მოიკლა. სიკვდილის წინ დაწერილ წერილში იგი ხელისუფლებას მიმართავდა: "მე ვეღარ ვხედავ ჩემი სიცოცხლის აზრს, რადგან რასაც ვემსახურებოდი, რასაც მთელი ცხოვრება შევალიე, ქვეყნის უგუნურმა ხელისუფლებამ ფეხქვეშ გათალა. ლიტერატურა ხელში ბიუროკრატებს ჩაუვარდათ. მათგან უფრო ცუდია მოსალოდნელი, ვიდრე ლავრენტი ბერიამგააკეთა. იგი განათლებული მაინც იყო, ესენი კი სრულიად უმეცრები არიან. მინდოდა სიმართლე მეთქვა ხელისუფლებისათვის, მაგრამ არ დამიჯერეს. ჩემმა სიცოცხლემ, ამდენი სიცრუის, დაუმსახურებელი კრიტიკის ცილისწამების გამო, აზრი დაკარგა. აღარ მსურს ასეთი გაუბედურებული ყოფა, მივდივარ ამ ცხოვრებიდან".

საინტერესოა, რომ თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ალექსანდრე ფადეევი ნიკიტა ხრუშჩოვსშეხვდა, მაგრამ საუბარი ვერ აეწყო: პარტიის ლიდერი ქედმაღლურად ითხოვდა მწერლისაგან "სტალინიზმის შედეგებისა და რეციდივების" აღმოფხვრას, ნაწარმოებებში ცვლილებების შეტანას. ალექსანდრე ფადეევმა თურმე ვერ მოითმინა და ნიკიტა ხრუშჩოვს ტროცკისტობა შეახსენა... შეხვედრა მძიმე გამოდგა და შედეგებმაც არ დააყოვნა. აშკარაა, რომ მწერალმა თავისი თვითმკვლელობით, 1956 წლის 13 მაისს, წინასწარ განახორციელა ის მოქმედება, რასაც მას უშიშროების უწყების თანამშრომლები გაუკეთებდნენ.

იგივე ბედი ეწია მიხეილ გელოვანსაც - სსრ კავშირის სახალხო არტისტს, სტალინური პრემიების ლაურეატს, საბჭოთა კინომაყურებლების საყვარელ ადამიანს.

მიხეილ გელოვანი 1893 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ლასურიაში დაიბადა. ის ლეჩხუმელი თავადების შთამოამავლი გახლდათ.

მან თავი ბელადის დაბადების დღეს - 1956 წლის 21 დეკემბერს მოიკლა.

მიხეილ გელოვანი კინემატოგრაფს უკვე 1953 წლის გაზაფხულზე ჩამოაშორეს. უფრო მეტიც - მსახიობი იოსებ სტალინის ცხედართან საპატიო ყარაულშიც კი არ დაუშვეს: როცა იგი კუბოსთან დადგა, მასთან სამოქალაქო პირები მივიდნენ და უთხრეს, რომ მისი სახელი საპატიო ყარაულის სიიდან ამოშლილია. მსახიობს მიანიშნეს, რომ მისი კარიერა დასრულებულია.

1953 წლის მარტის შემდეგ მიხეილ გელოვანმა სმა დაიწყო. როცა დათვრებოდა, ხშირად რეკავდა ტელეფონით მოსკოვის ცნობილ "ელისეევის გასტრონომში" და ყველა საბჭოთა მოქალაქისათვის ცნობილი ხმით აცხადებდა: "სტალინი გელაპარაკებათ. იცოდეთ, მე ცოცხალი ვარ და მუდამ ვიცოცხლებ". შემდეგ კი პროდუქტებს ითხოვდა. რასაკვირველია, მის სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ პარტიის ცეკას თანამშრომლებმა, რომლებიც კინოსა და თეატრს კურირებდნენ, ცირკულიარები დააგზავნეს, მიხეილ გელოვანი ფსიქიურ ავადმყოფად შერაცხეს და მასთან თანამშრომლობა აკრძალეს. 1956 წლის თებერვლიდან კი დაიწყო კადრების მასობრივი ამოჭრები კინოფილმებიდან, სადაც მსახიობი იოსებ სტალინის როლს ასრულებდა.

მოკლე ნეკროლოგი მიხეილ გელოვანის გარდაცვალების შესახებ მოსკოვის მხოლოდ ერთ გაზეთში - "ვეჩერნი მოსკვა"-ში გამოქვეყნდა, სამაგიეროდ ჩინეთისა და ალბანეთის ცენტრალურმა გაზეთებმა მისი გარდაცვალების ფაქტს პირველი გვერდები დაუთმეს. როგორც ცნობილია, სსრ კავშირის ურთიერთობა ამ სახელმწიფოებთან მე-20 ყრილობის შემდეგ სწრაფად გაუარესდა. განაგრძეთ კითხვა

როგორ დააზიანა ხანძარმა რუსთავის ავტობაზრობა - ფოტოები ადგილიდან

"დაგანგრევთ ყველას, ლიბერალებო" - მეუფე სტეფანე

"როდესაც ვხედავთ განსაცდელს, გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება ადამიანის ცხოვრებაში, შეიძლება იყოს გამოცდილების მომტანი" - მეუფე შიო